bardon

ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში

ავტორი: ფრანც ბარდონი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

ტიმ სკოტის სტატია:ვინ არის ფრანც ბარდონი?

ვინ არის ფრანც ბარდონი?

ფრანც ბარდონი წარმოადგენს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ცნობილ ოკულტისტს და მაგს. ძირითადად იგი ცნობილია ოთხი წიგნის წყალობით, რომლებიც 1950-იანებშ გამოიცა. მრავალმა ავტორმა მისგან აიღო ტექნიკები და ტერმინოლოგია ისე, რომ მისი სახელი არ უხსენებია - ხანდახან გაუცნობიერებლად, მაგრამ არა ყოველთვის. ერთხელ მისი წიგნი შევთავაზე ადამიანს, რომელიც რამდენიმე წელი სწავლობდა ოკულტიზმს. იგი განცვიფრებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ მისი მასწავლებელი ბარდონის წიგნიდან იღებდა მასალებს და თავს აჩვენებდა, რომ თავად დაწერა ისინი. ბარდონი ყოველთვის ხაზს უსვამდა პრაქტიკის მნიშვნელობას და ყველაფერ დანარჩენზე წინ აყენებდა მას. მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნები დიდ თეორიულ განყოფილებებს შეიცავენ, აქცენტი ყოველთვის მაგიის სწავლების რეალურ პრაქტიკულ შედეგებზე კეთდებოდა. მისი მუდმივი მიზანი იყო მიეცა მოსწავლისთვის უფრო სრული და შეძლებისდაგვარად სრულყოფილი მაგიური ინსტრუქციები, რომლებიც მისაწვდომი იქნებოდა ოკულტური ლოჟებისა და პირადი მასწავლებლის გარეშეც. მიაღწია თუ არა მან წარმატებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალებაა - დამოუკიდებლად გაიაროთ სწავლების ეს კურსი.

ბარდონის ცხოვრება და მოღვაწეობა.

ბარდონი არ ცდილობდა საკუთარი თავისგან ლეგენდარული პიროვნების შექმნას. ერთადერთი მოხსენიება საკუთარ თავზე ეხებოდა ამა თუ იმ ტექნიკის შემოწმებას საკუთარი გამოცდილებით. არ შემიძლია არ შევადარო ბარდონი ამ ასწლეულის გაცილებით მეტად ცნობილ მაგს, რომელმაც ბევრი დაწერა საკუთარი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ ისე, რომ არ დავიწყებია ყოველ ნაბიჯზე განედიდებინა საკუთარი თავი. მისი მოსწავლის და ახლო მეგობრის - ოტტი ვოტავოვის ნათქვამის თანახმად, ბარდონი უფროსი იყო 13 შვილში და ერთადერთი ვაჟი ძალიან ღვთისნიერი ქრისტიანი მისტიკოსის - ვიქტორ ბარდონის ოჯახში. თუმცა ვიქტორმა გარკვეულ დონეს მიაღწია თავის სულიერ განვითარებაში, იგი გრძნობდა, რომ არ შეეძლო ცოდნის მიღების და სრულყოფის გაგრძელება; ერთხელ ლოცვისას, მან კურთხევა მიიღო ზემოდან. ისტორია გვეუბნება, რომ სრულყოფილი სული შევიდა მისი შვილის - ფრანცის სხეულში და ამით ვიქტორის ხელდამსმელი გახდა. მოგვიანებით ბარდონი საესტრადო მაგი ხდება, რომელიც გარკვეულ სახელს იხვეჭს გერმანიაშ 1920-30 წლებში ფსევდონიმით «ფრაბატო». ამბობენ, რომ იგი მაგიური ხერხების დემონტრაციას ახდენდა მისი ქმედებები უნიკალურ ხასიათს ატარებდა. როგორც კი ხელისუფლებაშ ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, 1930-იანებში სხვადასხვა საზოგადოებები, როგორებიც იყო ო.ტ.ო. და სხვები აკრძალულ იქნა, ხოლო მათი ზოგიერთი წევრი დაპატიმრებულ იქნა. ოტტი ვოტავოვა ამტკიცებდა, რომ ჰიტლერი შედიოდა ლეგენდარულ «FOCG»-შიანუ «99 ლოჟაში»  შავ მაგიურ გაერთიანებაში, რომელიც აღწერილია «ფრაბატოში» და ასევე ორდენში «ცეცხლი და ყინული». გარდა ამისა ჰიტლერი და მისი ახლო მეგობრები ცნობილი«ტულის ორდენის» წევრებიც იყვნენ, რომელიც ძლევამოსილი ტიბეტელი შავი მაგების გარეგნულ იარაღს წარმოადგენდა.

დატუსაღება მესამე რეიხის მიერ.

ბარდონის ერთ-ერთი მოსწავლის უყურადღებობის გამო (რომელიც ბარდონის ბრძანების მიუხედავად არ ანადგურებდა მათ შრის მიმოწერას) ნაცისტებმა დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს ორივე მათგანი 1941 წლის ბოლოს ან 1942-ის დასაწყისში. იმ დროს, როდესაც ტუსაღებს აწამებდნენ, მოსწავლემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და წამოიყვირა კაბალისტური ფორმულა მტანჯველების გაშეშებისთვის. თუმცაღა საბოლოო ჯამში ფორმულის ეფექტი გაქარწყლდა და მოსწავლე ადგილზე დახვრიტეს. ადოლფ ჰიტლერმა ბარდონს მაღალი პოსტი შესთავაზა მესამე რეიხში იმ პირობით, რომ მაგიის მეშვეობით ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. იგულისხმებოდა, რომ ბარდონს ჰიტლერისთვის უნდა გადაეცა დანარჩენი 98 ლოჟის მისამართი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშ იყო განლაგებული. როცა მან უარი თქვა დახმარებაზე, ნაცისტების მიერ სასტიკად იქნა წამებული. სხვა ყველაფერთან ერთად უტარებდნენ ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე, თითებზე რკინის რგოლებს აცმევდნენ და მათზე მძიმე ლითონის ბურთებს ამაგრებდნენ.  

ომის შემდეგ, თავისი მაგიური შესაძლებლობების წყალობით ბარდონმა გაიგო, რომ ჰიტლერი საზღვარგარეთ გაიქცა. რომ არ ეცნოთ, ჰიტლერმა რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით შეიცვალა გარეგნობა. დიტიერ რუჯბერგი (ბარდონის წიგნების გამომცემელი) ასეთ კომენტარს უკეთებს ზემოთმოყვანილ ისტორიას: “ოტტი ვოტავოვამ იმდენი მოგვითხრო თავისი მასწავლებლის  ცხოვრების შესახებ, მასთან ჩემი ნაცნობობის წლებში შემეძლო დავრწმუნებულიყავი ოტტის სიყვარულში ჭეშმარიტებისადმი“.

განთავისუფლების შემდეგ ბარდონმა განაახლა თავისი ოკულტური საქმიანობა. ცხადია, რომ ეს გახდა მიზეზი ჩეხეთის მთავრობასთან კონფლიქტისა. ისინი ბარდონს ყველანაირად უშლიდნენ ხელს.

დაპატიმრება და სიკვდილი.    

ბარდონის ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ რუჯბერგი შემდეგს მწერს: “ბარდონის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენდა ბუნებრივი მკურნალობა. მას შეეძლო მეორე სტადიის კიბოსგან განეკურნა ოპერაციისა და დასხივების გარეშე, მხოლოდ საკუთარი მცენარეული წამლებით, რომლებიც ალქიმიური ფორმულებით იყო დამზადებული. ამ მიზეზით ოფიზიალური მედიცინის ექიმებს ძალიან შურდათ მისი, რადგანაც არ შეეძლოთ მსგავსი წარმატების მიღწევა თავიანთი ქიმიური პრეპარატებისა და ბირთვული თერაპიის მეშვეობით. მისი წიგნების გამოცემის შემდეგ,  1956 წელს, მრავალი ადამიანი ჩამოვიდა გერმანიიდან მის მოსანახულებლად. ექიმებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაედანაშაულებინათ ბარდონი დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი დაპატიმრებულ იქნა ოპავაში (ჩეხოსლოვაკიაში) 1958 წელს". სწორედ ასევე რუსი კომუნისტი იდეოლოგების მიერ იდევნეოდნენ თავისუფლად მოაზროვნენი, ბოშები, ებრაელები, მასონები და ნებისმიერი სხვა, ვინც ინტერესდებოდა ოკულტიზმითა და ეზოთერული სწავლებებით. ბარდონი 1958 წლის ივლისში გარდაიცვალა. რა კავშირია მის დაპატიმრებასა და გარდაცვალებას შორის, თუკი ეს კავშირი საერთოდ არსებობს, მე არ ვიცი. იგი მიახლოებით საუკუნეთა გასაყარზე დაიბადა, ამიტომ არც ისე მოხუცებულს დაუტოვებია ეს სამყარო. 

სატურნის საძმო.

ბარდონი მტკიცედ იცავდა შეხედულებას, რომ იგი არ იყო რომელიმე მაგიური საზოგადოების ან ორდენის წევრი. თუმცაღა ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ სინამდვილეში იგი სატურნის საძმოში შედიოდა - ცნობილ ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც გერმანიაში მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში ჰყვაოდა. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლასთან ერთად მათ მიერ დახურულ იქნა ყველა მასონური, რელიგიური თუ ოკულტური ორგანიზაცია. მათ შორის მოექცა სატურნის საძმოც, მაგრამ იგი ისევ აღდგა 1950 წელს. მიუხედავად ამისა არ შემიძლია დაზუსტებით განვაცხადო, რომ ბარდონი ამ საძმოს წევრი იყო. თუმცა ბარდონი აღიარებდა სექსუალური მაგიის ძლევამოსილებას და ეფექტურობას, იგი მაინც მტკიცედ ათქმევინებდა უარს თავის მოსწავლეებს მსგავსი რიტუალებზე მანამ, სანამ ბოლომდე არ ჩაწვდებოდნენ მის მნიშვნელობას.  

ფრანც ბარდონის ნაწარმოებები.

