მთარგმნელები: სოფია გაბრიჭიძე და მამუკა გურული

წყარო

ajna 1

აჯნა: ზოგადი ინფორმაცია ჩაკრის ფუნქციონირების შესახებ

მდებარეობა: შუბლის შუა მიდამო.

შეფერილობა: ლურჯი, მეწამული.

ნიშანი: ცისფერი წრე და ლოტოსის ორი მსხვილი ფურცელი. მის ცენტრში ორი ტერფია დახატული. არსებობს ჩაკრის გამოსახულების მეორე ვარიანტიც - ოთხმოცდა თექვსმეტ ფურცლიანი ლოტოსის ყვავილი. 

დახასიათება: შემოქმედებითი შთაგონება, სულიერების განვითარება, ცხოვრების გზის გაცნობიერება.

შინაგანი აქცენტი: ექსტრასენსორიკის დონეზე ურთიერთობა, გაძლიერებული ინტუიცია.

სტიქია: რადიუმი.

პასუხისმგებელია: ფაქიზ შეგრძნებებზე, პირველ რიგში ინტუიციაზე.

მანტრა: ,,ჰამ–კშამ’’.

ფაქიზი სხეული: მენტალური.

ჯირკვალი: ეპიფიზი (გირჩისებრი სხეული, ჯალღუზისებრი სხეული). ჰიპოფიზი.

ორგანოები: მხედველობის, სმენის, გრძნობის, თავის ტვინი.

დისბალანსი იწვევს: თვალების, ყურების, ფილტვების, ცხვირის დაავადებებს, დამქანცველ თავის ტკივილებს, კოშმარულ სიზმრებს.

არომათერაპია: პიტნის და გამაგრილებელი სურნელები.

ქვები: გამჭვირვალე და ცისფერი შეფერილობის.

აჯნა მდებარეობს შუბლის შუა მიდამოში. წველი ქვემოთ კეფისკენ მიემართება.

აჯნა ეხმარება ადამიანს გარემომცველი სამყაროს გაცნობიერებული მიღების განავითარებაში. მას გონება და მეხსიერება ემორჩილება. აჯნას წყალობით ადამიანს თავის ქვეცნობიერში გადასვლა, ინტუიციურ გრძნობებზე ყურადღების მიქცევა შეუძლია. ეხმარება სამყაროს მინიშნებების გაგებაში და მის არავერბალურ გზავნილებზე სწორად რეაგირებაში. აჯნა თავის ტვინის ნახევარსფეროების ჰარმონიას აკონტროლებს. სხვა სიტყვებით, მის ფუნქციაში შედის კონტროლი, რომ ემოციებმა და გონებამ ერთმანეთი არ გადაფარონ, არამედ შეავსონ ერთმანეთი. გარდა ამისა, აჯნას მდგომარეობაზე დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკური გუნებ–განწყობილება, კონცენტრირების უნარი, სიბრძნის განვითარება.

ჰარმონიულად განვითარებული აჯნა თავის მფლობელს მთლიანობის მიღწევისაკენ უბიძგებს, აგრეთვე ისეთი ჰარმონიისაკენ სწრაფვაში, როგორიც თავად სამყაროშია. თუ ჩაკრა დახურულია, ადამიანი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომ მსგავს მდგომარეობაში ყოფნა საერთოდ თუ შესაძლებელია. ასეთი ადამიანები საკუთარ თავთან უწყვეტ ბრძოლაში იმყოფებიან. საკუთარ ინტერესებს უფრო ქვემოთ აყენებენ. გარემომცველი რეალობა მათ მიერ ერთადერთ რეალობად ეღიქმება. ისინი თვლიან, რომ მისი შეცვლა მხოლოდ ფიზიკური ძალის დახმარებით ან აქტიური მოქმედებით შეიძლება. გახსნილი ჩაკრა ადამიანს ეხმარება საკუთარ შინაგან ,,მე’’ – თან, ასევე სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევაში, ისე რომ არავისთან არ იბრძვის და ირგვლივ არაფერს არ ცვლის.

როდესაც აჯნა გახსნას იწყებს, მის მფლობელს მრავალი კითხვა უჩნდება ცხოვრებაში საკუთარი დანიშნულების შესახებ. ის სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის, სწამს საკუთარი ძალების. ის იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ცხოვრება საჭიროა უფრო მეტად კაცობრიობისათვის, ვიდრე საკუთარი თავისათვის. გაწონასწორებული აჯნას მფლობელს ესმის, რომ ის უზარმაზარი სამყაროს ძალიან მცირე ნაწილაკია. მისი სული თითქოს იღვიძებს, საკუთარი არსებობის აზრის ნახვის სურვილი უძლიერდება. ჩვეულებრივი ცხოვრება, რომლითაც უმეტესი ადამიანები ცხოვრობენ (კარიერა, დაგროვება, სოციალური მდგომარეობა) აღარ აკმაყოფილებს. ადამიანი სულიერებისაკენ ისწრაფვის.

არც თუ იშვიათად აჯნას გახსნა კრიზისების თანხლებით მიმდინარეობს. ეს იმ პროცესის მსგავსია, რომელიც ყელის ჩაკრის გაღვიძების დროს ხდება. ადამიანს ესმის, რომ მისი ინდივიდუალურობა სრული ასი პროცენტით არ გამოიხატება. ასეთი კრიზისი ახალი რეალობის დაბადების ეტაპი ხდება. ჰარმონიული აჯნას მფლობელი გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას უთმობს გარემომცველ სამყაროს, სხვა ადამიანებს, საკუთარ განვითარებას. უფრო მეტიც, ბოლო პუნქტი ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ და გონებრივ სრულყოფას, არამედ სულიერსაც. ჩნდება მისწრაფება სრული ჰარმონიისაკენ.

