fefd0fe5de3a8017c5aa008c790bceb19dc313dcმთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო

ზოგადი ინფორმაცია მანიპურა ჩაკრას ფუნქციონირების შესახებ:

მდებარეობა: მზის წნული

ფერი: ყვითელი, იასამნისფერი 

ნიშანი: ლოტოსის ფოთლებით გარშემორტყმული წრე. მასში ჩახატულია სამკუთხედი სიტყვებით „რამ“, რომლიდანაც გამოსული ღერო შეერთებულია ხერხემალთან

თვისება: თვითშემეცნება, ლოგიკური გონება, მიზანდასახულობა, შინაგანი ძალა.

აქცენტი: ქმედების სურვილი

განვითარების დრო: 2-დან 12 წლის ასაკამდე

სტიქია: ცეცხლი

პასუხს აგებს : მხედველობაზე

მანტრა: „რამ“

ნატიფი სხეული: ასტრალური

ორგანოები: ფილტვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღველი, ღვიძლი

ჩაკრას მუშაობის დარღვევით წარმოშობილი დაავადებები: კენჭები ნაღვლის ბუშტში, შაქრიანი დიაბეტი, კუჭნაწლავის მუშაობის დარღვევა, წყლული, ალერგიული რეაქციები, გულსისხლძარღვთა სისტემის ცუდი მუშაობა

არომათერაპია: ღვია, ლავანდა, როზმარინი, ვეტივერი

ქვები: ტოპაზი, თურმალინი, ციტრინი, ქარვა

 чакра девმანიპურა თითოეული ადამიანის პირად მზეს განასახიერებს. ჩაკრაში შინაგანი ძალის ცენტრია მოთავსებული, სწორედ ამ ცენტრის მეშვეობით ხდება მზის ცხოველმყოფელი ენერგიის შთანთქმა.

მესამე ჩაკრა ეხმარება ადამიანებს როგორც გონებრივ, ისე სულიერ განვითარებაში, მანიპურა გადასცემს ჩვენს ემოციებს სამყაროს, ამ ჩაკრით აღვიქვამთ გარესამყაროს და ადამიანებს, სწორედ ის უზრუნველყოფს ადამიანის უნარს გახდეს სხვა ადამიანების წინამძღოლი, მართოს თავისი შინაგანი ენერგია, განავითაროს ინტელექტი. ჩაკრაში კონცენტრირებულია ადამიანის შინაგანი ენერგია, მისი სურვილები, თვითრეალიზაციის უნარი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ჩაკრაში მოქცეულია ადამიანის ეგო. თუ ჩაკრა კარგად მუშაობს, ადამიანი ადვილად ამყარებს ჰარმონიულ კავშრებს გარშემომყოფებთან, ასევე ამ ჩაკრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ადამიანი ლიდერი იქნება თუ არა, მასში იბადება მაღალი თანამდებობის დაკავების სურვილი, კოლექტივში აღიარების სურვილი, ძალაუფლება, მასიდან გამოყოფის სურვილი, სწორედ ამ ჩაკრის მეშვეობით ვაღწევთ დასახულ მიზნებს, ეს ჩაკრა გვეხმარება ასევე საზოგადოებაში დაწესებული ქცევის წესების მიღებაში.

ვიზრდებით და გვიჩნდება სურვილი ყველაფერზე ჩვენი აზრი გვქონდეს, ამისთვის აუცილებელია გახდე საზოგადოების აზრისგან დამოუკიდებელი ადამიანი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია იქონიოს ადამიანს თავისი აზრი როგორც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მოვლენებზე, ასევე მაღალ მატერიებზე, მხოლოდ ამის სწავლის შემდეგ ეძლევა ადამიანს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხი აგოს მათზე. ეს ყოველივე ეხმარება ადმიანს თვითრეალიზაციაში და ბუნების მიერ ჩადებული პოტენციის რეალიზაციაში, აღნიშნული კი ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია, რომელიც სათავეს მეორე ჩაკრიდან იღებს და გრძელდება მანიპურაში. მესამე ჩაკრა ეხმარება ადამიანს განამტკიცოს ინტელექტსა და მოვლენების მიმართ რაციონალურ მიდგომებს შორის კავშირები. მესამე ჩაკრის მეშვეობით ხდება თეორიული ცოდნის და გამოცდილების დაგროვება, მთლიანობაში ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებას. როგორც აღვნიშნეთ მანიპურა გვეხმარება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში - მესამე ჩაკრა აღიქვამს სხვა ადამიანების ნატიფი სხეულების სიხშირეებს, მიღებული სიგნალების მეშვეობით ქვეცნობიერად ვირჩევთ ტაქტიკას ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობისთვის.

