Muladhara 111

მთარგმნელი: ნინო მამულაძე

წყარო

ამ სტატიაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ფუძისეული ჩაკრის მნიშნელობაზე , რომელსაც MULADHARA ეწოდება სანსკრიტულ ენაზე. (MULA ნიშნავს ფუძეს, ფესვს,ხოლო ADHARA ნიშნავს დაფუძვნებას, დაყრდნობას). ფუძისეული ჩაკრა განლაგებულია ხერხემლის დაბოლოებაზე, ფუძეში, ღრმად მენჯებს შორის, ფაქტობრივად სხეულის ცენტრალურ ნაწილსა და საყრდენს წარმოადგენს.

მულადჰარა ჩაკრის გავლენა

ელემენტი - მიწა . ფუძისეული ჩაკრა ჩვენს ორგანიზმში მართავს მიწის ენერგიას და ფაქტობრივად ყველაფერს, რაც სიმყარის განცდაზეა პასუხისმგებელი ჩვენში ფიზიკურ თუ მატერიალურ დონეზე. ის დაკავშირებულია თქვენ ოჯახურ ფესვებთან და წარმომავლობასთან, მშობლებთან უკავშირდება იმ უხილავ სარჩულს, რომელშიც თქვენი წარსული ცხოვრება მოიაზრება. ის, აგრეთვე განაგებს იმას, თუ როგორ უმკლავდებით პრობლემებს ფიზიკურ, მატერიალურ სამყაროში.

ფიზიკურ სხეული - მულადჰარა, აქ უკავშირდება ჩვენი ზურგის ქვედა ნაწილს , ფეხებს ტერფებს.

ემოციური სხეული - ის გავლეას ახდენს თქვენი ემოიცური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდაზე . ხოლო, ემოციური უსაფრთხოება კი თავისთავად განსზაღვრავს თქვენს ადგილს სამყაროში და თქვენს პოზიციონირებას მასში. უსაფრთხოების განცდა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება თავდაჯერებულობის ელემენტს ჩვენში, რაც ასევე პასუხს აგებს ჩვენ ემოციურ სიმყარეზე.

მენტალური მხარე - ამ შემხვევაშიც სტაბილურობის განცდა თამაშობს დომინანტ როლს, რადგან ფუძისეული ჩაკრის ნორმანული ფუნქციონირება განსაზღვრავს იმას თუ რამდენად შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე. როცა, ის დაბალანსებულია თქვენ აფასებთ საკუთარ თავს და აღიქვავთ მას სრულყოფილად, გაქვთ განცდა, რომ თქვენ ხართ საკმარისი თქვენი არსებობა არაა ,,ნაკლები’’ სხვა ადამიანების არსებობაზე და ყოფაზე. ამ ყველაფრის შეგრძნება კი მულადჰარას გამართული მუშაობის შემთხვევაში ადამიანში იწვევს სიმსუბუქის განცდას, რაც ფიზიკურ სამყაროში საშუალებას გაძლევთ იყოთ პრაქტიკულები და აწმყოზე ორიენტირებულები.

დისბალანსი

სტრესის ნებისმიერი გამოვლინება სხეულის ქვედა ნაწილში, კერძოდ, წელის მიდამოში გამოწვეულია იმით, რომ ენერგია სათანადო ,,სიჩქარით’’ და ინტენსივობით არ ჩაედინება ამ ნაწილში, ეს უკანასკნელი, აგრეთვე, შესაძლოა უკავშირდებოდეს დიდხანს დგომას , რაც იწვევს მეტისმეტად გადაღლას და გადაქანცვას. მაგალითად, ემოციური კუთხით თუ განვიხილავთ დისბალანსის ცნებას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, ვთქვათ, როდესაც თქვენი მშობლები განქორწინდნენ თქვენ ძალიან პატარა იყავით, რამაც გამოიწვია ემოციური ან მენტალური სტრესი, თქვენ არ იცოდით სად იმყოფებით უხეშად, რომ ვთქვათ არ იცოდით სად ,,იდექით’’, შესაძლოა სიყვარულის ნაკლებობასაც კი განიცდიდით. ზემოთ აღწერილი კი წარმოადგენს თქვენ რეალობას, რომელსაც საფუძველი აქვს შერყეული ზემოთ ხსენებული სიტუაციის გამო. პატარა ბავშვისთვის ხომ ეს გამოცდილება აღიქმება, როგორც სრული ,,მუქარა’’ სამყაროსგან და მისი გადარჩენისთვის ბრძოლაც კი სავსებით მარცხის შემცველი ელემენტებით იქნება გაჯერებული იმ მომენტისთვის. ხოლო, მოგვიანებით როცა ის გაიზრდებაა დასახავს გარკვეულ გეგმებს პერსპექტივაში, მაგრამ მის მეხსიერებაში იქნება ერთ წერტილში გაყინვის თუ სტაგნაციის გამოცდილება, რომელიც მის დარჩენილ ცხოვრებაზეც საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს. შესაბამისად, ცოდნა თქვენ სხეულში არსებული განსხვავებული შრეების შესახებ, და ჩაკრების შესწავლა მოგცემთ ღირებულ ინსტიქტებს და ალღოს იმ ადგილებთან, მიმართებაში სადაც თქვენი სხეული დისბალანსს განიცდის.