აჯნა შემოქმედებით შთაგონებაზეა პასუხისმგებელი. მისი განვითარება ადამიანს ეხმარება მიწიერი მოთხოვნილებები სამყაროს ფიზიკის პრიზმის გავლით დაინახოს. ამის წყალობით თითოეულს საშუალება ეძლევა შქმნას საკუთარი მატერიალური სამყარო, რომელიც სიცოცხლისათვის უსაფრთხო იქნება. მოდით გავიხსენოთ სექსუალური ჩაკრის ძირითადი კანონები. მისი გახსნა ადამიანს თვითშეცნობისაკენ, ცვლილებების წყურვილისაკენ, შინაგანი ,,მე’’ – ს შემოქმედებითი გამოვლენისაკენ, ცნობისმოყვარეობის განვითარებისაკენ მიმართავს. აჯნა როდესაც იხსნება, დიდ შინაგან ძალას იძლევა. ის ყველაზე მთავარს იძლევა – შექმნის სურვილს. ეს სურვილი სექსუალური ჩაკრის გავლით თვითგამოხატვის მისწრაფებას იძენს. შემდეგ ის გულის ჩაკრისკენ მიემართება, სადაც ის შემოქმედებაში გარდაიქმნება. სხვათაშორის ჩვენი სამყარო მილიონი შემოქმედებითი გზებისგან შედგება. თითოეული ადამიანი მათგან თავისას ირჩევს – იმას, რომელიც ახლოს არის მასთან ფერით, ბგერით, ფორმით. ეს არჩევანი იწყება ფიზიკური სამყაროს დონეზე, შემდეგ ენერგეტიკის და სულის სფეროებში გრძელდება.

აჯნას ფუნქციაში შედის შთაგონების სტიმულაცია. მისი მოქმედების შედეგად რეალიზდება სიცარიელისგან ქმნილების შექმნა. ეს როგორ გავიგოთ? ძალიან მარტივად. ახალი სამყაროები, იდეები ადამიანის თავში ცარიელ ადგილას აღმოცენდებიან. ანუ, ისინი არ არიან დამოკიდებული რომელიმე პლატფორმაზე. შემდეგ ადამიანი გარდაქმნის მათ ისე, რომ ისინი გასაგები იყოს სხვა ადამიანებისათვის. თუ აჯნა კარგადაა განვითარებული, მის მფლობელს აქვს წვდომა პარალელური სამყაროების ინფორმაციასთან, აგრეთვე წარსულთან და მომავალთან. ეს ნაკადი მას თავად პოულობს. აჯნას გაწონასწორებულობა იძლევა შთაგონების მდგომარეობას, რომელშიც ადამიანს სამყაროსგან მიღებული ენერგიით შეუძლია რაღაც დიადის შექმნა. მას ეჩვენება, რომ ის კი არ იგონებს სიახლეებს, არამედ ზემოდან ვიღაც მათ უგზავნის. ასეთი მდგომარეობა შიძლება დავახასითოთ ერთი სიტყვით: ,,უეცრად აზრი დამებადა“.

აჯნა ყველას და ყველაფრის მმართველობის თავისებურ ცენტრად ითვლება. თუ საქმე ეხება ფიზიკურ დონეს, მმართველობა ეხება ნერვულ სისტემას. ჩაკრა პასუხისმგებელია მის ფუნქციონირებაზე, მონაწილეობას იღებს თავის ტვინის აქტივიზაციაში, შეხების, ყნოსვისა და მხედველობის ორგანოების ფუნქციონირებაში. ჩაკრის გახსნა ადამიანს საშუალებას აძლევს აკონტროლოს თავისი ცხოვრება მთლიანობაში. მას ესმის სამყაროს კანონები, მათთან შეთანხმებულ მოქმედებას სწავლობს. ამის წყალობით მისი კარმა იცვლება, ცხოვრებაში იღებს უფრო მეტ კეთილდღეობას.

გაწონასწორებული აჯნა საშუალებას იძლევა სხვა კუთხით დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იქმნება ჩვენი ცხოვრება. ფიზიკურ დონეზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი სამყაროს მოქმედების შედეგები. მაგალითად, ზოგ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს რომ ისინი მართავენ თავიანთ ცხოვრებას. როგორც კი გაიფიქრებენ რამეზე – ბედი მაშინვე ლანგრით სასურველს მიართმევს. სინამდვილეში ეს მცდარი შეგრძნებაა. ცხოვრება არ იქმნება ჩვენი ,,მინდა’’ – სგან. მას მართავენ ემოციები და აზრები, რომლებიც გროვდება ჩვენში მთელი ცხოვრების განმავლობაში. გარდა ამისა, დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში მიღებული ნორმები, მრავალწლიანი ჩვევები, სტერეოტიპები. თუ აჯნა გაწონასწორებული არაა, ადამიანს ეს არ ესმის. თუ კი ის განვითარებული და ჰარმონიულია, ადამიანს დიდი შრომა არ უწევს გაიგოს, თუ რა მართავს ეხლა მის ცხოვრებას: ემოციები თუ აზრები. მას შეუძლია გაფილტროს და შეცვალოს როგორც ეს, ისე სხვა რამე. ამის წყალობით მისი ცხოვრება ისეთი ხდება, როგორც ის მას ხედავს.

ემოციებისა და აზრების ანალიზის უნარი ადამიანს ეხმარება სხვისი და არასასურველის გარჩევაში. თითოეულ ჩვენგანს აქვს ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენზე რაღაცის მოხვევას ცდილობენ. ეს შესაძლოა იყოს კონკრეტული პრობლემის მიმართ დამოკიდებულება, ამა თუ იმ ადამიანის მიმართ გრძნობა. გახსნილი ჩაკრის მქონე ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეუძლია გაიგოს გარედან მოსული რომელი აზრები და ემოციები შეესაბამება, და რომელი იწვევს დისჰარმონიას სულში და გულში. მისთვის გასაგები ხდება, თუ რისთვის მოვიდა დედამიწაზე. ის ხედავს და აცნობიერებს სამყაროს განვითარების კანონებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი ჩვენ ვიწყებთ სამყაროს მოწყობის გაცნობიერებას, ჩვენი ცხოვრება გასაგები ხდება. ჩვენ შეგვიძლია მისი მოწყობა ჩვენი გეგმების შესაბამისად. ამ შემთხვევაში სამყაროს სურვილები ჩვენი სურვილები ხდება. ცხოვრების შექმნა სამყაროს სურვილების წინააღმდეგ აღარ მიდის. ეს კი ჰარმონიისა და ბედნიერების შეგრძნებას იძლევა.

