bardon1

ავტორი: ფრანც ბარდონი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

ცოდნა, გამბედაობა, სურვილი, დუმილი — ესაა სოლომონის ტაძრის ოთხი საყრდენი, მიკრო- და მაკროკოსმოსის, რომელზეც აშენებულია მაგიის წმინდა მეცნიერება. ძირითადი თვისებები, რომლებიც ყველა მაგს უნდა გააჩნდეს, თუკი უნდა რომ მწვერვალებს მიაღწიოს ამ მეცნიერებაში, ოთხ ელემენტს შეესაბამება.

მაგიურ ცოდნას ყველამ შეიძლება მიაღწიოს გულმოდგინე სწავლით, უნივერსუმის კანონების ცოდნა კი საშუალებას მისცემს, რომ თანდათანობით (საფეხურეობრივად) მიაღწიოს უმაღლეს სიბრძნეს.

სურვილი - ესაა მონდომების ასპექტი, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იყოს შეუპოვრობით, მოთმინებით და გამძლეობით წმინდა მეცნიერების ფარგლებში. კონკრეტულად: პრაქტიკულ გამოყენებაში. მან, ვისაც არა მხოლოდ თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უნდა, არამედ ნათელ მწვერვალებამდე სვლას სერიოზულად აღიქვამს, ურყევი ნების ძალა უნდა გამოავლინოს მათ დასაპყრობად.

გამბედაობა (daring): ვისაც არ ეშინია არც მსხვერპლის, არც წინააღმდეგობების, არ აქცევს ყურადღებას გარშემომყოფების აზრს და შეუპოვრად ისწრაფვის თავისი მიზნისკენ, მიუხედავად იმისა, წარმატება ხვდება გზაზე თუ წარუმატებლობა, მას უმაღლესი გაეხსნება.

დუმილი: ვინც ტრაბახობს და თავს იქებს, ვინც თავის კვაზი-სიბრძნეს საჯაროდ აჩვენებს, ვერასოდეს გახდება ნამდვილი მაგი. მაგისთვის საერთოდ არაა აუცილებელი, რომ ავტორიტეტი გახდეს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თვალშეუვალი იყოს იყოს. დუმილი - ძალაა. რაც უფრო მეტად დუმან თავიანთ ცოდნაზე, მით უფრომ მეტს იღებენ წყაროსგან.

 მან, ვინც მიზნად დაისახა ცოდნის და სიბრძნის მიღწევა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეიძინოს ოთხი ძირითადი თვისება, რომლების გარეშეც წმინდა მაგიაში ვერაფერ არსებითს ვერ მიაღწევ. ახლა კი გადავიდეთ მესამე საფეხურის სავარჯიშოებზე.

სულის მაგიის შესწავლა (III)

მეორე საფეხურზე ჩვენ ვსწავლობდით სავარჯიშოების გაკეთებას გრძნობების კონცენტრაციაზე. ვსწავლობდით ყოველი ცალკეული გრძნობის კონცენტრაციას. ამ საფეხურზე ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენი კონცენტრაციის უნარს და განვეწყობით ერთდროულად ორ, ან სამ გრძნობაზეც. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რომელთა მეშვეობითაც მონდომებული მოსწავლე თავად გაზრდის თავის სამუშაო ველს. მკაფიოდ წარმოიდგინეთ კედლის საათი ქანქარით, რომელიც ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ქანაობს. წარმოდგენა წარმოსახვაში იმდენად სრულყოფილი უნდა იყოს, თითქოს კედელზე მართლაც საათი ჰკიდია. ამავდროულად ეცადეთ, რომ სმენით აღიქვათ მისი წიკ-წიკი. ეცადეთ ხუთი წუთის განმავლობაშ შეინარჩუნოთ ეს ორმაგი წარმოდგენა ვიზუალური და სმენითი აღქმით. თავიდან ამ წარმოდგენის შენარჩუნებას მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლებთ, მაგრამ გამეორების შედეგად შეძებთ, რომ უკეთესად და ხანგრძლივად შეინარჩუნოთ იგი. გაიმეორეთ ეს ექსპერიმენტი სხვა მსგავს საგანთან, მაგალითად გონგთან, რომელზეც არა მხოლოდ დარტყმებს გაიგებთ, არამედ დაინახავთ ადამიანსაც, რომელიც გონგს ურტყამს. ეცადეთ ასევე წარმოიდგინოთ ნაკადული და გაიგოთ წყლის ჩუხჩუხი. წარმოიდგინეთ ჭვავის ყანა, რომელიც ქარისგან ირწევა, და ამავდროულად გაიგეთ ქარის ხმა. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ თავად შეადგინოთ მსგავსი ექსპერიმენტები, რომელშიც ჩაერთვება ორი ან სამი გრძნობა. ვიზუალური და აკუსტიკური წარმოდგენით შეიძლება შედგენილ იქნეს სხვა ექსპერიმენტებიც, რომლებშიც, მაგალითად, მონაწილეობს მხედველობა და შეხება. უნდა გაცოცხლდეს და კონცენტრირდეს ყველა გრძნობა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მხედველობას, სმენას და ინტუიციას, რომელიც მაგიაში მომდევნო განვითარებისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს. მე არ დავიღლები იმის გამეორებით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ სავარჯიშოებს მაგიაში პროგრესისთვის. ამიტომ გულმოდგინედ უნდა შეასრულოთ ეს ვარჯიშები ყოველდღე. თუკი ხუთი წუთის განმავლობაშ მაინც შეძლებთ 2-3 გრძნობის კონცენტრაციას, მაშინ სავარჯიშო შესრულებულად ჩაითვლება. თუ ვარჯიშის დროს დაიღლებით, მაშინვე შეწყვიტეთ სავარჯიშო და სხვა, უფრო სასიკეთო მომენტისთვის გადადეთ იგი, როცა თქვენი სული უფრო საღი იქნება.

არავითარ შემთხვევაში არ ჩაგეძინოთ ვარჯიშების დროს. გამოცდილება ადასტურებს, რომ დილის საათები ყველაზე სასიკეთოა კონცენტრაციის სავარჯიშოებისთვის. თუ წინა ვარჯიშებში კონცენტრაციის სათანადო დონეს მიაღწიეთ და შეგიძლიათ მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში დააკავოთ ორი-სამი გრძნობა, შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ.

კვლავ აირჩიეთ მოსახერხებელი პოზიცია, როგორც კონცენტრაციის ნებისმიერი სამუშაოს დროს. დახუჭეთ თვალები და მკაფიოდ წარმოიდგინეთ კარგად ნაცნობი ადგილი, დასახლებული პუნქტი, მოედანი, სახლი, ბაღი, მინდორი, ტყე და ა.შ. შეინარჩუნეთ ეს წარმოდგენა. აბსოლუტურად ზუსტად დაიმახსოვრეთ ნებისმიერი დეტალი, როგორც, მაგალითად ფერი, სინათლე, ფორმა. წარმოდგენა იმდენად ზუსტი უნდა იყოს, თითქოს თქვენ პირადად იმყოფებით ამ ადგილას. თუ ხატ-სახე ქრება ან იდღაბნება, კვლავ გამოიძახეთ იგი, უფრო მკაფიოდ. სავარჯიშო დასრულებულია, თუკი მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში შეძელით ამ ხატ-სახის შენარჩუნება. ამის შემდეგ ეცადეთ, რომ ამავე ხატ-სახეში გადაიტანოთ სმენის კონცენტრაციაც. თუ თქვენ წარმოიდგინეთ მშვენიერი ტყე, მაშინ ამავდროულად მიაყურადეთ ჩიტების ჭიკჭიკს, ფოთლების შრიალს, ქარის ხმას, ფუტკრების ბზუილს. თუ ეს გამოგივიდათ, გააკეთეთ მსგავსი, თქვენს მიერ შერჩეული ექსპერიმენტი. სავარჯიშო შესრულებულია, თუკი შეძელით, რომ წარმოგედგინათ ყოველი ადგილი, ყოველი მოედანი ან დასახლება, სადაც ხუთი წუთის განმავლობაში ჩართული იყო ორი ან სამი გრძნობა. თუ კონცენტრაციის ეს საფეხურიც მიღწეულია, მაშინ შეეცადეთ ამ სავარჯიშების გაკეთებას გახელილი თვალებით, ამასთან თქვენ ან აჩერებთ მზერას ერთ საგანზე, ან უძრავად იყურებით სიცარიელეში. ფიზიკურმა გარემოცვამ არსებობა უნდა შეწყვიტოს თქვენთვის, ხოლო ამორჩეული ხატ-სახე თქვენს თვალწინ, ჰაერში უნდა გაჩნდეს, როგორც მორგანის ფატა. თუ შეძელით ამ ხატ-სახით მკაფიოდ შენარჩუნება ხუთი წუთის განმავლობაში, აირჩიეთ შემდეგი ხატ-სახე. სავარჯიშო ბოლომდე შესრულებულად ითვლება, თუკი შეგიძლიათ, რომ გახელილი თვალებით გამოიძახოთ არჩეული ხატ-სახე და ხუთი წუთის განმავლობაში შეინარჩუნოთ იგი ერთი ან რამდენიმე გრძნობით. ისევე, როგორც რომანის კითხვისას სხვადასხვა მოვლენათა ხატ-სახეები ჩაივლიან ხოლმე თქვენი მზერის წინ, სწორედ ასევე უნდა მიმდინარეობდეს ყოველი მომდევნო სავარჯიშო კონცენტრაციაში.

ჩვენ ვისწავლეთ იმ ადგილების ან დასახლებების ხატ-სახეთა წარმოსახვა, რომლებიც გვინახავს ან ვიცით. ახლა წარმოვიდგინოთ ადგილები და დასახლებები, რომლებიც უნდა წარმოვიდგინოთ, ანუ ცხოვრებაში არასოდეს გვინახავს. თავდაპირველად დახუჭული თვალებით, ხოლო თუ მოვახერხებთ ხუთი წუთის განმავლობაშ წარმოვიდგინოთ ეს, ორი-სამი გრძნობის ჩართვით, მაშინ იგივე უნდა გავაკეთოთ გახელილი თვალებითაც. სავარჯიშო ბოლომდე შესრულებულად ითვლება, თუკი ახერხებთ, რომ წარმოდგენა თვალგახელილმა ხუთი წუთის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

უსულო საგნებისგან, ადგილებისგან, დასახლებებისგან, სახლებისგან და ტყეებისგან ახლა გადავიდეთ ცოცხალ არსებებზე. ჩვენ ასევე მკაფიოდ წარმოვიდგენთ სხვადასხვა ცხოველებს: ძაღლებს, კატებს, ჩიტებს, ძროხებს, ხბოებს, ქათმებს, - ისევე, როგორც კონცენტრაციის პროცესში წარმოვიდგენდით ხოლმე სხვადასხვა საგნებს: თავიდან ხუთი წუთის განმავლობაში თვალდახუჭული, შემდეგ კი ამდენივე დროის განმავლობაში - თვალგახელილი. თუ ამ სავარჯიშოს უკვე დაეუფლეთ, მაშინ ცხოველები უნდა წარმოიდგინოთ სხვადასხვა, მათთვის დამახასიათებელი მოძრაობებით, მაგალითად წარმოიდგინოთ, როგორ ბანაობს კატა, როგორ იჭერს თაგვს, სვამს რძეს; წარმოიდგინოთ ძაღლი, როგორ ყეფს, გარბის; წარმოიდგინეთ როგორ დაფრინავს ჩიტი და ა.შ. მსგავსი სავარჯიშოები მოსწავლემ თავისი შეხედულებისამებრ უნდა შეარჩიოს, ჯერ დახუჭული, შემდეგ კი გახელილი თვალებით.

თუკი ახერხებთ ამ სავარჯიშს შესრულებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხუთი წუთის განმავლობაში, მაშინ სავარჯიშ შესრულებულად ითვლება და შეგიძლიათ შემდეგზე გადახვიდეთ. ამგვარად უნდა განეწყოთ ადამიანებზეც. ჯერ წარმოიდგინოთ მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები, გარდაცვლილები, მოგვიანებით უცნობები, რომლებიც არასოდეს გინახავთ. უნდა წარმოიდგინოთ სახის ნაკვთები, შემდეგ მთელი თავი, შემდეგ კიდევ სხეული ტანსაცმლით.

ყოველთვის უნდა შეასრულოთ ეს სავარჯიშოები ჯერ დახუჭული, შემდეგ კი გახელილი თვალებით. ყველა ვარჯიშის მინიმალური ხანგრძლივობა ხუთი წუთი უნდა იყოს, სანამ ახალზე გადახვიდოდეთ და წარმოიდგენდეთ ადამიანებს მოძრაობაში, ანუ სიარულის, მუშაობის, საუბრის დროს. თუ ეს ერთი გრძნობით გამოგივიდათ, ანუ ვიზუალურათ, შეაერთეთ ეს აკუსტიკასთან, ანუ ინტელექტუალურ ინფორმაციასთან ისე, რომ გესმოდეთ, როგორ საუბრობს ადამიანი, ისევე როგორც საკუთარ ხმას წარმოიდგენდით. უნდა ისწრაფვოდეთ, რომ წარმოსახვა რეალობას ჰგავდეს. მაგალითად ხმის ტონების სიმაღლე, ნელი ან სწრაფი საუბარი, ანუ ისე, როგორც ეს სინამდვილეში შეესაბამება მოცემულ პიროვნებას. ჯერ დახუჭული, შემდეგ კი გახელილი თვალებით.

თუ ამას წარმატებით გაუმკლავდით, უნდა გადახვიდეთ კონცენტრაციის სავარჯიშოებზე, წარმოიდგინეთ სრულიად უცნობი ადამიანები, მათი სახის ნაკვთები და ხმა. ეს შეიძლება იყვნენ ორივე სქესის ნებისმიერი ასაკის ადამიანები. ამის შემდეგ უნდა წარმოიდგინოთ სხვა რასის ადამიანები, მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, ბავშვები, ინდიელები, შავკანიანები, ჩინელები, იაპონელები. დამხმარე საშუალებად შეიძლება გამოდგეს წიგნები და ილუსტრირებული ჟურნალები. ამ მიზნით რეკომენდებულია ასევე მუზეუმში სიარული. თუ ეს გამოგივიდათ და ხუთი წუთის განმავლობაშ შეძელით წარმოდგენა როგორც დახუჭული, ისევე გახელილი თვალებით, მაშინ ამით მესამე საფეხურის სულის მაგიის სწავლება ამოწურულია. იმისთვის, რომ გადალახოთ ყველა ეს მართლაც რთული სავარჯიშო, აუცილებელია გამძლეობა, მოთმინება, შეუპოვრობა და დაჟინებულობა. ის მოსწავლეები, რომლებმაც აუცილებელი ძალისხმევა ჩადეს, ძალზე გაკვირვებულნი იქნებიან ამ ყველაფრის შედეგად მიღებული ძალებით, და შეძლებენ მათ გაღრმავებას შემდეგ საფეხურზე. ამ საფეხურზე კონცენტრაციის ვარჯიშები არა მხოლოდ ნების ძალას და კონცენტრაციის უნარს აძლიერებენ, არამედ ყველა ინტელექტუალურ და სულიერ ძალას, მაღლა წევენ სულის მაგიურ უნარებს და აუცილებელ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენენ აზრების გადაცემისთვის, ტელეპატიისთვის, მენტალური მოგზაურობებისთვის, ნათელმხილველობისთვის. ამ უნარების გარეშე დამწყები მაგი ვერ იმოძრავებს წინ. ამიტომ ჩადეთ ყველანაირი ძალისხმევა იმაში, რომ გულდასმით და კეთილსინდისიერად იმუშაოთ ამაზე.

სამშვინველის მაგიის შესწავლა (III)

სანამ შევუდგებოდეთ ამ საფეხურის შესწავლას, თუ არ გინდათ, რომ საკუთარ თავს ავნოთ, აუცილებელია ინტროსპექციის და თვითდაკვირვების მეშვეობით სამშვინველში ელემენტთა ასტრალური წონასწორობა დაამყაროთ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არცერთი ელემენტი არ ჭარბობს, მაშინ განვითარების პროცესში ამის შემდეგ საკუთარი ხასიათის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოთ, მაგრამ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ასტრალურ სხეულში ელემენტებთან მუშაობაზეც. ამ საფეხურის ამოცანაა ელემენტთა ძირითადი თვისებების ათვისება, რათა სურვილისამებრ გამოიწვიოთ ისინი სხეულში ან კვლავ ჩააქროთ. ელემენტთა ქმედითობის თეორია ჩვენთვის უკვე ნაცნობია, და ამის შემდეგ პრაქტიკასთან დავაკავშირებთ მას.

ცეცხლს, ყველა მიმართულებით გავრცელებისა და განვითარების თავისი უნარით, გააჩნია სითბო, როგორც სპეციფიური თვისება და ამიტომ სფეროს ფორმა გააჩნია. თავდაპირველად ეს უნარი ავითვისოთ და სურვილისამებრ გამოვიწვიოთ იგი სხეულსა და სამშვინველში. სხეულის ფლობის უნარის გამომუშავების შედეგად ჩვენ ვირჩევთ მდგომარეობას, რომელშიც შეგვიძლია უძრავად, მოხერხებულად და ხარვეზების გარეშე ვიჯდეთ. ინდოელები ამ პოზას ასანას უწოდებენ. მოხერხებულობისთვის ჩვენც ამ გამოთქმას გამოვიყენებთ. ამიტომ მიიღეთ ასანას მდგომარეობა, აზრით ჩაუღრმავდით ცეცხლის ელემენტის ცენტრს, რომელიც სფეროსებურად მოიცავს მთელს უნივერსუმს. წარმოისახეთ, რომ ყველაფერი თქვენს გარშემო, მთელი უნივერსუმიც კი, ცეცხლითაა მოცული. ახლა ცხვირით და ამავდროულად მთელი სხეულით (ფორებით სუნთქვა) შეისუნთქეთ ცეცხლის ელემენტი. თანაბრად და ღრმად ისუნთქეთ, ფილტვების დაძაბვის გარეშე. უხეშ-მატერიალური ან ასტრალური სხეული უნდა ჰგავდეს ცარიელ ჭურჭელს, რომელშიც ყოველ შესუნთქვასთან ერთად შედის, უფრო სწორად შეიწოვება ელემენტი. ყოველ შესუნთქვასთან ერთად ელემენტის სითბო უნდა გაძლიერდეს და ორგანიზმშ დაიპრესოს. ყოველ შესუნთქვასთან ერთად სიცხე უნდა გაიზარდოს. სიცხე და გავრცელების ძალა უფრო და უფრო ძლიერი უნდა გახდეს, სანამ საკუთარ თავს ალმოკიდებულად არ აღიქვამთ. სხეულით შესუნთქვის მთელი პროცესი - რა თქმა უნდა წარმოსახვითი პროცესია, უნდა ივარჯიშოთ და მკაფიოდ წარმოიდგინოთ ელემენტი. უნდა დაიწყოთ ცეცხლის ელემენტის შვიდი შესუნთქვით და ყოველ მომდევნო ვარჯიშზე ერთი შესუნთქვა დაამატოთ. მხოლოდ ფიზიკურიად ძლიერი და ნებისყოფის მქონე მოსწავლეები გაზრდიან ამ რიცხვს ნებისმიერ რაოდენობამდე. იმისთვის, რომ დათვლის აუცილებლობა არ იყოს, გამოიყენეთ კრიალოსანი ან კვანძებიანი თოკი. ყოველ ახალ შესუნთქვაზე ერთი კვანძი უნდა გადავითვალოთ. თავიდან წარმოსახვით სითბოს მხოლოდ სამშვინველით განიცდით, მაგრამ ყოველ ახალ ექსპერიმენტში სიცხე უფრო შეგრძნებადი გახდება როგორც სამშვინველით, ასევე ფიზიკურად: იგი შესაძლოა ოფლდენის გაჩენიდან ცხელებამდეც კი გაიზარდოს - მაღალი ტემპერატურით. თუ მოსწავლემ სამშვინველში ელემენტთა წონასწორობა დაამყარა, მაშინ ცეცხლის ელემენტის ასეთი დაგროვება ზიანს არ მოუტანს.

ცეცხლის ელემენტის წარმოსახვითი დაგროვების სავარჯიშოს დასრულების შემდეგ გრძნობენ სიცხისა და ცეცხლის გავრცელების ძალას; შემდეგ უნდა შეასრულოთ სავარჯიშო უკუ-თანმიმდევრობით, ანუ პირით უნდა ისუნთქოთ და ფორების საშუალებით წერტილისმაგვარად მთელს უნივერსუმში ამოისუნთქოთ ცეცხლის ელემენტი. ამოსუნთქვა იმდენივე უნდა იყოს, რამდენიც იყო შესუნთქვა. მაგალითად, თუ ჩასუნთქვისას შვიდი ჩასუნთქვით იწყებთ, მაშინ ამოსუნთქვაც შვიდი უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სავარჯიშოს შემდეგ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ ამ ელემენტის არცერთი ნაწილაკი მასში არ დარჩა, და წარმოქმნილი სითბოს გრძნობა კვლავაც უნდა გაქრეს. ამიტომაც რეკომენდებულია, რომ როგორც ჩასუნთქვის, ასევე ამოსუნთქვის დროს გამოიყენოთ კრიალოსანი ან თოკი კვანძებით. სავარჯიშო უნდა შეასრულოთ ჯერ დახუჭული, შემდეგ კი გახელილი თვალებით. ტიბეტის მკვლევარმა და მოგზაურმა ალექს დევიდ-ნილმა თავის წიგნებში აღწერა მსგავსი ექსპერიმენტი სახელწოდებით «ტიმო», როიმელსაც ლამები ატარებდნენ, მაგრამ პრაქტიკისთვის, და სახელდობრ ევროპელებისთვის, იგი ძალზე არასრულყოფილია და ვერ იქნება რეკომენდებული მაგის მოსწავლისთვის.

აღმოსავლეთში არიან ხელდასმულები, რომლებიც წლობით ასრულებენ ამ სავარჯიშოს («სადჰანას») და შეუძიათ იმდენად გაამკვრივონ ცეცხლის ელემენტი, რომ წლის ყველაზე ცივ დროსაც კი შიშვლები დადიან და არ ეშინიათ სიცივის, შეუძლიათ შემოიხვიონ სველი პირსახოცები და მოკლე დროში გააშრონ ისინი. ცეცხლის ელემენტის დაგროვებით ისინი ზემოქმედებენ თავიანთ გარემოცვაზე და უშუალოდ ბუნებაზე, და შეუძლიათ გაადნონ თოვლი და ყინული არა მხოლოდ ერთ მეტრში, არამედ მთელ კილომეტრებზეც. ამ და სხვა მოვლენების გამოწვევა ევროპელსაც შეუძლია, თუ ამაზე საკმარის დროს დახარჯავს. ჩვენი მაგიური განვითარებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა ელემენტის ფლობა, რაც მაგიური თვალსაზრისით ყველაზე სწორია.

რიგით შემდეგი ჰაერის ელემენტის სავარჯიშოა - ამ ელემენტს რაც შეეხება ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც ცეცხლის ელემენტის შემთხვევაში, ოღონდ განიხილება სრულიად სხვა შეგრძნება. თქვენ ღებულობთ იგივე მოსახერხებელ პოზას, ხუჭავთ თვალებს და წარმოიდგენთ, რომ იმყოფებით ჰაეროვანი სივრცის შუაში, რომელიც მთელს უნივერსუმს ავსებს. სხვა არაფერი უნივერსუმში არ უნდა აღიქვათ. სხვა არაფერი, გარდა ჰაერისა, რომელიც მთელს უნივერსუმს აღავსებს, თქვენთვის არ არსებობს. თქვენ შეისუნთქავთ ჰაერის ელემენტს სამშვინველის ცარიელ ჭურჭელში და უხეშ-მატერიალურ გარსებში მთელი სხეულით (ფილტვებით და ფორებით). ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად სხეული სულ უფრო ივსება ჰაერით. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ წარმოდგენა, რომ ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად სხეული იმდენად ივსება ჰაერით, რომ საჰაერო ბუშტს ემგვანება. ამავდროულად დაუკავშირეთ ეს შეგრძნებას, რომ თქვენი სხეული უფრო და უფრო მსუბუქი ხდება. იმდენად მსუბუქი, როგორც თავად ჰაერი. სიმსუბუქე იმდენად ინტენსიური უნდა გახდეს, რომ საკუთარ სხეულს ვეღარ შეიგრძნობთ. ისევე, როგორც ცეცხლის ელემენტის შემთხვევაში, ვარჯიში უნდა დაიწყოთ შვიდი ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ უნდა გქონდეთ სხვა შეგრძნება, რომ სხეულში არაფერი დარჩა ჰაერის ელემენტისგან, და ამის შემდეგ ისევე ნორმალურად უნდა იგრძნოთ თავი, როგორც მანამდე. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დათვლის აუცილებლობა, გამოიყენეთ კრიალოსანი ან თოკი - კვანძებით. ერთიდან მეორე ვარჯიშამდე აუცილებელია გაზარდოთ ჩასუნთქვების და ამოსუნთქვების რაოდენობა, მაგრამ 40-ს არ უნდა გადააჭარბოთ.

ამ ექსპერიმენტის ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ განდობილები ახერხებენ, რომ უწონადობის ფენომენს მიაღწიონ, და მაგალითად წყალზე იარონ, ჰაერში ილივლივონ, გადაიტანონ სხეული ან სხვა რამე სწორედ მაშინ, როცა განდობილი ერთადერთ ელემენტზე კონცენტრირდება. ჩვენ, მაგები არ ვკმაყოფილდებით ცალმხრივი და ერთი მიმართულების ფენომენებით, რადგანაც ეს არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს. ჩვენ გვინდა, რომ გაცილებით უფრო ღრმად შევაღწიოთ შეცნობასა და ფლობაში.

შემდეგ მოდის წყლის ელემენტის პრაქტიკა: მიიღეთ თქვენი ჩვეული პოზა, დახუჭეთ თვალები და დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა. წარმოიდგინეთ, რომ მთელი უნივერსუმი უსასრულო ოკეანეს ჰგავს, რომლის ცენტრშიც თქვენ იმყოფებით. ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად მთელი თქვენი სხეული ამ ელემენტით ივსება. წყლის სიცივე მთელს სხეულში უნდა შეიგრძნოთ. თუკი შვიდჯერ ჩასუნთქვის შემდეგ სხეული აღივსება ამ ელემენტით, მაშინ ასევე შვიდჯერ ამოისუნთქეთ. ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად გამოიტანეთ წყლის ელემენტი სხეულიდან ისე, რომ ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად თქვენს სხეულში ამ ელემენტის არცერთი ნაწილაკი აღარ დარჩეს. აქაც დაგეხმარებათ კვანძებიანი თოკი. ყოველი ახალი ვარჯიშისას დაამატეთ ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. რაც უფრო ხშირად ჩაატარებთ ექსპერიმენტს, მით უფრო ნათლად იგრძნობთ წყლის ელემენტს მისი სიცივის თვისებით. საკუთარმა თავმა ყინულის დიდი ლოდი უნდა მოგაგონოთ. არცერთმა სავარჯიშომ არ უნდა გადააჭარბოს 20 წუთს. დროთა განმავლობაში უნდა შეძლოთ, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღესაც კი გააცივოთ თქვენი სხეული ამ სახით.

განდობილები აღმოსავლეთში იმდენად სრულყოფილად ფლობენ ამ ელემენტს, რომ საოცარ ფენომენებს აღწევენ. მათ შეუძიათ ყველაზე ცხელ დღეს გამოიწვიონ წვიმა, ან გააჩერონ იგი, შეაჩერონ ჭექა-ქუხილი, დაამშვიდონ მღელვარე ზღვა, მართონ ყველა ცხოველი წყლის ქვეშ და ა.შ. ჭეშმარიტი მაგისთვის ასეთი ან მსგავსი ფენომენები ადვილად ახსნადია.

დაგვრჩა მხოლოდ მიწის ელემენტი: როგორც ყოველთვის, მიიღეთ თქვენი საყვარელი პოზა. ამჯერად წარმოიდგინეთ მთელი უნივერსუმი მიწად, რომლის შიგნითაც თქვენ ზიხართ. მაგრამ წარმოიდგინეთ მიწა, არა როგორც განცალკევებული თიხის გროვა, არამედ როგორც მიწის მკვრივი ქსოვილი. მიწის მატერიის დამახასიათებელი თვისებებია მისი სიმკვრივე და სიმძიმე. სუნთქვის მეშვეობით თქვენი ეგო ამ მკვრივი მიწის მატერიით უნდა აღავსოთ თავიდან ასევე შვიდჯერ, შემდეგ კი, ყოველ ახალ ვარჯიშთან ერთად ერთი სუნთქვა დაამატოთ. უნდა შეგეძლოთ, იმდენი მიწის მატერიის კონცენტრაცია მოახდინოთ, რომ სხეული ტყვიასავით მძიმე გახდეს, და თითქმის პარალიზებული იყოს თავისი სიმძიმის გამო. ამოსუნთქვაც ისევე ხდება, როგორც სხვა ელემენტების შემთხვევაში. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ თავი ისევე ნორმალურად უნდა იგრძნოთ, როგორც მისი დაწყების წინ. ვარჯიშის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ოც წუთს.

ამ სავარჯიშოს («სადჰანას») ტიბეტელი ლამები ყველაზე ხშირად ასრულებენ, ამასთან ლამები მედიტირებენ თიხის ნაჭერზე, ტეხავენ მას და კვლავ მედიტირებენ. ჭეშმარიტ მაგს შეუძლია ეს ელემენტი ყველაზე მარტივად, უშუალოდ შეიცნოს და ფლობდეს მას, ამიტომ მას არ სჭირდება მედიტაციის ასეთი რთული პროცესები.

სხვადასხვა ელემენტთა ფერები შესაძლოა გამოგვადგეს, როგორც დამხმარე წარმოსახვითი საშუალებები, სახელდობრ: ცეცხლი - წითელი, ჰაერი - ცისფერი, წყალი - მომწვანო-მოლურჯო, მიწა - ყვითელი, რუხი ან შავი. ფერის წარმოდგენა ძალზე ინდივიდუალურია, მაგრამ აუცილებელი არაა. თუ ასეთი წარმოდგენა ამარტივებს მუშაობას, მაშინ რეკომენდებულია ამის გამოყენება სამუშაოს დაწყებისას. ჩვენს სავარჯიშოებში მნიშვნელოვანია გრძნობების წარმოდგენა. ხანგრძლივი ვარჯიშების შემდეგ ყველას უნდა შეეძლოს, მაგალითად, ცეცხლის სტიქიაზე ვარჯიშისას, გამოიწვიოს ისეთი ტემპერატურა, რომელიც შეგვიძლია დავამოწმოთ თერმომეტრით, როგორც მომატებული. ასეთი წინასწარი სავარჯიშოები ელემენტთა ფლობაში აუცილებელია, ამას ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

ფენომენთა სახეები, რომელთა გამოწვევაც განდობილს შეუძლია, მაგალითად, მიწის ელემენტის ფლობისას, ძალზე მრავალფეროვანია, და ყველას ეძლევა ასეთი მედიტაციის უფლება. ელემენტის ფლობა - ეს მაგიის ყველაზე იდუმალი სფეროა, რომელზეც აქამდე ყველაზე ცოტა იყო თქმული, რადგანაც ამას ყველაზე დიადი არკანი მოიცავს საკუთარ თავში. ეს მაგიის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, და ვინც ვერ ფლობს ელემენტებს, საეჭვოა, რომ მიაღწიოს რაიმე მნიშვნელოვანს მაგიაში.

სხეულის მაგიის შესწავლა (III)

მოცემული კურსის პირველი საფეხური უკვე ჩვევად უნდა იქცეს, რომელიც მთელი კურსის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ. მეორე აქ საფეხური ერთგვარ გაფართოებას ღებულობს. სხეულის მშვიდი მდგომარეობა ამჯერად ნახევარი საათის განმავლობაშ უნდა შევინარჩუნოთ. მთელი სხეულის ფორებით სუნთქვა ამჯერად შემოფარგლული იქნება გარკვეული ორგანოებით. მოსწავლეს უნდა შეეძლოს - აიძულოს სხეულის ნებისმიერ ნაწილს, რომ დამოუკიდებლად ისუნთქოს ფორებით. ამ სავარჯიშოებს იწყებენ ფეხებით და სრულებენ თავით. პრაქტიკა შემდეგში მდგომარეობს: ჯდებით ჩვეულ პოზაში და ხუჭავთ თვალებს. გაცნობიერებულად გადაგყავთ საკუთარი თავი თქვენს ერთ-ერთ ფეხში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფეხით დაიწყებთ, მარჯვენათი თუ მარცხენათი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფეხი, ფილტვების მსგავსად უნივერსუმიდან ჩაისუნთქავს თავის სასიცოცხლო ძალას და კვლავ ამოისუნთქავს მას. ამრიგად, ხდება სასიცოცხლო ძალის ჩასუნთქვა უნივ ერსუმიდან და ამოსუნთქვის პროცესში გარეთ გამოდის. თუ ეს შვიდ ჩასუნტქვაში და ამოსუნთქვაში შეძელით, გადადით მეორე ფეხზე. ამის შემდეგ ისუნთქეთ ერთდროულად ორივე ფეხით.

თუ ეს გამოგივიდათ, გააკეთეთ იგივე ხელებზე, ჯერ ერთ ხელზე, მერე მეორეზე, შემდეგ კი ორივეზე. ამაშიც წარმატების მიღწევის შემდეგ გადადგით შემდეგი ნაბიჯი, სახელდობრ სხვა ორგანოებზე: გენიტალიებზე, ნაწლავებზე, კუჭზე, ღვიძლზე, ელენთაზე, ფილტვებზე, გულზე, ხორხზე და თავზე. სავარჯიშო შესრულებულად ითვლება, თუკი შეძელით და ორგანიზმის ყოველ ორგანოს აიძულეთ სუნთქვა - ყველაზე მცირესაც კი. ამ სავარჯიშოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ სხეულის ნებისმიერ ნაწილს დაეუფლოთ, დამუხტოთ იგი სასიცოცხლო ძალით, გამოაჯანმრთელოთ და გამოაცოცხლოთ. თუ ამას ჩვენს თავზე მოვახერხებთ, არც ის იქნება რთული, რომ სხვის სხეულშიც ვიმოქმედოთ ასე, მასში ცნობიერების გადატანით, რაც დიდ როლს თამაშობს ძალის მაგნეტურ გადატანაში, ანუ მაგნეტურ მკურნალობაში. ამიტომ ამ სავარჯიშოს ბევრი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

სხეულის მაგიური სწავლების სავარჯიშოა სასიცოცხლო ენერგიის დაგროვება. ჩვენ ვისწავლეთ, თუ როგორ ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ ფორებით სასიცოცხლო ძალა. ახლა კი უნდა დავიწყოთ სასიცოცხლო ძალების დაგროვება. დაგროვების პრაქტიკა შემდეგში მდგომარეობს: ჩვეულ პოზაში ზიხართ და ფილტვებიდან და მთელი სხეულის ფორებიდან უნივერსუმის სასიცოცხლო ენერგიას ჩაისუნთქავთ.

