sadhguru

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე

კითხვა: ზოგიერთი ახალგაზრდა ადამიანი, როდესაც აწყდება პრობლემას ან სირთულეებს, ისეთს როგორიცაა წარუმატებლობა, განშორება, დანაკარგი და სხვა, პრობლემის გადაწყვეტის ძიების ნაცვლად, ისინი მიმართავენ ნარკოტიკების, ალკოჰოლის მიღებას. ამიტომ მსურს გავიგო როგორ ვიპოვო იმედი რომელსაც შეიძლება დავეყრდნო, მაშინაც კი როდესაც შინაგანად მთლიანად განდგურებული ვარ.

პასუხი: ოი, რამდენი გულგატეხილია, რომელთაც მცირე გამოცდილება აქვთ. მაშ ასე, როდესაც თქვენ მთლიანად გულგატეხილი ხართ, რისი გაკეთება შეიძლება. კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ გინდათ საკუთარ თავს ნება დართოთ, რომ მთლიანად განადგურებული აღმოჩნდეთ? მრავალი რამ, რაც თქვენ გადაგხდებათ ახალგაზრდობაში, მოგვიანებით ღვთის წყალობა აღმოჩნდება ხოლმე. ამას შეიძლება სხვადასხვა კუთხით შევხედოთ.

ნება მომეცით გიამბოთ ერთი ამბავი. ეს იყო 1941 წელს, როდესაც ნაცისტური მოძრაობა გერმანიაში ახალი დაწყებული იყო. ერთხელაც ავსტრიაში გერმანელი ჯარისკაცების ჯგუფი ებრაელთა მდიდარ ოჯახში შეიჭრა. მათ წაიღეს მთელი ძვირფასეულობა, წაიყვანეს ოჯახის ყველა უფროსი წევრები და ორი ბავშვი: თორმეტი წლის გოგონა და რვა წლის ბიჭი. მიიყვანეს რკინიგზის სადგურში. ეს იყო ნოემბრის დასასრული, ის პერიოდი როდესაც ყინვები იწყებოდა. ისინი სადგურზე სამი დღე იმყოფებოდნენ. ბავშვებმა მოიწყინეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ერთხელაც, როდესაც ისინი თამაშობდნენ, მოულოდნელად მატარებელი მოვიდა. ეს იყო არა სამგზავრო, არამედ სატვირთო მატარებელი. როდესაც მატარებელი მოახლოვდა, ჯარისკაცებმა ყველა, ვინც კი ნახეს ვაგონებში შეყარეს, მათ შორის ბიჭიც და გოგონაც. მაგრამ პატარა ბიჭს ფეხსაცმლის ჩაცმა დაავიწყდა, მან ისინი ქუჩაში დატოვა. მისმა თორმეტი წლის დამ დაინახა, რომ მისი ძმა ფეხსაცმლის გარეშე დარჩა და იგი გაუბრაზდა მას, ყური აუწია, ეკამათებოდა, დაარტყა კიდევაც და იდიოტიც კი უწოდა. პრობლემები ისედაც საკმარისი იყო და ის კიდევ ფეხსაცმლის გარეშე დარჩა. თუ თქვენ ზამთარში გერმანიაში ფეხსაცმლის გარეშე აღმოჩნდებით, თქვენ კიდურების მოყინვას გარისკავთ. გოგონა გაშმაგებულ მდომარეობაში იმყოფებოდა. მომდევნო გაჩერებაზე გოგონა და ბიჭი ერთმანეთს დააშორეს.

ოთხი წლის შემდეგ, როდესაც ომი დასრულდა, გოგონა საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოვიდა და თავისი ოჯახის ძიება დაიწყო. ჩვიდმეტი ადამიანი, მათ შორის მისი ძმაც, გაქრნენ, თითქოს არც არსებობდნენ. იმ დროს, ერთადერთი რაც გოგონას აწუხებდა, ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან თავის უმცროს ძმას უთხრა. მას უყვარდა თავისი ძმა, მაგრამ ბოლო სიტყვები, რომელიც მან უთხრა, იყო ისეთი საშინელი, რაც ძალიან აღელვებდა, გონებიდან არ ამოდიოდა. ეს ხომ ბოლო სიტყვები იყო, რომელიც მან ძმას უთხრა და მას შემდეგ იგი აღარც უნახავს.

მას შემდეგ მან დაიფიცა, რომ ყოველთვის, როცა იგი ისაუბრებდა ვინმესთან, ისე ისაუბრებდა, თითქოს ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იქნებოდა. ამ ფიცმა მისი ცხოვრება ძლიერ შეცვალა. იგი აშშ გადასახლდა. 2006 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ფენომენალური საქმეების გაკეთება მოასწრო. მან ჩიკაგოს მახლობლად საავადმყოფო ააშენა და ნაყოფიერი ცხოვრება განვლო.

ამიტომაც, თუ თქვენ გაიარეთ ყველაზე საშინელი მოვლრაც უფრო მეტმა მოვლენებმა მოგაყენათ ტკივილი ცხოვრებაში, მით უფრო ჭკვიანები უნდა გახდეთ, ასე არაა? მაგრამ, სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობა გატეხილი რჩება. და ეს იმიტომ, რომ მათ უბრალოდ თვითგამართლება სჭირდებათ გონებისთვის, რომელიც მათ წინააღმდეგ შემობრუნდა. სულ ესაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარემომცველი სამყარო შებრუნდება მათ საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს ხომ მთავარი არაა, როცა ინტელექტი იწყებს მუშაობას თქვენს წინააღმდეგ.ენები, თქვენ ან გამოიყენებთ ამ გამოცდილებას რომ გახდეთ უკეთესები, ან ამის გამო ქაოსში ჩავარდებით. როდესაც თქვენ იტანჯებით, არსებობს ორი ვარიანტი: თქვენ შეგიძლიათ გახდეთ დაჭრილი (დაზიანებული), ან უფრო ჭკვიანი გახდეთ. ეს თქვენი არჩევანია.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...