თუკი განვიხილავთ სულიერ დონეს, აქ აჯნა პასუხისმგებელია სამყაროს აღქმისათვის ექსტრასენსორული უნარის განვითარებაზე. თქვენ ალბათ გახსოვთ იმის შესახებ, რომ ყოველ ფიზიკურ სხეულს ენერგეტიკული ორეული გააჩნია. საქმე ეხება აურას. ასე რომ, ფიზიკურ გრძნობებს ასევე გააჩნიათ თავისებური ორეულები. ეს მაღალი გრძნობებია, რომლებიც შეიძლება შეიგრძნოთ, მხოლოდ ექსტრასენსორული შესაძლებლობების შემთხვევაში.

ყველაფრის შესახებ ცოდნა მრავალი საუკუნის წინ ჩადებული იყო ჩვენს უზარმაზარ სამყაროში. მისი აღქმის უნარი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე, ცოდნის არქივთან დაკავშირების შესაძლებლობაზე. ყოველივე ამაზე პასუხისმგებელია მესამე თვალის ჩაკრა.

ყოველი ცოდნა, რომელიც სამყაროში არსებობს ჩვენს მატერიალურ სამყაროში ამა თუ იმ ბგერით, არომატით, შეხებით ვლინდება. ასე რომ, ადამიანს შეუძლია აღიქვას ეს ცოდნა გრძნობათა ორგანოების საშუალებით. მაგრამ აქ საჭიროა ერთი საკითხის ცოდნა. შეგრძნებებს ბევრად უფრო ფაქიზი გამოხატვის ფორმა გააჩნიათ – სივრცისა და დროის შეზღუდვის გარეშე. ჰარმონიულად განვითარებული აჯნა თავის მფლობელს ეხმარება ფაქიზ შეგრძნებებთან დაკავშირებასა და გახსნაში. შედეგად ადამიანს შეუძლია სამყაროს ფართო არქივთან დაკავშირება და ცოდნის პირდაპირ მიღება.

ajna 4

ექსტრასენსორულ ხედვას ნათელმხილველობას უწოდებენ. ყოველ ადამიანში იგი თავისებურად ვლინდება. ეს შესაძლოა იყოს წინასწარმეტყველური სიზმარი, ასტრალში გასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში ნათელმხილველობა საშუალებას იძლევა დავინახოთ წარსული და ახლო მომავალი, აგრეთვე მოცემულ მომენტში დედამიწის სხვა წერტილში რა ხდება. არც თუ იშვიათად ასეთი შესაძლებლობები სტრესულ სიტუაციებში ვლინდება, ან თუ ახლობელი ადამიანებიდან ვინმე არასასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება და სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. თუ აჯნა ძალიან გახსნილია, ადამიანი ჩაძინებას და მედიტაციას არ საჭიროებს. მას საჭირო ინფორმაციის მიღება ფხიზელ მდგომარეობაშიც შეუძლია. ამ შემთხვევაში ცოდნა მასთან მოულოდნელი გაბრწყინების სახით მოდის. იშვიათი ადამიანები, რომელთაც ჩაკრა მაქსიმალურად განვითარებული აქვთ, ხედავენ – არსებებს, რომლებიც პარალელურ სამყაროებში იმყოფებიან, აურას, საგნების სტრუქტურას, ადამიანების შინაგან ორგანოებს.

ექსტრასენსორიკაში კიდევ ერთი მიმდინარეობაა – ზესმენადობა. მისი განვითარება ადამიანს საშუალებას აძლევს სამყაროს საჭირო სიხშირეები დაიჭიროს. ეს რაში გამოვლინდება? მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ, რა თქვა თქვენა ახლობელმა ადამიანმა, რომელიც თქვენგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით იმყოფება. ადამიანს შეუძლია ღვთაებრივი ბგერების, პარალელური სამყაროებიდან შეტყობინების, სხვა არსებების მინიშნებების მოსმენა. მუდმივი მუშაობა ამ უნარის განვითარებაზე, უფრო მეტის გაგების საშუალებას იძლევა, თუ რას ამბობენ ადამიანები. თქვენ თითქოს მათი აზრები გესმით. თქვენთვის გასაგები ხდება ის, რისი დამალვაც მათ სურდათ.

იშვიათ შემთხვევებში ზესმენადობა იმდენად ძლიერად ვითარდება, რომ ადამიანს მოსაუბრის ხმის მიხედვით მისი მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლია (ფიზიკური, სულიერი, ემოციური). მას აზრების კითხვა გამოსდის. საქმე იმაშია, რომ ყოველი აზრი – ეს ენერგიაა, რომელიც თავდაპირველად რაციონალურ ფაქიზ სხეულში ფორმირდება, შემდეგ სიტყვებით გამოიხატება. ასე რომ, ადამიანს ძალიან განვითარებული აჯნით, ამ ენერგიის დაჭერა შეუძლია მანამ, სანამ იგი მეტყველაბაში გარდაიქმნება.

შეხების გრძნობის განვითარებაც მაქსიმალურ დონეზე შეიძლება. თუ ეს შესაძლებელი გახდება, ადამიანი იწყებს ფიზიკური სხეულების ენერგეტიკული მდგომარეობის შეგრძნებას. ეს შესაძლებლობა ძალიან აუცილებელია მათთვის, ვინც მკურნალობითაა დაკავებული. ამის წყალობით გამოცდილ ექსტრასენსს შინაგანი ორგანოების მდგომარეობის დიაგნოსტირება შეუძლია, გრძნობს რა ხელებით ენერგიას, თავისი ენერგიის ნაკადით კურნავს მათ. შეხების ფუნქცია ფიზიკურ დონეზე გვეხმარება მეორე ადამიანის შეგრძნებაში. ჩვენ ვგრძნობთ კუნთების დაჭიმულობას, ნამიან ხელისგულებს, თბილ მხრებს და ა.შ. გაძლიერებული შეხების ფუნქცია გვეხმარება ყოველივე ამის შეგრძნებაში დისტანციურად, ადამიანის კანთან შეუხებლად. უფრო მეტიც, ის იძლევა შესაძლებლობას ,,დაინახო’’ სხვისი ბიოველი და იმუშაო მასთან.
განვიხილოთ შემდეგი მთავარი გრძნობა – ყნოსვის ფუნქცია. ის გვეხმარება ყველა სურნელის შეგრძნებაში, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თითოეული არომატი სამყაროდან მოსულ გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს. შესაძლოა თითოეულ თქვენგანს ქონდა მსგავსი რამ. დავუშვათ, ვიღაც ყვება ამბავს ახალი წლის შესახებ. მოულოდნელად თქვენ იწყებთ მანდარინის სუნის შეგრძნებას, მიუხედავად იმისა რომ ისინი ოთახში არ არიან. ეს არის სამყაროს მინიშნების გამოვლენა. ამ შემთხვევას შესაძლოა ქონდეს განვითარების მეორე ვარიანტი. თქვენ ბაზარში სიარულისას დაინახეთ მანდარინები და იგრძენით მათი არომატი. შედეგად იმუშავა ასოციაციურმა რიგმა, წამოიშალა ახალი წლის აღნიშვნის მოგონებები. და ესეც სამყაროს მინიშნებას წარმოადგენს.

რაც უფრო განვითარებულია აჯნა, მით უფრო ფართოდ აღვიქვამთ გრძნობათა ორგანოებით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეიძება კიდევ ერთი შესაძლებლობით შევავსოთ – ესაა ტელეპათია. ტელეპათიური შესაძლებლობების განვითარებაზეც პასუხისმგებელია აჯნა. ტელეპათია – ესაა მეორე ადამიანის სიხშირესთან დაკავშირების შესაძლებლობა, მისი გაგება და დამუშავება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ტელეპათიური შესაძლებლობების განვითარების სხვა დონე. ის შესაძლებლობას იძლევა სხვისი სიხშირეები არა მარტო მივიღოთ, არამედ ჩვენიც გადავცეთ სხვა ცოცხალ არსებებს. ამგვარად, ადამიანი იღებს აზრების დონეზე ურთიერთობის შესაძლებლობას, სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმის გარეშე. 

ყნოსვის ფუნქციის წყალობით შეგვიძლია გავაცნობიეროთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, ინტერპრეტაცია გავუკეთოთ მიღებულ ინფორმაციას. იგივე ხდება სულიერ დონეზეც. ფიზიკური გრძნობების ორეულები იჭერენ საჭირო ინფორმაციას და აგზავნიან ჩვენს ორგანიზმში. თუ როგორ ხდება ეს, ამის ძალიან კარგი დემონსტრირება ხდება სიზმრების ანალიზით. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც დასიზმრებია ისეთი სიზმარი, რომელშიც ისეთივე ემოციები განვიცადეთ, როგორიც რეალურ ცხოვრებაში. თქვენ დაინახეთ რომელიმე სურთი, გაიგონეთ ადამიანთა ხმები, გრძნობდით ხელში აღებულ ნივთებს. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძილის დროს სულიერი გრძნობები სამყაროს ცოდნის არქივს დაუკავშრდნენ.

სულიერი აღქმის წყალობით ნათელმხილველები შესაძლებლობას ღებულობენ, რომ შეიგრძნონ ადამიანი მისთან საუბრის ან მისი დანახვის გარეშეც კი. მაგალითად, მათ შეუძლიათ მოყვნენ ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ, თუკი ხელში ამ ადამიანის ნივთი უჭირავთ. გარდა ამისა მათ შეუძლიათ მედიტაციის მდგომარეობაში შევიდნენ და დაინახონ, სად იმყოფება ახლა მათთვის საჭირო ადამიანი, რას აკეთებს, გაიგონ მისი აზრები და ემოციები. იგივე უნარი გვაძლევს საშუალებას (კარგად განვითარებული აჯნას შემთხვევაში), რომ დავინახოთ ჩვენი წინა ინკარნაციების ნაგლეჯები. ნაწილობრივ ეს ყოველი ჩვენგანისთვისაა მისაწვდომი. გაიხსენეთ რაიმე მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ალბათ თავიდან იგრძნობთ იმ ყველაფერს, რაც განიცადეთ, მაგალითად, ერთი წლის წინ. ამასთან, მოგონებები ძალიან მკაფიო იქნება. სწორედ ესაა სულიერი აღქმის საწყისი სტადია.

როგორც უკვე მიხვდით, ყველა ექსტრასენსორული უნარი (ნათელხილვა, ნათელსმენა, ტელეპატია, ასტრალური მოგზაურობები) დამოკიდებულია აჯნას მდგომარეობაზე. თუ ენერგიის აღქმის არხი სუფთაა, ექსტრასენსორიკა ადამიანს განსაკუთრებული სირთულის გარეშე ეძლევა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყოველ ჩვენგანს დაბადების მომენტიდან ამა თუ იმ დონით გააჩნია ზემოთაღწერილი ნიჭები. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა კლავს მათ, რადგან არ ანვითარებენ აჯნა ჩაკრას. ხოლო ისინი, ვინც ცდილობს მის გახსნას და ჰარმონიზებას, სულიერი გრძნობების განვითარებას აღწევენ და ნამდვილი წინასწარმეტყველები და მკურნალები ხდებიან.

ajna 3

ჯანმრთელი აჯნას ფუნქციონირება

თუ აჯნა გაწონასწორებულია (თუნდაც 100%-ით არ იყოს გახსნილი), ადამიანი ფლობს განვითარებულ ინტელექტს და კარგი აზროვნების უნარებს. იგი საკმაო წარმატებებს აღწევს კვლევით საქმიანობებში. მისი აზრები ყოველთვის მკაფიოა, ეთიკა - მაღალ დონეზეა. ადვილად ამყარებს კონტაქტებს უცნობ ადამიანებთან და ქმნის პოზიტიურ სოციალურ კავშირებს. გარშემომყოფები აღნიშნავენ, რომ მას ძალზე კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია. ასეთ ადამიანს ზოგჯერ არ შეუძლია რაციონალურად ახსნას თავისი მოქმედებების მიზეზები. იგი უბრალოდ ინტუიტიურ დონეზე გრძნობს, როგორ მოიქცეს უკეთესად.

