ekadash1

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

(სადჰგურუ გვიყვება ეკადაშის მნიშვნელობაზე, და როგორ შეუძლია მას მოგვიტანოს ჯანმრთელობა და აგვიმაღლოს ვიბრაციები სხეულში).

გარკვეულ დღეებში საკვების მიღებას შეუძლია შექმნას სწორი სიტუაცია ორგანიზმში, რომ ადამიანი შებრუნდეს საკუთარი თავის შიგნით.
ეკადაში ნიშნავს მე-11 დღეს სავსე მთვარის შემდეგ და მე-11 დღეს ახალი მთვარის შემდეგ.

ადამიანის ფსიქოლოგია გადის ციკლს, რომელსაც მანდალა ქვია, დაახლოებით 40-იდან 48 დღემდე. ამ ციკლის გამნავლობაში, სამი სპეციფიური დღეა, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ადამიანებისთვის, და შეიძლება იყოს არათანაბარი ინტერვალით, და ვლინდება, როდესაც ადამიანი არ მოიხმარს საკვებს. თუ თქვენ ამოიცნობთ ამ დღეებს და არ მიაწოდებთ სხეულს საკვებს, ბევრ ჯანმრთელობის პრობლემას მოაგვარებთ ამ მარტივი ქმედებით.

ეს მარტივი სისტემაა, რომელიც ბევრმა ადამიანმა შეიძლება ამოიცნოს, თუ არ ჩაეჭიდებიან შემდეგ უაზრობას ‘’ამდენი კალორია უნდა მივიღო, ამდენი პროტეინი და ამდენი მინერალი’’. თუ ადამიანები მოუსმენენ თავიანთ სხეულს, ეს სამი დღე გახდება ადვილად ამოცნობადი უმეტესობისთვის. ასე რომ, ასე ითქვა: 48 დღიან ციკლში ამ 3 დღეს არ უნდა მიირთვათ არაფერი. ეს ასე იმიტომ ითქვა, რომ ვიღაცა დააკვირდა თავის საკუთარ სისტემას, და აქედან გამომდინარე გამოხატა ეს. მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს მაგდენი ცნობიერება, მათ დააწესეს ეკადაში შიმშილობისთვის. 3 ეკადაში - 48 დღის განმავლობაში.

შესაძლებლობა, რომ გავხსნათ კარები ჩვენს შიგნით, უფრო ძლიერი ამ დღესაა. მიზეზი ამისა ისაა, რომ თვითონ პლანეტაც ამ გარკვეული დღის სტადიაშია, და თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სხეულს მსუბუქს და ხელმისაწვდომს, ჩვენი ცნობიერება შებრუნდება შიგნით.
კარის გახსნის შესაძლებლობა ამ დღის განმავლობაშია გაძლიერებული. თუ გაქთ სავსე მუცელი და ხართ გაუცნობიერებელი და მოწყენილი, ვერ შეამჩნევთ ამას. ასე რომ დარჩით ფხიზელი და ასევე იმისათვის რომ გაიწმინდოთ სხეული, ამ დღეს საკვების გარეშე რჩებით, მხოლოდ წინა დღეს მიირთმევთ და ეკადაშის შემდეგ დღეს ეკადაშისა.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ გაძლოთ საკვების გარეშე თქვენი აქტივობის დონიდან გამომდინარე და თქვენ არ გაქვთ სადჰანა(sadhana) რომ ხელი შეუწყოთ საკუთარ თავს, შეგიძლიათ მიმართოთ ხილის დიეტას (phalahara), რაც საკმაოდ მსუბუქია სხეულისთვის, ისე რომ თქვენი შინაგანი კარი გაიღოს. საკვების ძალადობრივი უარყობა არაა სწორი. აღსანიშნავია რომ ყველაფერი გავაკეთოთ ცნობიერად. ჩვენ არ გვინდა იძულებით ასე კვება, ჩვენ ვირჩევთ.