მისი ყველა წიგნი მიახლოებით ერთი ნიმუშით იწერება: საფუძველშია თეორიული ნაწილი, შემდგომი პრაქტიკული ინსტრუქციებით. მათი წაკითხვა და გაგება ერთგვარი გამოწვევაა, რადგანაც ისინი თარგმნილ იქნა გერმანულიდან, და შესაძლოა მანამდე ჩეხურიდან, არაიდიომატურ ინგლისურ ენაზე. მიუხედავად თარგმანის სირთულეებისა, ერთი რამ მკაფიოდ იხატება - ესაა ბარდონის აშკარა გულწრფელობა. იგი დაჟინებით იმეორებს, რომ თავისი სამუშაო იმდენად კარგად შეასრულა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ამ  ოკულტური განვითარების სისტემის სერიოზული მოსწავლისთვის გადასაცემად, რომელმაც ან მასწავლებელი ვერ იპოვნა, ან ჯგუფში ვერ იმუშავა. ამის შესაბამისად იგი ასევე ხშირად იმეორებს, რომ პირადად ასრულებდა რაღაც ექსპერიმენტს, რიტუალსა თუ მეთოდს.

მისი წყაროები.

აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ მრავალი სიტყვა, რომელსაც ბარდონი იყენებს, სხვა მნიშვნელობას ატარებს ზოგადგამოყენებად კონტექსტში და სხვა ოკულტურ სისტემებშც კი. გაჟღენთვა, ფლუიდი, კონდენსატორი, სფერო - ყველა ამ სიტყვას სპეციალური მნიშვნელობა აქვს. მრავალი მისი ოკულტური იდეებიდან შეგვიძლია აღმოვაჩინოთ უფრო ადრეულ ნაშრომებში, მაგალითად ელიფას ლევიში და ბერეტის „მაგში“. ბარდონი ასევე როგორც ჩანს იცნობს ტიბეტურ ოკულტიზმსაც, ყოველ შემტხვევაშ გაცნობილია ალექსანდრ დევიდ-ნილის (ავტორი წიგნისა - „ტიბეტის მისტიკოსები და მაგები“) ნაშრომებს, რომლის ციტირებასაც დროდადრო ახდენს ხოლმე. იგი ახსენებს მაგალითად კილიხორსს (მაგიურ დიაგრამებს) და ტუმოს (ტიბეტელი ადეპტების უნარს - არ გაიყინონ ყველაზე ცივ ამინდშიც კი). ბარდონი ასევე იძლევა მენტალურ სავარჯიშოებს, როგორებიცაა: კონცენტრაცია, აზრების კონტროლი და ა.შ. - ჩვეულებრივი მოვლენები იოგასთვის და სხვა ოკულტური სისტემებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბარდონი არ ახსენებს ქროულს ან მის რომელიმე ნაშრომს,  «მხეცის» გავლენა მაინც სახეზეა. შეადარეთ ქროულის ცნობილი გამოთქმა: «სიყვარული – ეს კანონია, სიყვარული ნების ძალაუფლების ქვეშ»,ბარდონის გამოთქმას: «სიყვარული – ეს კანონია, მაგრამ სიყვარული ძლიერი ნების ხელმძღვანელობით».   

საოცარი წიგნი სულებთან ურთიერთობის შესახებ.

ბარდონის მეორე ნაშრომი – «მაგიური ევოკაციის პრაქტიკა» – ეს საოცარი და უნიკალური ნაშრომია დაახლოებით 500 გვერდის მოცულობით. მისი ორი ნაწილიდან პირველში ამომწურავადაა ახსნილი ბერვი იარაღი და ინსტრუმენტი, რომელიც მაგს სჭირდება მუშაობისთვის. აქ განიხილება: მაგიური წრე, სამკუთხედი, სარკე, ლამპარი, კვერთხი, მახვილი, ხანჯალი, სამკაპი, გვირგვინი, თასი და ქამარი. ეს წიგნი ბავრად ცერემონიულად ორიენტირებულია, ვიდრე პირველი, რომელიც მოითხოვს დამხმარე ინსტრუმენტების მინიმალურ რაოდენობას. მაგიური ევოკაციის პრაქტიკა - ეს კლასიკური მაგიური გრიმუარი ანუ სახელმძღვანელოა, სავარაუდოდ ყველაზე უკეთესი, ოდესმე დაწერილთაგან.

წიგნის მეორე ნაწილი - სულების და არსებების უზარმაზარი ჩამონათვალია, რომლებთანაც მოსწავლეს იგულისმება რომ შეუძია კონტაქტში შესვლა პირველი წიგნის ტექნიკების დაუფლების შემდეგ. მოყვანილია იმ მიდგომების დიდი რაოდენობა, რომლებიც ხსნიან სულების თავისებურებებს და დანიშნულებებს, ასევე იმას, თუ რა უნარის, ცოდნის ან სარგებელის მოტანა შეუძლია მას ოკულტისტი-პრაქტიკოსისთვის. ბარდონი არაერთხელ ამბობს, რომ თავად აქვს დამყარებული კონტაქტი ყველა ამ არსებასთან და ყველაფერი, რასაც წერს, მის პირად გამოცდილებაზეა დამყარებული. იგი ამბობს, რომ სინამდვილეში არსებობს გაცილებით მეტი არსება, რომლებიც არ ახსენა, რადგან მათთან მუშაობა დამწყებთათვის არასასურველია.

ამ არსებათა სახელწოდებები ძალიან საინტერესოა. ზოგიერთი მათგანი შეესაბამება მაგიური ტრადიციების «კლასიკას». მისი «მერკურის სფეროს 72 სული» – აშკარად შემამფორაშის 72 ანგელოზია. ზოგიერთის სახელი ცოტათი შეცვლილია. მაგალითად, "osrail", როგორც ჩანს «Azrael»-ის იდენტურია, ხოლო «Opollogon»სავარაუდოდშეესაბამება «Apollyon»-ს. ეს წიგნები აღწერილია სხვა ნაშრომებს შორის ბარეტის წიგნში«მაგი». ცვლილებები სახელთა წერილობით ფორმაში შესაძლებელია აიხსნას იმ ფაქტით, რომ თავდაპირველად ბარდონის ნაშრომები დაწერილია ჩეხურად ან გერმანულად.

თუმცაღა სხვა სახელთა უმეტესობის დადგენა ვერ მოხერხდა. მაგალითად არსებობს მარსის სფეროს ზოგიერთი სული, რომლებიც სხვა წყაროებში ვერ აღმოვაჩინე: Rarum, Gibsir, Rahol და Adica. შესაძლოა ეს სახელები აღებულია რომელიმე უცნობი შუასაუკუნეების გრიმუარიდან ან სხვაგვარად იწერება ჩეხურ ენაზე, ან კავშირი აქვთ მის საკუთარ კაბალისტურ სისტემასთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე დასკვნების გამოტანა არ შემიძლია.

ბარდონის უნიკალური კაბალისტური სისტემა.

ბარდონის მესამე და უკანასკნელი ნაშრომია – «გასაღები ჭეშმარიტი კაბალასთვის» (გამოცემულია 1957 წელს). ყოველ შემთხვევაში – ეს მისი უკანასკნელი სრულყოფილი გამოცემული ნაშრომია. მეოთხე წიგნის ხელნაწერის მონაკვეთი მოგვიანებით გამოცემულ იქნა, როგორც ოტტი ვოტავოვას «ფრაბატოს» დამატება და ამბობენ, რომ ოდესღაც არსებობდა მეხუთე წიგნის ხელნაწერიც, რომელიც შეეხებოდა ალქიმიას, მაგრამ მოგვიანებით დაკარგულ იქნა, როდესაც ბარდონი დააპატიმრეს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მთავრობის ბრძანებით. თუ ელით, რომ იხილოთ კიდევ ერთი წიგნი დასავლური კაბალას ან ებრაული კაბალის კოსმოლოგიის შესახებ, იმედები გაგიცრუვდებათ, რადგანაც ბარდონის «კაბალა» – რაღაც სრულიად განსხვავებულია. ძირითად ტექნიკას წარმოადგენს ასოების წარმოთქმა, რაც გვაბრუნებს კაბალას ძველ ებრაულ ტრადიციებთან, მაგრამ თავად სავარჯიშოებს წმინდად დასავლური ჰერმესისტული წარმომავლობა აქვთ.

ბარდონის კაბალა არ ეყრდნობა ებრაული ალფაბეტის 22 ასოს. ფაქტიურად იგი ყველგან იყენებს გერმანული ასოების გამოთქმებს. ებრაული ფორმულები, რომლებსაც ბარდონი ხსნის, მთლიანად გერმანული ასოებისგანაა შედგენილი ებრაული ტრანსლიტერაციით. სამწუხაროდ, არც ებრაულ, არც გერმანულ და არც ინგლისურ ალფაბეტებს არ შეუძლიათ აღნიშნონ ყველა ბგერა, რომლის შექმნაც ადამიანის ენას ძალუძს (ვფიქრობ სანსკრიტი ამისთვის ყველაზე შესაფერისია). ამიტომ არსებობს გაცილებით მეტი ფორმულა, ვიდრე ისინი, რომლებსაც ბარდონი ახსენებს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგანაც«გასაღები ჭეშმარიტი კაბალასთვის» მოსწავლეს აძლევს ტექნიკებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ მას ნამდვილად ილაპარაკონ კაბალას უნივერსალურ, წმინდა და შემოქმედებით ენაზე. ჩვეულებრივი თვალსაზრისით, კაბალისტური ფორმულები არ არიან დამოკიდებულნი სიტყვებზე - მათი ენა შექმნილია განზრახვის საშუალებით, ბუნების ძალებთან შესაბამისობაში.

როგორც «ევოკაციასთან», ასევე  «კაბალასთან» დამოკიდებულებაშიც ბარდონი აფრთხილებს მკითხველს, რომ მან არ უნდა დაიწყოს ამ სისტემით მუშაობა, თუ არ გაივლის «ხელდასმის კარიბჭეების» პირველ რვა საფეხურს. ან სხვა სახით არ გაივლის იგივე მომზადებას. ერთ ადგილას იგი იმასაც ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მოსწავლე «კაბალამდე»«ევოკაცია»-ში აღწერილ ტექნიკებს აითვისებს, რადგანაც პირველი სრულყოფის უფრო მაღალ დონეს მოითხოვს.

წინასიტყვაობა მეორე გამოცემისთვის

მოცემული ნაწარმოების პირველი გამოცემა მთლიანად გაიყიდა პირველივე თვეებში, რის საფუძველსაც წიგნის შინაარსი და თემატიკის უნიკალურობა იძლეოდა. დარჩენილი მსურველების მოთხოვნის შესაბამისად ავტორმა გამომცემელთან შეთანხმებით მალევე დაბეჭდა მეორე გამოცემა სრულიად სხვა გაფორმებით. მაძიებელმა ადამიანებმა არა მხოლოდ გერმანიაში შეიძინეს წიგნი «ხელდასმის კარიბჭეები», მისი მფლობელები გახდენენ მრავალი ევროპული ქვეყნის მეცნიერები. მოკლე ხანში ეს წიგნი ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაშიც გამოჩნდა, და დამსახურება ამაში რა თქმა უნდა პირველ რიგში ცნობილ გამომცემლობა „ბაუერ“-ს ეკუთვნის. ავტორი მადლობას უხდის ბატონ ბაუერს მხარდაჭერისთვის. 

