got

სტატია მომზადებულია კარლოს კასტანედას წიგნებსა და სხვადასხვა ეზოთერულ წყაროებზე დაყრდნობით.

ავტორი: მამუკა გურული

სტალკინგი – ესაა მიუწვდომლად ყოფნა საერთოდ და კონკრეტულ სიტუაციებში, და, ამავდროულად, საკუთარი მიზნების მიღწევა. სხვა საქმეა, რომ მეომარს, რომელიც სტალკინგს აპრაქტიკებს, არანაირი მიზანი არ გააჩნია, რადგანაც იგი ყველაფრისადმი, გამონაკლისის გარეშე, კონტროლირებად სისულელეს იყენებს.

არსობრივად, ესაა ერთ-ერთი მაგიური პრაქტიკა, რომელიც ფართო გაგებით გულისხმობს თვალ-ყურის დევნების პროცესს… საკუთარ თავზე… შეგვიძლია დავახასიათოთ იგი ასევე, როგორც ცხოვრების განსაზღვრული სახე, „არაავტომატური“ ცხოვრება, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ქცევის განსაზღვრულ, სოციალური პროგრამირებით ფორმირებულ სქემებს მიჰყვებოდეს, ადამიანი ცხოვრობს გაცნობიერებულად და აფიქსირებს საკუთარ თავში ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მას დღევანდელი ადამიანის ჩვეულ სახეს აძლევს.

მოკლედ, სტალკინგი ემსახურება ყველა იმ ადამიანური თვისების აღმოჩენასა და დამორჩილებას, რომლებიც პირადი ძალის უდიდეს ნაწილს გვართმევენ და არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ადამიანური სამყაროს ყოველდღიურობას მოვწყდეთ. ესაა საშუალება „მიჯაჭვულობების“ აღმოსაჩენად, იმ ქცევის სქემების „დასაშლელად“, რომლებიც ადამიანს მისაწვდომს ხდის, პირადი ისტორიის წაშლისთვის და საკუთარი მნიშვნელოვანების გრძნობისაგან გასანთავისუფლებლად.

სიზმარხილვის პრაქტიკაში სტალკინგის ცნება გულისხმობს ასევე ფიქსაციის წერტილის (ფწ) გაცნობიერებულად დაფიქსირების უნარს, რაც საშუალებას მოგვცემს, სტაბილურად ვიმყოფებოდეთ სიზმრის სამყაროებში.

ადამიანი უმეტესწილად თავისი ჩვევებისგან შედგება, და მისი ყოველდღიური საქმიანობა შედგება გაუცნობიერებლად მიმდინარე პროგრამა-ჩვევებისაგან. მაგალითად, დილით საწოლიდან ადექით, ჩუსტები ჩაიცვით, ტუალეტში წახვედით… შემდეგ გრძელდება დღე, რომელიც შედგება ნაწილებისაგან, როგორც ბავშვის კონსტრუქტორში. მთელი ამ მოქმედებების დროს ქცევათა გაცნობიერება თითქმის არ არსებობს – ყველაფერი „მექანიკურია“, და გამოდის, რომ ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ „ცხოვრების დინებას მიჰყვება“.

სტალკინგის ტექნიკები

st1

ყოველდღიურობიდან პერიოდული გამოსვლები, როცა „რაღაც ხდება“, აღვიძებენ გაცნობიერებულობას, და მიმდინარე მოვლენების გაცნობიერების აუცილებლობა აღიქმება, როგორც მძიმე სამუშაო. იგი გვღლის, გვაშინებს, ხასიათს გვიფუჭებს, რადგანაც არ გაგვაჩნია „გაცნობიერებული ცხოვრების“ გამოცდილება. ამიტომაც ხდება სხვადასხვაგვარი „გადატვირთვა“, და უფრო მეტიც, ცხოვრებაში ჩნდება უფრო მეტი „სახიფათო მოულოდნელობა“, ვიდრე უფრო ყურადღებიანი ცხოვრების შემთხვევაში. ამიტომ, სტალკინგის საწყის ეტაპებზე, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკა, რეკომენდებულია „ჩვევების დაშლით“ დაწყება. მაგალითად, მიზნად უნდა დაისახოთ, რომ გაერკვეთ ისეთ „უმნიშვნელო საკითხებში“, როგორიცაა მაგალითად, რომელი ფეხით დგებით ლოგინიდან, რა თანამიმდევრობით იბანთ ჩვეულებრივ ხელ-პირს, რა თანამიმდევრობით იცვამთ, იკრავთ თასმებს ფეხსაცმელზე, და სხვა ყოფით მოვლენებში. ასეთი ვარჯიში ახდენს ყურადღების დისციპლინირებას, რაც შემდგომში საშუალებას იძლევა, რომ მომავალში „დაშალოთ“ ქცევის გაცილებით უფრო რთული სქემები.

