c1

მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე

წყარო

რა არის ჩაკრები და რაში ჭირდება ისინი ადამიანს?

ძველი სანსკრიტიდან ,,ჩაკრა“ ითარგმნება, როგორც ,,ბორბალი“. ჩვენს სიცოცხლეზე პასუხისმგებელია შვიდი ძირითადი ჩაკრა. ისინი განლაგებულნი არიან ხერხემლის სვეტის გასწვრივ. თითოეულ ჩაკრას თავისი ფუნქცია აქვს. ერთნი პასუხისმგებელნი არიან – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მეორენი – გონებრივ განვითარებაზე, მესამენი – ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე.

შვიდივე ჩაკრა მდებარეობს – ეთერულ ფაქიზ სხეულში. თითოეული ჩაკრის ცენტრიდან გამოდის თავისებური ღერო (წველი), რომელიც აკავშირებს მას ხერხემალთან. ამის წყალობით ჩაკრებს აქვთ წვდომა სუშუმნასთან. ეს ყველაზე მთავარი ენერგეტიკული მერიდიანია, რომელიც გადის ხერხემლის გასწვრივ. ის მიემართება ადამიანის თავიდან ქვემოთ და წარმოადგენს კოსმოსისა და მიწის ენერგიების დამაკავშირებელ რგოლს.

ჩაკრები და სიმშვიდე – ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ ერთ ადგილას გარინდებულ ჩაკრას. როგორც ჩვენი ორგანოები, ჩაკრაც თავისი ,,ცხოვრობს“ ცხოვრებით. ის გამუდმებით ბრუნავს და ვიბრირებს. ეს ეხმარება მას მოიზიდოს სამყაროს ენერგია და გადასცეს მერიდიანებით ადამიანის ორგანიზმს.

თითოეული ჩაკრა ბრუნავს ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. მარჯვნივ ბრუნვა იძლევა მამაკაცურ–იანურ ენერგიას. ეს არის ნებისყოფა, რომელიც მიმართულია მოქმედებაზე, ზოგჯერ აგრესია და ძალაუფლების სურვილი. მარცხნივ ბრუნვა შესაბამისად იზიდავს ქალურ ენერგიას. იგი ანიჭებს ადამიანს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მორჩილება, ბედისწერის მიღება, სისუსტე გარემო პირობების წინაშე.

ზოგჯერ ადამიანს, რომელიც დაჯილდოვებულია ზებუნებრივი შესაძლებლობებით, შეუძლია ჩაკრების შემობრუნების გამოცნობა (გარჩევა). მათ იციან როგორ იმოქმედონ ჩაკრებზე, რომ შეცვალონ მათი მოძრაობის ტრაექტორია. პრინციპში, ამის სწავლა შესაძლებელია, თუკი ძალიან მოინდომებ.

ყველა ჩაკრა პასუხისმგებელია ენერგიის მიღებაზე. იგი შემოდის ყოველი მხრიდან: სამყაროდან, გარემომცველი ბუნებიდან, ახლომყოფი ადამიანებიდან და ნივთებიდანაც კი. შემდეგ ენერგია მერიდიანებით გადაეცემა ფაქიზ ენერგეტიკულ სხეულს და ნაწილდება მთელს ორგანიზმში.

ენერგიის მოძრაობა იწყება ფუძისეული ჩაკრიდან, რომელიც ფუნქციონირებს ყველაზე სუსტი სიხშირით და აგრეთვე გვირგვინოვანი ჩაკრიდან. იგი ითვლება ყველაზე უფრო განვითარებულ ჩაკრად და აქვს ყველაზე მაღალი სიხშირე. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მას არ შეუძლია სიხშირეების პირდაპირ აღქმა. ამიტომ ისინი გარდაიქმნებიან შეგრძნებებში, აზრებში, ემოციებში და შემდეგ გადაეცემა როგორც ფიზიკურ ასევე ფაქიზ სხეულებს.

ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელია ენდოკრინული სისტემა. ამიტომ თითოეული ჩაკრა განუყრელად დაკავშირებულია ერთ–ერთ ენდოკრინულ ჯირკვალთან. ამიტომ წარმოიქმნება თავისებური არხი (მერიდიანი), რომლითაც სამყაროს ენერგია ჩაკრებიდან ხვდება ფიზიკურ სხეულში. ეზოთერიკოსები მას სასიცოცხლო ენერგიას (პრანას) უწოდებენ. ეს სახელწოდება მას ასე უბრალოდ არ მიუღია. ზუსტად სამყაროს ენერგია ეხმარება ადამიანს, რომ იცხოვროს, განვითარდეს როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.

ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში წარმოიქმნება სიტუაციები, რომლის დროსაც ესა თუ ის ჩაკრა წყვეტს მოქმედებას. ეს შესაძლოა მოხდეს, როგორც ჩაკრის დაბლოკვის დროს, ისე მისი უკიდურესად ძლიერი გახსნის დროს. პირველ შემთხვევაში შემომავალი ენერგია არასაკმარისი ხდება, მეორე შემთხვევაში პირიქით, ხდება ორგანიზმის ენერგიით ზედმეტად გაჯერება. ეს იწვევს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევას. ეს კი თავის მხრივ შეიძლება დასრულდეს როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ასევე ძალიან სერიოზული დაავადებებით. ფიზიკური სხეულისთვის ჩაკრები ასრულებენ ტრანსფორმატორის როლს. ისინი იღებენ ზედა ენერგიისგან მომდინარე ნაკადს (შეგახსენებთ, რომ საუბარი ეხება ძალიან მაღალ სიხშირეებს, რომლის მიღებაც ჩვენს სხეულს არ შეუძლია), გარდაქმნიან მას დაბალ სიხშირეზე და შემდეგ გადასცემენ ფიზიკურ სხეულს.

c3

ჩაკრების მეშვეობით ადამიანი იღებს სასიცოცხლო ენერგიას

ჩვენი სამყარო – ძალის და ენერგიის უსაზღვრო წყაროა. თითოეული ცოცხალი არსება (მათ შორის ადამიანიც), ისრუტავს ენერგიას ამ წყაროდან თავისი შესაძლებლობების შესაბამისად. შემომავალი ენერგიის წილი დამოკიდებულია იმ სიხშირეზე, რომელზეც ფუნქციონირებს ფაქიზი სხეული. ასე, რომ ერთ ადამიანს (სულიერად და გონებრივად უფრო განვითარებულს) შეუძლია მიიღოს უფრო მეტი ენერგია, მეორეს – ცოტა. ჩაკრები თამაშობენ ძალიან დიდ როლს ამ სისტემის მუშაობაში. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია გაუძლოს სამყაროს ენერგიის საწყისს ნაკადს. ერთი მისი წვეთიც რომ მოხვედრილიყო ჩვენს სხეულში, მოხდებოდა ყველა სისტემის გაჩერება. ჩაკრები არ აძლევენ სამყაროს ძალას ორგანიზმის დარღვევის საშუალებას. ისინი გადაამუშავებენ შემოსულ ენერგიას, აქვეითებენ და გარდაქმნიან მის მაღალ სიხშირეს. ამრიგად, სხეულამდე დადის უფრო სუსტი ენერგია – ის, რომელიც ფიზიკურ სხეულს შეუძლია შთანთქოს ზიანის გარეშე.

როგორც სამყარო, ადამიანიც შედგება რამდენიმე შრისგან. პირველი შრე – მატერიალურია. ეს ჩვენი ფიზიკური სხეულია. შემდეგ მოდის ასტრალური, მენტალური და სულიერი შრე. თითოეული მათგანი მუშაობს განსაზღვრულ სიხშირეზე და ტალღაზე. სხვათაშორის, თუ ვივარჯიშებთ, შესაძლოა მათი შეცვლა. თუ თქვენ ამის გაკეთება გამოგივათ, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ თქვენი აზრები, აკონტროლოთ გრძნობები და ემოციები, შეუერთდეთ ღვთიურ საწყისს. ყოველივე ეს ნამდვილად შესაძლებელია ადამიანის წარმოსახვის წყალობით.