მეორე გამოცემაში ავტორი იყენებს შესაძლებლობას დიდი მადლობა გადაუხადოს მკითხველებს მათი წერილებისთვის, რომლებიც სავსეა მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებით. ავტორი არ წარმოადგენს მწერალს. იგი ფართო პრაქტიკის მქონე ექიმია. ღვთაებრივმა ნებამ მიანიჭა მას მისია, რომელიც მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ თავისი წიგნების მეშვეობით ყველა მაძიებელი გაიყვანოს სრულყოფილების გზაზე. სრულიად გასაგებია, რომ დროის უკმარისობის გამო ავტორი სამწუხაროდ ვერ შეძლებს თავისი მკითხველის ცალკეული სურვილების შესრულებას.

მკითხველთა წერილები მოწმობენ, რომ ბევრი მკითხველი ტოვებს საფეხურებს და უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ იმ სავარჯიშოებს, რომლებიც სიამოვნებს. წიგნში ავტორი არაერთხელ აფრთხილებს მკითხველს, რომ არ აჩქარდეს, რათა წარუმატებლობა და დანაკარგები არ განიცადოს. ძირითადი სავარჯიშოების კომპლექსი, რომლებიც ამ წიგნშია აღწერილი, მიმართულია სხეულის, სამშვინველისა და სულის განვითარებაზე, ხოლო თანმხლები ელემენტები პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის, ე.წ. «ოკულტურ მეცნიერებათა შესაძებლობები», მოსწავლეს ამ სამყაროში არსებობის გაუმჯობესებისთვის გამოადგება. ყველა ადამიანს სხვადასხვა იდეალი და მიზანი აქვს. ამიტომ ის, ვინც კეთილსინდისიერად პრაქტიკულად მუშაობს საფეხურიდან საფეხურზე, ღებულობს შესაძებლობას დამოუკიდებლად დააკმაყოფილოს თავისი მატერიალური მოთხოვნილებები. ავტორი ყველას უსურვებს ღვთაებრივ წყალობას, მოთმინებას, ამტანობას და სიყვარულს ამ ცოდნის დაუფლებისათვის. 

მაისი, 1957 წელი.

შესავალი

ის, ვისაც იმედი აქვს, რომ ამ ნაწარმოებში იპოვის მხოლოდ რეცეპტების ნაკრებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ადვილად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიპოვოს პატივი, დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება, ან შეეცდება გაანადგუროს თავისი მტრები, დაე იმედგაცრუებულმა დახუროს ეს წიგნი. მრავალი სექტა და სულიერი მიმართულება ხედავს ცნებაში «მაგია» სხვას არაფერს, გარდა ჯადოქრობისა და ბნელ ძალებთან კავშირისა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ცალკეულ ადამიანებს მხოლოდ სიტყვა «მაგიაც» კი შიშს ჰგვრის. სხვადასხვა ჯურის ილუზიონისტები და შარლატანები არანაკლებ უწყობდნენ ხელს იმას, რომ «მაგიური ცოდნის» ცნებისადმი უმეტესწილად ყოველთვის აგდებულად იყვნენ განწყობილნი.

სიტყვა «მაგია» მომდინარეობს სიტყვიდან «მაგი». უძველეს დროში მაგები უმაღლეს ხელდასმულებად ითვლებოდნენ. ე.წ. «ჯადოქრები» არ წარმოადგენენ ხელდასმულებს, არამედ ბაძავენ მისტერიებს და იყენებენ უმეცრებას, ცალკეული ადამიანების ან ხალხების ბრმად მინდობას, რათა მოტყუებით მიაღწიონ თავის ეგოისტურ მიზნებს. ჭეშმარიტი მაგისთვის ასეთი გამოცდილება სრულიად უცხოა. 

სინამდვილეში მაგია — წმინდა ცოდნაა. მაგია ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით ცოდნათა ცოდნას წარმოადგენს, რადგანაც იგი გვამცნობს საყოველთაო კანონებს და გვასწავლის მათ გამოყენებას. მაგიასა და მისტიკას შორის ან სხვა დასახელებას შორის არ არსებობს განსხვავება და იქ, სადაც საუბარია ჭეშმარიტ ხელდასმაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელწოდებას იყენებს ამისთვის ესა თუ ის მეცნიერება, აუცილებელია დავეყრდნოთ ერთი და იგივე საფუძველს, გამოვიყენოთ ერთი და იგივე უნივერსალური კანონები. სიკეთის და ბოროტების, აქტიური და პასიური საწყისების, სინათლისა და სიბნელის უნივერსალურ კანონებთან დამოკიდებულების მიხედვით ნებისმიერი მეცნიერება შეიძლება გამოყენებულ იქნეს კეთილი ან ბოროტი მიზნებით. მაგალითად, დანა შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პურის დასაჭრელად, ასევე მკვლელობის იარაღად. ეს ყოველთვის დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდის ხასიათის თავისებურებებზე. მოცემული მდგომარეობა ეხება საიდუმლო ცოდნის ყველა სფეროს. ჩემს წიგნში მოსწავლეებისთვის მე შევარჩიე სახელწოდება «მაგია», როგორც უმაღლესი ხელდასმის სიმბოლო.

მრავალი მკითხველისთვის, ცხადია, ცნობილია, რომ ტარო არ წარმოადგენს ბანქოს სათამაშოს, რომლებიც მანტიკურ მიზნებს შეესაბამება, არამედ წარმოადგენს ხელდასმის სიმბოლურ წიგნს, რომელიც სიმბოლოების სახით შეიცავს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. ამ წიგნის პირველ კარტზე გამოსახულია მაგი, რომელიც ელემენტების ფლობის სიმბოლოს წარმოადგენს და გვაძლევს გასაღებს პირველი არკანისთვის, ტეტრაგრამატონის გამოუთქმელი სახელისთვის, რომელიცაა კაბალისტური იოდ-ჰე-ვაუ-ჰე (იჰვჰ). მასშია - კარიბჭე მაგიაში ხელდასმისთვის, და იმას თუ რა მრავალმხრივი მნიშვნელობა და გამოყენება აქვს მას, ამ ნაშრომის მკითხველი თავად გაიგებს. აქამდე ცნობილ არც ერთ ნაშრომში არაა აღწერილი ტაროს ჭეშმარიტი არსი ისე მკაფიოდ, როგორც ამ წიგნში. დიდი გულმოდგინებით და განსაკუთრებული ჭვრეტით აწყობილი ეს სისტემა ოცდაათწლიანი კვლევების, პრაქტიკული ვარჯიშების და სხვა ყველაზე განსხვავებული ლოჟათა, საიდუმლო საზოგადოებათა და მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ აღმოსავლურ ცოდნათა  სისტემებთან მრავალჯერადი შედარების დადებითი შედეგია, და არა რაიმე სპეკულაციური მეთოდი.

ამგვარად, საკუთარი გამოცდილებით შემოწმებული ეს სისტემა განკუთვნილია მრავალი ადამიანისთვის, და გამოცდილია ყველა მოსწავლის მიერ როგორც ყველაზე საუკეთესო და ყველაზე საჭირო სისტემა.

თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი მოიცავს რაღაც გარკვეული პრობლემების აღწერას მაგიისა და მისტიკის სფეროში. ეს რომ დაგვესახა მიზნად, მთელი ფოლიანტების დაწერა დაგვჭირდებოდა. სრული უფლებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ნაწარმოები წარმოადგენს კარიბჭეს ჭეშმარიტი ხელდასმისაკენ, პირველ გასაღებს საყოველთაო კანონების გამოყენებისთვის. არ უარვყოფ, რომ ბევრგანაა აღწერილი ტაროს პირველი კარტი, მაგრამ მხოლოდ ამ ერთადერთ ნაშრომში აღმოაჩენს მკითხველი მის უფრო ზუსტ დახასიათებას. მე ძალიან ვეცადე, რომ შემექმნა სხვადასხვა სასწავლო კურსების რაც შეიძლება დაწვრილებითი აღწერა, რათა ყველასთვის მიმეტანა უდიადესი ჭეშმარიტებანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან მიჭრდა მათი გამოხატვა მარტივი სიტყვებით, ყველასთვის გასაგებ ენაზე. შევძელი თუ არა ეს, დასკვნა თავად მკითხველმა გამოიტანოს. ზოგიერთ შემთხვევაში გამეორებების აუცილებლობას ვხედავდი იმისთვის, რომ გამომეყო ცალკეული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილები, ან გამენთავისუფლებინა მკითხველი უკანა გვერდებზე ზედმეტი ფურცვლისგან.

მრავალჯერ მწუხარებით იქნა აღნიშნული, რომ ხშირად მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ ხელდასმულნი ყოფილიყვნენ თავიანთი პირადი ოსტატის ან გურუს მიერ და ამის გამო ჭეშმარიტი ცოდნა მისაწვდომი ხდებოდა მხოლოდ განსაკუთრებულად იღბლიანებისთვის, ვისაც ეს წყალობა ხვდა წილად. ნამდვილ მაძიებელთაგან მრავალი ქექავს წიგნების მთებს თუნდაც რამდენიმე მარცვალი ჭეშმარიტების ძიებაში. ის, ვინც მართლა სერიოზულადაა დაინტერესებული საკუთარ სრულყოფაში, ვისაც სურს ამ ცოდნის ფლობა არა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო და არა მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის, იგი ამ წიგნში იპოვნის ჭეშმარიტ მასწავლებელს ხელდასმისთვის. ვერც ერთი ხელდასმული ვერ მისცემს თავის მოსწავლეს დასაწყისისთვის იმაზე მეტს, ვიდრე ამ წიგნშია მოცემული. თუკი გულმოდგინე მოსწავლე და ყურადღებიანი მკითხველი იპოვნის ამ წიგნში იმას, რასაც აქამდე უშედეგოდ ეძებდა, ეს ნიშნავს რომ ავტორმა შეასრულა თავისი ამოცანა.

ავტორი.

 

პირველი ნაწილი - თეორია

franz bardon the first tarot card seshen

მაგის სურათი - ტაროს პირველი კარტი

სიმბოლოს ახსნა

ქვემოთ სიმბოლურად ასახულია მინერალების, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.

ქალი მარცხნივ და მამაკაცი მარჯვნივ - ესაა პლუსი და მინუსი ადამიანში. შუაში ჰერმაფროდიტი არსება, ქალი და მამაკაცი ერთ სახედ, როგორც ამ საწყისების წონასწორობის ნიშანი.

ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები ასახულია წითელი და ლურჯი ფერებით, ელექტრული ფლუიდი — წითელით, ხოლო მაგნიტური — ლურჯით.

ქალის თავის მიდამო — ელექტრული ფლუიდის ველია, წითელი ველი, ხოლო გენიტალიების მიდამო — მაგნიტური ფლუიდის ველი, ანუ ლურჯი. მამაკაცისთვის — პირიქით.

ჰერმაფროდიტის თავზე გამოსახულია გლობუსი, როგორც დედამიწის სფეროს სიმბოლო, რომლის ზემოთაც დახატულია მაგი — ოთხი სტიქიის გამოვლინებით.

მამაკაცის თავზე განთავსებულია აქტიური ელემენტები, ცეცხლის სტიქია გამოსახულია წითელი ფერით, ხოლო ჰაერის სტიქია — ლურჯი ფერით; ქალის თავზე გამოსახულია პასიური ელემენტები — წყლის სტიქია მწვანე ფერით და მიწის სტიქია  — ყვითელით. შუა ნაწილი, მაგის გამოსახულების გასწვრივ დედამიწის სფერომდე, მუქი იისფერია, როგორც აკაშას პრინციპის ნიშანი.

მაგის თავზე, უხილავი ლენტით მიმაგრებული გვირგვინის სახით, როგორც ღვთაების სიმბოლო, გამოსახულია ღვთიური ვერცხლის ლოტოსის ყვავილი ოქროს რგოლით რომლის ცენტრშიც მოთავსებულია ლალის ბრძენთა ქვა, როგორც საყოველთაო ჰერმესისტული ცოდნის კვინტესენცია. უკანა პლანზე მარჯვნივ — ოქროსფერ-ყვითელი მზეა, ხოლო მარცხნივ — თეთრ-ვერცხლისფერი მთვარე, როგორც პლუსი და მინუსი მაკრო- და მიკროკსმოსში, ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები. 

ლოტოსის ყვავილის თავზე სფეროს სახით გამოსახულია სამყაროს შექმნა, რომლის შიგნითაც შემოქმედებითი ძალის პლუსის და მინუსის სიმბოლოს სახით წარმოდგენილია უნივერსუმის ჩასახვისა  და ქმნილების აქტი.

უსასრულო, მარადიული, უსაზღვრო და ხელთუქმნელი სიმბოლურად გამოხატულია სიტყვით „აუმ“ მუქ-იისფერ, სიბნელეში გარდამავალ ფონზე.

განდობა I

თეორია

ტეტრაგრამატონის დიადი საიდუმლო, ანუ კაბალისტური იოდ-ჰე-ვაუ-ჰე

რაც ზემოთაა, — იგივეა, რაც ქვემოთაა (ჰერმეს ტრისმეგისტოსი)

სტიქიების შესახებ

ყველაფერი შექმნილი, როგორც მაკროკოსმოსი, ასევე მიკროკოსმოსი, ანუ დიდი და მცირე სამყაროები, სტიქიების ზემოქმედებით გამოვლინდა. ამიტომ მინდა განდობის დასაწყისშივე გავამახვილო ყურადღება ამ ძალებზე და განსაკუთრებულად მივუთითო მათ ღრმა და მრავალმხრივ მნიშვნელობაზე. ოკულტურ ლიტერატურაში აქამდე ძალიან ცოტა იყო ნათქვამი სტიქიების ძალაზე, ამიტომ მიზნად დავისახე ჩავღრმავებულიყავი აქამდე უცნობ სფეროში და ფარდა ამეხადა ამ კანონებისთვის.  საკმაოდ რთულია ავუხსნა არაგანდობილს, რომ იგი არა მხოლოდ მიიღებს ცოდნას ამ სტიქიების არსსა და მოქმედებაზე, არამედ შესაძლებლობა ექნება პრაქტიკულად იმუშაოს ამ ძალებთან. 

მთელი უნივერსუმი საათის მექანიზმს ჰგავს ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული რგოლებით. თავად ღვთაების, როგორც უმაღლესი ძალის ცნება ასევე შეგვიძლია დავყოთ სხვადასხვა სტიქიებად. ამის შესახებ დაწვრილებით წაიკითხავთ ქვეთავში ღმერთის ცნების შესახებ.

უძველეს აღმოსავლურ ტექსტებში ელემენტები მოხსენიებულია, როგორც ტატვები. ჩვენს ევროპულ ლიტერატურაში ყურადღება ეთმობა მათ დადებით ზეგავლენას, მაგრამ არ წერია გაფრთხილება მათი ნეგატიური მოქმედების შესახებ, რამეთუ ტატვების გარკვეული ზემოქმედებები ან უნდა მივიღოთ, ან არა. ამ ფაქტის სიმართლეში ეჭვს ვერ შევიტანთ, მაგრამ აქამდე გამოქვეყნებულ ნაშრომებში ძალიან მწირი ინფორმაციაა სტიქიების ზემოქმედებაზე.

რა ზეგავლენას ახდენენ ელემენტები პირად ცხოვრებაზე, საკმაოდაა აღწერილი ასტროლოგიურ ლიტერატურაში. მიუხედავად ამისა უფრო ღრმად შევალ ელემენტების საიდუმლოში და ავირჩევ სხვა გასაღებს, რომელსაც თუმცა აქვს ანალოგიები ასტროლოგიურ გასაღებთან, მაგრამ მასთან არანაირად არაა დაკავშირებული. სწორედ მკითხველისთვის აქამდე უცნობი ეს გასაღები მინდა გასწავლოთ. ცალკეულ სამუშაოებს, ანალოგიებს და ელემენტთა ზემოქმედებებს დაწვრილებით მომდევნო თავებში განვიხილავ. ავხსნი არა მხოლოდ თეორიულ მხარეს, არამედ მოცემული იქნება პრაქტიკული გამოყენების მექანიზმებიც.

ელემენტების შესახებ ეს საიდუმლო ცოდნა უკვე მოცემულია უძველეს სიბრძნის წიგნში - ტაროში. პირველ კარტზე გამოსახულია მაგი, რომელიც მიუთითებს სტიქიების ცოდნასა და ფლობაზე. ამ პირველ კარტზე მახვილი ცეცხლის ელემენტის სიმბოლოა, ჯოხი — ჰაერის ელემენტის, თასი — წყლის ელემენტის, ხოლო მონეტები  — მიწის ელემენტის. აქედან გამომდინარეობს, რომ უკვე უძველეს მისტერიებში მაგს პირველ კარტზე გამოსახავდნენ და ამით ელემენტების ფლობას განდობის პირველ აქტად ირჩევდნენ. ხარკს ვუხდი ამ ტრადიციას და მეც ყველაზე მეტ ყურადღებას ვუთმობ ელემენტებს, რამეთუ თავად იხილავთ, რომ გასაღები ელემენტებისაკენ — ეს უნივერსალური საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ტატვების თანმიმდევრობა ინდური ტრადიციის მიხედვით ასეთია:

აკაშა      -  ეთერის პრინციპი;

ტეჯასი       -  ცეცხლის პრინციპი;

ვაიუ        -  ჰაერის პრინციპი;

აპასი        -  წყლის პრინციპი;

პრითჰვი  -  მიწის პრინციპი.

ინდური სწავლების თანახმად ოთხი დიადი ტატვა გაჩნდა მეხუთე ტატვასგან, აკაშას პრინციპისგან. იგი უნდა მივიღოთ, როგორც მეხუთე ძალა, ე.წ. «კვინტესენცია». აკაშას, როგორც ყველაზე ნატიფი ელემენტის შესახებ მკითხველს დაწვრილებით შესაბამის თავში მოვუყვები. ყოველი ელემენტის მახასიათებლები მოცემულია მომდევნო ქვეთავებში, დაწყებული ყველაზე მაღალი დონიდან ყველაზე დაბალ დონემდე - უხეშ-მატერიალურ სუბსტანციებამდე. მკითხველი თვითონაც კარგად აცნობიერებს, რომ მართლაც რთულია ქმნილების ასეთი ფართო სფეროს გაანალიზება და სიტყვებით ახსნა ისე, რომ ყველამ შეძლოს ამ მასალის წვდომა და საკმაოდ პლასტიური წარმოდგენის შექმნა მასზე.

წიგნში საუბარია ასევე ელემენტთა პრაქტიკულ ღირებულებებზე, რათა ყოველ მეცნიერს, იქნება ეს ქიმიკოსი, ექიმი, მაგი, მისტიკოსი, კაბალისტი, თუ იოგი და ა.შ. შეეძლოს ამ ყველაფრიდან პრაქტიკული სარგებელის მიღება. თუკი შევძლებ, რომ მკითხველს ვასწავლო ამ მასალის წვდომა და პრაქტიკული გასაღების გამოყენება თავის საკუთარ სფეროში, ჩავთვლი, რომ ჩემი მიზანი მიღწეულია. 

ცეცხლის პრინციპი

როგორც ავღნიშნეთ, აკაშა, ანუ ეთერის პრინციპი, ელემენტთა გამოვლინების მიზეზია. აღმოსავლური ტექსტების თანახმად, პირველი ელემენტი, რომელიც ეთერიდან გაჩნდა, იყო ტეჯასი — ცეცხლის პრინციპი. ეს ელემენტი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს უხეშმატერიალურ დონეზე, არამედ ყველაფერზე, რაც კი შექმნილა. ცეცხლის პრინციპის ძირითადი მახასიათებლებია — სიცხე და ექსპანსია, გავრცელება. ამიტომ ყველაზე პირველად შეიქმნა ცეცხლი და სინათლე.

ბიბლიაში ნათქვამია: «ფიატ ლუქს» — «დაე იქმნას ნათელი». თავისთავად ცხადია, რომ სინათლის საფუძველი ცეცხლია. ყოველ ელემენტს და ასევე ცეცხლის ელემენტსაც გააჩნია პოლარობები: აქტიური და პასიური, ანუ პლუსი და მინუსი. პლუსი — ეს შემოქმედებითი, შემქმნელი საწყისია; მინუსი კი პირიქით, გამანადგურებელი, დამშლელი. ამიტომ საჭიროა, რომ ვიცნობდეთ ყოველი ელემენტის ორი ძირითად თვისებას. რელიგიები ყოველთვის მიაკუთვნებდნენ აქტიურ საწყისს სიკეთეს, ხოლო პასიურს — ბოროტებას. საფუძველში კი არც კეთილი და არც ბოროტი საწყისები არ არსებობენ. ყველაფერი ეს მხოლოდ ადამიანური გაგებაა. უნივერსუმში კი არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება, რადგანაც ყველაფერი შეიქმნა უზადო, უცვლელი კანონებით. სწორედ ამ კანონებშია ასახული უმაღლესი ღვთაებრივი პრინციპი და მხოლოდ ამ კანონების ცოდნით შეგვიძლია მასთან მიახლოვება.

