d1

ვატა დიეტა

(დიეტა მათთვის, ვისაც მოჭარბებული აქვს დოშა-ვატა)

გემოები: ტკბილი, მჟავე, მარილიანი.

პროპორცია:
50% მარცვლეული.
20% ცილები.
20-30 % საღი ხილი და ბოსტნეული.

ზოგადი რეკომენდაციები

ჩვენება: თბილი, ზეთიანი, მსუყე საჭმელი, რომელმაც გაიარა თერმული დამუშავება. დაიცავით რეგულარული რეჟიმი. დალიეთ დღეში 6-7 ჭიქა წყალი.

უკუჩვენება: ცივი საჭმელი, სალათები, უმი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, ნაყინი.

ბოსტნეული

ჩვენება: ბამია (ოკრა), ბატატი, ჭარხალი, მწვანე მდოგვი, დაიკონი, ყაბაყი, ფურცლოვანი და ყვავილოვანი კომბოსტო (თერმული დამუშავების შემდეგ), ქინძი, წიწმატი, ხახვი (თერმული დამუშავების შემდეგ), პრასი, შავი ზეთისხილი, სტაფილო, კიტრი, პასტერნაკი, პომიდორი (თერმული დამუშავების შემდეგ), თალგამურა (მიწამხალა), სატაცური, კვახი, პარკი-ლობიო, ცერეცო, პირშუშხა, ცუკინი, ნიორი, მწვანე ჩილი, შპინატი (თერმული დამუშავების შემდეგ).

უკუჩვენება: არტიშოკი, ბადრიჯანი, ბროკოლი, სოკო, ბრიუსელის კომბოსტო, ფურცლოვანი და ყვავილოვანი კომბოსტო (უმი), კარტოფილი, კოლრაბი, სიმინდი (უმი), ღორისქადა, ხახვი (უმი), მწვანე ზეთისხილი, ცხარე პილპილი, ოხრახუში („პეტრუშკა“), პომიდორი (უმი), პირეი (Elytrigia), თალგამი, სელდერეი, ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული.

ხილი

ჩვენება: გარგარი, ავოკადო, ტკბილი ფორთოხალი, წითელი და შავი ყურძენი, ალუბალი, ნესვი, ქიშმიში, მწიფე ლეღვი, კივი, მარწყვი, ქოქოსი, ლიმოონი, მწიფე მანგო, პაპაია, ატამი, რევანდი, ტკბილი ქლიავი, ტამარინდი, ფინიკი, შემწვარი ვაშლი; კენკროვნები.

უკუჩვენება: საზამთრო, მსხალი, ლეღვის ჩირი, შტოში, ხურმა, შავი ქლიავი, უმი ვაშლი; გამომშრალი ხილი (ჩირები).

მარცვლოვნები

ჩვენება: შვრია (თერმული დამუშავების შემდეგ), ხორბალი, ბრინჯი, ამარანტი.

უკუჩვენება: წიწიბურა, სიმინდი და სიმინდის ფანტელები, მშრალი შვრია, Farro (полба), ფეტვი, ჭვავი, ქერი; კრეკერები, მიუსლი.

პარკოსნები

ჩვენება: ბარდა (თერმული დამუშავების შემდეგ), მაშა, სოიოს სოუსი, სოიოს ყველი, სოიოს ფარში, ტოფუ, ტურ დალი, უდარ დალი, წითელი ოსპი.

უკუჩვენება: უმი ბარდა, ნუტი, სოიოს ლობიო, ლობიო, შავი ოსპი.

რძის პროდუქტები

ჩვენება: რძის პროდუქტების უმეტესობა.

უკუჩვენება: ნაყინი, მაგარი (გამხმარი) ყველი.

ხორც-პროდუქტები და თევზეული

აიურვედა პროდუქტთა ამ ჯგუფს მკვლელობასთან დაკავშირებულად, ტოქსიურად და ადამიანის საკვებად შეუფერებლად თვლის. სასურველია გამოვრიცხოთ იგი რაციონიდან, ან შევამციროთ მინიმუმამდე.

