34120469 1961735250537369 9089815080983330816 n

 არ გააიგივოთ აზრები უარყოფითთან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ აზრია. ვინ გითხრათ რომ ის უარყოფითია? ეს მხოლოდ აზრია, მას თქვენ ქმნით, შეიძლება მოგწონთ კიდეც, რა პრობლემაა? თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ აზრია, მას არ ექნება ძალა. თუ ფიქრობთ რომ ეს რეალობაა, მაშინ ის თქვენ განადგურებთ. ეს მხოლოდ აზრია, ასე არ არის? ის ხომ სიმართლეა, რომ თქვენ შექმენით აზრი, არა? აჰა, თქვენ გეეჭვებათ რომ ასეა? ეს იმიტომ რომ თქვენ არ ფიქრობთ, თქვენ გაქვთ მენტალური ფაღარათი. დიახ, ასე უბრალოდ. სიტყვა ფიქრი ნიშნავს რომ თქვენ ავარჯიშებთ თქვენს აზროვნების პროცესს ცნობიერად, ასე არაა? დიახ, ფიქრი ნიშნავს თქვენ აკეთებთ რაღაცას ცნობიერად.

 ახლა ესაა მენტალური ფაღარათი, რომელიც ასხამს ყველგან ყოველ წუთს. რა არის ნეგატიური და პოზიტიური ამაში? ნეგატიური შინაარსი კი არა ისაა, რომ ეს ხდება გაუცნობიერებლად. თქვენ საუბრობთ ეშმაკზე-ეს ნეგატიურია, საუბრობთ ღმერთზე და ეს პოზიტიურია, ასეთი რამე არ არსებობს. ყველაზე ნეგატიური ამ დროს რაც ხდება, ისაა რომ ფიქრი ხდება გაუცნობიერებლად. უმეტესობა ადამიანებისა ანადგურებს საკუთარ თავს იმის ცდაში, რომ შეწყვიტონ ისეთი ფიქრები, რომლებიც მათი აზრით ნეგატიურია. ისინი ცდილობენ იბრძოლონ მათთან სხვადასხვა გზებით. თქვენ ქმნით ამ ფიქრებს და მერე ცდილობთ შეებრძოლოთ მათ. ეს თქვენი ფიქრებია. თქვენ უნდა შეგეძლოთ გადააგდოთ ისინი ან მოაგოროთ ისევ თქვენთან როცა კი მოისურვებთ, ასე არ არის? როგორც მოგესურვებათ ისე უნდა გადააგდოთ ისინი ან დაიბრუნოთ, მაგრამ ახლა თქვენი საკუთარი მოჩვენება ისეთი დიდი გახდა, რომ გინდათ შეებრძოლოთ მას. თუ გაიმარჯვებთ, ესეიგი ნამდვილად დაკარგული ხართ, რადგან ის რაღაც, რომელიც არ არის რეალური, მას შეებრძოლებით და გაიმარჯვებთ კიდეც, თქვენ დაკარგული ხართ ასე არ არის?

 ასე რომ არ არსებობს ნეგატიური და პოზიტიური აზრები, აზრი ან ცნობიერია, ან მენტალური ფაღარათი გაქვთ. როგორ შევაჩეროთ ეს? დავუშვათ თქვენ გაქვთ ფაღარათი, ფიზიკური ფაღარათი, პირველი რასაც ვაკეთებთ ყველა სხვა მკურნალობის დაწყების წინ, ვწყვეტთ ცუდი საკვების მიღებას. ასე არ არის? რომელმა საკვებმაც გამოიწვია ფაღარათი, ვაჩერებთ მის მიღებას. ესაა პირველი, რაც უნდა გააკეთოთ.

 ფიქრის შემთხვევაში “ცუდი საკვები” ისაა, რომ თქვენ ახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იმასთან, რაც არ ხართ. არ შეგიძლიათ თქვენი აზროვნების პროცესის შეჩერება? გააკეთეთ რაც გინდათ, მოუსმინეთ ნებისმიერ მანტრას რომელსაც გინდათ, იფიქრეთ ნებისმიერ ღმერთზე რომელზეც გინდათ, გააკეთეთ რა ჯანდაბაც გინდათ ის. სანამ არ მორჩებით საკუთარი თავის გაიგივებას იმასთან რაც არ ხართ სინამდვილეში, თქვენ არ შეგეძლებათ შეაჩეროთ თქვენი გონება.

 მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

 წყარო: