suuuni

ავტორი: ანა თოფურიძე

იყო და არა, იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ერთ უხსოვარ დროს, იყო დრო და სივრცე დედამიწაზე, როცა ადამანები თავად იყვნენ ზღაპრები და მითები. როცა უყვარდათ ერთმანეთი. ვარსკვლავები ჩამოდიონენ დედამიწაზე და ეთამაშებოდნენ ბავშვებს, ადამიანებმა ცხოველების ენა იცოდნენ და როგორც თანასწორ არსებებს ისე ესაუბრებოდნენ და ემეგობრებოდნენ მათ, იყვენენ ელფებიც, ჯუჯებიც, სულებიც და მრავალი არსება, ზღვის უმარავი ლამაზი თევზი, ფრინვები, მოლაპარაკე ხეები და ა.შ.. და ყველა არსებას თავის დანიშნულება ქონდა და ასრულებდა მას დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით.

მაშინ უყვარდათ ადამიანებს სულ. უხაროდათ ზაფხული, რადგან იყო სითბო და ბევრი გემრიელი ხილი, უყვარდათ შემოდგომა. ოჯახის უფროსი წევრები სიხარულით კრეფდნენ ყურძენს და წურავდნენ, ბავშვებისთვის ტბილ წვენს ამზადებნენ თავისთვის კი ღვინოს, რომლითაც ლოცავდნენ ღმერთს და მის ნებას. უყვარდათ ზამთარიც, ქათქათა თოვლის, ულამაზი ფიფქების და გუნდაობის გამო, თოვლსაც უყვარდა ადაიანები და სულ ფუფულა და ხრაშუნა მოდიოდა. ისე უყვარდა თოვლს ადამიანები რომ როდესაც ბავშვი მას ხელში აიყვანდა არ სციოდა, პირიქით თოვლი თბებოდა.

ამ ბედნიერ დროს, ბავშვის და ახალი სიცოცხლის დაბადება ყველას უხაროდა. რადგან იცოდნენ რა სასწაული ხდებოდა ამ დროს, ბოლომდე არც იცოდნენ, თუმცა ინტუიციით და გულით ხვდებოდნენ.

და ერთ კიდევ უფრო ლამაზ დღეს, ერთ პატივსაცემ ოჯახს, რომელიც ტყის პირას ცხოვროდა, ეყოლა შვილი. ბიჭუნა იყო. მამას ძალიან გაუხარდა ბიჭი, მაგრამ არაფერი უთქვამს მხოლოდ მეუღლეს აკოცა შუბლზე, ბავშვს მოეფერა და მერე წავიდა ტყეში, ალბათ თავის მეგობარ ყოველისმცოდნე სულებთან სალაპარაკოდ რომ ეთქვათ მისი მომავლის ბედი და რჩევები მიეღო.
ხო და ვყვებოდი, რომ ეს ბიჭუნა იყო, საოცარი ბიჭუნა. რომ დაიბადა გადაიკისკისა! ისე გემრიელად და ხმამაღლა რომ ყველას გაეღიმა. მთელ დედამიწაზე ყველა არსებამ, მცენრაეებმაც კი გაიგეს მისი კისკისი. მისი დაბადების მერე კიდევ უფრო თითქოს განათდა ყველაფერი. თან თმა ქონდა ისეთი ყვითელი და ორქოსფერი, ქარი რომ დაუბერადა კულულებზე გეგონებოდა სხიცებს აფრქვევსო. დედამ მას მზე დაარქვა.

მზეს ყველა უყვარდა, და ყველას უყვარდა მზე, ის არ არევდა არავის, სულ ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდათ. სადაც მიდიოდა თავისი სითბო და სინათლე მიჰქონდა. ის პატარა მცენარებს გაზრდაში ეხმარებოდა, ადამიანებს ხელებს უთბობდა და ცდილობდა მათ ყველაკუნჭუში შეეღწია რომ იქაც გაეთბო..

და იყო ასე, დრო ბედნიერი. მაგრამ არავინ იცის რატომ, ღმერთის ნებით ალბათ ერთხელაც სამყარო შეიცვალა. შიცვალა ყველაფერი, ადამიანები შეიცვალნენ და ძალიან შეიცვალნენ. მათ ყველაფერი დაავიწყდათ, ყველაფერი. ბოროტმა ძალებმა კი იმდენი მოახერხეს რომ მათი მოტყუებაც ისწავლეს დაბევრ ცუდ საქმესაც კი აკეთებინებენ, ტვინებში შეუძვრნენ, გულები გაუცივეს, ეჭვები დაუბადეს, სიყვარული დაავიწყეს.