როგორ მივაღწიოთ შედეგს საკუთარ ფაქიზ სხეულებზე მუშაობით? არსებობს უამრავი კითხვა. პირველ რიგში თქვენ დაგეხმარებათ მედიტაცია, საკუთარი თავის გაცნობიერება ამ სამყაროში. არანაკლებად ეფექტურია ცნობიერების გაფართოება, ქვეცნობიერთან მუშაობა და ბოლოს, არც ისე პატარა როლს თამაშობს ცხოვრების შეცვლაში დადებითი აზროვნება და მიზანმიმართული წარმოსახვა. ამ მეთოდების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან, გაასუფთაოთ თქვენი კარმა და შეერწყათ ღვთიურ ძალებს.

ადამიანის ცნობიერება – ეს ერთ–ერთი ძლიერი იარაღია. მას ვერ ზღუდავს ვერც მატერიალური სამყარო, ვერც მანძილი, ვერც დრო. ცნობიერებას შეუძლია გადაინაცვლოს ყველა ფაქიზ სხეულში, შეცვალოს ისინი. პრაქტიკულად ასეთი ცვლილებები ხდება ყოველ წუთს და წამს. ცნობიერებას შეუძლია მტკიცედ დაკავშირება ენერგეტიკულ ცენტრებთან, ჩაკრებთან. თუ ადამიანი კონცენტრირდება ერთ–ერთ მათგანზე, მისი ცნობიერება (სურს მას ეს თუ არა) იწყებს მუშაობას იმ ორგანოებსა და მიდამოებზე, რომელიც ექვემდებარება არჩეულ ჩაკრას. ჩაკრების დამუშავება ეხმარება დარღვეული ენერგეტიკული კავშირების აღდგენას. ამა თუ იმ ჩაკრაზე კონცენტრირებით შესაძლებელია დაავადებული ორგანოების განკურნება, ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.

როგორ განვსაზღვროთ, რომელი ჩაკრა საჭიროებს დამუშავებას? ძალიან მარტივად. როგორც წესი, ადამიანი ქვეცნობიერის დონეზე თვითონ გრძნობს კონკრეტულად რა არის დარღვეული მის ორგანიზმში. გაანალიზეთ, ყველაზე ხშირად რომელ პრობლემებზე ფიქრობთ, რას ახმოვანებთ, რაზე იციკლებით. სწორედ ეს წარმოადგენს მტკივნეულ წერტილს თქვენს ორგანიზმში. ეხლა რჩება იმის გაგება, რომელი ჩაკრაა პასუხისმგებელი იმ სფეროებზე, რომელიც გაღელვებთ და დაიწყეთ მასზე მუშაობა.

სხვათაშორის, არ ღირს ფიქრად, რომ პრობლემაზე ყურადღების მიპყრობით და დღედაღამ მასზე ფიქრით თქვენ მას გადაწყვეტთ. სავარაუდოდ სიტუაცია საპირისპირო ფორმით წარიმართება. უფრო და უფრო მეტი ენერგიის და აზრების ჩადებით დაკავშირებულ პრობლემებთან, თქვენ მხოლოდ გააძლიერებთ მათ. აქ საჭიროა სხვა მიდგომა – ჩაკრაზე კონცენტრირება. მაგალითად, თქვენ გაქვთ პრობლემები პირად ფრონტზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის აუცილებელია ჩაკრაზე მუშაობა, რომელიც პასუხისმგებელია სიყვარულზე. იმედიტირეთ, გააწონასწორეთ ჩაკრა, კორექცია გაუკეთეთ მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩაკრის მუშაობის დარღვევით გამოწვეული დისბალანსი გამოსწორდება. თქვენ შეამჩნევთ, როგორ მიდიან პრობლემები რომლებიც გადარდებდათ.

