gai rich

 

მთარგმნელი: ანა თოფურიძე

წყარო

"..ამ იგავის გაგება ადვილი არაა, ერთი შეხედვით აღშფოთდები როგორი უსამართლო იყო მამა უფროსი შვილის მიმართ, ის ხომ მისი ერთგული იყო და მუდამ მისთვის მუშაობდა..

 მაგრამ უნდა გააცნობიერო, რომ ამ იგავში მამა შენ ხარ. შენ სრულყოფილი და ყველაფრის მფლობელი ხარ. უფროსი შვილი ეს შენი ინტელექტია, ის რომელიც სულ შრომაშია, სულ გეუბნება ეს ასე გავაკეთოთ, ის ასე მოვაგვაროთ. ის ვინც მატერიალურ სამყაროს მართავს. ხოლო უმცროსი შვილი, კი შენი ის ნაწილია, რომელიც ველურია, თავისუფალი, თავგდასავლის ძიებაშია.

 მას უნდა დამოუკიდებლობა, მაგრამ ხვდება რომ საკუთარ თავს ვერ გაექცევა და ამიტომ ბრუნდება და უწევს, რომ მიიღოს ის ვინც არის. უფროსი ძმა, რომელიც ინტელექტია ის ვერ იგებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოგზაურობა. შენ უნდა მიატოვო შენი თავი, რომ გაიგო შენი თავის ღირებულება და ძალა.

 შენ უნდა დაკარგო რაღაცეები და მიხვდე რომ ისინი არ გჭირდება, შენ თავად ხარ სრულყოფილი, ყოველთვის საკმარისი, მხოლოდ როგორღაც უნდა დაკარგო შენი თავი, რომ ისევ დაუბრუნდე და გაიგო შენი ღირებულება. ეს არის ისტორიის აზრი.."