ამ შემთხვევაში სასიცოცხლო ენერგიას უკან, უნივერსუმში არ აბრუნებთ, არამედ სხეულში ტოვებთ. ამოსუნთქვისას არაფერზე იფიქროთ, უბრალოდ რეგულარულად ამოისუნთქეთ გამოყენებული ჰაერი. ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად თქვენ გრძნობთ, თუ რამდენად მეტ სასიცოცხლო ძალას შეისუნთქავთ, და შესაბამისად აგროვებთ. თქვენ უნდა იგრძნოთ სასიცოცხლო ძალის მოზღვავება თქვენში, თითქოს იგი მაღალი წნევით გაწვებოდეთ, და უნდა წარმოიდგინოთ, რომ დაპრესილი სასიცოცხლო ძალა ცეცხლის წყაროს მსგავსად ასხივებს ორგანიზმიდან. ყოველ სუნთქვით მოძრაობასთან ერთად წნევა ანუ გამოსხივების ძალა უფრო და უფრო ძლიერი და ფართე, ძლიერი და გამჭოლი ხდება. განმეორებითი ვარჯიშით უნდა მიაღწიოთ იმას, რომ თქვენი გამჭოლი სასიცოცხლო გამოსხივება დიდ მანძილზე გაგზავნოთ. თქვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უნდა გრძნობდეთ საკუთარი გამოსხივების წნევას და გამჭოლობას. დაიწყეთ შვიდი ჩასუნთქვით და რაოდენობა ყოველდღე ერთი ჩასუნთქვით გაზარდეთ.

ყოველმა ც ალკეულმა სავარჯიშომ არ უნდა გადააჭარბოს ოც წუთს. ეს სავარჯიშოები უნდა ჩაატაროთ საქმიანობის და ექსპერიმენტების ისეთი სახეების დროს, რომლებიც საჭიროებენ დიდი ძალების ხარჯვას, მაგალითად ავადმყოფის მოვლის, დიდ მანძილზე ზემოქმედების, საგნების დამაგნიტების დროს და ა.შ.

თუ სასიცოცხლო ძალა ასეთი ჭარბი რაოდენობით არ გჭირდებათ, სხეული თავის პირვანდელ დაძაბულობას უნდა დაუბრუნდეს, რადგანაც არაა რეკომენდებული ჩვეულებრივ ცხოვრებაში ასეთი ზე-ნორმალური დაძაბულობის ქონა. ეს ცუდად აისახება ნერვულ სისტემაზე და ნევროზულობამდე მიგიყვანთ, ასევე წარმოადგენს სხვა საზიანო შედეგების მიზეზს.

ექსპერიმენტი იმით მთავრდება, რომ ამოსუნთქვისას დაგროვილი ძალა წარმოსახვის წყალობით კვლავ უნივერსუმს უბრუნდება. ამასთან, ჩასუნთქვა მხოლოდ ჰაერის ხდება, ხოლო სასიცოცხლო ენერგიის დაძაბულობას მანამ ამოისუნთქავენ, სანამ წონასწორობის შეგრძნება არ გაჩნდება. ასეთი მეთოდის უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას მაგი ახერხებს, რომ სასიცოცხლო ძალა უნივერსუმში მაშინვე გასცეს, ერთი მოქმედებით, ასევე აფეთქების სახით, თითქოს მაგრად დაბერილი პნევმატური საბურავი გასკდაო. ასეთი უეცარი გამოტყორცნა შესაძლებელი მხოლოდ ამ მეთოდის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ხდება, და ასევე მაშინ, როცა ორგანიზმის რეზისტენტობა გაიზრდება. თუ ამაში გარკვეული უნარი შეიძინეთ, მაშინ უნდა გადახვიდეთ იმაზე, რომ ეს ექტპერიმენტი სხეულის ცალკეულ ნაწილებზე ჩაატაროთ, ამასთან ნელა, მცირე ნაბიჯებით. განსაკუთრებულად სპეციალიზება ხელებზე დაგჭირდებათ. განდობილები ამას თვალებზეც აკეთებენ, ამიტომაც შეუძლიათ თავის ნებას დაუქვემდებარონ არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ადამიანთა მასებიც. მაგს, რომელიც ხელებზე ასეთ უნარს ეუფლება, ჭეშმარიტად კურთხეული ხელები აქვს. ამაში დევს ხელებით განკურნების ძალა და ა.შ.

ამ საფეხურის სავარჯიშოები შესრულებულად ითვლება, თუკი ადამიანს შეუძლია დააგროვოს სასიცოცხლო ძალა არა მხოლოდ მთელს სხეულში, არამედ მის ცალკეულ ნაწილებშიც, და შეუძლია ასევე გამოასხივოს დაგროვილი ძალა. ამ სავარჯიშოს დაუფლებით მთავრდება სხეულის მაგიის მესამე საფეხურის შესწავლა.

III საფეხურის დანართი

თუ გულმოდგინე მოსწავლემ თავის მაგიურ განვითარებაში ამ ადგილს მიაღწია, მაშინ იგი შეძლებს, რომ თავისი არსის საერთო ცვლილება იხილოს. მისი მაგიური შესაძლებლობები ყველა სფეროში გაიზრდება. მენტალურ სფეროში იგი უფრო ძლიერ ნებას, მეტ მედეგობას, უკეთეს მეხსიერებას და დაკვირვების უფრო მახვილ უნარს, ასევე მკაფიო გონებას მოიპოვებს. ასტრალურ სფეროში იგი იგრძნობს, რომ უფრო მშვიდი, გაწონასწორებული გახდა, და მისი ბუნებიდან გამომდინარე, მასში მიძინებული უნარებიც გაიღვიძებს.

ფიზიკური სხეულის ფარგლებში იგი აღმოაჩენს, რომ უფრო ჯანმრთელი, საღი და ახალგაზრდა გახდა. მისი სასიცოცხლო ძალა მრავალი მის გარშემო მყოფი ადამიანის სასიცოცხლო ძალას გადააჭარბებს და პრაქტიკულ ცხოვრებაშიც ბევრს მიაღწევს, თავისი გამოსხივების ძალის წყალობით.

ასე, მაგალითად, თავისი გამოსხივების ძალის მეშვეობით იგი შეძლებს, რომ შენობა, რომელშიც იმყოფება, გაანთავისუფლოს არასასურველი ზეგავლენებისგან და აღავსოს თავისი სასიცოცხლო ძალით. დისტანციაზეც კი უპრობლემოდ შეძლებს, რომ ავადმყოფობებისგან განკურნოს, რადგანაც თავისი სასიცოცხლო ძალის შორ დისტანციაზე გაგზავნას შეძლებს. მას ექნება ასევე უნარი, რომ თავისი გამოსხივების ძალით საგნები თავისივე სურვილებით დამუხტოს. ეს მხოლოდ მაგალითებია, რადგანაც მოსწავლე თავად გადაწყვეტს, როგორ, სად და როდის გამოიყენოს თავისი მაგიური უნარები. მხოლოდ ერთი რამ უნდა ახსოვდეს მუდამ: რომ მაგიური უნარების გამოყენება შეიძლება როგორც სასიკეთო, ასევე ეგოისტური მიზნებისთვის. ამიტომ ყოველთვის უნდა მიჰყვეს ანდაზას: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. საკუთარი მიზნები მუდმივად უკეთესისკენ უნდა მიმართოს. მაგნეტიზმთან მუშაობას ყველა შესაძლო ვარიაცია შეიძლება ჰქონდეს. საკითხის უკეთ წარმოსადგენად, განვიხილოთ კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა.

შენობის დამუხტვა

მთელი თქვენი სხეულით ჩაისუნთქეთ ფილტვებითა და ფორებით სასიცოცხლო ძალა და დაპრესეთ თქვენი წარმოსახვით მთელს სხეულში, ისე, რომ იგი დინამიურად ანათებდეს. თქვენი სხეული წარმოადგენს ერთდროულად მანათობელ ძალას, წვის წერტილს, შეიძლება ითქვას - ინდივიდუალურ მზეს. ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად გააძლიერეთ დაპრესილი სასიცოცხლო ძალა, ასევე ნათების ძალა და აღავსეთ მისით შენობა, რომელშიც იმყოფებით. თქვენი გამოსხივების ძალის მეშვეობით ოთახი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მზით უნდა აღივსოს. განმეორებითი ხანგრძლივი ვარჯიშებისას შეგიძლიათ სიბნელეში, ღამითაც კი გაანათოთ ოთახი იმდენად, რომ საგნები კარგად ხილულნი გახდებიან არა მხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ არაგანდობილებისთვისაც, რადგანაც სასიცოცხლო ძალის სინათლე ამ სახით მატერიალურ სინათლედ იქცევა, ეს კი მხოლოდ ვარჯიშია წარმოსახვის ძალაში.

მხოლოდ ამ სავარჯიშოთი მაგი რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდება, რადგანაც მისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სასიცოცხლო ძალას უნივერსალური ხასიათი გააჩნია: იგი არა მხოლოდ მისი იდეების, აზრების და სურვილების მატარებელია, არამედ მისი წარმოსახვის განმახორციელებელიცაა, და ამ სასიცოცხლო ძალის მეშვეობით მას შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს. ამ ჩანაფიქრის რეალიზაცია - მკაფიო წარმოსახვის საქმეა.

