marriage1 1

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე

მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, სიტყვა „ქორწინებამ“ შესაძლოა თავის გარშემო საკმაოდ უარყოფითი აურა შექმნა, რადგან ახალგაზრდებში მაქსიმალურია თავისუფლების შეგრძნება. ქორწინება ცუდი რამეა, როდესაც თქვენ ახალგაზრდა ხართ, მაგრამ როდესაც თქვენ ბავშვი იყავით, ეს მშვენიერი იყო, ასეა თუ არა?

როდესაც პატარა იყავით, თქვენ ქორწინების მომხრე იყავით, მაგრამ 18 წლის ასაკში მისი წინააღმდეგი გახდით, 45 წლისა კი ისევ მომხრე ხართ (იცინის), ასე არ არის?

როდესაც ბავშვი იყავით, თქვენ გინდოდათ რომ დედას და მამას კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ოჯახში, ეს ხომ ბუნებრივი მოთხოვნილება იყო?! ასე რომ, როდესაც თქვენ 5-ის ხართ, თქვენ ქორწინების მომხრე ხართ, მაგრამ თქვენი საკუთარი ქორწინების კი არა, სხვისი ქორწინების (იცინიან), ხოლო როდესაც 18-ის ხართ, ქორწინების წინააღმდეგი ხართ, რადგან ზუსტად ახლა, თქვენი სხეული იმყოფება განსაზღვრულ რეჟიმში, ქორწინება კი გამოიყურება როგორც მონობა და ბორკილი. თქვენ გინდათ ის აკეთოთ, რაც გინდათ, მაგრამ ნელ-ნელა, როდესაც სხეული სუსტდება, თქვენ უკვე ნამდვილად გინდათ რომ თქვენთან იყოს ვიღაც, ასეა თუ არა?

ძალიან დამახასიათებელია გრძნობაა - როდესაც მე ძლიერი ვარ, არავინ არ მინდა, როდესაც სუსტი ვარ, მინდა რომ ვიღაც იყოს ჩემთან ერთად. არა, მე ვფიქრობ, რომ ქორწინება უნდა შედგეს, როდესაც თქვენ თქვენი კეთილდღეობის პიკზე ხართ. თუ თქვენ ეძებთ პარტნიორს, როდესაც თავდაღმართში მიდიხართ, ცუდი, განწირული ურთიერთობა გამოდის. როცა ყველაფერი რიგზე გაქვთ და ცხოვრების პიკზე იმყოფებით, მაშინ უნდა შედგეს პარტნიორობა ადამიანთან, ვისთანაც თქვენ იცხოვრებთ ჭირში და ლხინში (იცინიან). მაგრამ ახლა პრობლემა იმაშია, რომ თვითონ პარტნიორობა მასუსტებს, ახლა ამაზე იწყებენ წუწუნს. თვითონ პარტნიორობა გასუსტებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ასეთი. „არ არა, მე ყველაფერი რიგზე მაქვს“ - სწორედ ესაა პრობლემა, პრობლემა თქვენშია, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთან ყველაფერი რიგზეა, პრობლემა კი სხვას აქვს. ეს არის ანაბანა. ოდესღაც ასეც მოხდა, მთლიანად დამსხვრეული ადამიანები შეხვდნენ და რაღაც მოხდა. იქნებ ჯობდა დაენგრიათ ურთიერთობა, მაგრამ ფანტაზიების გამო ურთიერთობის დანგრევა ცუდ ტონად ითვლება.

უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სხეულს და გონებას აქვს მეხსიერება, ფიზიურ სხეულს აქვს თავისი მეხსიერება, რომელსაც რონანუ ბანდჰა ეწოდება. გსმენიათ ამის შესახებ? რონანუ ბანდა ნიშნავს ფიზიკურ მეხსიერებას, ფიზიკური სხეული თვითონ არის მეხსიერება. თუ მას აქვს განსაზღვრული გამოცდილება, იმახსოვრებს და მომავალში ორგანიზმი იქცევა ამ მეხსიერების შესაბამისად. ფიზიკური სიახლოვე ყველაზე მეტად ახდენს ავლენას ამ მეხსიერებაზე. თუ თქვენ გაქვთ საკმაოდ ბევრი მოგონებები, სხეულს ემართება რაღაც დაბნეულობა, თქვენ გადაამუშავებთ ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერს, რასთან გამკლავებაც მოგიხდათ, არ იცით, რა არის კეთილდღეობა, თქვენს სისტემას არ აქვს სიმარტივე, რადგან თქვენს მეხსიერებას აქვს რთული ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებები, რომელსაც შეუძლიამ მხოლოდ დააბნიოს თქვენი სხეული, ამას კი ცხოვრებაში პრობლემებისაკენ მიყავხართ.

პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ თქვენთვის, როგორც პიროვნებისთვის, ქორწინება მნიშვნელოვანია, თუ რაღაც დროებითი. მე ვიტყოდი, რომ მინიმუმ ადამიანების 25-30%-ისათვის არ აქვს აზრი ამ მიმართულებით სიარულს, რადგან მათთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. სხვებისთვის, - 30-40%-ისათვის შესაძლოა მეტად საინტერესო იყოს, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. 10-12 წელი თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ამის შემედეგ მოსაწყენი ხდება. არის ხალხი, ვისთვისაც ამის მოთხოვნილება ძალიან ძლიერია. ეს მათთვის აუცილებელია, ეს 25-30% საჭიროებს ამას გაცილებით მეტი ხანი, მათ სჭირდებათ, დაიწყონ ასეთი ურთიერთობები.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...