ამრიგად, თუ აჯნა გაწონასწორებული და ცოტათი გახსნილია, მისი მფლობელი გამოირჩევა:
- სანაქებო წარმოსახვით და ვიზუალიზაციის უნარით;
- კარგად განვითარებული ინტუიციით;
- იმის გაცნობიერებით, რომ ნებისმიერი ფიზიკური მატერია სულიერი სამყაროს პროექციას წარმოადგენს;
- იდეალისტური აზრებით;
- შემოქმედებისკენ მისწრაფებით;
- აზრების მოქნილობით;
- ყველაფრეის მრავალიო მხრიდან დანახვის უნარით;
- ადამიანის აზრების მატერიალიზაციის კანონზომიერებების გაგების უნარით.

რაც უფრო მეტად იხსნება აჯნა, მით უფრო ფართეა გარესამყაროს, ასევე პარალელური სამყაროების აღქმის შესაძლებლობები. ყველაფერს, რაც გარშემოა, ადამიანი უფრო ღრმად წვდება. მას შეუძლია გამორთოს რეალობის რაციონალური აღქმა და გადავიდეს ინტუიტიურზე. ამის წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, რომ იგრძნოს უთქმელად, წაიკითხოს სტრიქონებს შორის.

ნატიფი გრძნობების განვითარება შესაძლებლობას იძლევა, რომ ინტუიტიური შეტყობინებები დავახარისხოთ. ადამიანს შეუძლია თავისი აღქმის არხები გარკვეულ სიხშირეებზე მომართოს. მაგალითად, მოახდინოს მათი ორიენტირება მომავლის ხედვაზე და ადამიანებში ავადმყოფობების დიაგნოსტირებაზე. ფიზიკური სამყარო წყვეტს მისთვის ერთადერთ შესაძლო რეალობად ყოფნას. მას ესმის, რომ უნივერსუმი მრავალი სამყაროსგან შედგება, რომელთაგანაც უმეტესობის ხილვა ჩვეულებრივ ადამიანს არ ძალუძს. ამ სამყაროების გაგებისკენ მისწრაფებას მივყავართ მათ წარმომადგენლებთან კონტაქტის უნარის განვითარებამდე. ჩნდება უცხო ენერგიის შეგრძნების და მასთან კონტაქტის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩნდება საკუთარი აზრებისა და ემოციების ანალიზის უნარი. ადამიანისთვის გასაგები ხდება, თუ რატომ ხდება ესა თუ ის მის ცხოვრებაში. იგი აცნობიერებს, რომ ყოველი მისი ქმედება (ასევე გარშემომყოფი ადამიანების) აზრების მატერიალიზაციის შედეგს წარმოადგენს.ეს მას ეხმარება, რომ უკეთ გაიგოს სამყაროს კანონები და მათი დარღვევების გარეშე ააწყოს თავისი ცხოვრება.

გახსნილი აჯნას საუფლო სამყაროს მინიშნებებს თავისი სამშვინველისა და სუპერეგოს მეშვეობით ღებულობს. მას შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ დაინახოს თავისი წინა ინკარნაციები. მათზე წვდომა თავდაპირველად სიზმარში ხდება. ალბათ თქვენც არაერთხელ გინახავთ სიზმრები, სადაც უცნობ ქალაქებში, ან სხვა პლანეტებზე იყავით, ან ხვდებოდით ადამიანებს, რომლებზეც მანამდე არასოდეს გსმენიათ. სწორედ ესაა წინა ცხოვრებებში მოგზაურობა. რაც უფრო მეტად იხსნება ჩაკრა, მით უფრო ადვილი ხდება ცოდნის არქივთან წვდომა. ადამიანს უკვე აღარ სჭირდება დაძინება ან მედიტაცია. მას სიფხიზლეშიც შეეძლება იმის დანახვა, თუ ვინ იყო ადრე. ცხოვრებისეული გამოცდილება არ აშინებს მას და არ აგდებს დეპრესიაში. იგი ყველა მოვლენას სასწავლო სახელმძღვანელოდ აღიქვამს, რომელიც უნდა აითვისოს და დასკვნები გააკეთოს.

ajna 5

აჯნას დისბალანსი

თუ აჯნა დაუბალანსებელია, ადამიანი გარესამყაროს და ცხოვრებას მხოლოდ რაციონალურად - ლოგიკისა და ინტელექტის მეშვეობით აღიქვამს. იგი ცდილობს, დაალაგოს ცხოვრება (როგორც თავისი, ისევე სხვების), ლოგიკური ჯაჭვებით ააწყოს იგი. როცა რაიმე საქმეს ჰკიდებს ხელს, მკაფიო გეგმას აყალიბებს. თუ მისთვის გასაგები ხდება, რომ გეგმით მოქმედება შეუძლებელია, უარს ამბობს თავის ჩანაფიქრზე. ნებისმიერ საკითხზე ასეთ ადამიანს ლოგიკური მტკიცებულებები სჭირდება. მას არ ჰყოფნის პასუხი: „მე ვგრძნობ, რომ ასე უნდა მოვიქცე“. მას სჭირდება, რომ ლოგიკური მიზეზები იცოდეს. ასეთებს მხოლოდ იმისი სჯერათ, რისი დანახვა ან შეხებაც შესაძლებელია. თუ ჩაკრას დისბალანსი ძალზე ძლიერია, ადამიანი უარს ამბობს არა მხოლოდ ინტუიციაზე, არამედ გრძნობებზეც, რადგანაც მათ არალოგიკურად თვლის. ამას იქამდე მივყავართ, რომ სამყაროს აღქმა ძალზე ვიწრო და შეზღუდული ხდება. ყველაფერს, რაც ლოგიკაში არ ჯდება, იგი თავიდან იშორებს. ვერ ხედავს აზრს გრძნობებში, ემოციებში, არარაციონალურ ქმედებებში. სულიერება და ყველაფერი მასთან დაკავშირებული სრულიად უარყოფილი ხდება მის მიერ.

