Relationship

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე

- როგორ გავიგოთ, შეგვეფერება თუ არა ადამიანი, რომელთან ერთადაც ვართ?

- როგორც ჩანს აქტუალური კითხვაა (იცინის). ერთხელ, შანკარან პილაი ვახშმობდა თავის ოჯახთან ერთად. ყველა სუფრას მიუსხდა, ის კი წამოდგა და განაცხადა - „ვაპირებ დავქორწინდე ლუსიზე, ქუჩის მეორე მხარეს რომ ცხოვრობს“, იმედი მაქვს შენს მეგობარს ლუსი არ ჰქვია. მამამისმა წამოიყვირა, - „რა?! ლუსიზე დაქორწინებას აპირებ? მას ხომ არაფერი აბადია, პრაქტიკულად მაწანწალაა და შენ მასზე დაქორწინებას აპირებ?!“ დედამ თქვა - „რა?! შენ ამ ლუსიზე აპირებ დაქორწინებას?!“ ბიძამ (ისინი ყოველთვის ცხვირს ყოფენ მსგავს საკითხებში, ხომ ხვდებით) თქვა - „რა?! ლუსიზე აპირებ დაქორწინებას?! მისი თმა ხომ პარიკს გავს!“ ბიცოლამ თქვა: „რა?! ლუსიზე აპირებ დაქორწინებას?! ის ხომ მუდამ შეღებილია, შენ აპირებ დაქორწინდე ქალზე, რომელსაც დახატული სახე აქვს?!“ პატარა ბიჭს, ნათესავს, რა თქმა უნდა ვერ გამოვტოვებთ, მან თქვა: „ლუსიზე აპირებ დაქორწინებას?! მან ისიც კი არ იცის, კრიკეტი რა არის, როგორ შეგიძლია მასზე დაქორწინდე“. შანკარან პილაი თავის აზრზე იდგა და თქვა: „დიახ, ლუსიზე უნდა დავქორწინდე“. ყველამ ერთხმად იკითხა: „კი მაგრამ, რატომ?“ მან უპასუხა: „იმიტომ, რომ მას ოჯახი არ ჰყავს“ (იცინიან). ნაკლები აზრი - ნაკლები უთანხმოება.

მაშ ასე, როგორ განვსაზღვროთ, ვინ არის შენთვის შესაფერისი ადამიანი. არ მინდა თქვენი ცხოვრება რომანტიკის გარეშე დავტოვო (იცინიან), მაგრამ გეტყვით შემდეგს: ასეთი ადამიანი ამ პლანეტაზე არ არსებობს. თუ თქვენ გულს ჩადებთ რაღაცაში, ეს რაღაც შეიძლება გახდეს მშვენიერი. არავის, არასდროს არსად არ უპოვნია შესაფერისი ადამიანი. თუ თქვენ იფიქრებთ ასეთი რეალობისაგან მოწყვეტილი კატეგორიებით, - იფიქრებთ, რომ იპოვეთ შესაფერისი ადამინი, - ძალიან მალე გაგიცრუვდებათ იმედი. უნდა გაიგოთ, რომ არ არსებობს ზუსტად თქვენთვის შესაფერისი ადამიანი. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, ვართ თუ არა ჩვენ შესაფერისი ადამიანები, დიახ, ვარ თუ არა მე შესაფერისი. ამ პლანეტაზე შესაფერისი ადამიანები არ არსებობენ. თუ თქვენ ეს გესმით, თუ გესმით რომ თქვენ თქვენი ახირებები გაქვთ, სხვებს - თავისი, მაშინ ჩვენ შევძლებთ ერთი მეორეს მივუმატოთ და ასე გავაგრძელოთ. აუცილებელია გავიგოთ, რომ ურთიერთობა ეწყობა სხვადასხვა საჭირობებებისგან. არის ფიზიკური, ფქისოლოგიური, ემოციური საჭიროებები. შესაძლოა იყოს სოციალური საჭიროება, ფინანსური, არსებობს საჭიროების სხვადასხვა სახე. საჭიროების ამხელა რაოდენობით, თქვენ იქცევით მათხოვრად, მათხოვარს კი არ შეუძლია არჩევა. ასე არაა? მას არ შეუძლია არჩევა. ასე რომ, თუ ნამდვილად გინდათ არჩევანი გქონდეთ ამ სამყაროში, პირველ რიგში, თავი მიყვანეთ იქამდე, რომ თქვენი ცხოვრების გამოცდილება თქვენთვისვე იყოს სასიამოვნო, რომ თქვენ თავს მშვენივრად გრძნობდეთ. მერე ვნახოთ, რა მოხდება. თუ თქვენ ნამდვილად მშვენიერი ხართ, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭიროა, ყველა სფეროში, - კარიერაში, ოჯახში, ურთიერთობაში. თქვენ მიიღეთ ყველაფერი საუკეთესო, რადგან თქვენ შექმენით საკუთარი თავი ასეთად. ნაცვლად იმისა, რომ იმუშაოთ სხვაზე და ეცადოთ მის გამოსწორებას, თუ თქვენ მუშაობთ საკუთარ თავზე და აქცევთ საკუთარ თავს ისეთად, რომ ყველას თქვენთან ყოფნა უნდა, მაშინ თქვენ გაქვთ არჩევანი.