თუ მოსწავლემ თავისი სამუშაო სივრცე თავისი გამოსხივების ძალით აღავსო, მას შეუძლია ყველაფერი წარმოიდგინოს, რისი მიღწევაც სურს, მაგალითად, შენობაში მყოფი ყველა ასტრალური და მაგიური ზეგავლენა გაიწმინდოს და განქარდეს, ან ის, რომ არა მხოლოდ მაგი გრძნობდეს თავს ამ შენობაში ჯანმრთელად და კარგად, არამედ ყველა, ვინც აქ შემოდის და იმყოფება. გარდა ამისა, მაგს შეუძლია გაჟღინთოს თავისი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე სურვილით, რომ ჰქონდეს თავის სამუშაოში შთაგონება, წარმატება და ა.შ. წინწასულ მაგებს ასევე შეუძლიათ, რომ დაიცვან თავიანთი შენობა არასასურველი ადამიანებიგან იმით, რომ როგორც კი ისინი შენობაში შედიან, მოსვენებას ვერ პოულობენ იქ, და ვერც კი ჩერდებიან. ასეთი შენობა დამუხტულია დამცავი იდეებით და შიშის იდეებით.
შენობა შესაძლებელია დაიმუხტოს სტაბილურობითაც, ანუ ყოველი ადამიანი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა შენობაში, უკან იქნება განდევნილი. ამ თვალსაზრისით მაგს უსაზღვრო შესაძლებლობები ეძლევა, და ასეთი რეკომენდაციების საფუძველზე მას შეუძლია სხვა მეთოდებიც მოიფიქროს.

ამრიგად, მაგს შეუძლია ამოსუნთქვისას კვლავ უნივერსუმს დაუბრუნოს ენერგია და თავისი წარმოსახვის წყალობით მხოლოდ ოთახში დატოვოს გამოსხივების ძალა. მას შეუძლია ასევე ოთახში მოიზიდოს ენერგია უნივერსუმიდან, წინასწარ სხეულში დაგროვების გარეშე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას გამოუვიდა ენერგიის დაგროვების გარკვეული სავარჯიშოები. ასევე შეუძლია მას, რომ შენობა თავისი სურვილებით გაჟღინთოს. წარმოსახვას, ასევე როგორც ნების ძალას და რწმენას, ერთად საზღვრები არ გააჩნია. ასეთი საქმიანობისას მაგი არაა მიჯაჭვული ერთ შეზღუდულ სივრცეს, მას შეუძლია ერთდროულად დამუხტოს ორი ან მეტი ოთახი, მთელი სახლიც კი. რადგანაც წარმოსახვის ძალას არ გააჩნიოა არც სივრცე და არც დრო, მას შეუძლია თავისი ქმედება შორ მანძილზეც განახორციელოს. დროთა განმავლობაში მას შეეძლება რომ ნებისმიერიასეთივე ზომის შენობა დამუხტოს, იქნება ეს ახლო თუ შორ მანძილზე. თავისი ეთიკური განვითარების შესაბამისად იგი გამუდმებით გააკეთებს მხოლოდ სიკეთეს და კეთილშობილურს, და მისი ძალაუფლება ამით უსაზღვრო გახდება. «მოთმინებას და შრომას ყველაფერი შეუძლია».

ბიომაგნეტიზმი

გავეცნოთ სასიცოცხლო ძალის კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას, რომელიც მაგიური საქმიანობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, ნებისმიერი საგანი, ნებისმიერი ცხოველი, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი აზროფორმა შეგვიძლია დავმუხტოთ რეალიზაციის ანუ განხორციელების შესაბამისი სურვილით. სასიცოცხლო ძალას უნარი აქვს მიიღოს ნებისმიერი, სხვისი აზრიც, სხვისი ემოციაც კი. შეუძლია დაიმუხტოს მათით ან შეუერთდეს მათ. ამიტომ კონცენტრირებული სასიცოცხლო ძალა სხვა აზრებს შეერეოდა, რაც შეასუსტებდა დამუხტული აზრის ძალას, ან გაანადგურებდა მას, თუ მაგი გამუდმებული გამეორებით არ გამოიწვევდა მუხტის გაძლიერებას და ამით სურვილი ან იდეა არ გაცოცხლდებოდა, რასაც დროის კარგვამდე მივყავართ და ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. სასურველი შედეგი მანამდე მოქმედებს, სანამ საჭირო დაძაბულობაა საჭირო მიმართულებით. შემდეგ სასიცოცხლო ძალა განქარდება, სხვა ვიბრაციებს ერევა, და ზემოქმედება თანდათანობით სუსტდება. იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოს ამ ეფექტისგან, მაგი უნდა იცნობდეს ბიომაგნეტიზმის კანონს.

სასიცოცხლო ძალა თავის თავში იკრებს არა მხოლოდ იდეას, წარმოდგენას, აზრს ან გრძნობას, არამედ დროის ცნებასაც. ეს კანონი, ანუ სასიცოცხლო ძალის ეს დამახასიათებელი თვისება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მასთან მუშაობისას, ასევე ელემენტებთან მუშაობისას. ამიტომ ნებისმიერი სურვილის დამუხტვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დრო და სივრცე. მაგიური საქმიანობის პროცესში აუცილებლად უნ და გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

საქმიანობას აკაშას ელემენტში დრო და სივრცე არ გააჩნია. მენტალურ სფეროში დროით ოპერირებენ, ასტრალურ სფეროში - სივრცით (ფორმით, ფერით), ხოლო უხეშ-მატერიალურ სამყაროში - სივრცით და დროით ერთდროულად. რამდენიმე მაგალითის მეშვეობით ვეცდები ბიომაგნეტიზმთან მუშაობის პრინციპები აგიხსნათ. სასიცოცხლო ძალის მეშვეობით სივრცეს მუხტავთ სურვილით, რომ თქვენ მასში ჯანმრთელად იქნებით და თავს კარგად იგრძნობთ. თქვენ განსაზღვრავთ დროს, უფრო სწორად საზღვრავთ ძალას და სურვილს იმით, რომ სანამ შენობაში იმყოფებით, სანამ იქ ცხოვრობთ, იარსებებს ზეგავლენა, რომელიც გამუდმებით განიცდის განახლებას, შემდეგ კი სტაბილიზდება, მაშინაც კი, როცა სახლს ტოვებთ და დიდხანს აღარ ბრუნდებით. თუ სახლში შედის ვინმე, ვინც არ იცის, რომ იქ სასიცოცხლო ძალაა დაგროვილი, ის მაინც მშვენივრად იგრძნობს თავს ამ სივრცეში. სურვილის გამეორებით დრო და დრო თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ გამოსხივების ძალა თქვენს სახლში. თუ ასეთი ზეგავლენის მქონე სახლში იმყოფებით, ასეთ მოთვინიერებულ სასიცოცხლო ძალას ხანგრძლივი დადებითი გავლენა აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე, ანუ მთელ თქვენს სხეულზე. სასიცოცხლო ძალას ამ შენობაში ჯანმრთელობის სურვების ვიბრაცია აქვს. თუ გაგიჩნდათ, მაგალითად, განზრახვა, რომ ამ შენობაში ოკულტური სავარჯიშოები შეასრულოთ, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ჯანმრთელობასთან და სხვა ვიბრაციის იდეას შეესაბამებიან, მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევთ ასეთი დამუხტვის მქონე სივრცეში, ყოველ შემთხვევაში იმ შედეგებს მაინც ვერ მიაღწევთ, რისი მიღწევაც შესაბამისი დამუხტვის შენობაში შეგეძლოთ. ამიტომ უმჯობესია, საჭიროების მიხედვით დამუხტოთ სივრცე იმ იდეათა ვიბრაციებით, რომლებსაც თქვენი იმჟამინდელი სავარჯიშოები და პრაქტიკები მოითხოვენ. მაგალითად, შეგიძლიათ დამუხტოთ ბეჭედი ან ქვა სურვილით, რომ ადამიანმა, რომელიც მას ატარებს, ბედნიერება და წარმატება მოიპოვოს. აქ არსებობს სივრცისა და დროის დასაზღვრის ორი შესაძლებლობა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ქვაში ან ლითონში წარმოსახვის ძალასთან და სურვილის კონცენტრაციასთაბნ ერთად სასიცოცხლო ძალასაც დებთ, და განსაზღვრავთ, რომ ძალა დიდხანს რჩება მათში, სხვა ძალასაც კი მოიზიდავს უნივერსუმიდან, გამყარდება და ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანს ადამიანს, სანამ ეს ბეჭედი ხელზე უკეთია. სურვილის მიხედვით შესაძლებელია საგნის მოკლე დროით დამუხტვაც, მაგალითად, რათა შეწყდეს გავლენა მაშინვე, როგორც კი მიზანი მიღწეული იქნება.