როგორც უკვე ითქვა ცეცხლის პრინციპისთვის დამახასიათებელია ექსპანსია, რომელიც უფრო ნათელი წარმოდგენისთვის ავღნიშნოთ, როგორც ელექტრული ფლუიდი. ამ ამ აღნიშვნაში არ იგულისხმება მატერიალური ელექტროობა, მიუხედავად მათი გარკვეული მსგავსებისა.  ყველასთვის ცხადია, რომ ექსპანსია გაფართოების (Extension) იდენტურია. ცეცხლის პრინციპი გამუდმებით მოქმედებს ყველაფერში, რაც შექმნილა, მთელს უნივერსუმში, დაწყებული ხილულიდან დამთავრებული უხილავით.

წყლის პრინციპი

წინა ქვეთავში გავეცანით ცეცხლის ელემეტის წარმომავლობასა და თვისებებს. ამ თავში წარმოგიდგენთ საპირისპირო პრინციპის — წყლის ელემენტის აღწერას. ეს ელემენტი, ისევე როგორც ცეცხლი, გაჩნდა აკაშასგან, ეთერის პრინციპისგან. ცეცხლთან შედარებით მას გააჩნია საპირისპირო თვისებები, სახელდობრ: მისი ძირითადი თვისებებია სიცივე და შეკუმშვა. აქაც ასევე საუბარია ორ პოლუსზე. აქტიური პოლუსი — ესაა შემოქმედებითი, სიცოცხლის მომცემი, მკვებავი და მფარველი საწყისი; ხოლო უარყოფოთი, ცეცხლის ელემენტის ასეთივე პოლუსის მსგავსად — დესტრუქციული, დამშლელი, დამყოფი საწყისია. რადგანაც ამ ელემენტის ძირითადი თვისება შეკუმშვა და შემცირებაა, მისგან მომდინარეობს მაგნიტური ფლუიდი. წყალი, ისევე როგორც ცეცხლი ყველა სფეროშ მოქმედებს. ქმნილების კანონების მიხედვით ცეცხლის პრინციპი ვერ იარსებებდა, თუკი თავის თავში არ მოიცავდა საპირისპირო პოლუსს — წყლის პრინციპს. ცეცხლი და წყალი — ეს ის ძირითადი ელემენტებია, რომლებისგანაც ყველაფერი შეიქმნა. ამიტომ ყველგან უნდა გავითვალისწინოთ ორი ძირითადი ელემენტი, ასევე ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები, როგორც ურთიერთპოლარული საწყისები.

ჰაერის პრინციპი

აკაშადან გამოვლენილ შემდეგ ელემენტს წარმოადგენს ჰაერის ელემენტი. განდობილები განიხილავენ ამ პრინციპს არა როგორც რეალურ ელემენტს, არამედ ათავსებენ მას ცეცხლისა და წყლის პრინციპებს შორის ისე, რომ ჰაერის პრინციპი, ცეცხლისა და წყლის აქტიურ და პასიურ ზემოქმედებებს შორის მყოფი, ერთგვარი მედიუმის როლს ასრულებს და ნეიტრალურ წონასწორობას ქმნის. ცეცხლისა და წყლის აქტიური და პასიური ელემენტების ურთიერთქმედების წყალობით სიცოცხლე მოძრაობაში მოდის. 

ჰაერის პრინციპმა, თავის შუამავლის როლში, ცეცხლისგან სითბოს თვისება აიღო, ხოლო წყლისგან — სინოტივის. ამ ორი თვისების გარეშე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ისინი ასევე ანიჭებენ ჰაერის პრინციპს ორ პოლარობას, სახელდობრ, პოზიტიური ზეგავლენისას — ცხოველმყოფელ, ხოლო ნეგატიურის შემთხვევაში — გამანადგურებელ პოლარობას. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ დასახელებულ ელემენტებში საუბარი არაა ჩვეულებრივ ცეცხლზე, წყალზე და ჰაერზე. ისინი უხეშმატერიალური დონის ასპექტებს წარმოადგენენ, აქ კი განიხილება ელემენტთა უნივერსალური მახასიათებლები.

მიწის პრინციპი

ჰაერის პრინციპზე ნათქვამი იყო, რომ იგი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს. იგივე ეხება მიწის პრინციპსაც. ეს ნიშნავს, რომ სამი ზემოთჩამოთვლილი ელემენტების ურთიერთქმედებით შეიქმნა მიწის ელემენტი, როგორც უკანასკნელი პრინციპი, რომელიც თავისი დამახასიათებელი თვისების — გამყარების წყალობით, ყველა დანარჩენ ელემენტს მოიცავს საკუთარ თავში. სწორედ ამ თვისებამ მიანიჭა კონკრეტული ფორმა სამ კონკრეტულ ელემენტს. ამავდროულად გავლებულ იქნა საზღვარი სამი ელემენტის მოქმედებაში. შედეგად გაჩნდა სივრცე, ზომა, წონა და დრო. ურთიერთსაპირისპირო მოქმედება მიწის ელემენტთან ერთად ოთხპოლუსიანი გახდა. ფლუიდი მიწის ელემენტის პოლარობაში ელექტრო-მაგნიტურს წარმოადგენს. რადგანაც ყველა ელემენტი მეოთხე, მიწის, ელემენტში ქმედითი ხდება, ჩნდება შესაძლებლობა, რომ აიხსნას მთელი შექმნილი სიცოცხლე. ამ ელემენტის და მასში მომხდარი ცვლილებების წყალობით  აღსრულდა «Fiat»— «დაე იქმნას».

ელემენტთა სხვადასხვა სფეროებსა და სამყაროებში, მაგალითად ბუნების სამყაროშ, ცხოველთა სამყაროში, ადამიანთა სამყაროში და ა.შ. სპეციალური მოქმედების თავისებურებებზე, უფრო დაწვრილებით ახსნას მკითხველი მოგვიანებით ნახავს. ყველაზე მთავარია, რომ მან შეიქმნას საერთო წარმოდგენა მთლიანობაში ელემენტთა პრინციპების უნივერსუმში მოქმედებაზე. 

სინათლე

სინათლის საფუძველს ცეცხლის პრინციპი წარმოადგენს. ცეცხლის გარეშე სინათლე ვერ გაჩნდებოდა. ამგვარად ეს ცეცხლის ასპექტია. ცეცხლის ყოველი ელემენტი სინათლედ იქცევა, და პირიქით. ამიტომაც სინათლე ინარჩუნებს თავის დამახასიათებელ თვისებებს. იგი კაშკაშა, განმსჭვალავი და გავრცელებადია. სინათლის საპირისპირო მხარე სიბნელეა. იგი წყლის პრინციპისგან გაჩნდა და სინათლის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. სიბნელის გარეშე არა მხოლოდ ვერ გავარჩევდით სინათლეს, არამედ იგი უბრალოდ ვერც იარსებებდა. აქედან ჩანს, რომ სინათლე და სიბნელე ორი ელემენტის  — ცეცხლისა და წყლის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვა. ამიტომ სინათლეს დადებითი თვისებები აქვს, ხოლო სიბნელეს  — უარყოფითი. ნათელისა და ბნელის ეს მონაცვლეობა ყველა რელიგიაში თამაშდება.

აკაშა, ანუ ეთერის პრინციპი

ელემენტების აღწერისას უკვე ვახსენე, რომ ისინი ეთერის პრინციპისგან წარმოიშვნენ. ამიტომ ეთერის პრინციპი წარმოადგენს უმაღლეს, ყველაზე მძლავრ, ენითაღუწერელ პირველსაწყისს ყველა საგნისა და ყოველივე ქმნილისა. თუ ამას ერთი ფრაზით გამოვხატავთ, — ეს მიზეზთა სფეროა. ამიტომ აკაშა სივრცისა და დროის მიღმაა. ესაა შეუქმნელი, შეუცნობელი და განუსაზღვრელი. რელიგიებში მას ღმერთს უწოდებენ. პირველადი, საწყისი ძალა; ესაა ის, რამაც ყველაფერი შექმნა, და რაც ყველაფერს წონასწორობას უნარჩუნებს. ესაა ყველა აზრისა და იდეის წყარო და სიხშირე, მიზეზთა სამყარო, რომელშიც იმყოფება ყოველივე ქმნილი, დაწყებული ყველაზე მაღალი სფეროებიდან დამთავრებული ყველაზე დაბალით. ესაა კვინტესენცია ალქიმიკოსებისთვის. ესაა ყველაფერი ყველაფერში.

კარმა - მიზეზის და შედეგის კანონი

უცვლელი კანონი, რომელსაც თავისი ასპექტი აკაშას პრინციპში აქვს, — ესაა მიზეზის და შედეგის კანონი. ყოველი მიზეზი იწვევს შესაბამის ქმედებას. ეს კანონი ყველგან უმაღლეს კანონად ითვლება. ამ კანონის შესაბამისად, ყოველი ქცევის შედეგი მოქმედება, ანუ ნაყოფია. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კარმა არა მხოლოდ კანონია ჩვენი კარგი ქმედებებისთვის, როგორც აღმოსავლური ფილოსოფია გვასწავლის და როგორც ამ მსჯელობიდან ჩანს, არამედ უფრო ღრმა მნიშვნელობას ატარებს. ინსტინქტურად ადამიანები გრძნობენ, რომ ყველაფერ სასიკეთოს კეთილი ნაყოფები მოაქვს, ხოლო არასასიკეთო ბოროტებად გვიბრუნდება; ან როგორც ხალხში ამბობენ: «რასაც დასთეს, იმას მოიმკი». ყველა უნდა იცნობდეს და ანგარიშს უწევდეს ამ კანონს. მიზეზის და შედეგის კანონი დამახასიათებელია ელემენტარული ფილოსოფიისთვისაც. არ მინდა დაწვრილებით აღვწერო ეს კანონი და მხოლოდ ზოგადად მიმოვიხილე, რადგან იგი გასაგებია ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის და თავისთავად იგულისხმება. მიზეზის და შედეგის კანონს ემორჩილება ასევე ევოლუციის და განვითარების კანონი. ამიტომ განვითარებაც კარმის კანონის ასპექტს წარმოადგენს. 

ადამიანი

სხეულის შესახებ

ადამიანი ღმერთის ჭეშმარიტ სახეს და ხატს წარმოადგენს, ანუ იგი უნივერსუმის მსგავსადაა შექმნილი. ყველაფერი, რაც არსებობს უნივერსუმში დიდი მასშტაბით, მცირეთია ასახულია ადამიანში. ამიტომ ადამიანს უწოდებენ მიკროკოსმოსს, საპირისპიროდ უნივერსუმისა — მაკროკოსმოსისა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ადამიანში იგივე ხდება, რაც ბუნებაში, და ამ თავის მიზანია დავაკვირდეთ, შევიცნოთ და ვისწავლოთ ამ მოვლენების მართვა.  

მე არ მინდა აღვწერო ადამიანის სხეულის ფიზიკური გამოვლინებები, რადგანაც მათი პოვნა შესაბამის ლიტერატურაშიც შეიძლება. მე მინდა გასწავლოთ დაკვირვება ჰერმესისტული თვალთახედვით და ვაჩვენო დაინტერესებულებს, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ელემენტთა მოქმედების ძირითადი გასაღები ადამიანთან მიმართებაში. 

ცნობილი ანდაზა ამბობს: «ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია». რა ღრმა ჭეშმარიტებაა ამ გამოთქმაში, ყველა მიხვდება ადამიანის შესწავლის პროცესში. რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ჯანმრთელობა ჰერმესისტული თვალსაზრისით? ძალიან ცოტა შეძლებს მაშინვე უპასუხოს ამ კითხვას, რადგანაც ადამიანთა უმეტესობა ინდივიდუალურად აღიქვამს ჯანმრთელობის პრობლემას. ჰერმესისტული თვალსაზრისით ჯანმრთელობა უნდა განვიხილოთ, როგორც სრული ჰარმონია ორგანიზმში ფუნქციონირებადი ძალებისა, ელემენტთა ძირითად თვისებებთან კავშირში. საკმაო დისჰარმონია ელემენტებისა იწვევს ხილულ ქმედებას ავადმყოფობის სახით. დისჰარმონია უკვე ავადმყოფობის ფორმით წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას ელემენტთა ფუნქციონირებაში. ამიტომ ძირითად პირობას წარმოადგენს ის, რომ განდობილმა სხეულს ყველაზე მეტი ყურადღება მიაქციოს. სხეულის გარეგნულად ხილული გამოხატულება ჰგავს მშვენიერ ტანსაცმელს და სილამაზეს მის ყველა ასპექტში, როგორც დიდში, ასევე მცირეში, მსგავსად ღვთაებრივი ბუნების ასპექტისა. სილამაზე თავისი არსით  მხოლოდ ის არაა, რაც მოგვწონს და გვიზიდავს, რამეთუ სიმპათია ან ანტიპათია  ელემენტთა შესაბამის მოქმედებაზეა დამოკიდებული. ჭეშმარიტი ჯანმრთელობა უმეტესწილად ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სულიერი განვითარებისთვის. თუ ლამაზად გვინდა ცხოვრება, მაშინ კარგად უნდა მოვუაროთ ჩვენს ოთახს, სახლს, და ასევე შევინარჩუნოთ სილამაზე და ჰარმონია  ჩვენს სხეულში.

უნივერსალური კანონების თანახმად ელემენტებმა ორგანიზმში გარკვეული ფუნქციები უნდა შეასრულონ. ესაა ძირითადად შენების, შენარჩუნების და დაშლის ფუნქციები. დადებით, შენებით ნაწილს ელემენტთა დადებითი ანუ აქტიური მხარე შეესაბამება; შემანარჩუნებელ და გამაწონასწორებელ ფუნქციას - ელემენტთა დამაკავშირებელი, ნეიტრალური ნაწილი; ხოლო დამშლელ ფუნქციებს ორგანიზმში ელემენტები თავიანთი უარყოფითი (პასიური) თვისებების ძალით ანხორციელებენ.

ამგვარად ცეცხლის პრინციპი თავის აქტიურ ფორმაში, თავისი ელექტრული ფლუიდის მეშვეობით ასრულებს აქტიურ, შენებით, ექსპანსიურ სამუშაოს, ხოლო საპირისპირო მოქმედება ცეცხლის ელემენტის უარყოფითი თვისებების მეშვეობით ხდება. 

წყლის პრინციპი თავის აქტიურ ფორმაში გავლენას ახდენს შენებით ფუნქციაზე, ხოლო უარყოფით ფორმაში იწვევს ორგანიზმში გარკვეული სითხეების დამშლელ მოქმედებას. 

ჰაერის პრინციპის ამოცანაა არეგულიროს ცეცხლის ელექტრული ფლუიდისა და წყლის მაგნიტური ფლუიდის ურთიერთქმედება და შეინარჩუნოს მათი წონასწორობა. ამიტომ იგი დასახელებულია ნეიტრალურ  ანუ შუამავალ ელემენტად.

როგორც მიწის პრინციპის ძირითად გასაღებში ითქვა, მისი ამოცანა სხეულში დანარჩენი სამი სტიქიის ერთ მთლიანობად შეკვრაა. თავის აქტიურ ფორმაში მიწის ელემენტი მოქმედებს გამაცოცხლებელი, გამაძლიერებელი და შემანარჩუნებელი სახით, ხოლო უარყოფით ფორმაში — საპირისპირო მოქმედებს იწვევს. მიწის პრინციპს ექვემდებარება ორგანიზმის გაფურჩქვნა და დაბერება. შეგვიძლია ბევრი ანალოგია მოვიყვანოთ ელემენტთა ორგანიზმშ მოქმედებისა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჯერ-ჯერობით საკმარისია.

ელემენტთა მოქმედების პრინციპებს ყველა თაობის განდობილი იცნობდა, მაგრამ დაწვრილებით არ აღწერდნენ მათ, სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით. ადამიანის სხეულს სამ ძირითად ნაწილად ჰყოფდნენ, ამიტომ ადამიანთან მიმართებაში სამ ძირითად ცნებაზე საუბრობდნენ. თავს მიაწერდნენ ცეცხლის პრინციპს, მუცელს — წყლის პრინციპს, ხოლო გულ-მკერდს — ჰაერის პრინციპს, როგორც დამაკავშირებელს ცეცხლსა და წყალს შორის. ეს დაყოფა ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რადგანაც თავში ყველაზე აქტიური პროცესები ხდება, ანუ ცეცხლის პრინციპი მოქმედებს, ხოლო მუცელში — საპირისპირო, წყლის თისებებიდან გამომდინარე: გამოყოფა, სითხეების მოქმედება და ა.შ. გულმკერდი ჰაერის პრინციპს ემორჩილება და შუამავლის ფუნქციას ასრულებს, რადგანაც მასში სუნთქვა ხორციელდება. მიწის პრინციპი თავისი შემკვრელი ძალით წარმოადგენს ადამიანს მთლიანობაში, მთელი თავისი ჩონჩხით და ხორცით.

ჩნდება კითხვა, თუ სად და როგორ ავლენს თავს აკაშას პრინციპი უხეშ-მატერიალურ სხეულში? გარკვეული მსჯელობის შემდეგ ყველა თვითონვე უპასუხებს ამ კითხვას, და იტყვის, რომ ეთერის პრინციპი მისი უხეშ-მატერიალური ფორმით დაფარულია სისხლში და სპერმაში და ამ ორი მატერიის სასიცოცხლო ფუნქციონირებაში, ანუ ვიტალობაში. 

როგორც ვხედავთ ცეცხლის ელემენტი სხეულში ელექტრულ, ხოლო წყლის ელემენტი  — მაგნიტურ ფლუიდს ქმნის. ყოველ ამ ფლუიდს ორი პოლარული გამოსხივება აქვს, აქტიური და პასიური, ხოლო ოთხივე პოლუსის გამოსხივების ზემოქმედებას და ურთიერთგავლენა ოთხპოლუსიანი მაგნიტის თვისებას იძენს, რომელიც ტეტრაგრამატონის საიდუმლოს, კაბალისტების „იოდ-ჰე-ვაუ-ჰე“-სჰგავს. ამიტომ ელექტრო-მაგნიტური ფლუიდი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც მიმართულია გარეთ, იწოდება სასიცოცხლო მაგნეტიზმად, „ოდ“, ან კიდევ სხვაგვარად. სხეულის მარჯვენა ნახევარი მემარჯვენეებში აქტიურ-ელექტრულია, ხოლო მარცხენა პასიურ-ელექტრული. მემარცხენეებში — პირიქით. ამ ელექტრო-მაგნიტური ფლუიდის ძალა დამოკიდებულია სიმძლავრეზე, ანუ ორგანიზმში ელემენტთა ზემოქმედების ინტენსიურობაზე. რაც უფრო ჰარმონიულად და ჯანმრთელად ვითარდება ელემენტთა ეს გავლენა სხეულში, მით უფრო ძლიერი და სუფთაა გამოსხივება.

გარკვეული ვარჯიშების მეშვეობით, ასევე სწორი განზრახვით და ამ კანონების ზუსტი შესრულებით, შეგვიძლია ამ ელექტრო-მაგნიტური ფლუიდის ანუ ოდის სიმძლავრის, ძალისა და ზეგავლენის როგორც გაზრდა, ასევე შემცირება, კონკრეტული საჭიროების შესაბამისად. როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა, ამას ქვემოთ ავხსნი.

როგორც ელექტრული, ასევე მაგნიტური ფლუიდები ორგანიზმში არანაირად არაა დაკავშირებული ჩვენთვის ცნობილ ელექტროობასთან და მაგნეტიზმთან, მაგრამ მაინც გააჩნიათ მათთან გარკვეული ანალოგიები. ანალოგიების ეს კანონი ჰერმესისტული მეცნიერების მნიშვნელოვანი ფაქტორია, და ამ კანონის ცოდნა საშუალებას აძლევს განდობილს, ამ გასაღების მეშვეობით სასწაულები მოახდინოს. 