სხვა „სავარჯიშო“ სტალკინგის პრაქტიკიდან – ესაა „ყალბი ჩვევების“ ფორმირება, ანუ „ქცევის სქემათა არკეთება“. ამისთვის საჭიროა, რომ მოიფიქროთ რაღაც სავალდებულო, მაგრამ სრულიად უსარგებლო და არაპრაქტიკული რიტუალი. მაგალითად, რომელიღაც გარკვეულ შენობაში შესვლისას შეატრიალოთ გარკვეულ ადგილას მდგარი ლარნაკი, ან გადაიტანოთ გასაღები ერთი ლურსმნიდან მეორეზე, ან გაიმეოროთ ამ შემთხვევისთვის სპეციალურად შექმნილი შელოცვა, რომელსაც თან რაღაც ჟესტიც უნდა ახლდეს. შემდეგ განუხრელად უნდა შეასრულოთ ეს რიტუალი ისე, რომ არავის მოუყვეთ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობის შესახებ, და არ გახადოთ ამ რიტუალის შესრულება რაიმე ვითარებაზე, ან გარშემომყოფების რეაქციებზე დამოკიდებული. საჭიროა, რომ გაცნობიერებულად მიანიჭოთ ამ რიტუალს უდიდესი მნიშვნელობა! – ეს სტალკინგის კიდევ ერთი ასპექტია, რომელსაც კონტროლირებად სიგიჟეს უწოდებენ.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად ეს არ გამოგივათ – ხან „დაგავიწყდათ, ხან რაღაცამ მოგაცდინათ (დაეუფლა თქვენს ყურადღებას)“. ასევე ჩაერთვება ინდულგირება, და გამართლებას მოუძებნის „გულმავიწყობას“, სისუსტეს ან სხვა რამეს, რომელიც თითქოს არ გაძლევთ ამის გაკეთების საშუალებას… თუმცაღა სტალკინგი სტალკინგია, და საჭიროა, რომ ყურადღებით დააფიქსიროთ ყველა ეს მომცდენი მომენტი, დაიჭიროთ საკუთარი თავი იგივე ინდულგირებაზე, დააფიქსიროთ, რამ და როგორ დაიპყრო თქვენი ყურადღება ამ საპასუხისმგებლო მომენტში.

მაგრამ ნებისმიერი ჩვევა, ყველაზე ხელოვნურიც კი – ჯოხია ორი ბოლოთი, და შექმნილ რიტუალს გააჩნია ტენდენცია, რომ რიტუალიდან ვულგარულ ჩვევად იქცეს… სრულიად გაცნობიერებული რიტუალების უმეტესობ სწორედ ასე იქცა ყველა შესაძლო ცრურწმენად, „ნიშნად“ და ა.შ. ამიტომ საჭიროა, რომ მკაფიოდ დაინახოთ ამ ზღვარზე გადასვლა, და როგორც კი თქვენი რიტუალი ავტომატურობის ნიშნებს შეიძენს, შეგიძლიათ თამამად შეწყვიტოთ იგი და სხვა რამის კეთება დაიწყოთ.

ასეთი ღონისძიების წარმატებით დასრულების შემდეგ, როდესაც საკუთარ თავში აღმოაჩენთ უამრავ მექანიზმს, რომლებიც თქვენს ქცევებს მართავს, უკვე საკმაოდ იოლი გახდება საკუთარ ცხოვრებაში „ქცევითი კონსტრუქტორის დეტალების“ აღმოჩენა. საკუთრი „ავტომოპასუხეების“ – როდესაც მოსმენილ ყოფით შელოცვას მოსდევს წინასწარ განსაზღვრული პასუხი, და შესაძლებელი ხდება საკუთარ თავში ამ პროგრამების „სხეულის“ გაუვნებელყოფა.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სტალკინგის კიდევ ერთი ტექნიკა – ჩვევა (პროგრამა, სქემა) რიტუალურ ანალიზს დაუქვემდებაროთ. სახელდობრ, უკვე ფორმირებულჩვევას მიანიჭოთ რიტუალის სტატუსი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის გაცნობიერებულად აკეთებთ, ამ საქმის მნიშვნელობის სრული გაცნობიერებით. შემდეგ – გააკეთოთ ყველაფერი, რაც უკვე მნიშვნელოვანი რიტუალის შემადგენლობაში შედის ზუსტად ისევე, როგორც ამას ჩვევის არკეთების დროს აკეთებდით… შედეგად ხდები არა მონა, არამედ ბატონი საკუთარი ჩვევებისა, და შესაძლებლობა გაქვს, რომ თანაბარი სიმარტივით – როგორც შექმნა ჩვევები, ასევე მოიშორო ისინი ცხოვრებიდან.