სულიერების განვითარებაც არანაკლებაა დამოკიდებული მანიპურაზე. საქმე ისაა, რომ დაბლითა ჩაკრებიდან მანიპურაში განუწყვეტლივ მიედინება სხვადასხვა სახის ძლიერი სურვილები. მზის წნულის ჩაკრა წმენდს ამ სურვილებს, აქცევს მათ შემოქმედებით ენერგიად, შემდეგ ეს ენერგია მიეწოდება მაღალ ჩაკრებს და გამოიყენება ადამიანის სულიერი განვითარებისთვის. მანიპურა ასევე უზრუნველყოფს მიმდინარე ინკარნაციაში ჩადებული მისიის რეალიზაციას. როგორ? პირველ რიგში ადამიანში ჩადებული ნიჭის რეალიზაციით. თუ ადამიანი გახსნის მასში ჩადებულ ყველა ტალანტს, ის მიაღწევს თვითრეალიზაციას ყველა შესაძლო დონეზე. შესაბამისად, ადამიანიც მაქსიმალურად ზუსტად გადის მისთვის განკუთვნილ გზას.

თუ მანიპურა ცუდად მუშაობს, ან საერთოდ დაბლოკილია, დაბალი ჩაკრიდან მაღალ ჩაკრებში ენერგიის მიწოდება დარღვეულია ან საერთოდ შეწყვეტილია. შედეგად ადამიანი ხდება მატერიალურ ასპექტებზე მიჯაჭვული. მას სულიერი განვითარება აღარ აინტერესებს, ცხოვრობს ყოფიერი პრობლემებით, ფიქრობს ფულზე და ცხოვრებაც მოსაწყენი და შეზღუდული ხდება, ადამიანს აღარაფერი არ ახარებს მატერიალური საშუალებების დაგროვების გარდა.

გახსნილი მანიპურა გვაძლევს შესაძლებლობას აღვიქვათ ნათელი შიგნიდანაც და გარედანაც. ჯანმრთელი მესამე ჩაკრის მფლობელი ბედნიერია, ის კმაყოფილია ცხოვრებით და ტკბება ყველაფრით რაც მის გარშემოა. ჩაკრაში დისბალანსი იწვევს გამუდმებულ სევდას, ჩიხური სიტუაციების გამუდმებულ შეგრძნებებს, არასტაბილურობას, ეს ძალიან სახიფათო სიგნალია. რატომ? გახსოვთ სარკის ეფექტი? ჩვენი ემოციები და გრძნობები გადაეცემა სამყაროს და ირეკლება სამყაროდან, შედეგად სევდა და ნაღველი ორმაგდება და შთანთქავს ადამიანს. იდეალურად მომუშავე მანიპურა ადამიანს სინათლით ავსებს, მისი ბუნებრივი ფერი (ყვითელი) თანდათანობით ოქროსფრად იქცევა, რაც სიბრძნის, ღრმა ცოდნის და სისავსის მანიშნებელია.

 1ჯანმრთელი მანიპურა ჩაკრა

თუ მანიპურა ჰარმონიული და გაწონასწორებულია, ადამიანი მშვიდი და თავის თავში დარწმუნებულია. ის ადვილად მართავს თავის ემოციებს, ასეთი ადამიანების ცხოვრება მშვიდად მიედინება, ემოციები ვერ მართავენ გონებას, ისინი ჰარმონიულად ებმებიან ცხოვრების ორომტრიალში, ინტუიციურად გრძნობენ როგორ უნდა მართონ ემოციები ისე, რომ არც დათრგუნონ და არც მოექცნენ მათი გავლენის ქვეშ.

