16

არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არა. იმდენი ტიპია, რამდენი ადამიანიცაა თვითონ მსოფლიოში (7.6 მილიარდი დღევანდელი მონაცემებით). ეს ფაქტი კი საფუძველს უყრის შემდეგ კითხვებს: მაშ, რატომ ვიყენებთ საერთოდ კატეგორიზაციას? რამდენად რეალურია ეს კატეგორიები?

კატეგორიათა ბუნება

11111

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, იარლიყების გარეშე არსებობს. იარლიყი ლინგვისტური ელემენტია, რომელიც გვეხმარება უკეთესად გავუგოთ რეალობას. ჩვენ, ადამიანებმა, იდეები უხილავი საზღვრებით გამოვყავით ერთმანეთისგან იმისთვის, რომ უკეთესად გაგვეაზრებინა სამყარო და ჩვენი როლი სამყაროში.

ისმის კითხვა: “კარგი, კატეგორიებს ადამიანები ქმნიან, მერე?”

მოიცა, მოიცა. ყველა კატეგორია ადამიანის შექმნილი არაა. დიდი განსხვავებაა კატეგორიის ფაბრიკაციასა (მიმსგავსებას) და აღმოჩენას შორის. როგორც მათემატიკა და ფიზიკა ამტკიცებს, ჩვენ შევიცნობთ ადამიანის ენის წარმომქმნელი რეალობის პირველსაწყის ასპექტებს – და შემდეგ სახელს ვარქმევთ მას. ჩვენთვის ცნობილი π არ არის კატეგორია, ის ჩვენი სამყაროს ფენომენია. მზე და მთვარე თავისთავად მატერიალურად შემოსაზღვრული მთლიანობებია, რომლებსაც არსებობისთვის არ სჭირდებათ ადამიანური ენით განსაზღვრა და იარლიყების მიკრობა. მსგავსად ამისა, მდედრობითი და მამრობითი სქესებიც თვითწარმოქმნილი კატეგორიებია, რომლებსაც არ სჭირდებათ ჩვენს მიერ ზედმეტი ახსნა და განმარტებები.

22222

თანდაყოლილი კატეგორიები

ცხოველთა სამყარო მსგავსი გენეტიკური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით არსებითად კატეგორიებადაა დაყოფილი, რომელთაც ცხოველთა გლობალური ხე აერთიანებს. ტალპიდთა ოჯახი აერთიანებს მიწისქვეშეთში მცხოვრებ ძუძუმწოვრებს სუსტი მხედველობითა და გაძლიერებული ყნოსვით, კარნივორთა ოჯახი კი ხასიათდება მოელვარე, წინ წამოწეული, პლემორალური კბილებით, ექვსი ეშვით, კლანჭისებური ტერფებით და საკვებად მკაცრად ხორცზე დამოკიდებული მეტაბოლიზმით. ფილუმ ქონდატა ხერხემლიანი ცხოველია სუსტად განვითარებული ნერვული სისტემით, მისი ნათესავი სახეობა, მარჯნის რიფებში მცხოვრები ტუნიკატა კი არახერხემლიანია ასევე სუსტად განვითარებული ნერვული სისტემით. ამ კატეგორიებს ჩვენ, ადამიანები, არ ვქმნით. ეს ბუნების შემოქმედებაა, რომელსაც შემდეგ ჩვენ სახელებს ვარქმევთ და აღვწერთ.

იგივეა ფსიქოლოგიაშიც. CT-ს (ვულტოლოგიის) ობიექტური მეტრიკა, ანუ ადამიანთა კატეგორიზაციისთვის სხეულის ენის გამოყენება, არა თეორიულად შეთხზული “ზღაპარი”, არამედ ბუნებრივად წარმოქმნილი და ხილული ფენომენია. როგორც ტაქსონომისტი გაავლებს საზღვარს ცხოველთა სხვადასხვა სახეობებს შორის, ისე გაავლებს საზღვარს ვალტოლოგისტი ადამიანებს შორის – ზუსტად ამ ვიზუალურ/ფიზიოლოგიური მახასიათებლების დახმარებით. ფიზიკური ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს; სწორედ ფიზიკური ფაქტორის გამოყენებით გვამცნობს ვულტოლოგია სად გადის საზღვარი ადამიანთა ამა თუ იმ მახასიათებლებს შორის და იყენებს ფსიქოლოგიურ მეთოდებს მათი დახასიათებისას.

