jinjer1

ავტორი: დოქტორი ოლეგ ტორსუნოვი (აიურვედისტი, ლითოთერაპევტი, ფიტოთერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

ვირუსი, რომელიც ამჟამად გავრცელებულია მსოფლიოში, მართლაც სახიფათოა. და მისი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ იგი თრგუნავს ორგანიზმში ბაქტერიული პნევმონიისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ანუ თავად ეს ვირუსი არ კლავს ორგანიზმს, არამედ კლავენ ის ბაქტერიები, რომლებიც მის შემდეგ ორგანიზმში მრავლდებიან. ამასთან, ეს გამრავლება შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს. არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯდება თვითმფრინავში, ვირუსული ინფექციის შვიდი დღის შემდეგ, როცა ეს ბაქტერიული პერიოდი დგება, ეს ადამიანი ზის თვითმფრინავში სამი საათი და სამი საათის შემდეგ შეიძლება უკვე ფილტვების შეშუპება დაეწყოს. 

მაგრამ მინ და გაგახაროთ. მე 15 წელზე მეტია ამ საკითხებზე ვმუშაობ, მათ შორის ვირუსულ ინფექციებზე და ზუსტად ვიცი, რომ ეს ვირუსი, ეს კორონავირუსი, ძალიან ადვიულად იკურნება იმბირის (იგივე კოჭა, ჯინჯერი, ჯანჯაფილი) საშუალებით. თუკი ხშირად დაღეჭავთ იმბირს, და დალევთ კურკუმას ნაყენს (არც ისე კონცენტრირებულის, თაფლთან ერთად), მაშინ თქვენ უბრალოდ არასოდეს დაავადდებით ამ ვირუსით. ეს უბრალოდ შეუძლებელია.

მე მრავალი წელია ვმკურნალობ ვირუსულ ინფექციებს პროდუქტების მცირე სპექტრით. ესენია: იმბირი, კურკუმა, ფიჯვის ტოტები, სოჭის ტოტები, ყვითელი მდოგვი და თეთრი პილპილი. ეს პროდუქტები კლავენ ვირუსული ინფექციების სხვადასხვა სახეობებს. და როცა ადგილი აქვს რომელიმე ინფექციას, მე უბრალოდ ვუყურებ, ამ პროდუქტებიდან რომელი მოქმედებს ამ ვირუსზე და ხალხს შესაბამისად ვუნიშნავ. 

თავად კორონავირუსი არაა ძლიერი. ანუ თუ იმბირს დაღეჭავთ, უბრალოდ შანსი არ გაქვთ, რომ დაავადდეთ. მე ნიღბებსაც კი არ ვატარებ თვითმფრინავში, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან ყოველთვის იმბირით დავდივარ. მე ვხედავ, რომ ვირუსი გაცილებით მეტია ჩვენს ქვეყანაში (რუსეთში), ვიდრე მედია ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე ცუდადაა. თუ თქვენ ყოველდღიურად დაღეჭავთ იმბირს, და ასწავლით ამას ყველას, ვისაც იცნობთ, არცერთი მათგანი არ დაავადდება ამ ავადმყოფობით. 

დოზირება: დღეში სამი-ოთხჯერ. მისი მოქმედების ვადა დაახლოებით 3-4 საათია.

სხვა სიტყვებით, ვირუსი ვერ იტანს იმბირს, მას "ალერგია" აქვს იმბირზე. 

ბავშვს შეგიძლიათ თაფლიან წყალთან ერთად მიაღებინოთ, რომ ძალიან დისკომფორტული არ იყოს მისთვის ცხარე გემო. 

ან შემიძლია გასწავლოთ ვარიანტი, რომელიც 100% იმუშავებს. თუ უკვე დაავადდით ვირუსული ინფექციით, მიიმაგრეთ მარცხენა ხელზე (სადაც საათს ვიკეთებთ, იმ ზონასთან) და მარცხენა ფეხზე იმბირის პატარა ნაჭერი (ნაჭერში გახვეული) და ეს კიდევ უფრო ძლიერ იმოქმედებს, ვიდრე უბრალოდ ღეჭვის დროს. ამ მეთოდით იგი 24 საათი მოქმედებს. შეგიძლიათ ატაროთ გამხმარი იმბირი, ფხვნილიც კი. შეგიძლიათ პროფილაქტიკის სახითაც მიიმაგროთ ხელზე და ფეხზე, მაგრამ ეს დაძაბულობას გამოიწვევს, რადგან ძლიერი რეფლექსოთერაპიული მეთოდია.

თუკი უკვე გაქვთ ტემპერატურა და ვირუსი. კვლავაც, საშიში არაფერია, მიიმაგრეთ იმბირი. თუ ეს ინფექცია არ გაქვთ, შეიძლება იმბირმა ვერ გიშველოთ, მაგრამ სხვა ინფექციით თითქმის არავინ კვდება. ამ ვირუსს კი რამდენიმე დღეშ განკურნავს. 

ეს სპეციფიური ვირუსი მხოლოდ ზრდასრულებზე და მოხუცებზე მოქმედებს, განსაკუთრებით მამაკაცებზე, ამიტომ ბავშვებისთვის ის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი შეიძლება მხოლოდ გადამტანები იყვნენ. ეს ვირუსი სუსტია. ის რომ ძლიერი ყოფილიყო, ბავშვები პირველ რიგში დაავადდებოდნენ. უბრალოდ მას აქვს სპეცეფექტი: იგი თრგუნავს ბრონქების ლორწოვანი გარსის იმუნიტეტს. მხოლოდ ესაა მისი პრობლემა. და რადგან იმუნიტეტი დათრგუნულია, ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად ეშვებიან ქვემოთ და მრავლდებიან. ესაა ამ ავადმყოფობის მთავარი პრობლემა. ამიტომ ვჭამოთ იმბირი.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გაუზიარეთ სხვებსაც...