დანამატები

ჩვენება: მეწამული და წითელი წყალმცენარეები, მდოგვი, კეჩუპი, ლაიმა, ლიმონი, ხახვი, პიკული, სოიოს სოუსი, მარილი, ტამარინდი, ძმარი, ჩატნი.

უკუჩვენება: პირშუშხა, შოკოლადი.

თხილეული

ჩვენება: ყველანაირი თხილეული, ოღონდ მცირე რაოდენობით.
უკუჩვენება: არ აქვს.

თესლები

ჩვენება: ყველანაირი
უკუჩვენება: არ აქვს.

ზეთები

ჩვენება: კარაქი, ერბო (ძროხის), კუნჟუტის, ზეითუნის და მრავალი სხვა სახის ზეთები.

უკუჩვენება: სელის ზეთი.

ტკბილეული

ჩვენება: თაფლი და თითქმის ყველანაირი შაქარი და სიროფი.

უკუჩვენება: რაფინირებული შაქარი.

სასმელი

ჩვენება: გარგარის, ალოეს, ანანასის, ფორთოხლის, ყურძნის, ალუბლის, მანგოს, სტაფილოს, პაპაიას, მარწყვის წვენები; ღვინო და ლუდი (იშვიათად), მინდალის რძე, ბრინჯის რძე, ყველა მჟავე წვენი. ბალახის ჩაი: ფორთოხლის ქერქის, ბაზილიკის, „გვაზდიკას“, ნედლი იმბირის, კორიცას, ლავანდას, ლიმონის ბალახის, ჟოლოს გვირილას, ფენხელის, შაფრანის, ასკილის, ევკალიპტის და ა.შ. ჩაები.
უკუჩვენება: ბროწეულის, მსხლის, შტოშის (Cranberry) წვენები, ყავა, კაკაო, ქლიავის წვენი, ტომატის წვენი, ჩაი ყინულით, შავი ჩაი, ვაშლის წვენი; ყველა სასმეი კოფეინით, ყველა სასმელი ყინულით, ბოსტნეულის წვენების ნარევი, ცივი რძის პროდუქტები. ბალახის ჩაები: ბურაჩნიკი, ჰიბისკუსი (კარკადე), ჟასმინი, ჟენშენი, მარწყვის ფოთლები, ჯინჭარი, მელისა, ბაბუაწვერა, ია, Humulus, ფარსმანდუკი, უსუპი, Arctium, ლუცერნა (Medicago), ქრიზანთემა, შალფეი, ციკორი, ქერი, ბაძგი, პასიფლორა.

სანელებლები

ჩვენება: აჯვანი (აჟგონი), ანისი, ასაფეტიდა, ბადიანი, ბაზილიკი, ვანილი, ჰაულტერია, გვაზდიკა, მდოგვის მარცვლები, დუშიცა, იმბირი, მშრალი იმბირი, კარდამონი, კორიანდრი, კუმინი, კურკუმა, დაფნა, მაიორანი, ყაყაჩოს თესლები, მარგოზის ფოთლები, მინდალის ექსტრაქტი, მუსკატის კაკალი, პიტნა, პაპრიკა, გვაზდიკას პილპილი, შავი და წითელი პილპილი, ოხრახუში, პიპალი, როზმარინი, მარილი, კამა, ფენხელი, ქონდარი, ბეგქონდარა, ნიორი, ზაფრანა, ტარხუნა, პილთენი.

უკუჩვენება: კვლიავი.

საკვები დანამატები

ჩვენება: ალოეს წვენი, ამინომჟავები, ვიტამინები А, В, В12, С, D და Е, ლურ-მწვანე წყალმცენარეები, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფუტკრის მტვერი, თუთია, სპირულინა.

უკუჩვენება: ქერი (ბალახი), ლუდის საფუარები.

d2

პიტა-დიეტა

(დიეტა მათთვის, ვისაც მოჭარბებული აქვს დოშა-პიტა)

გემოები: ტკბილი, ცხარე, მწკლარტე.

პროპორცია

50% მარცვლეული.
20% ცილები.
20-30 % საღი ხილი და ბოსტნეული.

ზოგადი რეკომენდაციები

ჩვენება: გრილი, მსუყე საჭმელი. რეგულარულად სვით წყალი.

უკუჩვენება: მარილიანი, ცხელი, მძაფრი გემოს მქონე და ცხიმიანი საჭმელები, მჟავე ხილი, მჟავე რძის ნაწარმი, პომიდორი, ძმარი.

ბოსტნეული

ჩვენება: ბამია (ოკრა), ბატატი, ბროკოლი, ბარდა, სოკო, ყაბაყი, კომბოსტო (ყველანაირი), კარტოფილი, ქინძი, ღორისქადა, პრასი (თერმული დამუშავების შემდეგ), სტაფილო (თერმული დამუშავების შემდეგ), ბაბუაწვერა (მწვანილი), პასტერნაკი, ტკბილი წიწაკა, ოხრახუში, Elytrigia, ბოლოკი (თერმული დამუშავების შემდეგ), თალგამი, (თერმული დამუშავების შემდეგ), ნიახური, სატაცური, გოგრა, ლობიო (მწვანე), ფენხელი, ცუკინი, ისპანახი (თერმული დამუშავების შემდეგ); ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული.

უკუჩვენება: ბოსტნეული ცხარე გემოთი - ბადრიჯანი, მდოგვი, სიმინდი (უმი), ხახვი (უმი), მწვანე ზეთისხილი, უმი სტაფილო, ცხარე წიწაკა, პომიდორი, ბოლოკი (უმი), თალგამი (უმი), პირშუშხა, ნიორი, ჩილი, ისპანახი (უმი).

ხილი

ჩვენება: ტკბილი ხილი - გარგარი, ავოკადო, ანანასი, ტკბილი ფორთოხალი, საზამთრო, წითელი და შავი ყურძენი, ალუბალი, ბროწეული, მსხალი, ნესვი, ქიშმიში, მწიფე და საღი ლეღვი, ქოქოსი, მანგო (მწიფე), ფინიკი, შავი ქლიავი, ვაშლი, კენკრა.

უკუჩვენება: მჟავე ხილი - მწვანე ყურძენი, გრეიფრუტი, მარწყვი, შტოში, პაპაია, ლიმონი, ატამი, ტამარინდი.

მარცვლეული

ჩვენება: გრანოლა, მააკარონი, შვრიის ფანტელი, ხორბალი, ხორბლის ფანტელი, ბრინჯი (ბასმატი), ხორბალი, ამარანტი, ქერი.

უკუჩვენება: წიწიბურა, საფუარიანი პური, სიმინდი, პროსო, მუქი ბრინჯი.

პარკოსნები

ჩვენება: მაშა-ლობიო, ბარდა, სოიო, ტოფუ, თეთრი ლობიო, კუთხოვანი ლობიო (აძუკი), შავი ლობიო, შავი ოსპი.

უკუჩვენება: მისო, სოიოს სოუსი, ურად-დალი.

რძის პროდუქტები

ჩვენება: ერბო, კარაქი, ძროხის რძე, სოიოს რძე, ყველი (რბილი), ხაჭო.

უკუჩვენება: კეფირი (მაწონი), არაჟანი, მაგარი ყველი.

ხორც-პროდუქტები და თევზეული

აიურვედა პროდუქტთა ამ ჯგუფს მკვლელობასთან დაკავშირებულად, ტოქსიურად და ადამიანის საკვებად შეუფერებლად თვლის. სასურველია გამოვრიცხოთ იგი რაციონიდან, ან შევამციროთ მინიმუმამდე.

დანამატები

ჩვენება: ქინძი, ლაიმა, ჩატნი (ტკბილი).

უკუჩვენება: მეწამული წყალმცენარეები, წითელი წყალმცენარეები, კეჩუპი, ხახვი, მაიონეზი, სოიოს სოუსი, ძმარი, ჩილი, შოკოლადი.

თხილეული

ჩვენება: ნუში (გარჩეული და გაწმენდილი).