ზოგჯერ ჩაკრას დისბალანსი შემდეგნაირად ვლინდება. მისი მფლობელი ერკვევა სულიერ ჭეშმარიტებებში, მაგრამ მისი ცოდნა ძალიან ზედაპირულია. გარდა ამისა, მას უჩნდება მისწრაფება, რომ თავისი ცოდნა მანკიერი ინტერესებისთვის გამოიყენოს. მას მოსწონს ადამიანზებზე ზეგავლენის მოხდენა, მათი მართვა, მათში აღტაცების ან შიშის გამოწვევა.

დარღვევა აჯნას მუშაობაში, როგორც წესი ვიშუდჰას განვითარებასაც აფერხებს. ამას მივყავართ ადამიანის სურვილამდე მანიპულირება მოახდინოს - ადამიანებით, მოვლენებით, ცხოვრებით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში გაუწონასწორებელი ჩაკრას მფლობელი შარლატანად იქცევა. იგი მზადაა მოატყუოს ადამიანები იმისთვის, რომ მისი ყველა სურვილი ასრულდეს.

მოდით, განვიხილოთ კიდევ ერთი შესაძლო სიტუაცია. მაგალითად, აჯნა ნაწილობრივ გახსნილი, მაგრამ ცუდად დაბალანსებულია. აი დანარჩენი ჩაკრები კი სრულიად დაუბალანსებელია. რით მთავრდება ეს? წონასწორობის დარღვევით. ადამიანი ღრუბლებში იწყებს ფრენას. რეალურ სამყაროს წყდება და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს კარგავს. მისთვის უფრო ადვილია იოცნებოს იმაზე, თუ რა იქნება ხვალ, ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, ააწყოს გეგმები და ჰაერის კოშკები, ვიდრე ციდან მიწაზე დაეშვას და დღევანდელ დღესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მას უჭირს ინტუიციის მინიშნებების გარჩევა საკუთარი წარმოსახვებისგან. და როგორც წესი, წარმოსახვას უფრო მკაფიოდ აღიქვამს, ვიდრე ინტუიციას. მისი წარმოსახვა რეალობაზე აშკარაც კი ხდება. ადამიანი მიდის ამ სამყაროში და უფრო და უფრო ინფანტილური ხდება.

ასევე ჰარმონიის არარსებობა აჯნაში იწვევს იმას, რომ ადამიანს აზრი ვერ გამოაქვს იმ ყველაფრიდან, რაც მის გარშემო ხდება. ამას მივყავართ შფოთვამდე, მღელვარებამდე, ხვალინდელი დღის წინაშე შიშამდე. იმისთვის, რომ ეს შიში და მღელვარება გარშემომყოფებს არ აჩვენოს, ადამიანი ცინიკოსის ნიღაბს ირგებს და დროთა განმავლობაში ერწყმის მას.

აჯნა და ფიზიკური სხეული

აჯნა მჭიდროდაა დაკავშირებული ნერვებისა და ტვინის მდგომარეობასთან. ასევე გავლენას ახდენს მხედველობის, სმენის და ყნოსვის ორგანოებზე.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თვალები სულის სარკეს წარმოადგენენ. ამიტომ, თუ აჯნა ჰარმონიულადაა განვიტარებული, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს წინაშე მყოფ ადამიანს ვუყუროთ და თვალებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ. რაც უფრო მაღალია სულიერი ცნობიერება და დიდია არხი, რომლითაც შეტყობინებები მოდის, მით უფრო ღრმად ვიხედებით ადამიანში. თუ აჯნა ფართოდ გახსნილია, შეგვიძლია ისიც კი დავინახოთ, თუ რას ფიქრობს ადამიანი, გავიგოთ და ვიგრძნოთ მისი სამშვინველი.

თვალები - ესაა იმის ანარეკლი, თუ როგორ აღვიქვამთ გარესამყაროს. საერთოდ, ყოველი ადამიანის მსოფლმხედველობა იმით განისაზღვრება, თუ როგორ ცხოვრობდა ადრე და როგორ ცხოვრობს ახლა. პირველ რიგში მის ფორმირებაზე ბავშვობა მოქმედებს. შემდეგ დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილება, საზოგადოებრივი ნორმები, სტერეოტიპები, ახლობლების დარიგებები. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს წინა ინკარნაციებსაც. ალბათ თქვენ ზუსტად გახსოვთ, რომ სხეული - მხოლოდ გარსია სულისთვის. მან კი უკვე ბევრი ცხოვრება გაიარა, რამდენიმე სხეული გამოიცვალა. და ყველა ინკარნაციის მანძილზე სული გამოცდილებას იღებდა, რაღაცას სწავლობდა. ყველაფერი ეს ამჟამინდელ ცხოვრებაზეც აისახება.

სულიერი ცნობიერების გამყარებისა და განვითარების პროცესში ადამიანი ხვდება, რომ მისი შეხედულება გარესამყაროზე - ეს მხოლოდ სამშვინველის ინტერპრეტაციაა. ის კი ყოველთვის სწორი და ობიექტური არაა. დავუშვათ, რომელიმე ადამიანი არ მოგწონთ. სამყარო ღებულობს მას, თქვენ კი მის გვერდით ყოფნა არ გსურთ. ამის მიზეზი იმაშია, რომ ამ ადამიანს თქვენი ერთერთი ნაკლოვანება გააჩნია. სწორედ ამიტომ განგიზიდავთ იგი ინტუიტიურ დონეზე. ზოგადად, პრაქტიკულად ყველა ადამიანს სუბიექტური აღქმა აქვს. როდესაც რაიმე სურათს ვხედავთ, გარკვეული საზრისით ვავსებთ მას. ამასთან საზრისი ყველას თავისი ექნება. აქედან გამომდინარე, ხდება სურათის შეფასება. იგი ფასდება კარგად ან ცუდად. და კვლავაც, ყველას თავისი საკუთარი განაჩენი გამოაქვს, რომელიც დაფუძნებულია ცხოვ რებისეულ გამოცდილებაზე და სულიერ განვითარებაზე. შესაბამისად, სამყაროსადმი დამოკიდებულებაც ყველას განსხვავებული აქვს. ერთნი პოზიტიურად უყურებენ, მეორენი ნეგატიურად. თქვენი არჩევანი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თუ ადამიანი სამყაროსადმი ნეგატიურადაა განწყობილი, მას შური აღავსებს, ყველაფერი მხოლოდ ცუდი სახით წარმოუდგება, და შესაბამისად ექმნება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასე რომ, თუ გსურთ გაიგოთ ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, დაინტერესდით, ატარებს თუ არა სათვალეს. თუ კი, მაშინ როგორს. თუ ადამიანს თვალის სერიოზული დაავადებები აქვს (კატარაქტა, გლაუკომა), ეს ნიშნავს, რომ მას სამყაროსადმი ძლიერი სიძულვილი აქვს.