ჯანმრთელი ჩაკრა აჯილდოებს ადამიანს თავის შინაგან მესთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიით. ასეთი ადამიანი მრავალმხრივ განვითარებულია. ერთი მხრივ უყვარს საკუთარი თავი, მეორეს მხრივ ადამიანებს იღებს ისეთად, როგორებიც არიან. ის სხვა ადამიანის გრძნობებს პატივს სცემს, ჰარმონიული ჩაკრის მფლობელის ნებისმიერი ქცევა სამყაროს განვითარების კანონებს შეესაბამება, შესაბამისად იზრდება მისი კეთილდღეობა, ადამიანი კმაყოფილია ყოველი განვლილი დღით და კაცობრიობის მიმართ ნაზ გრძნობებს და გულწრფელ სიყვარულს განიცდის. მას ესმის რომ ის საზოგადოების ნაწილია და ამიტომ ძალიან აფასებს მას. მისთვის ცხოვრების გზაზე შემხვედრი თითოეული ინდივიდი მნიშვნელოვანია, ადარდებს ადამიანების გრძნობები და სურვილები, ადარდებს ის, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი, სწორედ ამიტომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, რამდენად სასარგებლო იქნება ის სხვებისთვის. ჯანმრთელი მანიპურას პატრონი სავსეა ენერგიით და სიცოცხლის სიყვარულით, შედეგად იზრდება ადამიანის აქტივობა, ის სხვა ადამიანის აზრისგან დამოუკიდებელი და სხვა ადამიანთა მიმართ მომთმენი ხდება.

თუ მანიპურა გაწონასწორებულია, ადამიანი თითქოს შინაგანად ანათებს, ეს სინათლე იცავს ადამიანის ფიზიკურ სხეულს და აურას უარყოფითი ენერგიისაგან და გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ჰარმონიულად განვითარებული ჩაკრა მის მფლობელს აჯილდოებს თვითრწმენით, სიმამაცით, შემოქმედობითობით, თვითკმარობით. ასეთი ადამიანი მკვეთრი ინდივიდუალისტია და მის გვერდით სხვა ადამიანები ყოველთვის იგრძნობენ სითბოს და შინაგანად წამოსულ სინათლეს.

 დისბალანსი ჩაკრას მუშაობის დროს

თუ მანიპურაში წონასწორობა დარღვეულია, ადამიანში ყველასა და ყველაფრის მართვის დაუოკებელი სურვილი ჩნდება, უფრო მეტიც, ეს ვნება მის შინაგან სამყაროზეც ვრცელდება. ეგო სრულიად დაუბალანსებელია, შედეგად კი ჩნდება საზოგადოებაში მაღალი სტატუსის დაკავების მოთხოვნილება. ადამიანს სურს, რომ მას ყველგან პატივს სცემდნენ და აფასებდნენ: სახლში, სამსახურში, მეგობრულ წრეში. ეს მოთხოვნილება ახშობს ყველა სხვა სურვილს და ხშირად გადადის ადამიანთა მანიპულირების წადილში.

ადმიანი ხდება ამპარტავანი, თუ მან მმართველობა ჩაიგდო ხელში, მაშინ მის ქვეშევრდომებს მოუწევთ მისგან დამცირების ატანაც. ასეთი ადამიანი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ყველას აჩვენოს რამდენად მაღალ საფეხურზეა თვითონ, მის გარშემო ყველა კი მისი ფეხის ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირან. მას ამბიციები ახრჩობს, კარიერისტია და პირველობის სურვილი მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. პირველობის მისაღწევად და მმართველობის სადავეების ხელში ჩასაგდებად ის მზადაა გარშემო ყველა და ყველაფერი სიბინძურეში ამოსვაროს, ჩაძიროს. აურაში არსებული დისბალანსი მის ემოციურ მდგომარეობაზეც აისახება - წარმოიქმნება მოუსვენრობა, შფოთი, გაუწონასწორებელი ქცევები.