მეორე შესაძლებლობას ეწოდება „უნივერსალური მუხტი“ და წარმოიქმნება ზუსტად ისევე, მაგრამ იმ სურვილით, რომ სანამ ეს საგანი (ბეჭედი, ქვა, სამკაული) არსებობს, იგი გამუდმებით მოუტანს მის მფლობელს ბედნიერებას და წარმატებას. ასეთი უნივერსალური მუხტები, რომლებსაც განდობილი აკეთებს, ძალას მთელი ასწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს. ეგვიპტურ მუმიებზე ისტორიიდან ცნობილია, რომ ასეთი მოთვინიერებული ძალები ათასი წლის მანძილზე მოქმედებენ. თუკი თილისმა ან რომელიმე სხვა ნივთი, რომელიც ინდივიდუალურადაა დამუხტული გარკვეულ ადამიანზე, სხვის ხელებში აღმოჩნდება, იგი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ახალ ადამიანზე. ხოლო თუ ძველი მფლობელი კვლავ იბრუნებს ამ საგანს, მოქმედება ავტომატურად გრძელდება.

ქვემოთ მე ავღწერ სასიცოცხლო ძალასთან დაკავშირებულ საქმიანობის ველს, სახელდობრ: სამკურნალო მაგნეტიზმთან. როცა მაგი ავადმყოფს კურნავს, იქნება ეს მაგნეტური მკურნალობა ხელებით თუ დისტანციური მკურნალობა - ანუ წარმოსახვით და ნებით, მან ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოს დროის კანონი, თუკი ამ სფეროში წარმატების მიღწევა სურს. მაგნეტიზმის ჩვეული მეთოდი ისაა, რომ მკურნალი წარმოსახვის მეშვეობით თავისი სხეულიდან იღებს სასიცოცხლო ენერგიას და ყველაზე ხშირად ხელებით მიმართავს ავადმყოფისკენ. ეს მეთოდი გულისხმობს, რომ მკურნალი სრულიად ჯანმრთელია და მას სასიცოცხლო ძალა ჭარბად აქვს, თუ რა თქმა უნდა არ სურს, რომ თავის ჯანმრთელობას ავნოს. სამწუხაროდ, მე მინახავს სამწუხარო შემთხვევები, როცა მაგნეტიზიორი თავისი სასიცოცხლო ძაის მეტისმეტი გაცემით ისეთ ზიანს აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას, რომ ახლოს იყო სრულ ნერვულ გამოფიტულობასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ მოვლენებზე, როგორებიცაა გულის უკმარისობა, ასთმა და ა.შ. ასეთი შედეგები გარდუვალია, თუ მკურნალი უფრო მეტ ძალას გასცემს, ვიდრე აღება შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთდროულად ბევრ პაციენტს ემსახურება.

ამ მეთოდს კიდევ ერთი ნაკლი აქვს, კერძოდ: თუ მაგნეტიზიორი პაციენტს საკუთარ ძალასთან ერთად ასევე თავის სულიერ ვიბრაციებს და ხასიათის თვისებებს გადასცემს, მაშინ ამით იგი ზეგავლენას ახდენს მასზე და პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით ასნებოვნებს მას. ამიტომ მაგს ყოველთვის მოეთხოვება, რომ კეთილშობილური ხასიათი ჰქონდეს. თუ მაგს საქმე აქვს პაციენტთან, რომელსაც ხასიათის თვისებები მასზე უარესი აქვს, იგი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით იზიდავს მის ცუდ გავლენებს, რაც მაგნეტიზიორისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდია. ამიტომ მაგნეტიზიორი, რომელიც განსწავლულია ოკულტურ მეცნიერებებში, პაციენტს აძლევბს არა საკუთარი სხეულის სასიცოცხლო ძალას, არამედ იზიდავს ძალას უნივერსუმიდან და მიმართავს მას თავისი ხელებით ჯანმრთელობის კონცენტრირებული სურვილით ავადმყოფის სხეულში. ორივე მეთოდში მაგნეტიზაციები ხშირად უნდა განმეორდეს, თუკი სწრაფი წარმატების მიღწევა გსურთ, რადგანაც დისჰარმონია, ავადმყოფობა ან დაავადების კერა ძალიან სწრაფად იწოვს და ხარჯავს მიწოდებულ ენერგიას და მალევე ისევ ისეთი „მშიერები“ არიან, ამიტომ მკურნალობა კვლავ და კვლავ უნდა განმეორდეს, თუკი მდგომარეობის გაუარესება არ გვინდა. მაგთან საქმე სხვაგვარადაა. პაციენტი შვებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მაგი სულიერად გახსნილია. ანუ მან მოახდინა ენერგიის დინამიური დაგროვება საკუთარ ორგანიზმში და სასიცოცხლო ძალის სხივებს უგზავნის. მაგს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს მრავალი მეთოდი, მაგრამ მან გამუდმებით უნდა შეინარჩუნოს თავისი წარმოსახვა იმ განწყობით, რომ ავადმყოფი საათიდან საათამდე უკეთ ხდება. ქვემოთ მე მოვიყვან რამდენიმე მეთოდს, რომლებიც მაგს შეუძლია გამოიყენოს ავადმყოფების მკურნალობისას.

უპირველეს ყოვლისა, იგი კარგად უნდა ერკვეოდეს ავადმყოფობის დიაგნოსტიკაში. ეს ცოდნა მან სპეციალური ლიტერატურის ღრმად შესწავლით უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, მაგი ანატომიაშიც კარგად უნდა ერკვეოდეს.

რა თქმა უნდა, იგი არ იქნება იმდენად ქარაფშუტა, რომ ხელი მოკიდოს ისეთი ავადმყოფობის მკურნალობას, რომელიც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, და ასევე არ დაიწყებს ინფექციური დაავადებების მკურნალობას. მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი ტრადიციული მკურნალობის პარალელურად მაგს შეუძლია დააჩქაროს განკურნების პროცესი და შეამციროს ტივილები. მას ამის გაკეთება შორი მანძილიდანაც შეუძლია.

ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ექიმებიც სპეციალიზდნენ ამ სფეროზე და ალოპათიურ მკურნალობასთან ერთად მაგიური პრაქტიკების გამოყენებაც შეეძლოთ. ამიტომაც მაგმა, თუკი არ უნდა რომ შარლატანად შეირაცხოს, მხოლოდ იმ ავადმყოფებს უნდა უმკურნალოს, რომლებიც ან ექიმის მიერაა მასთან გაგზავნილი ასეთი სახის მკურნალობისთვის, ან იგი უშუალოდ უნდა მუშაობდეს ექიმთან ერთად. მაგი უპირველეს ყოვლისა ავადმყოფის ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს და არ უნდა ისწრაფვოდეს ჯილდოსთვის ან საფასურისთვის. შექების და აღიარების სურვილიც შორს უნდა იყოს მისგან. თუ იგი ყოველთვის მიჰყვება სიკეთის იდეალებს, კურთხევა არ მოაკლდება მას. მაგი, რომელიც ამ იდეალებს მიჰყვება, ისეთ გაჭირვებულებსაც ეხმარება, რომლებმაც ამის შესახებ არ იციან. ასეთი დახმარება ყველაზე კურთხეულია.

დასასრულს მე მოვიყვან რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, რომელთა გამოყენებაც მაგს შეუძლია ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს თავისი ნერვული სისტემა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. სანამ ავადმყოფთან მიხვალთ, გააკეთეთ მინიმუმ შვიდჯერ ფილტვებით და ფორებით სუნთქვის სავარჯიშო, დააგროვეთ სასიცოცხლო ძალის უზარმაზარი მარაგი უნივერსუმიდან საკუთარ სხეულში და დაე, თქვენი სასიცოცხლო ძალა მზესავით ასხივებდეს. შეეცადეთ, სასიცოცხლო ძალის განმეორებითი შესუნთქვით გამოიწვიოთ ნათება თქვენიო სხეულიდან მინიმუმ ათი მეტრის რადიუსზე, რაც შეესაბამება დაახლოებით ათი ჩვეულებრივი ადამიანის სასიცოცხლო ძალას.

თქვენ უნდა გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ თქვენში დაგროვილი სასიცოცხლო ძალა თქვენს სხეულში ნათებას იწვევს. თუ ასეთ მანათობელ მდგომარეობაშ პაციენტის გვერდით იმყოფებით, მისი მდგომარეობა მაშინვე მსუბუქდება, და იმ ავადმყოფობების შემთხვევაში, რომლებსაც თან ძლიერი ტკივილები არ ახლავს, იგი მდგომარეობის დაუყოვნებელ გაუმჯობესებას გრძნობს. გამოსხივების დაგროვილი ძალა პაციენტზე ინდივიდუალურად გადაიტანეთ, და თქვენი გადასაწყვეტია, რა გზით გააკეთებთ ამას. გამოცდილ მაგს არ ჭირდება რაიმე მაგიური ოპერაციების ჩატარება ან ავადმყოფზე ხელების დადება, რადგან ეს ყველაფერი დამხმარე მანიპულაციები და მისი ნების გამოვლინების დამხმარე საშუალებებია. საკმარისი იქნება, თუ მაგი ხელებს ჩაკიდებს პაციენტს და წარმოსახვით იმუშავებს. თვალები ამ დროს შეიძლება ღია ჰქონდეს, ან დახუჭული. როცა მოუნდება, შეხედავს პაციენტს, მაგრამ ესეც არაა აუცილებელი. აქ წარმოსახვა მუშაობს.

მაგს ასევე შეუძლია ძალის გადაცემის მთელი ამ პროცესის განმავლობაი ისე იჯდეს პაციენტის გვერდით, რომ არ ეხებოდეს მას. თქვენ წარმოიდგენთ, რომ თქვენს გარშემო მყოფი მანათობელი ძალა ავადმყოფის სხეულში მიემართება, თქვენი წარმოსახვის ძალით იპრესება მასში, მის ყველა ფორაში აღწევს და ანათებს მას. ამასთან, თქვენ ბრძანებას გასცემთ თქვენი ნებით, რომ დაპრესილი ძალა ავადმყოფს ჯანმრთელობას და ტანჯვისგან განთავისუფლებას მოუტანს. გამუდმებით უნდა წარმოიდგინოთ, რომ ავადმყოფი საადიდან საათამდე უკეთ ხდება, რომ დღითიდღე უფრო ჯანმრთელად გამოიყურება, და უბრძანებთ მანათობელ ძალას, რომ მანამ არ უნდა დატოვოს, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება. რაღაც დროის შემდეგ გაიმეორეთ ასეთი დამუხტვა, გააძლიერეთ კონცენტრირებული მანათობელი ძალის დაძაბულობა, და მიღწეული ბრწყინვალე შედეგი გაგაოცებთ. პირველ რიგში, მაგიური ძალა ვერ გაქრება, რადგან თქვენ იგი მოათვინიერეთ და უბრძანეთ, რომ გამუდმებით განახლდეს, მეორეც, ტქვენ დრო დანიშნეთ, ამიტომ ორგანიზმი საათიდან საათამდე, დღიდან დღემდე უკეთ გრძნობს თავს. და მესამე - ამ ძალას სივრცე განუსაზღვრეთ, რომელიც სხეულის მოცულობას შეესაბამება. აქვე შემიძლია რეკომენდაციის მოცემა, რომ აიძულოთ გამოსხივების ძალას სხეულს დაახლოებით ერთი მეტრით გასცდეს, რაც ჩვეულებრივი ადამიანის გამოსხივებას შეესაბამება. ასეთი მეთოდით თქვენ ასრულებთ სივრცისა და დროის მატერიალური კანონების ძირითად პირობებს.

მაგი შეამჩნევს, რომ მისი გამოსხივების ძალა, რომელიც მან პაციენტზე გადაიტანა, არ მცირდება. ნათება არ კარგავს თავის ინტენსივობას. ეს იმ მდგომარეობას უნდა მივაწეროთ, რომ დაპრესილი სასიცოცხლო ძალა სხეულში მაშინვე განიცდის განახლებას, და ანაცვლებს გაცემული ნათების ძალას. ამიტომ მაგს შეუძლია ასობით ავადმყოფი განკურნოს, და ამასთან მისი არც ნერვული სისტემა და არც სულიერი ძალა არ დაზიანდება.

შემდეგი მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ მაგი წარმოსახვის ძალით ავადმყოფის სხეულის ფორებით ან სხეულის დაავადებული ნაწილით სასიცოცხლო ენერგიით აღავსებს მთელ სხეულს, რათა ენერგია გამუდმებით გნახლდეს უნივერსუმიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე. აქ ასევე სურვილის წარმოდგენა სივრცითა და დროითაა დასაზღვრული. ამ მეთოდს მხოლოდ იმ პაციენტებთან იყენებენ, რომელთა ნერვული სისტემაც ჯერ ბოლომდე გამოფიტული არაა და შეუძლია სასიცოცხლო ძაის გარკვეული რაოდენობის გაძლება. გამოცდილ მაგს დაგროვილი სასიცოცხლო ძალის მატერიალიზება შეუძლია, ანუ გამკვრივება უხეშ-მატერიალურ ძალამდე, რომელიც შეგვიძლია ელექტროობას შევადაროთ. ეს მეთოდი სხვებთან შედარებით ძალიან პოპულარულია, რადგან ძალიან მარტივი და კარგად მოქმედია. სხვა სრულიად ორიგინალურ მეთოდს წარმოადგენს მეთოდი, რომ წარმოსახვის მეშვეობით ავადმყოფს აიძულებენ თვითონ ჩაისუნთქოს საკუთარი გამოსხივებული ენერგია. თუ ავადმყოფს შეუძლია კონცენტრირება, მას ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგი წარმოსახვით აკეთებს ამას. პრაქტიკული პროცესი შემდეგამდე დაიყვანება:

თქვენი გამოსხივების ძალა დაახლოებით 10 მეტრზე ვრცელდება. რადგანაც პაციენტის გვერდით იმყოფებით, იგი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბანაობს თქვენი ენერგიის სინათლეში, რომელიც გამოჯანმრთელების სურვილითაა გაჟღენთილი. პაციენტი, რომელსაც კონცენტრაცია შეუძლია, მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ ყოველი ჩასუნთქვით იგი შეისუნთქავს თქვენი გამოსხივების ენერგიას და უფრო ჯანმრთელი ხდება. იგი კონცენტრირებულად უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მკურნალი ძალა მასში რჩება, და რომ მისი მდგომარეობა გამუდმებით უკეთესობისკენ მიდის მაშინაც კი, როცა მაგი მის გვერდით არ იმყოფება. თუკი პაციენტს არ შეუძლია კონცენტრაცია ან როცა საქმე ეხება ავადმყოფ ბავშვებს, მაშინ თქვენ თვითონ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ავადმყოფი ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად იღებს თქვენს სასიცოცხლო ძალის გამოსხივებას. მაგრამ აქაც გჭირდებათ სურვილის კონცენტრაცია, რომ ამ ძალამ პაციენტში შემდგომშიც იმოქმედოს.

ჩვენ აქ შეგვიძლია დავეყრდნოთ ციტატას ბიბლიიდან, რომელშიც ავადმყოფი ქალი, იმისთვის რომ განკურნებულიყო, ქრისტეს შეეხო. ქრისტემ შენიშნა თავის თავში სასიცოცხო ენერგიის შემცირება და მის ერთ-ერთ თანმხლებ მოსწავლეს უთხრა: „მე შემეხნენ“. სასიცოცხლო ძალასთან და მაგნეტიზმთან მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ სივრცე და დრო. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე და შემიძლია კიდევ ბევრი მეთოდის შესახებ მოგიყვეთ. მაგს, მაგალითად, შეუძლია დაუკავშირდეს პაციენტის სულს ძილის დროს და მოახდინოს რომელიმე მკურნალობის მეთოდის „ინტენსირება“. მას ასევე შეუძლია გარდა სასიცოცხლო ძალისა ავადმყოფი მაგნეტიზმის ელემენტებით, ელექტროობით, მაგიურად განკურნოს. რამდენიმე მეთოდის ზუსტი აღწერა დიდი მოცულობის წიგნს დაიკავებდა. შესაძლოა მომავალში გამიჩნდეს შესაძლებლობა, რომ გამოვცე წიგნი მკურნაობის ოკულტური საშუალებების შესახებ. ჯერ-ჯერობით ეს მომავლის საქმეა. ამ წიგნში მხოლოდ რამდენიმე მეთოდის მაგალითი მოვიყვანე. მაღალი დონის განდობილები და წმინდანები, რომელთა წარმოსახვის ძალაც იმდენად განვითარებულია, რომ ნებისმიერი მათი წარმოდგენა მაშინვე რეალიზდება, არ საჭიროებენ რაიმე მეთოდს. მათთვის საკმარისია მხოლოდ სურვილის ან ნების გამოხატვა, და ეს ნება მაშინვე რეალიზდება. ყოველი მაგი უნდა ეცადოს, რომ ასეთ მაღალ დონეს მიაღწიოს.

III საფეხურის სავარჯიშოების განზოგადება

I. სულის მაგიის შესწავლა:

1. აზრების კონცენტრაცია ერთდროულად ორ-სამ გრძნობაზე.
2. აზრების კონცენტრაცია საგნებზე, ლანდშაფტებზე, დასახლებულ პუნქტებზე.
3. აზრების კონცენტრაცია ცხოველებზე და ადამიანებზე.

II. სამშვინველის მაგიის შესწავლა:

1. ელემენტებით სუნთქვა მთელ სხეულში:

ა) ცეცხლი — სითბო;
ბ) ჰაერი — სიმსუბუქე;
გ) წყალი — სიცივე;
დ) მიწა — სიმძიმე.

III. სხეულის მაგიის შესწავლა:

1. პირველ საფეხურზე ნასწავლის შენარჩუნება და მისი ჩვევად ქცევა.

2. სასიცოცხლო ენერგიის დაგროვება:

ა) ფილტვებით და მთელი სხეულის ფორებით სუნთქვ ის მეშეობით;
ბ) სხეულის ცალკეულ ნაწილებში.

დანართი III საფეხურისთვის:

1. სივრცის გაჟღენთვა ჯანმრთელობის, წარმატების და ა.შ. მისაღწევად.
2. ბიომაგნეტიზმი.

მესამე საფეხურის დასასრული

თუ ვინმე ამ საფეხურს გადალახავთ, მომწერეთ და თარგმნას განვაგრძობ...