უკუჩვენება: ბრაზილიური თხილი, კაკალი, კედრის თხილი, ქეშიუ, პეკანი, ფისტაშკები, დუნდუკი.

თესლები

ჩვენება: სელის, მზესუმზირის, გოგრის; უმარილო პოპკორნი.

უკუჩვენება: კუნჟუტი, ტახინი.

ზეთები

ჩვენება: ერბო, კაკლის, ზეითუნის, მზესუმზირის, სოიოს ზეთები.

უკუჩვენება: სიმინდის, გარგარის, კუნჟუტის, ნუშის, საფლორის ზეთები.

ტკბილეული

ჩვენება: ნეკერჩხლის სიროფი, ლერწმის და პალმის შაქარი, არარაფინირებული შაქარი, ბრინჯის სიროფი, ფრუქტოზა.

უკუჩვენება: თაფლი, პალმის შაქარი (გაუწმინდავი), პატოკა.

სასმელი

ჩვენება: გარგარის, ალოეს, ყურძნის, ბროწეულის, მსხლის წვენები, უკოფეინო ყავა, მანგოს წვენი, ნუშის რძე, ატმის ნექტარი, ლუდი (იშვიათად), ბრინჯის რძე, სოიოს რძე, შავი ჩაი, ვაშლის წვენი, კენკრის წვენები; ცივი რძის პროდუქტები. ბალახის ჩაი: ყველა მწკლარტე ჩაი - ალტეი, ფორთოხლის ქერქი, ჰიბისკუსი, ჟასმინი, მარწყვი (ფოთლები), იმბირი (ნედლი), ჯინჭარი, ლავანდა, ლიმობის ბალახი, ლუცერნა, ჟოლო, მელისა, პიტნა, ბაბუაწვერა, გვირილა, ქრიზანთემა, ფენხელი, ზაფრანა, ქერი, პასიფლორა, ციკორი, ფარსმანდუკი.

უკუჩვენება: ანანასის და ფორთოხლის წვენები, ღვინო და მაგარი ალკოჰოლური სასმელები, ყურძნის წვენი (მჟავე), ალუბლის წვენი (მჟავე), გაზიანი სასმელები, შტოშის წვენი, ყავა, ლიმონათი, რძე შოკოლადით და კაკაოთი, სტაფილოს წვენი, პაპაიას წვენი, ტომატის წვენი, ჩაი ყინულით, კენკროვნების მჟავე წვენები; კოფეინიანი სასმელი, ყველანაირი სასმელი ყინულით, ყველა მჟავე წვენი. ბალახის ჩაი: აჯვანი, ბაზილიკი, გვაზდიკა, ჟენ-შენი, იმბირი (მშრალი), ისოპი, კორიცა, მორმონის ჩაი, ჭაობის პიტნა, ასკილი, ევკალიპტი, ბაძგი, პილთენი, კუნელი, სასაფრასი, სალბი.

სანელებლები

ჩვენება: აჯვანი, ანისი, ასაფეტიდა, ბადიანი, ბაზილიკი, გაულტერია, იმბირი, კარდამონი, ქინძი, კორიცა, კუმინი, კურკუმა, მარგოზა, პიტნა, პაპრიკა, შავი პილპილი, ოხრახუში, ფენხელი, ზაფრანა.

უკუჩვენება: მდოგვის თესლები, მშრალი იმბირი, დაფნის ფოთოლი, მაიორანი, ყაყაჩოს თესლები, ნუშის ექსტრაქტი, მუსკატის ყვავილი, გვაზდიკას პილპილი, წითელი პილპილი, პიპალი, როზმარინი, მარილი, ტმინი, ნიორი, სალბი, ესტრაგონი.

საკვები დანამატები

ჩვენება: ალოეს წვენი, D და E ვიტამინი, ლურჯ-მწვანე წყალ-მცენარეები, კალციუმი, მაგნიუმი, სპირულინა, თუთია, ქერი.

უკუჩვენება: ამინომჟავები, A, B, B12 C ვიტამინები, ქერი (ბალახი), რკინა, ლუდის საფუარი, ფუტკრის მტვერი, ფუტკრის დინდგელი.

d3

კაპჰა დიეტა

(დიეტა მათთვის, ვისაც მოჭარბებული აქვს დოშა-კაპჰა)

გემოები: ცხარე, მწარე, მწკლარტე.

პროპორცია

30-40% მარცვლეული
20% ცილა
40-50% საღი ხილი და ბოსტნეული

ზოგადი რეკომენდაციები

ჩვენება: თბილი, მსუბუქი საკვები. მიჰყევით ცხოვრების აქტიურ და მრავალფეროვან ცხოვრების წესს.

უკუჩვენება: რძის პროდუქტები, მძიმე საკვები, შემწვარი საკვები, ცივი საკვები და სასმელები, ტკბილეული.

ბოსტნეული

ჩვენება: არტიშოკი, ოკრა, ბროკოლი, რათბაგა, რუკოლა, ბარდა, მწვანე მდოგვი, სოკო, დაიკონი, ყაბაყი, ბრუსელის კომბოსტო, ფურცლოვანი და ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, ქინძი, კოლრაბი, სიმინდი, სალათის ფურცლები, ოროვანდის ფესვი, პრასი, ხახვი, სტაფილო, მწვანე ბაბუაწვერა, მწარე წიწაკა, ტკბილი წიწაკა, ოხრახუში, პომიდორი (თერმული დამუშავების შემდეგ), ჭანგა (ღივები), ბოლოკი, თალგამი, ჭარხალი, ნიახური, სატაცური, ტოპინამბური, ლობიო, ცერეცო, პირშუშხა, ნიორი, ჩილი, ისპანახი, ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული.

უკუჩვენება: ტკბილი კარტოფილი, ზეთისხილი, კიტრი, ძირთეთრა, უმი პომიდორი, გოგრა, ცუკინი.

ხილი

ჩვენება: მწკლარტე ხილი- გარგარი, ალუბალი, ბროწეული, მსხალი, ქიშმიში, გამომშრალი ლეღვი, მარწყვი, კუნელი, ატამი, ხურმა, შავი ქლიავი, ვაშლი, კენკრა.

უკუჩვენება: ავოკადო, ანანასი, ფორთოხალი, საზამთრო, ბანანი, ყურძენი, გრეიფრუტი, ნესვი, ახალი ლეღვი, კივი, ქოქოსი, ლაიმი, ლიმონი, მანგო, პაპაია, ქლიავი, ტამარინდი.

მარცვლეული

ჩვენება: წიწიბურა, სიმინდი, კუსკუსი, შვრიის ქატო, ფეტვი, ხორბლის ქატო, ბასმატის ბრინჯი, ჭვავი, საგო, ტაპიოკა, ამარანტი, ქერი, გრანოლა, კრეკერი, მიუსლი, პოლიენტა, ხორბლის ღივის პური.

უკუჩვენება: კინოა, შვრია, полба, ხორბალი, ბრინჯი, საფუარიანი პური, ბლინები, ყველა სახის მაკარონი, ოლადები, ბრინჯის ორცხობილა.

პარკოსნები

ჩვენება: ბარდა, მისო, მუხუდო, სოიოს რძე, სოიოს ფარში, ტემპე, ცხელი ტოფუ, თეთრი ლობიო, ლიმას ლობიო, შავი ლობიო, ჩვეულებრივი ლობიო, ლობიო აძუკი, შავი ოსპი.

უკუჩვენება: მუნგი, სოიოს ფქვილი, სოიოს ლობიო, სოიოს ფხვნილი, სოიოს ყველი, ცივი ტოფუ.

რძის პროდუქტები

ჩვენება: გამდნარი ნაღების კარაქი, ნაღების კარაქი, თხის რძე, შრატი, თხის ყველი, ხაჭო.

უკუჩვენება: იოგურტი, ნაღების კარაქი დამარილებული, ძროხის რძე, ყველი, ნაყინი.