დაავადებული მანიპურას მფობელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იგრძნოს თავი საუკეთესოდ და ყველაზე ღირსეულად, აქვე უნდა აღინიშნოს რომ საკმარისი არ არის ამისი მხოლოდ თვითონ სჯეროდეს, მისთვის აუცილებელია რომ მისი უნიკალურობა და განუმეორებლობა მთელმა საზოგადოებამ აღიაროს. როგორ უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა? რა თქმა უნდა თავისი ამბიციების დაკმაყოფილების და მატერულ სფეროში მიღწევების გზით. ეს სურვილი მოსვენებას აღარ აძლევს ადამიანს და აიძულებს იმოქმედოს, მიაღწიოს მიზნებს, მხოლოდ ასე იგრძნობს ის თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ასეთი ადამიანები შეუსვენებლად, შეუპოვრად და დაუღალავად შრომობენ მიზნის მისაღწევად.

the gold0ადამიანის ცხოვრების მიზანი მაღალი სოციალური მდგომარეობის დაკავება ხდება. ის მუდმივად ფიქრობს იმაზე, როგორ მართოს სხვა ადამიანები, როგორ შეაგროვოს დიდი ფული. ასეთი ადამიანისთვის გრძნობები არაფერს ნიშნავს და ხშირად სულიერ ფასეულობებს და სულიერ სამყაროს დასცინის კიდეც. ის მტკიცედ უარყოფს ყველაფერს, რასაც არ მოაქვს შემოსავალი. თუ ის განიცდის თუნდაც რაიმე ემოციას, მყისვე ახშობს მას. მის ცხოვრებაში ყველა გზა და მიზანი წარმატებისკენ მიდის და გულწრფელ გრძნობებს იქ ადგილი აღარ აქვს. თუმცა რა თქმა უნდა ადვილი მისახვედრია, რომ ვერცერთი ადამიანი ბოლომდე ემოციებს ვერ ჩაახშობს, ადრე, თუ გვიან ემოციები მაინც ამოხეთქავს და არც ის არის გასაკვირი, რომ ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება.

როგორც წესი, დათრგუნული მანიპურა იწვევს აუხსნელ, უმიზეზო ძლიერ ზიზღს მშობლების მიმართ, რასაც თან სერიოზული წყენა სდევს. რა თქმა უნდა დაავადებული მანიპურას მფლობელი ცდილობს ეს ძლიერი ემოციები ჩაახშოს, რათა გარშემომყოფებმა მხოლოდ მისი წარმატებული სახე დაინახონ. თუმცა ბოლოსდაბოლოს ეს უარყოფითი ემოციები ადამიანში ემოციურ აფეთქებას და ღრმა დეპრესიას იწვევს. 

ადამიანის მთელი ცხოვრება ემოციების და გრძნობების კონტროლს ემსახურება, რაც ახლობლებთან დაშორებას იწვევს. მის თვალში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან : ისინი, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ეხმარებიან მას მატერიაულური მიზნების მიღწევაში და ისინი, რომლებიც ხელს უშლიან მას ამ მიზნების მიღწევაში. პირველი კატეგორიის ადამიანებთან ის ცდილობს ანგარებითი ურთიერთობების აწყობას, მათ კი, რომლებსაც მართლა მთელი გულით უყვართ ეს ადამიანი, იცილებს. მას ეჩვენება, რომ გარშემო ყველა ცდილობს მისთვის ხელის შეშლას, შედეგად ყველას, ვინც მას მატერიალურ შემოსავალს არ აძლევს, უპირისპირდება.