ამგვარად, პრაქტიკაში ჩნდება ერთგვარი უნივერსალური, თუმცა კი ცალსახად ინდივიდუალური „ტექნიკა“ ჩვევებისა და მიჯაჭვულობების აღმოჩენისათვის, მათი მუშაობის მექანიზმის შესწავლისათვის და მათი უმტკივნეულოდ გამორთვისათვის. ჩვეულებრივ როგორაა? ადამიანურად, ჩვევებს „ცუდების“ სიიდან უნდა ვებრძოლოთ! ანუ ახალი ძალები უნდა ჩავდოთ მათში, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, წარმატებით გადააგდოთ მოწევა მას შემდეგ, რაც ამ ბრძოლაში უზარმაზარ დროს, ენერგიას, ნერვებს და ჯანმრთელობას დახარჯავთ… და ასევე შესაძლებელია, რომ მოახდინოთ მოწევისადმი მიჯაჭვულობის ლიკვიდირება, და მაშინ საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა – მოსწევ თუ არ მოსწევ, და არც გამონაბოლქვით სავსე ოთახში ყოფნა იქნება უსიამოვნო.

თუმცაღა სტალკინგი შეუძლებელია ყურადღების დისციპლინის გარეშე, და, თავის მხრივ, თავად ეს დისციპლინა სწორედ სტალკინგის პროცესში გამომუშავდება. თუკი საკუთარ ყურადღებას არ ფლობთ, შეუძლებელია ყოველდღიურული რუტინისგან თავის დაღწევა… ყურადღება – ეს ისეთი რამაა, რომ თუ თავად არ ეუფლები, მას აუცილებლად ეუფლება ვიღაც სხვა, და ახლა უკვე თავად ყურადღება ფლობს თავის ნომინალურ პატრონს. სწორედ ასე ხდება ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში – ადამიანები არ ირჩევენ, რას მიაქციონ ყურადღება და რას – არა. მათ ყურადღებას ეუფლება იგივე ტელევიზორი, რომელიც სხვადასხვა „ახალ ამბებს“ და სენსაციებს კარნახობს, რითაც ადამიანთა ყურადღება სრულიად განსაზღვრულ თემებზე გადააქვს. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანებს არ ძალუძთ თავისი ყურადღების გაცნობიერებულად მართვა, შესაძლებელი ხდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა სოციალური პროგრამირება და სხვადასხვა სახის ზომბირება. უფრო მეტიც – ადამიანებზე ზემოქმედების მრავალი ჯადოქრული მეთოდი სწორედ მათი ყურადღებით გაცნობიერებულ მანიპულირებას ემყარება, აიძულებს რა, დაინახონ ის, რაც საჭიროა, ირწმუნონ ის, რაც საჭიროა, და შედეგად – აიძულონ მანიპულატორისთვის საჭირო მიმართულებით მოქმედება.

სტალკინგი და გაცნობიერებული სიზმრები

st2

კასტანედას პრაქტიკაში არის ორი მთავარი ხაზი – სტალკინგი და სიზმარხილვები. ერთიც და მეორეც დაკავშირებულია გაცნობიერებულობის ამაღლებასთან მთლიანობაში. სიზმარში ადამიანი სწავლობს იმის გაგებას, რომ სძინავს, და მიმდინარე მოვლენების კონტროლს. სიზმარში გაცნობიერებულობა მიიღწევა სხვადასხვა პრაქტიკით, ტექნიკით და ტექნიკური აქსესუარითაც კი, ისეთით, როგორიცაა ნიღაბი გაცნობიერებული სიზმრებისთვის – Remee. სიფხიზლის მდგომარეობაში, როგორც კასტანედა და სხვადასხვა ეზოთერული სწავლების მიმდევრები თვლიან, ადამიანს არ ჰყოფნის გაცნობიერებულობა ისევე, როგორც სიზმარში, და სწორედ მის მისაღწევადაა მიმართული სტალკინგი. მოკლედ, სტალკინგიც და გაცნობიერებული სიზმრებიც საშუალებას აძლევენ ადამიანს, რომ გაზარდონ გაცნობიერებულობის დონე მთლიანობაში, ასე რომ, ადამიანები, რომლებიც სტალკინგს აპრაქტიკებენ, სწრაფად აღწევენ სიზმრის გაცნობიერებას. ხოლო თავის მხრივ, სიზმარმხილველები, პრაქტიკასთან ერთად იწყებენ გაცნობიერებულად ცხოვრებას არა მხოლოდ სიზმრებში.

სტალკინგის ოთხი განწყობა:

1. შეუბრალებლობა – არ აგერიოთ სისასტიკეში.

2. მოხერხებულობა – არ აგერიოთ გაიძვერობაში.

3. მოთმინება – არ აგერიოთ გულგრილობაში.

4. სირბილე – არ აგერიოთ მდუმარებაში.

სტალკერების სამი წესი:

1. ყველაფერი ჩვენ გარშემო შეუცნობელი საიდუმლოა.

2. ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ საიდუმლოს ამოხსნას მაშინაც კი, როდესაც ამის იმედი არ გვაქვს.

3. მეომარი, იცის რა გარშემომყოფი სამყაროს შეუცნობელი იდუმალების და მისი ამოხსნის საკუთარი ვალდებულების შესახებ, იკავებს კანონიერ ადგილს საიდუმლოებებს შორის და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მათგანს.

სტალკინგის შვიდი პრინციპი:

1. სტალკინგის ხელოვნების პირველ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ მეომარი თავად ირჩევს ბრძოლის ველს. მეომარი არასოდეს იწყებს ბრძოლას, თუკი გარშემომყოფ ვითარებას არ იცნობს.

2. ყველაფერი ზედმეტის გადაყრა – სტალკინგის ხელოვნების მეორე პრინციპია. მეომარი არაფერს ართულებს. იგი მიმართულია იმაზე, რომ უბრალო იყოს.

3. მთელ მასში არსებულ კონცენტრაციას იგი იყენებს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს – დაიწყოს თუ არა ბრძოლა, რადგანაც ყოველი ბრძოლა მისთვის – წარმოადგენს საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლას. მეომარი მზად უნდა იყოს და სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ ჩაატაროს თავისი უკანასკნელი ბრძოლა აქ და ახლა. თუმცაღა იგი ამას უწესრიგოდ არ აკეთებს.

4. მეომარი მოდუნებულია, განზე დგება საკუთარი თავისგან, არაფრის ეშინია. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუხსნიან მას ძალები გზებს და დაეხმარებიან.

5. როდესაც შეხვდება მოულოდნელს და ამოუცნობს, და არ იცის, რა მოუხერხოს ამას, მეომარი რაღაც პერიოდი უკან იხევს და საშუალებას აძლევს თავის აზრებს, რომ უმიზნოდ იხეტიალონ. იგი სხვა რაღაცას აკეთებს. აქ ნებისმიერი რამ გამოდგება.

6. სტალკინგის ხელოვნების მეექვსე პრინციპი: მეომარი დროს კუმშავს, წამებიც კი ითვლება. საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლაში წამი – ეს მარადისობაა, რომელსაც შეუძლია ორთაბრძოლის ბედი გადაწყვიტოს. მეომარი მიზანმიმართულია გამარჯვებისკენ, ამიტომ იგი დროს ზოგავს და წამსაც არ კარგავს.

7. იმისთვის, რომ სტალკინგის მეშვიდე პრინციპი გამოიყენოს, მან ყველა დანარჩენი პრინციპი უნდა გამოიყენოს, – იგი აერთიანებს წინა ექვსს: სტალკერი არასოდეს აყენებს თავს პირველ ადგილზე. იგი ყოველთვის კულისებიდან იყურება.

სტალკინგის სამი შედეგი:

1. სტალკერი სწავლობს, რომ არსოდეს მიიღოს საკუთარი თავი სერიოზულად, გაიცინოს საკუთარ თავზე. თუკი მას არ ეშინია, რომ სულელად წარმოჩნდეს, მაშინ ნებისმიერის გასულელებას შეძლებს.