ყველა წარმოდგენა იმაზე, რომ სადღაც არის თქვენი მონათესავე სული, რომ ღმერთმა შექმნა ეს ერთი ადამიანი მხოლოდ თქვენთვის, ძალიან ამერიკული იდეაა, თუმცა ჩვენს დროში, ყოველ ორ წელაწადში აგრძელებს კიდევ ერთი ადაიანის შექმნას მხოლოდ თქვენთვის (იცინის). ნათელია, რომ რაც თქვენ გეხებათ, იმასთან დაკავშირებით ღმერთი საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებს. სხეულს პარტნიორი ჭირდება, ეს გასაგებია, შესაძლებელია ფსიქოლოგიური კუთხითაც გჭირდებათ პარტნიორი, ესეც გასაგებია, ემოციური კუთხითაც, თქვენ გჭირდებათ პარტნიორი. სულს არ შეიძლება სჭირდებოდეს პარტნიორი, ასე რომ სპეციალურად თქვენთვის არავის შეუქმნია თქვენთვის იდეალურად შესაფერისი ადამიანი. იქმნება ყველა შესაძლო იდიოტი, რომელთაგან თითოეული უნიკალურია. თუ თქვენ გესმით, რომ თქვენ ერთი სახის იდიოტი ხართ, ხოლო სხვები - სხვა სახისა, თქვენ ამას გაგებით მოეკიდებით, იმიტომ რომ გეცოდინებათ რომ თქვენც საკმარისად გაქვთ ნაკლი. თუ იფიქრებთ, რომ იდეალური ხართ და ღმერთმა თქვენ აგირჩიათ და შექმნა იდეალური ადამიანი კიდევ სადღაც, თქვენ კატასტროფისკენ მიდიხართ. ასე არ გამოვა. დღესაც კი, 5 000 წლის შემდეგ, არსებობს ხალხი, ვინც დღემდე მიიჩნევენ კრიშნას, როგორც დიდებულ საყვარელს, თუმცა მისი ცოლები ყოველთვის უკმაყოფილონი იყვნენ მისით. ასე რომ იდეალურ ადამიანს თქვენ ვერ იპოვით. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ გატაცების ღრმა გრძნობა, და მოხდება რაღაც ჯადოსნური, თქვენი გატაცების გამო და არა იმიტომ რომ მეორე ადამიანია შესანიშნავი. არა, მაშინაც კი თუ თქვენ სულელს ირჩევთ, მასთან უფრო მარტივიც კია. თუ ადამიანი სულელი არ არის, საერთოდ რატომ მოგეკარებათ თქვენ (იცინის). არა, არა, უბრალოდ ბოროტად ვიხუმრე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სულელს ირჩევთ, არა აქვს მნიშვნელობა. თუ თქვენ გატაცება გექნებათ, ეს შესაძლოა მშვენიერი გახდეს. თუ თქვენ სამყაროში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი აირჩიეთ, ამან შეიძლება კატასროფამდე მიგიყვანოთ.

ასე რომ ნუ გაიზიარებთ მსოფლმხედველობას, რომ ჩვენ შექმნილნი ვართ ერთმანეთისთვის და ა.შ. არა, სინამდვილეში თქვენ ირჩევთ საწინააღმდეგოს. გარკვეული დროის შემდეგ, ნელ-ნელა თქვენ გიჩნდებათ მოლოდინი, რომ მეორე ადამიანიც ისეთი უნდა იყოს, როგორიც თქვენ ხართ. ეს სერიოზული შეცდომაა, რადგან თუ კიდევ ერთი ადამიანი გახდება ისეთი, როგორიც თქვენ ხართ, თქვენ ვერ აიტანთ მას რამდენიმე დღეც კი. თქვით, თუ თქვენთან სახლში გამოჩნდება ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ, შეძლებდით ისევ იქ ცხოვრებას? ეს ხომ მშვენიერია, რომ თქვენ არავინ არ გგავთ, ასე არაა? ამ პლანეტაზე არავინ არ გგავთ თქვენ, ამაში შეგიძლიათ თქვენ თვითონ დარწმუნდეთ. არავინ არ გგავთ თქვენ და ეს კარგია. ნუ ეძებთ მსგავსებას, ამის აუცილებლობა არ არის. განსხვავებულობაა რაც ცხოვრების ტანგოს ქმნის და არა მსგავსება.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...