ძალაუფლების სურვილი და გარშემომყოფების მანიპულირების სურვილი დიდ ძალას ართმევს მას. ადრე თუ გვიან ადამიანი ატყობს რომ ენერგიისგან იცლება. საქმეში გარე ფაქტორები ერთვება - კოფეინი, ტკბილეული, ენერგოსტიმულატორები, რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულებას იწვევს და ერთი ფინჯანი ყავის გარეშე მას უკვე გაღვიძებაც კი აღარ შეუძლია.

დაავადებული მანიპურა შინაგანი ძალის მიმართ შიშს იწვევს ადამიანში, რაც თვითკრიტიკაში გამოიხატება. ეს გრძნობა უკანასკნელ ძალას ართმევს ადამიანს და საბოლოოდ ადამიანის ჩაკეტვას იწვევს.

მანიპურას კავშირი ფიზიკურ სხეულთან

მესამე ჩაკრა დაკავშირებულია სასუნთქ ორგანოებთან, კუჭთან, კუჭქვეშა ჯირკვალთან და ნაღვლის ბუშტთან.

მანიპურას შეესაბამება ყვითელი ფერი. ის მოქმედებს ნერვებზე, ფილტვებე და ემოციებზე. პირველ რიგში ჩაკრა მომნელებელ სისტემაზე ახდენს გავლენას. მისი მდგომარეობა ჩვენს მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ მოვლენას.

113797261 3720816 Manipyra chakra1 1თუ დავაკვირდებით, მსგავსებას მანიპურას და მომნელებელ სისტემის მუშაობას შორის აშკარად შევამჩნევთ. ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად სხვადასხვა მოვლენები ხდება და ჩვენც სხვადასხვანაირი მიდგომები გვაქვს ამ მოვლენების მიმართ. ერთნი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, მეორენი კი ნაკლებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაკრა ახდენს მოვლენების თავისებურ სორტირებას, ისევე, როგორც მომნელებელი სისტემა ახდენს ორგანიზმში მოხვედრილი პროდუქტების სორტირებას.

პირველ რიგში საკვები ხვდება კუჭში, რომელიც ამუშავებს მას, შემდეგ ის გადადის ღვიძლში, სადაც საკვებად ვარგისი ელემენტები სცილდება უვარგის ელემენტებს. ვარგისი ელემენტები სისხლში შეიწოვება, უვარგისი კი გადადის ნაწლავებში და ტოვებს ორგანიზმს, მასთან ერთად ორგანიზმს ტოვებს შლაკები და ტოქსინები.

სორტირების ასეთ რთულ სისტემას გადის ემოციებიც, ერთი სახის ემოციები დიდი ხნის განმავლობაში რჩება ჩაკრაში, მეორენი (ნეგატიური) კი განიდევნებიან. თუ ამ პროცესში აღრევა მოხდა, მიზეზი შეიძლება მომნელებელ სისტემაში ვეძიოთ და პირიქით, ჩაკრას დისბალანსი კუჭის და ნაწლავების დაავადებას იწვევს.

თუ ნაღვლის ბუშტის პრობლემებმა იჩინა თავი, ესე იგი ცხოვრებისადმი უკმაყოფილება და სხვა ადამიანების მიმართ შური დაგროვდა. ქვების წარმოქმნა ზედმეტი სიამაყის და სხვა ადამიანების მიმართ ზღვარგადასული კრიტიკის მაჩვენებელია. როგორც წესი, ასეთი ადამიანი ყველას განიკითხავს, ყველა მეგობარზე და ახლობელზე ცუდს ფიქრობს.
კუჭქვეშა ჯირკვალის დაავადება მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ცხოვრებას უბედურებად, მწარე წამლად აღიქვამს. მას მოფერება და ორმხრივი სიყვარული აკლია.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (როცა არცერთი საყვარელი ადამიანი არ არსებობს) შეიძლება დიაბეტიც გაჩნდეს.

ნაწლავების მოქმედება დამოკიდებულია ორგანიზმის უარყოფითი ენერგიისგან დაცლის უნარზე, თუ ადამიანი წყენაზე, გაუგებრობაზე, ღალატზე იციკლება, მას ქრონიკული შეკრულობა დაეწყება.

