v1

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

2015 წელს ფოტოგრაფმა ფრანცისკო ნიგრონიმ აღბეჭდა, შესაძლოა, ბუნების ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა - "ვულკანური ელვა". ჩილეს ვულკანმა კალბუკომ ლავა და ფერფლი ამოტყორცნა ათობით კილომეტრის სიმაღლეზე, და სიბნელეში ყოველ წამს გაელვება ხდებოდა. ამ საოცარი კატაკლიზმის ფოტოსთვის ფოტოგრაფმა მეორე ადგილი აიღო პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე - EPSON Pano Awards. ჩვენ მოვყვებით, სად ხდება ყველაზე ხშირად ეს საშინელი ამოფრქვევა და რატომ გამოიყურება იგი ისე, თითქოს ჯეიმს ქემერონი იღებდა. 

ვულკანი კალბუკო ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება დედამიწაზე. ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში მასზე არანაკლებ 36 ამოფრქვევა იყო. მაგრამ იმის მსგავსი, რაც 2015 წელს მოხდა, ჩილელებს ნახევარი საუკუნეა არ უნახავთ. იგი ისეთი ძლიერი იყო, რომ ხელისუფლებამ ვულკანისგან 20 კილომეტრში განლაგებული ოთხიათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფმა ფრანცისკო ნიგრონიმ მოახერხა მაგმურ გიგანტთან ისე ახლოს მისვლა, რომ ფირზე აღებეჭდა ნამდვილი ჯოჯოხეთური წარმოდგენა, რომელიც ვუკლანმა მოაწყო. 

თავად ფრანცისკო ფიქრობს, რომ ეს ვულკანის ამოფრქვევის საუკეთესო ფოტოა დედამიწაზე, მაგრამ ვიღაც შეეწინააღმდეგებოდა მას, მაგალითად მარკ ზეგლატი - ვულკანურ ელვებზე პროფესიონალი მონადირე. მარკი საკუთარ თავს გეონავტს უწოდებს, ხოლო ვულკანებს, რომლებსაც შესაშური რეგულარულობით იღებს, ფანჯრებს დედამიწის სიღრმეში. იგი უკვე დიდი ხანია მიეჩვია ფერფლით გაჟღენთილ ტანსაცმელს და ცხვირში გაჭედილ დამწვრის სუნს - და ეს ყველაფერი მგრგვინავი მშვენიერების რამდენიმე მომენტისთვის. 

აი, როგორ აღწერს იგი თავის ისტორიას:

«დამრტყმელი ტალღა და ხმა რამდენიმე წამში მოვიდა მას შემდეგ, რაც ამოფრქვევა დავინახეთ. ამ რამდენიმე წამმა გვარიანად აგვაღელვა. მე არ ვიცოდი, რამდენად ძლიერი იქნებოდა დამრტყმელი ტალღა. ზოგჯერ იგი ისეთ ძალას აღწერს, რომ შტატივი და მასზე დამაგრებული კამერაც კი ირყევა. ქარის სუნთქვა თავად დედამიწის სიღრმეებიდან ვიგრძენი, იგი უეცრად ამოიფრქვა, როგორც ძლიერი გრიგალი».

2016 წელს მარკმა მოახერხა ვულკანური გრიგალის გადაღება, რომელიც იაპონიაში, ვულკან საკურაძიმაზე ამოიფრქვა. ეს ვულკანი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა. ოდესღაც იგი ცალკე კუნძული იყო, მაგრამ 1914 წელს ამოფრქვევის შემდეგ გამაგრებულმა მაგმამ იგი ნახევარკუნძულ ოსუმისთან შეაერთა. იგი ჰიპერაქტიურ ბავშვს ჰგავს, რომელსაც არაფრით არ შეუძლია დამშვიდდეს. საკურაძიმამ თავისი ტემპერამენტის გამოვლენა 1955 წელს დაიწყო და დღემდე განაგრძობს ამას. ჯერ კრატერი სევა იფრქვეოდა, რომელიც ლავას პრაქტიკულად ყოველდღე ღვრიდა სამოცი წლის მანძილზე (სწორედ იქ აკვირდებოდა მარკი ვულკანურ გრიგალს) მაგრამ 2017 წლიდან მოყოლებული ინიციატივა აიღო კრატერმა მწვერვალ მინამიდაკეზე, რომელიც დღემდე განაგრძობს გრგვინვას. 

ზოგჯერ მის თავზე ელვა ისე გამოანათებს ხოლმე, თითქოს ტერმინატორის მოსვლას გვაუწყებდეს, მაგრამ საიდან ჩნდება ელექტრული განმუხტვები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებს შორის დღემდე დავა მიდის, მაგრამ ძირითადი თეორია ასე ჟღერს: ელვა ვულკანის თავზე იმავე პროცესების წყალობით ჩნდება, რაც ღრუბლებში ელვის დროს. გრიგალის დროს სხვადასხვა მუხტით დამუხტული ყინულისა და ნესტის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება და ელექტრულ განმუხტვებს წარმოქმნის. ვულკანის თავზე მსგავსი რეაქცია ხდება. ვულკანის ყელიდან აღმართული ნაწილაკები დადებით მუხტს ატარებენ, ხოლო უკვე ქვემოთ დაშვებული ფერფლი - უარყოფითს. შეჯახებისას ისინი ელექტრულ ნაპერწკლებს წარმოქმნიან, რომლებიც ადვილად იფანტებიან ნესტიან ჰაერში. ასეთი დაძაბული ატმოსფერო მიწიდან რამდენიმე მეტრში იქმნება, მაგმის ნაკადები ხომ მუხტის კომპლექსურ განაწილებას ახდენენ, რისგანაც ელვა იშვიათად აღწევს ზედაპირს. 

ყველას, ვისაც ამ საოცრების ნახვა ცოცხლად სურს, შეუძლია კაგოსიმას პრეფექტურაში გაემგზავროს, საიდანაც კუნძულ საკურაძიმამდე ბორანი დადის. ეს ცეცხლისმფრქვეველი მთა დღემდე აფრქვევს ლავას, და თუ გაგიმართლებთ, მისი კრატერის თავზე შესაძლოა რამდენიმე მანათობელი ელვა დაინახოთ. 

ფოტოები იხ. გალერეაში...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...