sadhguru alkohol

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: ანასტასია მჟავია

კითხვა: როგორი მოქმედებს ალკოჰოლი პრანაზე?

პასუხი: ყველა ალკოჰოლის მოყვარულმა იცის,რომ თუ სპირტიან სასმელს დალევთ, თავიდან თავს კარგად გრძნობთ.სასიამოვნო შეგრძნება დაკავშირებულია დაძაბულობის მოხსნასთან. დალევის შემდეგ ქუჩაში ცეკვა-სიმღერასაც კი გაბედავთ. ასე არაა? ალკოჰოლი იმიტომაა მიმზიდველი,რომ გადუნებს და განიჭებს თავისუფლების, განტვირთვის შეგრძნებას. თუმცა ეს ხანმოკლეა. მას მალე ნაბახუსევი ცვლის.

ალკოჰოლი ცხოვრების სხვადასხვა რთულ ასპექტზე (სტრესი, დაძაბულობა, ეჭვი) მოქმედებს. შეამჩნევთ,რომ დალევის შემდეგ ადამიანი უფრო მეგობრული, მოსიყვარულე და გულუხვია. გეცნობათ ეს სიტუაცია? თუ სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნება გინდათ, მაშინ ალკოჰოლი არ დაგეხმარებათ.

ერთი შესანიშნავი ისტორიაა: არაბეთში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი არაბი. მას ერთხელ ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა,რომ მალე ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების დრო მოვიდოდა. ეშმაკმა შესთავაზა ცხოვრების გახანგრძლივება თუ 3 ქმედებიდან ერთს აირჩევდა და გააკეთებდა. პირველი იყო მისი ერთგული მსახურის მოკვლა,მეორე-ცოლის ცემა და მესამე ღვინის დალევა. მორწმუნე არაბს სამივე ქმედება ეკრძალებოდა. მან უთხრა,რომ არც მსახურის მოკვლა შეეძლო და არც ცოლის ცემა. გადაწყვიტა ღვინო დაელია. ალკოჰოლის მიღების შემდეგ მან ცოლის ცემა დაიწყო და ქალის დასახმარებლად მოსული ერთგული მსახურიც მოკლა.

როდესაც ცხოვრებაზე ვსაუბრობ, თქვენ ალბათ კვირაში რამდენიმე წვეულებისთვის ფულის შოვნას, სხვადასხვა საქმით დაკავებას გულისხმობთ. ეს არაა ცხოვრება. თქვენ ამას აკეთებთ,რადგან ფიქრობთ ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდება. რატომ არსებობს გეგმა? ცოლი, ქმარი, შვილი, ოჯახი? იმიტომ, რომ ფიქრობთ, ასე კარგად იცხოვრებთ და სრულფასოვანი ცხოვრება გექნებათ. ხშირად სხვადასხვა გეგმით შეპყრობილებს ძალა აღარ რჩებათ. ნუთუ ასე არაა? შემდეგ იწყებთ ფიქრს,რომ თქვენი მეუღლე მსოფლიოს ყველა უბედურების წყაროა,თქვენი შვილები კი პრობლემის მიზეზი. შეიძლება სამუშაომ მოიცვას თქვენი გონება და გშთანთქოთ. თქვენს სურვილებს (კარიერა, ბიზნესი, ცოლი, ქმარი, შვილი) მიაქვთ თქვენი ცხოვრების ნაწილი. ეს უსამართლოა. თუ ეშმაკი ან მტერი გიშლის ხელს, არაუშავს. დაე, იყოს ასე. გთხოვთ გაიაზროთ,რომ თქვენი სურვილები გიშლიან.

თქვენ კეთილდღეობისკენ ისწრაფვით. პირდაპირ ამით რატომ არ დაკავდებით? თუ ამას გააკეთებთ,ოჯახის გარემოცვაშიც კარგად იგრძნობ თავს და მის გარეშეც. თუ ვინმესთან ვარ, კარგად ვარ. კეთილდღეობას გავინაწილებთ. მარტოც კარგად ვგრძნობ თავს. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას და იქმნება ქაოსი. წვეულება და ალკოჰოლი გაჩნდა იმიტომ,რომ ადამიანმა იფიქროს - ეს კეთილდღეობას მომიტანსო. ისე შემიძლია ცხოვრებით დაგათროთ,რომ 3 დღე ვერ იდგებით ფეხზე. მობრძანდით აშრამში და ნახეთ ხალხი მედიტაციის დროს. არავინ არაა ფხიზელი. ადრე აინტერესებდათ თუ რა ხდებოდა აშრამში . მას კარი არ აქვს და ყველას შეუძლია შესვლა. თუმცა არ შემოდიან. ამის ნაცვლად მთაზე ადიან და ბინოკლის საშუალებით აკვირდებიან. ხალხი ექსტაზშია. ყველაფერი ნათელია - ისინი „საიდუმლო ნარკოტიკებს“ იყენებენ.

მსმენელი ეკითხება სადჰგურუს - ,,ცოლებს არ სცემენ?” (იცინის)

,,არა. ეს არასდროს მოხდება. მე თვითონ ყოველთვის მთვრალი ვარ. შემომხედე თვალებში და დაინახავ. თქვენც შეგიძლიათ მთვრალი და ამავდროულად გაწონასწორებული იყოთ. თუ გინდათ ცხოვრებით გაბრუებული იყოთ, ღვინო ღვთაებრივით შეცვალეთ. ეს უნდა გამოსცადოთ. იოგაში 5 სხეული გამოიყოფა. მეხუთეს ნეტარების სხეულს ვუწოდებთ. თუ სამი გაათანაბრე (მეოთხე თქვენი დაქვემდებარების ქვეშ არაა) ფიზიკური, მენტალური, ენერგეტიკული, მაშინ შეიძლება მეხუთე -ნეტარების სხეულიც გამოვლინდეს. თქვენ მიხვდებით,რომ ნეტარება ბუნებრივად გაქვთ. ვინც BSP-ზე მივა, ნახავს,რომ ხალხი ალკოჰოლის, ქიმ. საშუალებებების გარეშე თვრება. მიმართულება უნდა მისცე ხალხს. სიამოვნება ალკოჰოლის მიღებისას დაკავშირებულია მოდუნებასთან. ყველა შეგრძნება ჩვენს ორგანიზმში ჩვენს მიერ იქმნება. ამის მიღწევა გონივრულად, ქიმიური საშუალებების და ნაბახუსევის გარეშე, უფასოდ შეიძლება. ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მთვრალი იყოთ.

ალკოჰოლიკები დაინტერესდით? (იცინის)...