 საკმაოდ ხშირად უარყოფითი ემოციები ბავშვობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ბრაზი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მას აწყენინეს, მარტოობის შეგრძნება (მშობლების სიყვარულის დანაკლისის შემთხვევაში) და ნებისმიერი სახის შიში. ზრდასრული ადამიანი ძალიან იშვიათად განიცდის ასეთ ემოციებს. ის უკვე მყარად დგას ფეხებზე და მშობლების, მეგობრების, მეზობლების ურთიერთობებზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ბავშვობის შიშების მოშორებას, ისინი ებღაუჭებიან ამ შიშებს და ახდენენ მათ კულტივირებას, ეს კი ენერგეტიკულ დარღვევებს და სერიოზულ ფიზიკურ დაავადებებს იწვევს.

MANIPURA upclose Self esteem Metabolismთუ ადამიანი ვერ გათავისუფლდება ე.წ. ემოციური ნაგვისგან (ნეგატიური ემოციები, წარსულის მოგონებები) მას შეიძლება ნაწლავები დაუავადდეს, ეს დაავადება კი თავის მხრივ მანიპურას დისბალანსს გამოიწვევს. შედეგად ადამიანი ცინიკური ხდება გარშემომყოფების მიმართ და ძალიან ეჯაჭვება მატერიალურ საგნებს. მას ფულის და მატერიის დაკარგვის მუდმივი პანიკური შიში აქვს. ამიტომ ის იწყებს აბსოლიტურად ყველაფრის დაგროვებას, გარღვეულ ფეხსაცმელს და გატეხილ ტელევიზორსაც კი არ გადააგდებს. მთელი ეს ნაგავი მის სახლში იყრის თავს, რაც თავისთავად ამ ადამიანის ენერგეტიკული ველის დაბინძურებასაც იწვევს.

სასუნთქი ორგანოები დაკავშორებულია ადამიანის უნართან მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი და თავისუფლად მოახდინოს მასში ორიენტაცია. ჩაკრის დისბალანსის შემთხვევაში ადამიანი თავის ცხოვრებას თითქოს გვერდიდან უყურებს, არ ცდილობს რამის შეცვლას და საბოლოო ჯამში ინფანტილიზმი და ფატალიზმი უვითარდება.
ზედმეტად გახსნილი ჩაკრა იწვევს ცხოვრების არაკონტროლირებად ათვისებას. ადამიანი ხდება ძუნწი, ის ცდილობს მოასწროს რაც შეიძლება მეტი, სულ ეჩვენება, რომ მიზნების შესრულებისთვის არ ჰყოფნის დრო. როგორც წესი ასეთი ადამიანები ზედაპირულად და სწრაფად სუნთქავენ და ფილტვები უავადდებათ.

ჩაკრის გაუწონასწორებულობა ხშირად ძლიერ ალერგიულ რეაქციებსაც და თვალების დაავადებასაც იწვევს. ალერგია გარემოს ფარული მიუღებლობა და ცხოვრებისგან უკმაყოფილებაა, გარდა ამისა ალერგია შეიძლება წარმოიშვას ადამიანის მიერ მასში ჩადებული ტალანტის მიუღებლობამ და მის განვითარებაზე უარის თქმამ. ალერგიის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი დათრგუნული მდგომარეობაა, დათრგუნულობა კი წარმოიშვება მაშინ, როცა ადამიანი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს უაზრო ქმედებებზე. ეს რა თქმა უნდა ჩაკრის დისბალანსს და მისი ფუნქციების დარღვევას იწვევს.

თვალების მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს. თუ კატასტროფლად გაკლდებათ თვალს, სავარაუდოდ სერიოზულ ნეგატიურ ემოციას განიცდით თქვენს გარშემო სამყაროში არსებულ მოვლენების მიმართ. დაავადებები ვითარდება მაშინაც, როცა ადამიანს ეშინია ამა თუ იმ მოვლენის დანახვა თავის ცხოვრებაში.