2. სტალკერი მოიპოვებს უსასრულო მოთმინებას. იგი არასოდეს ჩქარობს და არასოდეს ღელავს.

3. სტალკერი უსასრულოდ აფართოებს თავისი იმპროვიზაციის შესაძლებლობებს.

st3

კონტროლირებადი სისულელე

კონტროლირებადი სისულელე არ ნიშნავს უბრალოდ ადამიანების გასულელებას. მისი პრინციპი ისაა, რომ მეომარმა სტალკინგის შვიდი ძირითადი პრინციპი გამოიყენოს ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდეს, დაწყებული ყველაზე ჩვეულებრივი ქმედებებიდან დამთავრებული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით.

სტატიის ავტორისგან:

 st6

ბოლოს, ვეცდები, შევაჯამო აქ მოცემული ინფორმაცია და აგარიდოთ იმ ტრივიალურ შეცდომებს, რომლებსაც დამწყები სტალკერები აწყდებიან.
კასტანედას წიგნებში დონ ხუანი ამბობს, რომ მთავარი, რაც განასხვავებს მონადირეს მსხვერპლისგან, ისაა, რომ მსხვერპლს გააჩნია განრიგი, წესები, ჩვეულებები, რომლებსაც იგი რუტინულად მიჰყვება და მათი საშუალებით მონადირეს (ან მტაცებელს) იოლად შეუძლია განსაზღვროს ნადავლის ქცევები – და, შესაბამისად, იოლად გამოიჭიროს. და რაც უფრო ნაკლები დროის განრიგი და ჩვევები აქვს, რაც უფრო წინასწარ განუსაზღვრელია მონადირე (მეომარი), მით უფრო მოუხელთებელი და მიუწვდომელია იგი.

თუკი ამას ყოფით რეალობაზე გადმოვიტანთ, დავინახავთ, რომ ნებისმიერი სისტემა მით უფრო კარგად გვაკონტროლებს და იტაცებს ჩვენგან თავისთვის სასურველ ენერგიას (ყურადღების, დროის, ფულის და ა.შ. სახით), რაც უფრო მეტი გაუცნობიერებელი რუტინული ჩვევები და მიჯაჭვულობები გვაქვს, და შესაბამისად, რაც უფრო კარგად ფლობს სისტემა ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას. მეორე მხრივ, სისტემა ცდილობს, კიდევ უფრო მეტი რიტუალური ჩვევა ჩანერგოს ჩვენში. მაგალითად – საბანკო სისტემები ცდილობენ, რომ საკრედიტო ბარათით გადახდა (და განსაკუთრებით განვადებით გადახდა) ჩვენთვის ისეთივე ჩვევა გახდეს, როგორიცაა ყოველ დილით ხელ-პირის დაბანა.

ეს გამომდინარეობს შემდეგი პრინციპიდან: იმისთვის, რომ ადამიანმა ან სისტემამ რაღაც (ან ვიღაც) დაიმორჩილოს, წეს-ჩვეულებათა გარკვეულ სისტემაში, ფორმაში უნდა ჩასვას იგი. ამას აკეთებენ სახელმწიფო სისტემებიც, რელიგიური სისტემებიც და თუნდაც ერთი კონკრეტული ოჯახის სისტემაც (ბავშვებთან მიმართებაში). ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს არის კანონზიმიერება, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში მტაცებელი სისტემებისგან (ან სხვა არსებებისგან) განთავისუფლებას შევძლებთ.

მაგრამ დამწყებები ხშირად უშვებენ ერთ შეცდომას. ისინი ცდილობენ, უარი თქვან ყოველგვარ წესზე, შეზღუდვაზე, განრიგზე, დისციპლინაზე და თვლიან, რომ ამით წინასწარ განუსაზღვრელნი ხდებიან. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა დაიმორჩილოს (ფორმა მისცეს) საკუთარ სხეულს, ენერგეტიკას, საწყის ეტაპზე განრიგი და მკაცრი დისციპლინა საჭირო კი არა, აუცილებელიცაა. სწორედ ამიტომ ხდება საჭირო, რომ გარკვეული სისტემის (მაგალითად, რომელიმე საბრძოლო ხელოვნების სკოლის) წესებს დავექვემდებაროთ იმისთვის, რომ ამ სისტემამ ჩვენი იმ ყაიდაზე ფორმირება მოახდინოს, რომელიც მის მიზნებში (და, შესაბამისად, ჩვენს მიზნებშიც, თუკი გაცნობიერებულად ვუქვემდებარებთ თავს ამ სისტემას) შედის. ან ასევე შესაძლებელია, ადამიანმა თვითონვე დაუწესოს საკუთარ თავს დისციპლინა და განუხრელად შეუდგეს მის შესრულებას. თუმცა ინდივიდუალური მუშაობის დროს ინდულგირების შანსი იზრდება და ადამიანი ხშირად გაამართლებს თავის სისუსტეს და უნებისყოფობას სხვადასხვა მიზეზით (თუნდაც იმით, რომ „მეომარს წესები და განრიგი არ უნდა ჰქონდეს“).

