lepkeorchidea 5

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

მცენარეებს იყენებენ სახლის დეკორაციისა და საცხოვრებელი სივრცის გასამდიდრებლად. თუმცაღა არსებობენ მცენარეები, რომლებიც ასუფთავებენ ჰაერს, გვიქმნიან სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნებას, ხელს გვიწყობენ რელაქსაციაში , თავს უკეთ გვაგრძნობინებენ და ეხმარებიან ჩვენი ენერგიის მდინარებას.

უარყოფითი ენერგიისგან განთავისუფლებულები, თქვენ ნაკლებ სტრესს განიცდით, რაც თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

ქვემოთ თქვენ წაიკითხავთ 12 შესანიშნავ მცენარეზე, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი საცხოვრებელი სივრციდან უარყოფითი ენერგიის განდევნაში.

1. როზმარინი

როზმარი ის მცენარეა რომელსაც შეუძლია გაწმინდოს ჰაერი ყოველგვარი მავნე ტოქსინებისგან და უზრუნველყოს თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა. მას მშვენიერი სურნელი აქვს, გამოგიკეთებთ ხასიათს, დაგიცხრობთ გაღიზიანებას, გაგიუმჯობესებთ ძილს და მეხსიერებას. მას სჭირდება ბევრი მზის შუქი და ნაკლები წყალი.

2. თულასი

ჰაერის გაწმენდასთან ერთად თულასი გეხმარებათ პოზიტიური ენერგიის გამოწვევაში. მას შეუძლია ბინაში არსებული ყველა მავნე აირი შთანთქოს და ამავე დროს დღეში 20 საათის განმავლობაში გამოიმუშავოს ჟანგბადი. დაუჯერებელია!

მას აგრეთვე გააჩნია ძლიერი ანტი-სოკოვანი, ანტი-ანთებითი და ანტიბაქტერიული თვისებები, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. მისი სულიერად გამაჯანსაღებელი ეფექტები მიიღწევა მცენარის მზიან ადგილას დარგვით, ბაღის ან სახლის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

3. სპატიფილუმი (Peace Lily)

ამ მცენარის სახელი ტყუილად არ უკავშირდება მშვიდობას. მას შეუძლია აღადგინოს თქვენი როგორც მენტალური და სულიერი ისე ფიზიკური ბალანსი. ენერგიის ნაკადების გაუმჯობესებასთან ერთად ის წმენდს ჰაერს და შთანთქავს ყველა მავნე აირს. ეს მცენარე დაგეხმარებათ უკეთ დაძინებაში. მას არ სჭირდება ბევრი მზე.

4. ალოე ვერა

შეიძლება ითქვას, რომ ეს მცენარე ამ სიაში საუკეთესოა. მას იმდენი სასარგებლო თვისება გააჩნია, რომ შეგვეძლო მთელი სტატია დაგვეწერა ამაზე. აი ზოგიერთი მათგანი : ის გვეხმარება ბედნიერებისა და პოზიტიური ენერგიის გამოწვევაში და ამავე დროს შთანთქავს „ცუდ“ ვიბრაციებს. ალოე ვერას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი და ნაკლები მზე.

5. ჟასმინი

ამ მცენარეს ძალიან კარგი სუნი აქვს, ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, გვაძლევს პოზიტიურ ენერგიას, ასტიმულირებს და აუმჯობესებს რომანტიკულ ურთიერთობებს. თუ თქვენ მის ოთახში გაზრდას აპირებთ მოათავსეთ მისი ქოთანი სამხრეთის ფანჯარასთან, ბაღში შეიძლება აღმოსავლეთით, ჩრდილო ან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

6. ქრიზანთემა

ითვლება, რომ ქრიზანთემა გამაჯანსაღებელ თვისებებს ფლობს. ის აღვივებს პატიოსნებას და სისუფთავეს, წმენდს ჰაერს და აქრობს მავნე ტოქსინებს. აგრეთვე ის კეთილდღეობისა და დღეგრძელობის სიმბოლოცაა. ქრიზანთემა უმჯობესია მოვათავსოთ ისეთ ადგილებში სადაც დაძაბულობა მეტია, რათა მან სიმშვიდე მოგიტანოთ.

7. იღბლის ბამბუკი (დრაცენა სანდერა)

აზიელი ხალხი ათასწლეულების განმავლობაში მართლაც იყენებდა იღბლის ბამბუკს როგორც ბედნიერებისა და იღბლის სიმბოლოს. ფენ-შუის მიხედვით იღბლის ბამბუკის ვერტიკალური ფორმა ხის ელემენტის სიმბოლოა და გავლენას ახდებს ჩვენს სასიცოცხლო ენერგიაზე, ფიზიკურ აქტიურობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. იღბლის ბამბუკს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. უბრალოდ დადგით ის ოთახის იმ კუთხეში სადაც ბევრი მზის სინათლე ხვდება, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მოათავსეთ გასუფთავებულ ან დისტილირებულ წყლიან მინის ჭურჭელში.

8. დიპსისი

ამ მცენარეს შეუძლია გაწმინდოს ჰაერი, მისი ფოთლები ხელს უწყობენ ბინაში პოზიტივისა სიმშვიდის შენარჩუნებას, აგრეთვე შეუძლიათ შეარბილონ ენერგია იმ ოთახში სადაც დგას მცენარე.

9. სურო

სურო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ჰაერის გამწმენდი ოთახის მცენარეა. მას შეუძლია ჰაერის ყველანაირი დაბინძურება მოსპოს და ბინაში დაცულობის, სიმშვიდის, პოზიტივისა და რელაქსის გარემო შექმნას.

10. ორქიდეა

ფენ-შუის მიხედვით ორქიდეას სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის დონის გაზრდის თვისება გააჩნია. ის დიდხანს ყვავილობს, მისი ყვავილები უამრავი ფორმის და ფერისაა, აქვს მოტკბო, სასიამოვნო სუნი და შეუძლია გონების დამშვიდება და განწყობის გაუმჯობესება. ის ჟანგბადს ღამით გამოყოფს, ამიტომ ყველაზე კარგია მისი საძინებელში მოთავსება.

11. სალბი

სალბი იდეალურად ასუფთავეს ჰაერს და გეხმარებათ ისეთი ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლებაში როგორიცაა შიში და სიბრაზე. ის ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიის ნაკადებს და ამის გარდა აქვს უამრავი გამაჯანსაღებელი თვისება. სასურველია იზრდებოდეს დაბალი ტენიანობის, მშრალ ნიადაგში.

12. ფულის ხე (Epipremnum aureum)

მას აგრეთვე ვერცხლისფერ ვაზს, ოქროს სუროს და მონადირის სამოსს ეძახიან . ფენ-შუის მიხედვით ის ხელს უწყობს დადებით ენერგიას და მოაქვს იღბალი და ბედნიერება.

ის შეიძლება გავზარდოთ როგოც მცოცავი, ისე ხვიარა მცენარის სახით. უარყოფითი ვიბრაციების, სტრესისა და შფოთის შემცირების მიზნით სასურველია ის მოათავსოთ ოთახის კუთხეში, ან უბრალოდ მახვილი კუთხი წინ, მისი ყლორტები უნდა მიმერთებოდეს ზევით რომ თქვენს კეთილდღეობას ხელი შეუწყოს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...