მანიპურა და ჰორმონალური სისტემა

მესამე ჩაკრა პასუხს აგებს თირკმლისზედა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაზე. თირკმლისზედა ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული სტრესული სიტუაციების აღქმის და მათთან გამკლავების უნარი. თუ თქვენ მოახერხებთ მანიპურას რეგულარულ ჰარმონიზაციას, მალევე შეამჩნევთ, რომ სტრესის მიმართ დამოკიდებულება შეგეცვლებათ, ადვილად მართვათ ემოციებს, საკმარისი იქნება აღიქვათ, რომ სიტუაცია არც იმდენად საშინელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სტრესი გაივლის.

fi 3 25 1გაწონასწორებული მანიპურა უსიამოვნო სიტუაციებში განმეორებით მოხვედრისგანაც გვიცავს. უფრო სწორად, შეიძლება ნეგატიური სიტუაცია განმეორდეს, მაგრამ თქვენ უკვე შეგეცვვლებათ მის მიმართ დამოკიდებულება და შედეგად შეიძლება ვერც შენიშნოთ საერთოდ რამე მოხდა თუ არა. ჰარმონიული ჩაკრა ჩუქნის ადამიანს სიმშვიდეს, თავის თავში დარწმუნებულობას და ამცირებს გარემოსგან ზემოქმედებებზე მგრძნობელობას. მანიპურაზე მუშაობით მინიმუმამდე დაიყვანთ სტრესებს, დაიცავთ თავს ნერვიული გამოფიტვისა და აფეთქებებისაგან.

კუჭქვეშა ჯირკვალი პასუხს აგებს სპეციფიკური სეკრეტის გამოყოფასა და კუჭნაწლავის ტრაქტში ლორწოვანი გარსზე. მის ფუნქციებში შედის საჭმლის გადამამუშავებელი წვენის გამოყოფაც. გარდა ამისა ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რონელიც შემდგომში სისხლში ხვდება.

კუჭქვეშა ჯირკვალის ქსოვილებში თავს იყრის ენდოკრინოლოგიური უჯრედები. მათი წყალობით კუჭქვეშა ჯირკვალი ორ მთავარ ცილოვან ჰორმონს წარმოქმნის, ისინი ორგანიზმში გლუკოზის დონეს არეგულირებენ და ადამიანში დანაყრების და შიმშილის განცდას უზრუნველყოფენ.

 პირველი ჰორმონი ინსულინია და საჭმლის მიღებისთანავე ჩნდება. ორგანიზმში მოხვედრისთანავე საკვები ორგანოებში გლუკოზის მომატებას და სისხლში გლუკოზის დაკლებას იწვევს. ამის შედეგად გამოიყოფა ინსულინი, შედეგად ტვინში იგზავნება სიგნალი „დანაყრებული ვარ“. მშიერი ადამიანის სისხლში გლუკოზა იმატებს, ინსულინი კი ფაქტობრივად აღარ გამომუშავდება. ამიტომ ტვინს ეგზავნება სხვა სიგნალი - „ ჭამის დროა“.

მეორე ჰორმონს გლიკოგენი ჰქვია. ის აძლიერებს შიმშილის გრძნობას და უზრუნველყოფს ამის შესახებ ტვინში სიგნალის გაგზავნას. თუ პერიოდულად ინსულინის დონე იმატებს, გლიკოგენი კი იკლებს, გლუკოზის დონე ერთი და იგივე დონეს ინარჩუნებს. ეს ორგანიზმის სწორად მუშაობის მანიშნებელია. მაგრამ ხდება, როცა ინსულინის დონე კატასტროფულად იკლებს. საკვების მოხმარებაც არ ცვლის უკეთესობისკენ სიტუაციას. ამან შესაძლოა შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს. ამ დაავადებასთან ინსულინის შეყვანით ან მედიკამენტური საშუალებების მიღებით ბრძოლა უშედეგოა. დადებით შედეგს მხოლოთ მანიპურას გაწონასწორებით და ჰარმონიზაციით მივიღებთ.

 

სხვა ჩაკრები:

მულადჰარა

სვადჰისტანა