st5

იმისთვის, რომ უფორმობამდე მიხვიდეთ, ჯერ უნდა შეიძინოთ თქვენი ფორმა. იმისთვის, რომ ვირტუოზი პიანისტი გახდეთ, ჯერ სრულყოფილად უნდა ფლობდეთ გამების დაკვრის ხელოვნებას. სხვაგვარად სტალკინგის პრინციპები კიდევ ერთი საბაბი გახდება ინდულგირებისთვის (საკუთარი თავის გამართლებისთვის).

ახლა კი ყველაზე მთავარი: ცხოვრება თავისი ნამდვილი არსით – ეს სტალკინგის ხელოვნებაა. მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრებაში, ესაა მყარად ფიქსირებული ფიქსაციის წერტილის მორყევა და გადანაცვლება. თუ დარწმუნებული ვარ, რომ „მე ვარ ღრმად პატივსაცემი პროფესორი“, რომელმაც ყველაფერი იცის და პატივი უნდა მიაგონ… ან „მე ვარ ცისფერსისხლიანი არისტოკრატი“, რომელთან შეხების უფლებაც კი არ აქვთ გაურკვეველი წარმოშობისა და გვარის სუბიექტებს, მაშინ ჩემი ფწ მიდუღაბებულია ამ რეალობაზე და ჩემი ცნობიერების ველი ვერ სცდება მას, და სიკვდილი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომლითაც სამყარო საშუალებას გვაძლევს, რომ ფიქსაციის წერტილი გადავანაცვლოთ და ერთი ცხოვრებიდან, რომელშიც გერმანელი ვიყავით და ებრაელი გვძულდა, რეინკარნაცია განვიცადოთ მეორე ცხოვრებაში, სადაც მთელი სისავსით ვიგემებთ ებრაელად ყოფნის გემოს. ან თუ ვიყავით მდიდარი და არანაირ ერთობას არ ვგრძნობდით ღარიბებთან, მაშინ ვიქცევით მათხოვრად (თუმცა, რა თქმა უნდა, რეინკარნაცია მხოლოდ ამ პრინციპით არ ხორციელდება). სიბერე სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თვითწარმოდგენის და პარადიგმების მაქსიმალურად გამყარება. რადგანაც ის, ვინც ბუნებით „ბავშვია“ და სირბილეს ინარჩუნებს – 80 წლის ასაკშიც ჯანსაღად გამოიყურება, და რაც მთავარია, მისი ფსიქიკა მარად ახალგაზრდაა.

სტალკინგის ხელოვნება გვასწავლის, რომ აქვე, ამ ცხოვრებაშივე ვისწავლოთ ფიქსაციის წერტილის გადანაცვლება და გავხდეთ წინასწარგანუსაზღვრელი, შესაბამისად, მიუწვდომელი. წინასწარგანუსაზღვრელობა არ ნიშნავს, რომ სხვებს დაუმალო შენი განზრახვა. წინასწარგანუსაზღვრელობა ნიშნავს, რომ თავადაც არ იცი, როგორ მოიქცევი შემდეგ მომენტში, და შესაბამისად ყველაზე ძლიერი „მონადირეც“ კი ვერ მოგიხელთებს.

ყველაზე მიუწვდომელი არსება (თუკი შეიძლება ასე დავარქვათ) – თავად ღმერთია. „უსახო ღმერთი“, რომელსაც, ამავდროულად, ყველა სახე ეკუთვნის. სწორედ სტალკინგის ხელოვნებას ასწავლის იაკანი არია სტარკს – „სამეფო კარის თამაშებში“.

და შენ, იცი ვინ ხარ?!.

st7

თუ მოგეწონათ გააზიარეთ...