საკვებ პროდუქტებში ეს ელემენტები შერეული სახითაა. მათი საკვებად გამოყენება იწვევს ქიმიურ პროცესებს, რომლის შედეგადაც ორგანიზმი ამ ელემენტებს ღებულობს. მედიცინის თვალსაზრისით ნაცნობი პროდუქტების კვებასთან ან სუნთქვასთან ერთად მიღება იწვევს წვის (ჟანგვის) პროცესებს. ჰერმესისტი წვის ამ პროცესში იმაზე გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მხოლოდ ქიმიურ პროცესს. იგი ამ პროცესში ხედავს პროდუქტების ერთმანეთში შერწყმას. ისევე, როგორც ცეცხლის შენარჩუნებისთვის ყოველთვის საწვავია საჭირო. ამიტომ მთელი ცხოვრება დამოკიდებულია საწვავის გამუდმებულ მოწოდებაზე, ანუ კვებასა და სუნთქვაზე.   იმისათვის, რომ ყოველმა ელემენტმა საკმარისი კვება მიიღოს, რეკომენდებულია მრავალფეროვანი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ ცალკეული ელემენტების ძირითად ნივთიერებებს. ჩვენ რომ იძულებულნი ვიყოთ მთელი ცხოვრება ერთფეროვნად ვიკვებოთ, აუცილებლად გავხდებოდით ავად, ანუ ჩვენი ორგანიზმი დაკარგავდა ჰარმონიას. ჰაერისა და საკვების მეშვეობით ელემენტებს ეძლევათ მასალა, რომელიც მათ ინახავს, და ამ სახით ისინი თავიანთ ძალას ინარჩუნებენ. ეს ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი მდგომარეობაა. თუ ამა თუ იმ ელემენტს არ ჰყოფნის სასიცოცხლო ძალა, ეს მაშინვე აისახება გარკვეულ ფუნქციებზე. თუკი, მაგალითად, სხეულში დიდ ქმედითუნარიანობას მიაღწევს ცეცხლის ელემენტი, ჩვენ განვიცდით წყურვილს. თუ ჰაერის ელემენტი — შიმშილს, წყალზე — სიცივეს, მიწაზე — დაღლილობას. ელემენტების ზედმეტობა ორგანიზმში მათ გაძიერებულ მოქმედებას იწვევს. ცეცხლის ელემენტის მომატებისას იზრდება მოქმედების, საქმის კეთების გაძიერებული მოთხოვნილება. წყლის ელემენტის ასეთივე მდგომარეობისას იზრდება გამოყოფის პროცესები. ჰაერის სტიქიის სიჭარბე იმით გვამცნობს თავს, რომ ზომიერება უნდა ვიცოდეთ ნებისმიერი პროდუქტის მიღების დროს.

მიწის სტიქიის სიჭარბე სქესობრივი ცხოვრების ასპექტებზე მოქმედებს, რაც აუცილებელი არაა გამოიხატებოდეს სექსუალური მისწრაფებით ხორციელ დონეზე. ეს შესაძლოა გამოვლენილ იქნეს თვითგამოხატულებისკენ მისწრაფებით, მაგალითად ხანდახან ხანშიშესულ ადამიანებს უჩნდებათ სამუშაოზე ან შემოქმედებით საქმიანობაში აქტივობის გაზრდის სურვილი.

ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები აქტიურ და პასიურ პოლარობებში ყველა ორგანულ და არაორგანულ სხეულში ხელს უწყობენ მჟავური ნაეთების (acid combinations) წარმოქმნას ქიმიური და ალქიმიური თვალსაზრისით. აქტიური თვალსაზრისით ისინი კონსტრუქციულნი არიან, ხოლო პასიურით —დესტრუქციულნი. ამით აიხსნება ორგანიზმის ბიოლოგიური ფუნქცია. საერთო შედეგი — ესაა ცხოვრების წრებრუნვა: სიცოცხლე ჩნდება, იფურჩქნება, მწიფდება და კვდება, რაც მთელი ქმნილი სამყაროს ევოლუციის არსს წარმოადგენს. 

დიეტა

გონივრულიცხოვრებისწესით ცხოვრებისას, ადამიანისსხეულშიელემენტებისჰარმონიაშენარჩუნებულია. თუკი ეს ჰარმონიაა ირღვევა, ეს იმის მანიშნებელია, რომ რომელიღაც ელემენტის მოქმედება გაძლიერდა ან დასუსტდა. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია მივიღოთ განსაკუთრებული ზომები პროდუქტების კვების მხრივ იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ელემენტები თავის ადგილას, ან მათზე დადებითად მაინც ვიმოქმედოთ. ამის გამო სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარი დიეტა ინიშნება.  დიეტები. მრავალი დაკვირვების შედეგად ჩვეულებრივი ადამიანები უხსოვარი დროიდან დარწმუნდნენ ამაში, ამის ზუსტი მიზეზების ცოდნის გარეშეც.

თუკი ელემენტთა მოქმედების დარღვევა ისეთია, რომ დისჰარმონია თვალნათლივია, მაშინ საუბარია არა უბრალოდ დისჰარმონიაზე, არამედ დაავადებაზე. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მკაცრ ზომებს მივმართოთ, რათა აღვადგინოთ ჰარმონია, მივაღწიოთ სრულ გამოჯანმრთელებას და მოვიყვანოთ ორგანიზმი ნორმალურ რიტმში. ამის საფუძველზეა აგებული ყველა ცნობილი სამკურნალო საშუალება. მე თავს შევიკავებ მკურნალობის მრავალი მეთოდის აღწერისაგან, რადგან ისინი ყველასათვის ცნობილია. ბუნებრივი სამკურნალო მეთოდებისას გამოიყენება თერმული ზემოქმედება, ისეთი, როგორიცაა აბაზანები, კომპრესები, შეფუთვები, ბალახები, მასაჟი და ა.შ. ალლოპათი იყენებს კონცენტრირებულ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ შესაბამის მოქმედებას და მივყავართ გამოჯანმრთელებამდე. ჰომეოპათი თავის სამკურნალო საშუალებებით «Similia similibus curantur» [მსგავსი იკურნება მსგავსით], ქმნის საწინააღმდეგო ელემენტს, რათა დაზიანებული ელემენტის პოლარულობის გამოყენებით წონასწორობაში მოიყვანოს იგი. ელექრტოჰომეოპათი თავის საშუალებების დახმარებით, ზემოქმედებს ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებზე, რათა დაავადებიდან გამომდინარე, ამ ფლუიდების შესაბამისი ძალისხმევით გააწონასწოროს ელემენტი. ამგვარად, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდიკა მიზნად ისახავს აღადგინოს ელემენტების დარღვეული წონასწორობა.

ჩვენს ორგანიზმზე ელემენტების გავლენების მცოდნე მაგნეტოპათს ანუ მაგნეტიზიორს, გაცილებით ბევრი შესაძლებლობა აქვს იმოქმედოს თავის ძალებით, განსაკუთრებით კი, თუ მას აქვს უნარი გააღვიძოს თავის თავში მაგნეტური და ელექტრო-ფლუიდები და მომართოს ისინი სხეულის იმ უბნებისკენ სადაც ელემენტების ჰარმონიაა დარღვეული.

მე ცალკე თავი მივუძღვენი ამ წიგნში მკურნალობის  ამ მეთოდის პრაქტიკული მხარის აღწერას.აქ ასევე დაწვრილებითაა აღწერილი ორგანიზმის საერთო ფუნქიები. სხეულის ყოველი ნაწილი, სხეულში მყოფი  ელემენტების მსგავსად, იმყოფება ცალკეული ელემენტის გავლენის ქვეშ, რომელიც ვლინდება შესაბამისი სხეულის ნაწილის პოლარობაში.საინტერესოა, რომ ორგანიზმის მოქმედებაში, მის მექანიზმში, ზოგიერთ ორგანოს მონაცვლეობით შიგნიდან-გარეთ ელექტრო, ხოლო გარედან -შიგნით მაგნიტური ფლუიდი გააჩნიათ. სხვა ორგანოებს კი პირიქით: ელექტრული ფლუიდი მოქმედებს გარედან-შიგნითკენ, ხოლო მაგნიტური შიგნიდან -გარეთ. გამოსხივების ამ ცოდნასჰერმეტულ მეცნიერებაში ეწოდება „სხეულის ოკულტური ანატომია“.ამ ოკულტური ანატომიის მოქმედების ცოდნა ყოველი განდობილისთვის, რომელსაც სურს შეისწავლოს თავისი სხეული, ფლობდეს მას და შეეძლოს მასზე ზემოქმედება, ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ქვემოთ მე მოვიყვან აღწერილობას, ადამიანის სხეულის ოკულტური ანატომიის,  მაგნიტური და ელექტრო ფლუიდების დადებითი და უარყოფითი სფეროების მოქმედებასთან მიმართებაში.ეს ცოდნა  განსაკუთრებით  დიდი სარგებლობას მოუტანს მაგნეტოპათს, რადგან, დაავადების კერის გათვალისწინებით მას მოუწევს მკურნალობა ჩაუტაროს სხეულის გარკვეულ ნაწილს ან მაგნიტური ან ელექტრო ფლუიდით. ასევე ეს ცოდნა სხვა აუდიტორიისთვისაც სასარგებლო იქნება.

თავი

წინა ნახევარი-ელექტრო ფლუიდის ზონაა, უკანა ნახევარი-მაგნიტურის.მარჯვენა მხარე-მაგნიტური, მარცხენა-ელექტრო ფლუიდის. შიგნითა ნაწილი-ელექტრო ზონაა.

თვალები

წინა ნაწილი ნეიტრალურია, უკანაც ასევე. მარჯვენა მხარე-ელექტრო ფლუიდის ზონაა, მარცხენა ასევე ელექტროა, შიდა მხარე-მაგნიტური.

ყურები

წინა და უკანა მხარეები ნეიტრალურია; მარჯვენა მხარე-მაგნიტურია, მარცხენა -ელექტრო. შიდა მხარე ნეიტრალურია.

პირი და ენა

წინა ნაწილი ნეიტრალურია, უკანა ნაწლი ასევე ნეიტრალურია, მარჯვენა და მარცხენა მხარეები ნეიტრალური , შიდა მხარე -მაგნიტური.

კისერი

წინა ნაწილი-მაგნიტური, უკანა ნაწილი მაგნიტურია ასევე, მარჯვენა მხარე-მაგნიტურია, მარცხენა -ელექტრო.

მკერდი

წინა მხარე-ელექტრო-მაგნიტური ზონაა, უკანა ნაწილი-ელექტრო, მარჯვენა მხარე ნეიტრალური, მარცხენა მხარე-ელექტრო, შიდა ნაწილი -ნეიტრალური.

მუცელი

წინა მხარე-ელექტრო, უკანა ნაწილი-მაგნიტური, მარჯვენა მხარე-ელექტრო, შიგნითა ნაწილი-მაგნიტური.

