vampiry v psihologii

ტრანსკრიბცია დოქტორ ლინსკის ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

როგორც არ უნდა ვიფიქროთ, მცნება- ენერგოვამპირიზმი არსებობს და ამას ვერსად გავექცევით. ენერგოვამპირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. ენერგოვამპირი შეიძლება სულაც ვერ ხვდებოდეს იმას, რომ თქვენგან ენერგია მიაქვს.

როგორ განვსაზღვროთ ვინაა ენერგოვამპირი?

1. ადამიანი, რომელიც გვიწვევს კონფლიქტში. ამ დროს ჩვენ გვეუფლება აგრესია და ვკარგავთ ენერგიას.

2. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სიბრალული აღძრან. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მას. ვაძლევთ რჩევას. ამ დროს მთავარი სიტყვებია „კი“ და „მაგრამ“. მაგალითად, ის საუბრობს თავის პრობლემაზე. ჩვენ ვურჩევთ რაღაცას. ის გვპასუხობს, „კი, მაგრამ...“ მეორედაც ვცდილობთ რაიმე რეკომენდაცია მივცეთ და ისევ გვესმის, „კი, მაგრამ...“ და ასე გრძელდება დიალოგი. რა ხება ამ დროს? ენერგოვამპირი ჩვენში აღძრავს რა სიბრალულის გრძნობას და ჩვენს მიერ გაცემული ენერგიის ხარჯზე ივსება. ის იკვებება ჩვენი ენერგიით.

3. ენერგოვამპირებმა შესაძლოა საერთოდ არ გამოავლინონ თავი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამა თუ იმ ადამიანის გვერდით ყოფნისას დისკომფორტს გრძნობთ. მისი წასვლის შენდეგ კი გვეწყება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უგუნებობა. ესეც ენერგიის დანაკარგზე მეტყველებს.

ახლა კი მთავარი: როგორ დავიცვათ მათგან თავი.

1. ვეცადოთ, აღარ აღმოვჩნდეთ იმ ადამიანის გვერდით, რომელიც თუნდაც თავის სიჩუმით გვიქმნის დისკომფორტს და თუ მაინც აღმოჩნდებით ასეთი ადამიანის გარემოცვაში, მოიგონეთ მიზეზი და გაეცალეთ მას. შესაძლოა თქვენი წასვლა ამ ადამიანს არ მოეწონის, მაგრამ აქ პრიორიტეტი თქვენი ენერგეტიკული ბალანსი და კარგად ყოფნაა.

ახლა განვიხილოთ ის ვარიანტი, როდესაც ასეთი ადამიანის გვერდით უნებლიედ მაინც მოგიწიათ ყოფნამ. ამ დროს კიდურები ან თითები უნდა გადააჯვარედინოთ. ამით თქვენ, კეტავთ, ბლოკავთ თქვენს ენერგიას. ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდია.

2. მეორე მეთოდი, სარკის მეთოდია. რას ნიშნავს ეს მეთოდი? ჩვენ ვუბრუნებთ ადამიანს, მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს. მაგალითად: „იმან იცი რა მითხრა?“ თქვენ იმეორებთ, „ა, იმან ეს გითხრა?“ ის ისევ აგრძელებს მოყოლას. „მე იმას, ვუპასუხე“ თქვენ თავს უქნევთ და უბრუნებთ კითხვას, „ა,შენ იმას ეგრე უპასუხე?“ ანუ ირეკლავთ მისსავე ფრაზებს, არ მიჰყვებით დიალოგში.როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არეკვლის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.

3. ეს მეთოდი კარგად მუშაობს მოხუცებთან. ისინი თავისდა უნებლიედ მიდრეკილნი არიან ენერგიის წართმევისკენ, რადგან მათ ის არ ჰყოფნით. ხშირად ხდება რომ, როდესაც მიდიხართ ხანდაზმულ ნათესავებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და ცოტა ხანში იწყება ჩხუბი ან ადამიანი იწყებს ტირილს, წუწუნს, უნდა სიბრალული გამოიწვიოს. ამ დროს ძალიან ეფექტურია წინასწარ მომზედებული ფრაზები „ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს“ „დიდხანს იცოცხლე“ და მსგავსი. ხაზს ვუსვამ, წინასწარ. რადგან, იმ მომენტში, შესაძლოა ამის თქმის იდეა არ გაგიჩნდეთ. ამ დროს თქვენ მას აძლევთ დადებით ენერგიას. მე არ ვიცი, ასი პროცენტით მუშაობს თუ არა ეს მექანიზმი, მაგრამ ცუდიც არაფერი ხდება. ისიც იღებს პოზიტიურ ენერგიას და თქვენც არაფერს კარგავთ.

4. ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური მეთოდია, სხეულის დაძაბულობის მოხსნა. ზუსტად ეს დაძაბულობის ზონებია, საინადან ენერგია გაედინება. იმუშავეთ თქვენს სხეულზე და შედეგიც იქნება. თქვენ უბრალოდ ვეღარ შეამჩნევთ ენერგოვამპირებს. ამის უამრავი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში.

ახლა მოგახსენებთ ენერგიის აღდგენის მეთოდის შესახებ.

ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია, კონტრასტული შხაპი. ვიწყებთ ცხელი წყლით და ვამთავრებთ ცივით. ამას ვიმეორებთ რამოდენიმეჯერ. ამ დროს ხდება სისხლძარღვების მასაჟი და ადამიანი მალე ივსება ენერგიით.

მეორე, ესეც მარტივი მეთოდი. ავიღოთ მარილი,ჩავყაროთ პატარა მოცულობის ჭურჭელში (მაგ.სათითე) და 10-15 წამით დავიდოთ თავზე, სადაც გვირგვინია (თმა რომ იყოფა). მარილი, ეს მიწაა. ამ დროს თქვენ ცენტრირდებით,ბალანსდებით. ეს ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდია და სწრაფად ახდენს ენეგრიის დაბალანსებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

უფრო ვრცლად ენერგოვამპირიზმის შესახებ იხ. სტატიაში: ენერგო-ვამპირიზმი: ვექტორული მიმოხილვა