კითხვარი მულადჰარა ჩაკრის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით:

• ჰკითხეთ თქვენ თავს გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოთ. თუ არა რატომ ?
• როდესაც დგახართ, შეგიძლიათ იგრძნოთ თქვენი ტერფის ოთხივე კუთხე მყარად და თუ გრძნობთ,იმას რომ ამ წერტილებში ენერგიის დინება ხორციელდება მარტივად?
• შეგიძლიათ იყოთ პრაქტიკულები ?
• შეგიძლიათ თუ არა ყოველდღიურობასთან მარტივად გამკლავება და ამასთანავე სხეულში სიმსუბუქის შეგრძნება ?
• გრძნობთ თავს კომფორტულად საკუთარ სხეულში?

თუ თქვენი პასუხი რომელიმე ამ შეკითხვაზე უარყოფითი იქნება, მაშასადამე, თქვენ განიცდით დარღვევას და დისბალანსს ფუძისეულ ჩაკრასთან მიმართებაში.

როგორ მოვიყვანოთ მულადჰარა ბალანსში?

როგორც, ჩვენთვის ცნობილია ამ ჩაკრის განმსაზღვრელი ფერი არის წითელი, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ ფერის ვიზუალიზაციას მოახდენთ ფუძისეულ ჩაკრაში მედიტაციის დროს, ასევე შეგიძლიათ თქვენს გარდერობს მეტი წითელი ფერის ნივთი შესძინოთ(განსაკუთრებით კარგი იქნება წითელი ფერის ფეხსაცმელი ან წინდები)
ეცადეთ ხშირად წარმოთქვათ მანტრა LAM , რომელიც ამ ჩაკრის ვიბრაციიას ატარებს და მის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ვედურად ნიშნავს (თესლს). ხოლო, როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი ყველაფერი მიწიერის საწყისს ერთეულს წარმოადგენს.
ეცადეთ დაუახლოვდეთ მიწას, ისერნოთ ფეხშიშველი მასზე. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ უკავშირდებით მიწას, ვიზუალიზაციის მეშვეობით, კერძოდ, წარმოიდგინეთ , რომ თითქოს თქვენი ფეხები არის ფესვები რომელიც მიწის წიაღიდან იზრდება.

ყველაზე მნიშნელოვანია, რომ დღის განმავლობაში სანამ ხართ ოფისში ან თუნდაც მარკეტში, ერთი სიტყვით სადაც არ უნდა იყოთ შეეცადეთ შეიგრძნოთ თქვენს ირგვლივ არსებული ფიზიკური სივრცე და რაც შეიძლება მყარად მატერიალიზდეთ მასში. ხშირად გაიმეორეთ შემდეგი: მე ვარ უსაფრთხოთ! (ან რაღაც, რაც იმ რეფლექსს გამოჰყოფს თქვენს ორგანიზმში, რომელიც თავს კომფორტულად და დაცულად გაგრძნობინებთ).
იოგაში არსებობს სპეციალური ვარჯიშების ტექნიკა, რომელთა მეშვეობით ხდება ამ ჩაკრის ენერგიის ბალანსირება მაგალითად როგორებიცაა:

• მალასანა (Malasana)

malasana

 

• Spinal flex_ჩაისუნთქეთ და დადექით იმ პოზაში, როგორც პირველ ფოტოზეა ნაჩვენები შემდეგ ამოისუნქეთ და სხეული გააჩერეთ იმ მდგომარეობაში, როგორც ეს (ნახ.2 )_ზეა ნაჩვენები.

flex1

(ნახ1)

flex2

(ნახ2)

• Pavanamuktasana - პავანამუკტასანა

pavan 

• Janu Sirsansana (თავი მუხლზე , ნახევრად წინ გადაწევა ტანის)

janu

 

Mula Bhanda - გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოხუცი ადამიანიც კი თუ ამ ვარჯიშს გამუდმებით გააკეთებს გაახალგაზრდავდება.

mula bandha

ჩაკრების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის სანახავად გადადით ამ ლინკზე

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...