scale 600

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

კითხვა: რამდენიმე დღის წინ თქვენ ამბობდით, რომ ხერხემალი - ესაა ფიზიკური, ემოცური და სულიერი ზრდის ცენტრი. შეგიძლიათ ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ?

პასუხი: ჩვენ ხერხემალს მერუ-დანდას ვეძახით. ეს ნიშნავს სამყაროს ღერძს. ადამიანს შეუძლია იცხოვროს, როგორც ბიოლოგიურმა არსებამ, ან შეუძლია ისე გარდაქმნას თავი, რომ თითქმის სამყაროს ცენტრივით გახდეს. ხერხემალი განსაზღვრავს იმას, თუ რა მიმართულებით იმოძრავებთ. მისი ფუნქციონირება და თქვენი ენერგიის ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს - რა მიმართულებით იმოძრავებთ.

თუ იცნობთ ხერხემლის აგებულებას ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მას თოთოეულ მხარეს თითო ხვრელი აქვს, რომლებიც იზოლაციური მილის როლს ასრულებენ და მათში ყველა ნერვი გადის. ესაა იდა და პინგალა. მარჯვენა და მარცხენა არხები, რომლებიც სამყაროს ორმაგობას განასახიერებენ. ისინი დაკავშირებულნი არიან ტვინის ორ ნაწილთან. დღეს მათ მედიცინა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს უწოდებს. ეს იდა და პინგალაა. აღმოსავლურ კულტურებში მათ ინს და იანს უწოდებენ. ინდუიზმის ტერმინებში - შივას და შაკტის. მათ მრავალი დასახელება აქვთ, მაგრამ თავისი არსით, ესაა სამყაროს ორი ურთიერთწინააღმდეგობა, რომლებიც ფიზიკური რეალობის საფუძველს წარმოადგენენ. 

გარდა ამისა, ხერხემლის ცენტრში ცარიელი სივრცეა, რომელიც გასწვრივ გაუყვება მთელ ხერხემალს. ესაა სუშუმნა. ბალანსის მიღწევა ორ ურთიერთწინააღმდეგობას შორის, სამყაროში წარმატებულს გაგხდით. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტებს გაუმკლავდეთ. თუ თქვენი ენერგიები სუშუმნაში შევლენ, შეძლებთ, რომ სხვადასხვა თვისებები შეიტანოთ სუშუმნაში.

თავისი არსით, სუშუმნას არ გააჩნია თავისი თვისებები. იგი ცარიელ სივრცეს ჰგავს. თუკი არსებობს ცარიელი სივრცე, შეგიძლიათ ის შექმნათ, რაც მოგინდებათ, ასე არაა? ასე რომ, როგორც კი ადამიანის ენერგია სუშუმნაში შედის, ჩვენ ვამბობთ, რომ ის "ვაირაგიას" აღწევს. "რაგა" ნიშნავს ფერს. "ვაირაგა" - ნიშნავს ფერის არარსებობას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამჭვირვალე გახდით. გამჭვირვალობის უპირატესობა ისაა, რომ თუ ჩემს უკან რაღაც წითელია, მეც წითელი გავხდები. თუ ჩემს უკან ლურჯია, მეც ლურჯი ვიქნები, ასე არაა? ყოველგვარი წინასწარგანწყობის გარეშე. 

სადაც არ უნდა იყოთ, თქვენ ამის ნაწილი ხდებით, მაგრამ არაფერი ტოვებს თქვენზე კვალს. თუ წითელ ადამიანებს შორის ხართ, შეგიძლიათ აბსოლუტურად წითელი იყოთ, მაგრამ წითელი ფერი ერთი წამითაც ვერ მოგეკრობათ. წითელი იმიტომ ხართ, რომ გამჭვირვალე ხართ. მწვანე ადამიანებისთვის თქვენ აბსოლუტურად მწვანე ხართ, მაგრამ ეს ფერიც ვერ მოგეკრობათ. სადაც არ უნდა იყოთ, ისეთი ხდებით, მაგრამ ის ვერ გეკვრით. მხოლოდ მაშინ გექნებათ გამბედაობა, რომ სიცოცხლის ყველა განზომილება გამოიკვლიოთ, თუ ვაირაგიას მდგომარეობაში იმყოფებით. თუ რაღაც ფერი თქვენზე რჩება, თუ წითელი ფერი მოგეკროთ, მაშინ მწვანეს შეეწინააღმდეგებით. თუ თქვენზე მწვანე ფერი დარჩა, მაშინ ლურჯს შეეწინააღმდეგებით. რაც არ უნდა მოგეკროთ, იმას შეეწინააღმდეგებით, რაც შემდეგში გელოდებათ, რადგან წინასწარგანწყობებს გამოიმუშავებთ: ეს სწორია, ეს არასწორია, ეს კარგია, ეს ცუდია.

ეს სიცოცხლის დინებას ზღუდავს, ასე რომ მთელი ეს მექანიზმი ხერხემალშია ჩადებული. ტვინი ხერხემალში იმყოფება. თუ გარკვეული სახით ხერხემლის მართვას შევძლებთ, მაშინ ძალიან ძლიერ შეძლებთ თქვენი გონების, თქვენი ტვინის მუშაობაზე ზემოქმედებას. ჯობია ასეთი რამ არ ვთქვა, მაგრამ თუ თქვენს ხერხემალს შევეხები, შემიძლია თქვენი ტვინი ავაფეთქო. შემიძლია უბრალოდ თქვენს ხერხემალს შევეხო, და თავბრუ დაგეხვევათ, რადგან ხერხემალი - ეს საფუძველია. ამიტომ როცა კრიას აკეთებთ, ან ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გძინავთ, სასარგებლოა ხერხემალი სწორად გეჭიროთ. მხოლოდ ესეც კი ბევრ რამეს შეუწყობს ხელს. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...