მაგრამ ყველას ვერ მორიენ, მზეს ვერაფერი დააკლეს. რადგან ის იყო ძალიან დიდი და ლამაზი. ამიტომ ყველაზე მეტი რაც შეძლეს ეს იყო, რომ დედამიწას მოაშორეს! ძალიათ გაკოჭეს და წაიყვანეს შორს, კოსმოში.

მაგრამ მზე იმდენად კარგი იყო, იმდენად უყვარს დღემდე მას დედამიწა, რომ იმ შორი ადგილიდანაც, სადაც ბევრი ბევრი სინათლის წელიწადი აშორებს აქაურობას, მაინც გვაწვდენს სითბოს და სხვივებს. მაინც აგრძელებს თავის დანიშნულებას და თავის ცხოვრებას, და თურმე არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რა სიშორით დაშორებული სახლიდან, თუ გიყვარს, მაინც მოაწვდენ შენს სათქმელს. თუმცა რადგან ის დაშორდა ძალიან დედამიწას, ის ერთად ყველას ვეღარ ათბობს და ანათებს. ამიტომ ერთი მეგობარი გაიჩინა, მთვარე და იმას უგზავნისხოლმე როცა თვითონ რომელიმე ქვეყანას ვერ წვდება.

და რაც ყველაზე მთავარია, ის ზოგიერთ ადამიანშიც ახერხებს მაინც იცხოვროს, მათ გულებში და მათით კიდევ უფრო ცდილობს დაეხმაროს იმ ადამიანებს ვისაც დაავიწყდა ვინც იყვნენ.
იცით როგორ? იცით როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანები? მეგობრებში ან შეიძლება სარკეში ჩახედვისასაც დაინახოთ.

მზის შვილები არიან ადამიანები ვინც იღიმებიან და როცა იცინიან, ისე გადამდებად იცნიან რომ თქვენც გეცინებათ.

მზის შვილები არიან ადამიანები ვისაც უყვართ მზე და ზაფხული და რომ არც იციან რატომ უყვართ და რატომ არიან ასეთი ბედნიერები ამ დროს.

მზის შვილები არიან ადამიანები ვისაც ყველა უყვართ, ვისაც უყვართ მზის მსგავსად განურჩევლად ყველა ადამიანი.

მზის შვილები არიან ადამიანები ვინც სხვებს ათბობენ და ახსენებენ, რას ახსენებენ ზუსად არ იციან,მაგრამ რომ ახსენებენ და რაღაცას თბილს და ძალიან ძვირფასს ეს იციან. რაც უფრო მეტი შვილი ეყოლება ზმეს დედამიწაზე უფრო გაახსენდებათ ადამიანებს როგორის იყო ძველ ბედნიერ დროს დედამიწა..

(და თუ თქვენ დავიწყებული გაქვთ და გრცხვენიათ მზის, გრცხვენიათ რომ თვალი გაუსწოროთ და დაენახოთ, რადგან ფიქრობთ რომ არაა თქვენთვის,ძალიან ცდებით, მზე ყველას ანათებს და ყველა უყვარს, ამიტომაა თქვენზე ადრე რომ ადგებახოლმე და როცა უკვე თვალს ახელთ ის გზას გინათებთ. სკოლისაკენ, უნივერსიტეტისაკენ, სამსხურისაკენ და ა. შ.. და თქვენ გიყვართ მზე? მადლობასეუბნებით რომ არსებობს? მადლობას ეუბნებთ ღმერთს რომ მზე გამოგიგზავნათ? ერთი წამითაც რომ წარმოიდგინო არ იქნება მზ, ცხოვრება როგორი ბნელი გახდება..)

ამბობენ მზეს პატარა შვილიც ყავსო, დაუნახავთ ადამიანებს ორი მზე, რა კარგია არა? ორი მზე და კიდევ უამრავი საოცარი რამაა ქვეყანაზე, და თქვენს თავებშიც. მხოლოდ როცა ბორტი არსბების მიერ შექმნილ მავნებელ რამეებს დავამარხებთ და გავიხსენებთ, შემდეგ დავინახავთ და ოდესმე იქნებმზეც ისევ ჩამოვიდეს დედამიწაზე. ამისთვის ადამიანებმა უნდა ისურვონ ეს.