აჯნას მდგომარეობა ასევე გავლენას ახდენს თვალისთვის უხილავის დანახვის უნარზე. საქმე ეხება ხილვებს ან წამიერ ჰალუცინაციებს. ისინი შეიძლება გამოვლინდნენ ძილის დროს, მედიტაციებში ან სიფხიზლეშიც კი. ამ უნარების განვითარებით, გახსნილი აჯნას პატრონს შეუძლია დაინახოს სხვა ადამიანების აურები, მათი ენერგეტიკული არხები. უფრო მეტიც, მას შესაძლოა განუვითარდეს ენერგიის ნაკადების შეცვლის უნარი, რითაც ადამიანს სერიოზული ავადმყოფობებისგან განკურნებაში დაეხმარება.

ყურები სიმბოლოა იმისა, თუ როგორ გვესმის გარესამყარო. ამასთან, ეს არაა მხოლოდ გარკვეული ბგერების მოსმენის უნარი, არამედ ესაა სამყაროსგან, ასევე საკუთარი შინაგანი „მე“-სგან შეტყობინებების და მინიშნებების მიღების უნარიც. ცუდად გახსნილი, აჯნას შემთხვევაში ადამიანი ვეღარ იჭერს ამ მინიშნებებს. ამას მივყავართ სმენის დარღვევამდე, ანთებით პროცესებამდე. ასე რომ, თუკი სმენის ზღურბლის დაქვეითება შეამჩნიეთ, არ იჩქაროთ ექიმთან მისვლა. რა თქმა უნდა, საავადმყოფოში დროებით დაგიბრუნებენ სმენას, მაგრამ შემდეგ პრობლემები ისევ დაიწყება. და მათი გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ აჯნას განვითარებით და ჰარმონიზაციით.

განვაგრძოთ. რა არის ადამიანის ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მას სხვა ადამიანები აფასებენ? არა, ეს ტანსაცმელი არაა, როგორც მიღებულია თქმა, არამედ სახეა. თანამოსაუბრის სახეზე დაკვირვებით ბევრი რამ შეგიძლიათ გაიგოთ მასზე. მაგალითად, ნაოჭები ტუჩების კუთხეებში მეტყველებენ იმაზე, რომ ადამიანი ხშირად იცინის ან იღიმება. თუ ტუჩების კუთხეები ქვემოთაა დაწეული, ადამიანის გულში შფოთვა, სევდა ან წყენაა. გამბედაობაზე მეტყველებენ განზე გაწეული წარბები.

ყოველ ადამიანს გააჩნია სახის გამომეტყველების რამდენიმე მახასიათებელი. აი ასე იცინის, ან ასე გამოიყურება, როცა გაბრაზებულია. ეს გამომეტყველებები შიგნით შედის და კანის უჯრედების მეხსიერებაში ინახება. ამგვარად ფორმირდება ზემოთნახსენები სავიზიტო ბარათი. სწორედ სახის გამომეტყველებაზეა დამოკიდებული ჩვენს მიმართ გარშემომყოფების დამოკიდებულება. სახე შეიძლება იზიდავდეს ან განიზიდავდეს, გახსნილი იყოს, ან მიუწვდომელი.

სახესთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება უამრავი იყოს. ეს შეიძლება იყოს მცირე გამონაყარი, ფურუნკულები. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში აჯნას დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სახის ნერვების პარალიზებამდე. ყველა ამ პრობლემას რაღაც საერთო აქვს. მათი გამოჩენა დაკავშირებულია სამყაროსთვის იმის თქმის აუცილებლობასთან, რომ თქვენი შინაგანი „მე“ და ნიღაბი სახეზე - ეს ორი სხვადასხვა რამაა. პატარა გამონაყარიც კი - ეს უკვე საფუძველია იმაზე დასაფიქრებლად, ნამდვილად ხართ თუ არა ის ადამიანი, ვინადაც თავს ასაღებთ? იქნებ უკვე ბევრი ნიღაბი გაქვთ, რომლის მიღმაც სული აღარ ჩანს? ეს ნიღბები, ნაძალადევი ღიმილი, ყალბი ინტერესი თანამოსაუბრის მიმართ - ადრე თუ გვიან მიგიყვანთ დარღვევებამდე ყველა დონეზე. როცა აჯნა ბოლომდე იხსნება, სიყალბე ქრება. ადამიანს უქრება შიში, რომ საკუთარი თავი იყოს, საკუთარი შინაგანი სამყარო შეფერადების გარეშე წარმოადგინოს.

აჯნა ასევე პასუხს აგებს ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ტვინი წარმოადგენს ერთგვარ სამართავ პუნქტს, რომელშიც შედის ინფორმაცია ორგანოებიდან, ნატიფი სხეულებიდან და ენერგეტიკული ცენტრებიდან. ფაქტიურად, ესაა სუპერ-მძლავრი კომპიუტერი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. მთავარია, გავერკვეთ, თუ როგორ უნდა ვმართოთ იგი.

გახსნილი და გაწონასწორებული აჯნას მფლობელი ანგარიშს უწევს საკუთარ თავს იმაში, თუ რამდენად დიდია აზრის ძალა. იგი ხვდება, რომ ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამის გაცნობიერების შემდეგ იგი სწავლობს, თუ როგორ ჰქონდეს სწორი დამოკიდებულება თავისი აზრების მიმართ, მუშაობს სტერეოტიპებზე, კოსმოსში მხოლოდ იმ აზროფორმებს აგზავნის, რომლებიც სიკეთეს მოუტანენ. ამგვარად ადამიანი თავისი ბედის ბატონ-პატრონი ხდება.

სუსტად გახსნილი ჩაკრა ადამიანის თვალთახედვას ავიწროვებს. მისთვის ძალიან ძნელი ხდება ჭეშმარიტების აღქმა, დადებითი გამოცდილების გათავისება, იმის მიღება, რაც მის გონებაში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი დაბრკოლებებს ქმნის მისი შესაძლებლობების განვითარებისთვის.

აჯნას დისბალანსი არცთუ იშვიათად იწვევს მტანჯველ ტავის ტკივილებს. ასევ ვლინდება ადამიანის უუნარობა - მიიღოს შეტყობინებები შინაგანი „მე“-სგან და კოსმოსისგან. ტკივილი მეტყველებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე, მეტისმეტად ძლიერ თვითკრიტიკაზე, ადამიანებისთვის საკუტარი ჭეშმარიტი სახის დანახვების უნარზე.

ზოგჯერ აჯნას დისბალანსი ხდება ღამის კოშმარების და ნერვული სისტემის დაავადებების მიზეზი. თუ ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მისი აზრები ამს არ ემორჩილებიან, იწყება ჰიპოფიზთან დაკავშირებული პრობლემები. გაწონასწორებული ჩაკრა სიმშვიდეს იძლევა. ადამიანს აღარ სურს თავისი ცხოვრების კონტროლი. იგი ხვდება, რომ ბატონია როგორც თავისი სხეულის, ასევე აზრების. ნებისმიერ მომენტში შეუძლია, რომ ცხოვრებას საჭირო მიმართულება მისცეს. ამის შედეგად ადამიანი იწყებს დინების მიმართულებით ცურვას და არ ეწინააღმდეგება გარემოებებს. ცხოვრების ასეთი წესი - ჰარმონიის გარანტია.

ajna 7

აჯნა და ჰორმონები

აჯნას მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს ორი ძალზე მნიშვნელოვანი ორგანოს - ჰიპოფიზის და ეპიფიზის მუშაობაზე.

მეორე ჯირკვალზე მეცნიერებმა არც ისე ბევრი იციან. მოდით, ვცადოთ მისი პოვნა. გაავლეთ ორი წარმოსახვითი ხაზი. ერთი ჰორიზონტალური - ყურების გასწვრივ. მეორე - ვერტიკალური, თხემის მიმართულებით. ჯირკვალი ამ ხაზების გადაკვეთის წერტილზე იმყოფება. ფორმით იგი რაღაცით ფიჭვის გირჩს წააგავს. დღემდე ზუსტად არაა დადგენილი, შედის თუ არა ჯირკვალი ენდოკრინულ სისტემაში. სამაგიეროდ ცხადია მისი ძირითადი ფუნქციები. ჯირკვალი პასუხსაგებს ჰორმონისმაგვარი ნივთიერების გამოყოფაზე, რომელსაც მელატონინი ეწოდება. იგი ეხმარება ცხოველებს, რომ ბუდობის, მიგრაციის ციკლების და ასევე გამრავლებასთან დაკავშირებული ინსტინქტების გააქტიურებაში დაეხმაროს. თუ ვისაუბრებთ ადამიანებზე, მათში იგი ახდენს დღისა და ღამის ცვლილების შინაგანი შეგრძნების განვითარებას, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი განწყობა და ფიზიკური მდგომარეობა. ეს ჯირკვლის ძირითადი ფუნქციაა. ჯირკვლის დარღვევა იწვევს ქრონილულ დაღლილობას, ღრმა დეპრესიებს, ნევროზულობას.

მოდით, ახლა ჰიპოფიზი განვიხილოთ. იგი ეპიფიზის წინაა განლაგებული. ფუნქციით ჰიპოფიზი მართვის ცენტრს წააგავს. მისი წონა მხოლოდ 0,5 გრამია. იგი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი - სხეულია. მეორე - მცირე წანაზარდი, რომელიც სხეულს ჰიპოთალამუსთან აკავშირებს. სხეული ორ ნაწილად იყოფა. პირველში ჰორმონების წარმომშობი უჯრედები იმყოფებიან. უკანა ნაწილი კი რეზერვუარის როლს ასრულებს ჰორმონების შესანახად. მისგან შემდეგ ისინი სისხლის მიმოქცევის სისტემაშ გადადიან. ჰიპოფიზი უშუალოდაა დაკავშირებული ადამიანის ემოციებთან. იგი პასუხს აგებს ემოციურ გაწონასწორებულობაზე.

ჰორმონები (ისინი სულ ორი ტიპისაა),რომლებსაც ჰიპოფიზი აწარმოებს, პასუხს აგებენ მეორეხარისხოვანი ჰორმონების გმომუშავებაზე.

პირველი სახე - ტროპული ჰორმონებია. ისინი ხელს უწყობენ ენდოკრინული ჯირკვლების აქტივაციას.

მეორე სახე - სომატური ჰორმონებია. მათი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმის ყველა ოჯრედზე ვრცელდება.

ჰიპოფიზს წყუილად არ უწოდებენ ჰორმონების მწარმოებელ ქარხანას. პირველიც და მეორე ტიპიც მხოლოდ ამ ჯირკვალში წარმოიქმნება. ჰიპოფიზის მიერ წარმოებულ ჰორმონების რაოდენობაზე და მათ ხარისხზეა დამოკიდებული მთლიანი ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება.

როგორც მიხვდით, ჰიპოფიზის მუშაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო. მისი განვითარება კი თავის მხრივ დამოიდებულია აჯნას მდგომარეობაზე. თუ ჩაკრა გაუწონასწორებელია, ადგილი აქვს ჰიპოფიზის დაავადებებს. ეს კი ნიშნავს, რომ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ცხოვრება არასრულყოფილი იქნება. მათი ნორმალური განვითარებისთვის ჰიპოფიზის „ბრძანებებია“ საჭირო.

თუ აჯნა გახსნილი და განვითარებულია, მისი მფლობელი ფიზიკურად ჯანმრთელი და სრულყოფილია. მას შეუძლია შექმნას ძლიერი ოჯახი და დატოვოს შთამომავლობა. მისი ცხოვრება სავსეა ღვთაებრივი სინათლით, ჭეშმარიტი სიყვარულით, ღრმა ბედნიერებიტა და უშფოთველობით.