იარლიყი “ESTJ – TeSi” არის არამხოლოდ სემანტიკური კრიტერიუმის თეორიული განმარტება, არამედ ფიზიკური კატეგორიაც. შეიძლება არასდროს იწოდოს ინდივიდმა ფსიქოტიპად ESTJ, მაგრამ ის, მისი ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არსებოთად ამ კატეგორიის წარმომადგენელი იქნება მთელი ცოვრების მანძილზე. აქედან, ფსიქოტიპის პოვნა საკუთარი ფსიქოლოგიური ფენომენის გაცნობიერებაა.

რამდენი კატეგორია არსებობს?

როგორც ცხოველთა სამეფოებში, კლასებში, სახეობებში და ოჯახებშია – ეს კატეგორიები სხვადასხვა მახასიათებელზე სხვადასხვანაირად იცვლება (მაგ: ცალკეა ხერხემლიანთა კატეგორიზაცია, ეშვებიანთა, ფეხსახსრიანთა, რვაკბილიანთა, ელამთა, დალტონიკთა, დიდცხვირიანთა და ა.შ), როგორც ხერხემლიანებზე და უხერხემლოებზე, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ (P და J), ზუსტად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთხი კატეგორიაა (ალფა, ბეტა, გამა დელტა), ან რვაა (Fi, Ti, Fe, Te, Si, Se, Ni, Ne), ან თექვსმეტია, ან საერთოდ 32-ია (სქესებიც რომ დავუმატოთ). ან ქვეფსიქოტიპებიანად, 128 გამოდის. რაც უფრო ვაკონრკეტებთ მახასიათებლებს, მით მეტ ტიპს ვიღებთ.

ისმის კითხვა: “თუ იმდენი კატეგორიაა, რამდენიც მოგვინდება, საერთოდ რა საჭიროა კატეგორზაცია? არ სჯობს პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია?”

3333

რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზმის მსგავსად, ყველა ადამიანი უნიკალურია. თუმცა უარი ვთქვათ კატეგორიზაციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა განვსხვავდებით, იგივეა ცხოველებზე ვთქვათ, რა საჭიროა მათი სამეფოებად, კლასებად, სახეობებად და ოჯახებად დაყოფაო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა განვსხვავდებით, ეს განსხვავებები ზუსტადაა ორგანზიებული. ზოგ ადამიანს უფრო ვგავართ, ვიდრე დანარჩენებს და ეს ყველაფერი განაწილებულია ადამიანთა კატეგორიზაციის ხეზე. ყველა ISFP-FiSe მსოფლიოში უფრო ახლოსაა სხვა ISFP-სთან კატეგორიზაციის ხეზე, ვიდრე სხვა ფსიქოტიპებთან, განსაკუთრებით თუ ისინი ერთ ქვეტიპს იზიარებენ. თუ მათ ერთნაირი გენდერიც, სქესიც, რასაც და მენტალური ჯანმრთელობაც აქვთ, კიდევ უფრო ახლოს იქნებიან ფსიქოლოგიურ და ვულტოლოგიურ ხეზე. თუ გენეტიკური (სისხლით ნათესაობის) ხე არსებობს, რატომ არ შეიძლება ვულტოლოგიური ხეც არსებობდეს?

ვამსხვრევთ 16 ფსიქოტიპის სტიგმას

ამის შემდეგ თუ ვინმე გეტყვით, რომ მხოლოდ 16 ფსიქოტიპი არ არსებობს სამყაროში, შეგიძლიათ უპასუხოთ “მართალია, არც ტიპოლოგია ქადაგებს ამას” და აუხსნათ ზუსტად ისე, როგორც ზევით ავხსენი. ჩაკეტილი სისტემები, რომლებიც მხოლოდ თეორიულ მსჯელობებზეა დაყრდნობილი და რომლებსაც აკლიათ ემპრიული მტკიცებულებები, ხშირად უარყოფენ კონტრარულ (საწინააღმდეგო) მოსაზრებებს. ვულტოლოგიამ კი საბოლოოდ აიყვანა ტიპოლოგია, თანამედროვე მეცნიერებების – ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის და ა.შ, გვერდით.

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე

წყარო