ხორცი, ქათამი, თევზი, ზღვის პროდუქტები

ჩვენება: ინდაურის თეთრი ხორცი, კრევეტები, კურდღლის ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი, ირმის ხორცი, ზღვის თევზი, მტკნარი წყლის თევზი მცირე რაოდენობით.

უკუჩვენება: ძროხის ხორცი, ინდაურის შავი ხორცი, ქათმის შავი ხორცი, ორაგული, ცხვრის ხორცი, ზღვის პროდუქტები, სარდინა, ღორის ხორცი, თინუსი, იხვი.

აიურვედა პროდუქტთა ამ ჯგუფს მკვლელობასთან დაკავშირებულად, ტოქსიურად და ადამიანის საკვებად შეუფერებლად თვლის. სასურველია გამოვრიცხოთ იგი რაციონიდან, ან შევამციროთ მინიმუმამდე.

დანამატები

ჩვენება: მდოგვი, ქინძი, ხახვი შალოტი, შავი პილპილი, წიწაკა ჩილი, პირშუშხა, ცხარე სოუსები.

უკუჩვენება: ყავისფერი წყალმცენარეები, წითელი წყალმცენარეები, ლაიმი, ლიმონი, მაიონეზი, პიკული, მარილი დიდი რაოდენობით, ტკბილი სოუსები, შოკოლადი.

თხილეული

ჩვენება: ნუში

უკუჩვენება: არაქისი, ბრაზილიური თხილი, ბერძნული თხილი, კედარის თხილი, ქეშიუ, პეკანი, ფისტაშკები, თხილი

თესლები

ჩვენება: სელის თესლი, მზესუმზირა, გოგრის თესლი, უმარილო პოპკორნი.

უკუჩვენება: გარგარის თესლი, ავოკადოს თესლი, ბერძნული თხილის თესლი, ქოქოსი, სეზამი, ზეთისხილი, საფლორი, სოიოს თესლი.

ტკბილეული

ჩვენება: თაფლი, ყავისფერი შაქარი მცირე რაოდენობით.

უკუჩვებნება: ნეკერჩხლის სიროფი, პალმის შაქარი, ბადაგი, ბრინჯის სიროფი, რაფინირებული შაქარი, ფრუქტოზა, ქერის ალაო.

სასმელები

ჩვენება: გარგარის წვენი, ალოეს წვენი, იშვიათად მშრალი ღვინო, ბროწეულის წვენი, მსხლის წვენი, უკოფეინო ყავა, მანგოს წვენი, სტაფილოს წვენი, ატმის ნექტარი, ბოსტნეულის წვენი, სოიოს რძე, შავი ჩაი, ვაშლის წვენი, კენკრის წვენი. ყველანაირი ბალახეულის ნაყენები- აჯვანი, ბაზილიკი, ბუზინი, გაულტერია, მიხაკი, მაყვლის ფოთლები, მარწყვის ფოთლები, იმბირი, სამყურა, დარიჩინი, ჭინჭარი, სიმინდის ფუჩეჩი, ლავანდა, ოროვანდი, ლუცერნა, მალინა, მელისა, პიტნა, ბაბუაწვერა, ულუმბო, ასფურცელა, სალბი, ზაფრანა, ევკალიფტი.

უკუჩვენება: ანანასის წვენი, ატმის წვენი, ტკბილი ღვინო, გაზიანი სასმელები, გრეიფრუტის წვენი, ყავა, ტომატის წვენი, კოფეინიანი სასმელები, ცივი რძიანი სასმელები. ბალახეულის ნაყენი - ლაშქარა, ასკილი.

სანელებლები

ჩვენება: ყველა სანელებელი.

უკუჩვენება: მარილი.

საკვები დანამატები

ჩვენება: ალოეს წვენი, ამინომჯავები, ვიტამინი А, В, В12, С, D და Е, მწვანე და ლურჯი წყალმცენარეები, ლუდის საფუარი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, სპირულინა, თუთია, ქერი (ბალახი).

უკუჩვენება: კალიუმი.

მთარგმნელები: მამუკა გურული და თეონა ნაცვლიშვილი