რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?

 (საუბარი სადჰგურუსთან)

ამერიკაში ყველა სვამს წყალს 3\4 ჭიქა სავსე ყინულის კუბებით. ახლა მე რასაც ვიტყვი შეიძლება იყოს ძალიან არაპოპულარული. იოგურ კულტურაში, თუ შენ ხარ იოგი, თუ დგახარ ტრანსფორმაციის გზაზე და გინდა შეცვალო შენი სისტემა, გახსნა ახალი შესაძლებლობების განზომილება, მაშინ მხოლოდ ისეთ წყალს სვამ, რომელიც შენი სხვეულის ტემპერატურისაგან 4 გრადუსით ზემოთ ან ქვემოთაა. დავუშვათ თქვენი სხვეულის ტემპერატურა 36 გრადუსია, მაშინ შეგიძლიათ დალიოთ წყალი 32 გრადუსიდან 40 გრადუსამდე. ესაა საუკეთესო მოხმარების გზა.თუ სტუდენტი ხართ, რომელსაც უნდა შეისრუტოს ცოდნა, და არ ეძებთ ტრანსფორმაციას და მხოლოდ ინფორმაციის ათვისებით ხარ დაკავებული, მაშინ უნდა მიიღოთ წყალი 8 გრადუსის განსხვავებით. ასე რომ შეგიძლიათ დალიოთ 28 გრადუსიდან 44 გრადუსამდე წყალი. თუ ოჯახის ადამიანი ხართ და არ ხართ დაინტერესებული არანაირი ტრანსფორმაციითა და სწავლით, მხოლოდ გინდათ შეინახო ცოლ-შვილი, მაშინ შეგიძლიათ დალიო თქვენი სხეულის ტემპერატურისაგან 20 გრადუსით განსხვავებული ტემპერატურის მქონე წყალი. ამიტომ ესაა ძალიან არაპოპულარი სასაუბრო თემა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, რომ რასაც მიიღებთ ეს იქნება თქვენი სხეულის ტემპერატურასთან ახლოს. არც ძალიან მაღალი და რადგან ის შეცვლის გზას, თუ როგორ იქცევა წყალი სისტემის შიგნით როდესაც იღებთ ნებისმიერ სითხეს, რომელიც ძალიან განსხვავებულია სხეულის ტემპერატურისაგან. ვიცი რომ ნაყინის მოყვარელები დაიწყებენ ყვირილს, მე მხოლოდ გეუბნებით იდეალურ პირობებს. რამდენს გინდათ რომ იცხოვროთ იდეალურ დიაპაზონში? ან უბრალოდ იყოთ ცნობიერი რომ ასე მოქცევა კარგია?

 რამდენი წყალი უნდა დავლიოთ?

 თუ არ გწყურიათ და წყალსაც არ დალევთ, არც არაფერი მოხდება, თქვენ კარგად იქნებით. ეს მხოლოდ ამერიკაში მოკვდებით, თუ წყალს არ დალევთ. სხვაგან ყველგან ადამიანები სვამენ წყალს, როდესაც წყურიათ. ან ღვინოს სვამენ, თუ უდაბნოში არიან. ეს მხოლოდ ამერიკაში, ცივ კლიმატში არის მიღებული ბოთლის ტარება და მოყუდება მუდმივად, ესაა მარკეტინგის მისია, რამაც გამოიწვია რომ მათ უნდა დალიან ბევრი წყალი. გადაჭარბებული წყლის მოხმარება დაყოფილი პატარა ყლუპებით. სხეული იწოვს წყალს და როდესაც იწოვს, სოდიუმის დონე რომელიც ძალიან დლიკატურადაა დაბალანსებული ტვინში, ეცემა. დანარჩენი სხეულზეც ასევე აქვს გავლენა, რომელიც შეიძლება შეუმჩნეველიც კი იყოს, მაგრამ ტვინში სოდიუმის დონეები ეცემა, რომელსაც მივყავართ ტვინის დატკბობამდე. ეს არ ნიშნავს რომ თქვენი ტვინი იზრდება. დატკბობა ნიშნავს დაავადების სახეს და არა და არა ტვინის გაფართოვებას. ის ტკბება არასაკმარისი სოდიუმის გამო. ასე რომ, სოდიუმის ნაკლებობის გამო მეტი წყალი მიდის ტვინამდე იმის ცდაში, რომ მიიყოს მეტი სოდიუმი და აღიდგინოს ბალანსი. მეტი წყალი ტვინში ეს ნიშნავს რომ თქვენ გასკდებით. ფსიქოლოგიური ბალანსი თავისით მოვა. შეხედეთ, თუ თქვენ დალევთ ბევრ წყალს ერთ ჯერზე, სხეული თავად გადაწყვეტს რამდენი შეიწოვოს და რამდენი გამოუშვას გარეთ, მაგრამ თუ განაგრძობთ მუდმივ ყლუპ-ყლუპად დალევას, სხეული თითქოს მოტყუებული რჩება და მიდრეკილია შეიწოვოს მეტი წყალი, ვიდრე ეს უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ვთქვათ თქვენ სვამთ 2 ლირტ წყალს, რათქმა უნდა მთელი ეს რაოდენობა არ წავა თქვენს სისტემაში. რაც საჭიროა მხოლოდ ის შეიწოვება, დანარჩენი გამოვა გარეთ. არავის არ სჭირდება წყლის სმა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს კარგია. როდესაც გწყურიათ, უნდა დალიოთ წყალი. იმისათვის, რომ უფრო სასიამოვნო გახდეს დალევა, დალიეთ მხოლოდ 10 პროცენტით მეტი, ვიდრე გჭირდებათ, მხოლოდ რამოდენიმე ჭიქით მეტი, იმისათვის რომ დარწმუნდეთ რომ არ სვამთ ნაკლებს და გაქვთ დროის გარკვეული მონაკვეთი სანამ კიდევ დალევთ და ეს არ იქნება სასწრაფო. ამავე დროს, როცა გჭირდებათ წყალი, როცა გწყურიათ და არ სვამთ, ესეც იწვევს სისტემის დაზიანებას. და გულის დაზიანება უზარმაზარია, როდესაც წყალი, რომელიც საჭიროა მას არ მიეწოდება, არ არის სისტემაში. მაგრამ მე როდესაც ვამბობ წყალს, ეს მხოლოდ წყალს არ ნიშნავს. თქვენ უნდა მიიღოდ საკვები მაღალი წყლის შემცველობით. თუ თქვენ მიირთმევთ ხილს, ის დაახლოებით 90 პროცენტი წყალია. ბოსტნეული არის 70 პროცენტზე მეტი წყლის შემცველობის. როდესაც საკვებს იღებთ, ის უნდა იყო ადამიანის სხვეულის წყლის შემცველობით პროცენტულობასთან ახლოს. ნებისმიერ საკვები, რომელსაც იღებთ უნდა იყოს სულ მცირე 70 პროცენი წყლის შემცველობის. აი ამიტომაა, რომ ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს თქვენი დიეტის ნაწილი.

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

წყარო: