მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი


ფლორენ სტეტჰეიმერი (19 აგვისტო, 1871-11 მაისი, 1944) ამერიკელი მხატვარი და პოეტი იყო, რომლის მკვეთრი და ფერადი ნახატები, ჯაზ პერიოდის ნიუ-იორკის ატმოსფეროს გამოსახავდა. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, სტეტჰეიმერი დისტანციას იცავდა მეინსტრიმული ხელოვნების სამყაროსგან და თავის ნამუშევრებს მხოლოდ შერჩევით აუდიტორიას უზიარებდა. შედეგის სახით, მისი ნახატები, როგორც ორიგინალური ამერიკელი ფოლკ-მოდერნისტისა, მხოლოდ ახლა იწყებს ყურადღების ცენტრში მოქცევას, მისი სიკვდილიდან ათწლეულების შემდეგ.

florine stettheimer a model (nude self-portrait)-ის სურათის შედეგი - ფლორენ სტეტჰეიმერი

ადრეული წლები


ფლორენ სტეტჰეიმერი 1871 წელს როჩესტერში, ნიუ-იორკში დაიბადა. 5 ბავშვიდან მეოთხე იყო. თავისი ცხოვრების განმავლობაში, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის ორ დასთან - უფროს და ქერისთან და უმცროს და ეტისთან - არცერთი მათგანი არასოდეს დაქორწინებულა.მისი ორივე მშობელი ფინანსურად წარმატებული ოჯახებიდან მოდიოდა. მამამისმა, ჯოზეფმა, ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა გოგონები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. ფლორენი და მისი დები დედამისის ხარჯზე ცხოვრობდნენ, რომელსაც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ჰქონდა. მოგვიანებით,  ალბათ, სწორედ მისი ფინანსური დამოუკიდებლობა იყო მიზეზი, რატომაც თავისი ნამუშევრების პუბლიკისთვის ჩვენების სურვილი არ ჰქონდა. ის არ იყო დამოკიდებული ხელოვნების ბაზრობებზე, საკუთარი თავისთვის ფინანსურად მხარდასაჭერად. ამან მისი ნამუშევრების კონტენტზეც მოახდინა გავლენა, რადგან იძულებული არ იყო, მიჰყოლოდა სხვადასხვა კულტურული გემოვნებების ახირებებს. ხატავდა იმას, რაც თავად სიამოვნებდა.


როგორც პიროვნება და როგორც პერსონა


სტეტჰეიმერმა თავისი ადრეული წლები გერმანიის სკოლაში მასწავლებლად გაატარა, მაგრამ ნიუ-იორკ სიტიში, „ხელოვნების სტუდენტთა ლიგის“ ლექციებზე დასასწრებად ხშირად ბრუნდებოდა. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ისევ ნიუ-იორკში გადავიდა და სტუდია იქირავა ბრიანთ პარკის მახლობლად, „ბოზ-არტის“ შენობაში. ახლო მეგობრები გაიჩინა იმ ადამიანების სახით, რომლებიც მაშინ ხელოვნების სფეროში აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ შორის იყო დადაიზმის მამა, მარსელ დიუშანი, რომელმაც დებ სტეტჰეიმერებს ფრანგული ასწავლა.წრე, რომელშიც დები ტრიალებდნენ, ძალიან შემოქმედებითი იყო. იმ ქალებისა და კაცების უმეტესობა, რომლებიც მათ სახლს სტუმრობდნენ, მხატვრები და ავანგარდის წევრები იყვნენ. ხშირ სტუმრებს შორის იყვნენ რომეინ ბრუკსი, მერსდენ ჰარტლი, ჯორჯია ო'კიფი და კარლ ვან ვეხტენი.ფლორენ სტეტჰეიმერის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და შეხედულებები მკაფიოდ ლიბერალური გახლდათ. დაახლოებით ოცი წლის ასაკში, საფრანგეთში გამართულ ფემინისტურ კონფერენციას დაესწრო. არ ეშინოდა სცენაზე სექსუალობის გამომსახველი ნახატების გამოფენის; გულმოდგინე მხარდამჭერი იყო ალ სმითის, რომელიც ყურადღებას ქალთა უფლებებზე, მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე ამახვილებდა. ის ასევე მხარს უჭერდა ფრანკლინ დელანო რუზველტის „ახალ კურსს“. ფლორენმა "ახალი კურსი" მისი ცნობილი ნამუშევრის, „უოლ სტრიტის კათედრის“ (1939) ცენტრალურ იდეად აქცია. ნახატი ახლა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება. მხატვარი ჯორჯ ვაშინგტონთან დაკავშირებულ ნივთებს აგროვებდა და ამბობდა, რომ „ის ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც აგროვებდა“. მიუხედავად იმ დროისა, რაც მან ევროპაში დაჰყო, სტეტჰეიმერის სიყვარული თავისი მშობლიური ქვეყნის მიმართ, მკვეთრად არის გამოხატული იმით, რომ მან დღესასწაულის მოწყობა თავისი ქვეყნის დროშის ქვეშ გადაწყვიტა.


ნამუშევრები


სტეტჰეიმერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები სოციალური სცენები ან პორტრეტებია, რომლებშიც მიმობნეულია სიმბოლოები ნახატში გამოსახული სუბიექტების ცხოვრებისა და გარემოს შესახებ. ხშირად ეს თავად მხატვრის იდენტობასაც შეიცავდა.ადრეული ასაკიდან, სტეტჰეიმერს გააჩნდა მრავალფეროვანი გამოცდილება თეატრთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მცდელობამ, სცენის დეკორაციის მოწყობისა, მარცხი განიცადა, მისი ტილოებიდან უდავო თეატრალურობა გამოსჭვივის. მისი ვიზუალურად ოპტიმიზირებული, მაგრამ არაზუსტი პერსპექტივები, მთელ სცენას აძლევს საშუალებას, რომ ერთი პერსპექტივიდან იქნას დანახული. მათი დეტალური სტრუქტურული აგებულება ავანსცენის, ან თეატრთან დაკავშირებული სხვა რამის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოგვიანებით, სტეტჰეიმერმა მართლაც შექმნა დეკორაცია და კოსტუმები ოპერისთვის, რომლის ლიბრეტოც, ცნობილმა მოდერნისტმა, გერტრუდა შტეინმა დაწერა. ოპერის სახელწოდება იყო „ოთხი წმინდანი სამ აქტში“.


სახელოვნებო კარიერა
1916 წელს, სტეტჰეიმერმა ცნობილ M. Knoedler & Co. გალერეაში გამოფენა გამართა, თუმცა ის საზოგადოებამ დადებითად არ მიიღო. ეს მისი ცხოვრების განმავლობაში პირველი და ბოლო სოლო გამოფენა იყო. სტეტჰეიმერს ერჩივნა ყოველი ახალი ნამუშევრისთვის „დაბადების დღის წვეულება“ მოეწყო - ის აწყობდა წვეულებას, რომლის ძირითადი იდეაც მისი ახალი ნახატების საზოგადოებისთვის ჩვენება იყო. სტეტჰეიმერი ცნობილი გახლდათ გონებამახვილობითა და მწარე ენით, განსაკუთრებით როცა ეს სოციალურ კრიტიკას შეეხებოდა. მისი ნახატებიც, როგორც პოეზია, მტკიცებულებაა მისი შეფასებებისა.სტეტჰეიმერი, თავისი, როგორც მხატვრის იმიჯის მიმართ, ძალიან ფრთხილი იყო. ხშირად გადაღებაზე უარს ეუბნებოდა ისეთ ფოტოგრაფებს, რომლებსაც მეგობრებად თვლიდა (მათ შორის იყო სესილ ბიტონი). მას ერჩივნა, რომ თავად დაეხატა თავისი ავტოპორტრეტი. ნახატებში ფლორენს 20-იანებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი ეცვა, წითელი, მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი და ისე ჩანდა, თითქოს 40 წლის მერე არ ბერდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი 73 წლისა გარდაიცვალა. ის ხშირად ხატავდა საკუთარ თავს პალიტრით ხელში. ასევე ხატავდა შიშველ ავტოპორტრეტებსაც, რომელსაც ფართო საზოგადოებას არ აცნობდა.

florine stettheimer portrait of our nurse, margaret burgess-ის სურათის შედეგი - „ჩვენი მედდის, მარგარეტ ბერჯესის პორტრეტი“ 

 

 

florine stettheimer picnic at bedford hills-ის სურათის შედეგი - „პიკნიკი ბედფორდ ჰილსზე“

 

florine stettheimer picnic at bedford hills-ის სურათის შედეგი - „ავტოპორტრეტი“

 

florine stettheimer family portrait, ii-ის სურათის შედეგი - „ოჯახური პორტრეტი“

 

florine stettheimer birthday bouquet-ის სურათის შედეგი - „დაბადების დღის თაიგული“

 

florine stettheimer a model (nude self-portrait)-ის სურათის შედეგი - „ავტოპორტრეტი“


გვიანი წლები და სიკვდილი


ფლორენ სტეტჰეიმერი 1944 წელს გარდაიცვალა, ორი კვირით ადრე, სანამ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისი ნახატი, რომელსაც „შედევრს“ უწოდებდა, გამოიფინებოდა. ნახატს „ოჯახური პორტრეტი II“ ერქვა და მისი სიკვდილის შემდეგ ის მისთვის ძვირფას სუბიექტებს დაუბრუნდა: მის დებს, დედამისს და მის საყვარელ ნიუ-იორკს. მხატვრის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, მისი ახლო მეგობარი, მარსელ დიუშანი, დაეხმარა იგივე მუზეუმს, რომ ფლორენ სტეტჰეიმერის ნამუშევრების რეტროსპექტივა გაემართათ.