HR Slide

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი 

წყარო

1. „უპირველესად, მწერალმა უნდა გაარკვიოს, თუ რისი თქმა და ჩვენება სურს,“ - ამბობდა ფრიდრიხ ნიცშე, - „წერა მიმიკრია უნდა იყოს“.

2. რაინერ მარია რილკემ, 1903 წელს, თავის ახალგაზრდა თაყვანისმცემელს მისწერა წერილი (შემდეგ ეს წერილი შევიდა წიგნში „წერილები ახალგაზრდა პოეტს“), სადაც წერდა, რომ სხვებისთვის თავის შედარება, ხელოვანისთვის, უსარგებლოა. „შენ გარეთ ეძებ, და ეს სწორედ ისაა, რაც თავიდან უნდა აირიდო. არავის შეუძლია რჩევა მოგცეს ან დაგეხმაროს, არავის! არის ერთი რაღაც, რაც უნდა გააკეთო - ჩახვიდე შენი თავის სიღრმეში“.

3. „რომ დაწერო ამ სამყაროზე, მას უნდა იცნობდე, უნდა გამოსცადო შენი არსებობის სიღრმეები. რაც მნიშვნელოვანია, ის კი არ არის, გძულს თუ გიყვარს ეს სამყარო, არამედ ის, რომ შეძლო, შენი პოზიცია, მის შესახებ, მკაფიოდ გამოსახო“. - იტალო კალვინო

4. „შენ უნდა გაყიდო შენი გული, შენი ყველაზე ძლიერი ემოციები, ისინი კი არა, რაც მხოლოდ მსუბუქად ეხება შენს გულს და რასაც სადილზეც კი მოყვებოდი...“ - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

5. „მე ვწერ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიგო, რას ვფიქრობ, რას ვუყურებ, რას ვხედავ და რას ნიშნავს ეს“. - ჯოან დიდიონი

6. „არ მიაქციო ყურადღება კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თავად არასოდეს დაუწერიათ რამე ღირებული“. - ეზრა ფაუნდი

7. „როცა ადამიანები ლაპარაკობენ, ბოლომდე უსმინე. არ იფიქრო იმაზე, თუ რას იტყვი შენ. ადამიანების უმეტესობა არასოდეს უსმენს სხვებს, არც აკვირდებიან. უნდა შეგეძლოს, რომ შეხვიდე ოთახში, და როცა გამოხვალ, იცოდე ყველაფერი, რაც იქ დაინახე, და არა მარტო ეს. თუ ამ ოთახმა რაიმე ემოცია გამოიწვია შენში, ზუსტად უნდა იცოდე, კონკრეტულად რამ შეძლო. სცადე ეს პრაქტიკა“. - ერნესტ ჰემინგუეი

8. „ნოველას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხასიათი და თითოეული წინადადება უნდა აშენებდეს მას“. - ედგარ ალან პო

9. „თუ დიალოგს იყენებ, წერისას, ხმამაღლა ილაპარაკე. მხოლოდ მაშინ ექნება მას რეალისტური სახე“. - ჯონ სტაიენბეკი

10. „თითეულ პერსონაჟს უნდა უნდოდეს რაიმე, თუნდაც ეს ერთი ჭიქა წყალი იყოს“. - კურტ ვონეგუტი

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...