c4

თითოეული ჩაკრა უნიკალურია – მას გააჩნია თავისი ფერი, ბგერა და სტიქია

თუ ჩვენ მივმართავთ ინდურ კულტურას, გავიგებთ საინტერესო რაღაცეებს ჩაკრების შესახებ. ყოველ ენერგეტიკულ ცენტრს აქვს განსაზღვრული ფერი, ნიშანი. ჩაკრები მიეკუთვნება სტიქიებს. თითოეული მათგანი ფლობს განსაზღვრულ თვისებებს. მაგალითად, მიწის სტიქია პასუხს აგებს სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე. ის დაკავშირებულია პირველ ჩაკრასთან, რომელიც იმყოფება პლანეტა მარსის გავლენის ქვეშ და შეფერილია წითლად. მასზე სასიკეთო გავლენას ახდენს ლალი. თუ პირველი ჩაკრა დესტაბილიზირებულია, შესაძლოა მისი გაწონასწორება ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით. მაგალითად, ბინისთვის წითელი ფერის ნივთების შეძენა, ლალის სამკაულის შეძენა, ზაფხულში მიწაზე ფეხშიშველა სიარული.

თქვენ უთუოდ გახსოვთ, რომ ჩაკრები არ არიან სტატიკურნი. ისინი მოძრაობენ, ბრუნავენ და ვიბრირებენ. მაგრამ ასე იქცევიან ჯანმრთელი ჩაკრები. დაავადებულნი? მათი მოძრაობის უნარი სუსტდება. ეს იწვევს იმას, რომ ენერგიის ნაკადი, რომელიც ჩაკრის გავლით გადის, მნიშვნელოვნად იკლებს. თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, შესაძლოა ჩაკრა მთლიანად დაიბლოკოს.

ერთი სიტყვით, დაბლოკილი ჩაკრები არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. ენერგიის გაცვლასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა აღმოცენდეს სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად, ადამიანმა გადაიტანა სერიოზული ტრავმა (ან რამდენიმე მცირე ტრავმა), ის შეეხო შვიდიდან ერთი ჩაკრის მოქმედების ველს. ამან გამოიწვია მისი მოძრაობის უნარის შემცირება და ბლოკადა. დაბლოკვა შესაძლოა გამოვლინდეს ჩაკრაზე მიზანმიმართული ენერგეტიკული თავდასხმის შემდეგაც.

ჯანმრთელი ჩაკრის მუშაობა სარქვლის მუშაობას ჰგავს. ენერგიის შესვლის დროს იგი იღება, ატარებს ენერგიის წილს (ზუსტად იმდენს, რამდენიც ჭირდება ორგანიზმს), შემდეგ იხურება. თუ ჩაკრას უახლოვდება უარყოფითი ან არასასურველი ენერგია, იგი ფილტრავს მას. დაზიანებული ჩაკრა იწყებს გაუმართავად ფუნქციონირებას. ის აღარ იხურება ცუდი ენერგიის წინაშე, ატარებს მას ორგანიზმში. ან პირიქით, იხურება ისე მტკიცედ, რომ არანაირ ენერგიას (ისეთიც კი, რომელიც სასიკეთო იქნება ადამიანისთვის) არ შეუძლია ჩაკრის გავლით გასვლა.

იმისთვის, რომ ყველა ჩაკრა გამართულად ფუნქციონირებდეს, საჭიროა ცხოვრებიდან იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებსაც შეუძლიათ მათი მუშაობის დარღვევა. პირველ რიგში, ესაა ფიზიკური ტრავმები, აგრეთვე უარყოფით გავლენას ჩაკრების მუშაობაზე ახდენს ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, სამკურნალო პრეპარატების მიღება, მწეველობა, ანესთეზია. თუ თქვენ გადაიტანეთ ოპერაცია (ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზია) შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი: ერთი (ან შესაძლოა რამდენიმე ჩაკრა) ჩაკრა უკვე დარღვეულია. ამ შემთხვევაში საჭიროა ენერგეტიკული ცენტრების მკურნალობა და მათი თანდათანობით ჰარმონიზაცია.

პოსტ-ოპერაციულ პერიოდში, ის ჩაკრები რომელთაც შეეხო ანესთეზია, როგორც წესი, რჩებიან გახსნილი. ამის შემდეგ ადამიანი ხდება სუსტი გარე ფაქტორების ზემოქმედებისას. ჩაკრები თავისთავად ატარებენ ორგანიზმში უარყოფით ენერგიას, რომელიც არღვევს ფაქიზ სხეულებს. ხანდახან არის პირიქით, ისინი მკვრივდებიან და იხურებიან, უკეტავენ ადამიანს შესაძლებლობას განიცადოს გარკვეული შეგრძნებები, განავითაროს საკუთარ თავში რომელიმე შესაძლებლობები.
დაზიანებული ჩაკრების სამკურნალოდ არსებობს ფერთა თერაპია. იგი შედეგიანი და ეფექტურია. მასთან ერთად დამატებით რეკომენდებულია თვითმკურნალობით დაკავება. იმუშავეთ თქვენს ფაქიზ სხეულებზე, ისწავლეთ საკუთარი თავის გაცნობიერება, წარმოსახვისას განჭვრიტეთ ფერები და მოძრაობები, აკონტროლეთ სუნთქვა. ყოველივე ეს დაგეხმარებათ ჩაკრების მუშაობის ჰარმონიზაციაში. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება დალაგდება.

c5

ჩაკრების მოკლე აღწერა:

მულადჰარა ჩაკრა:

ფერი – წითელი
ბგერა– ლამ
მნიშვნელობა–ფუძისეული მხარდაჭერა
ელემენტი–მიწა
ფუნქცია– თვითგადარჩენა, დამიწება
შინაგანი მდგომარეობა– სიმშვიდე
გარეგანი განსახიერება–გამძლეობა

სვადჰისტანა ჩაკრა:

ფერი– ნარინჯისფერი
ბგერა–ვამ
ელემენტი–წყალი
ფუნქცია–სურვილი, სიამოვნება, სექსუალობა, გამრავლება
შინაგანი მდგომარეობა–გრძნობები
გარეგანი განსახიერება–სითხე

მანიპურა ჩაკრა:

ფერი – ყვითელი
ბგერა – რამ
ელემენტი – ცეცხლი
შინაგანი განსახიერება – პლაზმა
ფუნქცია – ნებისყოფა, ძალა, დამტკიცება
შინაგანი მდგომარეობა – სიცილი, სიხარული, მრისხანება
სხეულის ნაწილები – საჭმლის მომნელებელი სისტემა, კუნთები

ანაჰატა ჩაკრა:

ფერი–მწვანე
ბგერა–იამ
ელემენტი–ჰაერი
შინაგანი მდგომარეობა–თანაგრძნობა, სიყვარული
ფუნქცია–სიყვარული
გარეგნული განსახიერება–აირი
სხეული ნაწილები–ფილტვები, გული, პერიკარდი, ხელები, ხელისგულები

ვიშუდჰა ჩაკრა:

ფერი–ცისფერი
ბგერა – ჰამ
ელემენტი–ბგერა
ფუნქცია – ურთიერთობები, შემოქმედება
შინაგანი მდგომარეობა–იდეების სინთეზი, სიმბოლოების შექმნა
გარეგანი განსახიერება–ვიბრაცია
სხეულის ნაწილები–კისერი, მხრები, ხელები, ხელის მტევნები

აჯნა ჩაკრა:

ფერი – ლურჯი (ინდიგო)
ბგერა–აუმ
ელემენტი–სინათლე
ფუნქცია– მხედველობა, ინტუიცია
სხეულის ნაწილები–თვალები

საჰასრარა ჩაკრა:

ფერი–იასამნისფერი
ბგერა– ომ
ელემენტი–აზრი
ფუნქცია–გაგება
სხეულის ნაწილები–თავის ტვინის ქერქი, ცენტრალური ნერვული სისტემა

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...