ხელები

წინა მხარე-ნეიტრალური ზონა, უკანა (ზურგის) მხარე-ნეიტრალური, მარჯვენა მხარე-მაგნიტური, მარცხენა მხარე-ელექტრო, შიგნითა ნაწილი ნეიტრალური.

მარჯვენა ხელის თითები

წინა და უკანა მხარეები ნეიტრალურია, მარჯვენა და მარცხენა მხარეები ელექტრო ზონაა, შიდა მხარე ნეიტრალურია.

მარცხენა ხელის თითები

წინა და უკანა(ზურგის)მხარეები ნეიტრალურია, მარჯვენა-ელექტრო, მარცხენაასევე ელექტრო, შიდა მხარე ნეიტრალურია.

ფეხის ტერფები

წინა და უკანა ნაწილები ნეიტრაურია, მარჯვენა მხარე-მაგნიტური, მარცხენა-ელექტრო ზონაა, შიდა მხარენეიტრალურია.

მამაკაცის სასქესო ორგანო

წინა ნაწილი-ელექტრო ზონა, უკანა ნაწილი ნეიტრალურია, მარჯვენა და მარცხენა მხარეები ნეიტრალური, შიდა ნაწილი -მაგნიტური ზონა.

ქალის სასქესო ორგანო

წინა ნაწილი-მაგნიტური ზონა, უკანა ნაწილი ნეიტრალური, მარჯვენა და მარცხენა მხარეები ნეიტრალური, შიდა ნაწილი-ელექტრო ზონა.

ხერხემლის ბოლო მალა, უკანა ტანთან წინა და უკანა ნაწილები ნეიტრალურია, მარჯვენა და მარცხენა ასევე ნეიტრალურია, შიდა ნაწილი -მაგნიტური ზონა.

ამ ოკულტური ანატომიის საფუძველზე განდობილს შეუძლია  ოთხპოლუსიანი მაგნიტის გასაღების დახმარებით, აუცილებლობის შემთხვევაში შეადგინოს მომდევნო ანალოგიები.ალქიმიკოსი  აქედან გებულობს, რომ ადამიანის სხეული თავისთავად წარმოდგენს ნამდვილ ანატორს,  რომელშიც ცხადლივ მიმდინარეობს სრულყოფილი ალქიმიური პროცესი, დიადი შემოქმედება ანუ ბრძენთა ქვის შექმნა.

ამით სრულდება ეს თავი, ადამიანის სხეულის შესახებ. მე არ ვამტკიცებ, რომ მოვიცავი ყველაფერი, მაგრამ მე მივუთითე ყველაზე მთავარზე ელემენტებთან მიმართებაში, ასევე ოთხპოლუსიან მაგნიტიზეც. ასევე ოდნავ ფარდა ავხადე  ტეტრაგრამატონის საიდუმლოს ადამიანის სხეულთან მიმართებაში.

უხეშ-მატერიალური დონე, ანუ უხეშ-მატერიალური სამყარო

ამ თავში მე არ აღვწერ უხეშ-მატერიალურ სამყაროს, მინერალების სამყაროს, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროებს. ასევე არ ავხსნი ბუნების ფიზიკურ მოვლენებს, რადგანაც ის, თუ რა არის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები, როგორ ჩნდება ქარბუქები, წვიმა და ა.შ. ყველასთვის ცნობილია სასკოლო პროგრამიდან. დამწყები განდობილი ვეჭვობ დაინტერესდეს ამ მოვლენებით. უფრო მეტად იგი ეცდება, რომ მატერიალური სამყარო ელემენტებისა და მათი პოლარობების დახმარებით შეიცნოს. 

არ მჭირდება იმის შეხსენება, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა, ეს ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგებია. მიუხედავად ამისა, სასარგებლო იქნება, თუ დამწყები განდობილი გაეცნობა ელემენტთა მოქმედებას და ისწავლის მათ სწორად გამოყენებას სხვა დონეთა შესაბამის ანალოგიებთან თანხმობაში. როგორ შეიძლება უხეშ-მატერიალური ელემენტების ცოდნასთან ერთად ამავდროულად კონტაქტში შევიდეთ მაღალ დონეებთან, შემდეგი თავის პრეროგატიოვად რჩება, მაგიის პრაქტიკული გამოყენების შესახებ. მანამდე კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენს დედამიწაზე ელემენტთა მოქმედება სუბტილურ ფორმაში ისევე მიმდინარეობს, როგორც ადამიანის სხეულში. ადამიანის სხეულთან შედარებისას მიდიან იქამდე, თუ როგორ იქმნება პარალელები ელემენტებთან, და მაშინ ადამიანის სხეულთან ანალოგია გამართლებული ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის სხეულზე, ცხოვრების სტილზე და ელემენტთა ფუნქციებზე ადამიანთან მიმართებაში, და თუ განდობილი შეძლებს გამოიყენოს ელემენტები მათი ყველაზე სუბტილური ფორმით ადამიანთან მიმართებაში, მაშინ იგი შეძლებს სასწაულების მოხდენას საკუთარ სხეულზე. და არა მხოლოდ ეს, იგი სრული უფლებით განაცხადებს, რომ ამ მიმართებაში არაფერი შეუძლებელი არ არსებობს.  

მიწის ელემენტი საკუთარ თავში ოთხპოლუსიან მაგნიტს მოიცავს თავისი პოლარობით და ყველა დნარჩენი ელემენტის მოქმედებით. ცეცხლის პრინციპი ბუნებაში თავის აქტიურ ფორმაში ცხოველმყოფელ მოქმედებას ახდენს, ხოლო უარყოფით ფორმაში დამანგრეველს, დამშლელს. წყლის პრინციპი თავისი აქტიური ფორმით სიცოცხლის მომცემი, ასევე გამადნობელი მოქმედებისაა, ხოლო უარყოფითი ფორმით საპირისპიროდ მოქმედებს. ჰაერის პრიციპი თავისი ორმაგი პოლარობით წარმოადგენს გამანეიტრალებელ, გამაწონასწორებელ და შემანარჩუნებელ საწყისს ბუნებაში. მიწის ელემენტს თავისი მახასიათებელი შემკვრელი თვისების შედეგად საფუძველში უდევს ცეცხლისა და წყლის ეს ორი ელემენტი, ასევე ჰაერის გამანეიტრალებელი თვისება, და ამიტომ იგი უნდა განვიხილოთ, როგორც ყველაზე უხეშ-მატერიალური ელემენტი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ცეცხლისა და წყლის ელემენტების ურთიერთქმედების შედეგად ჩვენში ჩნდება ორი ფლუიდი, ელექტრული და მაგნიტური, რომლებიც ისევე როგორც სხეულში, იმავე კანონებით გაჩნდნენ და იგივე მოქმედება ახასიათებთ. ეს ორი ელემენტი, თავიანთი ფლუიდებით მოქმედებენ ყველაფერზე, რაც მატერიალური თვალსაზრისით ხდება ჩვენს დედამიწაზე: ისინი ზემოქმედებენ მრავალ ქიმიურ პროცესზე დედამიწის გარეთ, მინერალთა, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში. აქედან ჩანს, რომ ელექტრული ფლუიდი დედამიწის ცენტრშია, ხოლო მაგნიტური — მის ზედაპირზე. დედამიწის ზედაპირის ეს მაგნიტური ფლუიდი მიუხედავად წყლის პრინციპისა ან შეკუმშვის (Cohesion) პრინციპისა, იზიდავს და ინარჩუნებს ყველაფერ მატერიალურს.

ყოველი სხეულის დამახასიათებელი თვისების წყალობით, რომელიც განპირობებულია ელემენტთა შემადგენლობით, ყოველ საგანს ელექტრულ ფლუიდთან მიმართებაში გააჩნია გარკვეული გამოსხივება, ე.წ. «ელექტრონთა ვიბრაცია», რომლებიც მიიზიდებიან მთელი მატერიალური სამყაროს საერთო მაგნიტური ფლუიდით. ამ მიზიდულობას წონა ეწოდება. შესაბამისად, წონა — ესაა დედამიწის მიზიდულობის მოვლენა. რკინის და ნიკელის მიზიდულობის ჩვენთვის ცნობილი მოვლენაც — ასევე მცირე მაგალითი და მსგავსებაა იმისა, თუ რა ხდება დედამიწაზე მთლიანობაში.

ის, რაც ჩვენთვის ცნობილია დედამიწაზე, როგორც მაგნეტიზმი და ელექტროობა — ეს ოთხპოლუსიანი მაგნიტის გამოვლინებაა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ პოლუსთა თვითნებური შეცვლით შეგვიძლია მაგნეტიზმი ელექტროობად ვაქციოთ, ხოლო მექანიკური საშუალებით ელექტროობა მაგნეტიზმად გარდავქმნათ. ერთი ძალის მეორედ გარდაქმნა ალქიმიურ ანუ მაგიურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც დროთა განმავლობაში იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ იგი აღარ განიხილება, როგორც ალქიმია ან მაგია, არამედ ფიზიკურ პროცესად ითვლება. ამ მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ აქაც ოთხპოლუსიანი მაგნიტი გამოიყენება. ნებისმიერი ჰერმესისტისთვის ცნობილია კანონი მაგნეტიზმისა და ელექტროობის შესახებ, რომელიც მდგომარეობს იმაშ, რომ არა მხოლოდ ადამიანის სხეულში, არამედ უხეშ-მატერიალურ სამყაროშიც, რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა. ნებისმიერი განდობილი, რომელსაც შეუძლია ყველა დონეზე გამოიყენოს ელემენტთა ძალა ანუ ტეტრაგრამატონის დიადი საიდუმლო, შეძლებს რომ ასევე დიადი საქმეები მოახდინოს ჩვენს მატერიალურ სამყაროშც, რაც არაგანდობილის თვალში სასწაულად აღიქმება. განდობილისთვის კი ამაში არანაირი სასწაული არაა. ყველაზე დიდი უცნაურობის ახსნაც კი შეიძლება კანონების ცოდნის საფუძველზე.

აქ აღწერილ კანონზომიერებებზეა დამოკიდებული ყველაფერი ცოცხალი ჩვენს დედამიწაზე: ზრდა, მომწიფება, სიცოცხლე და სიკვდილი. შედეგად განდობილისთვის ცხადია, რომ სიკვდილის ცნება არ ნიშნავს არარაობად დაშლას — რასაც განადგურებას ან სიკვდილს ეძახიან, წარმოადგენს მხოლოდ გადასვლას ერთი სტადიიდან სხვაში. უხეშ-მატერიალური სამყარო აკაშას პრინციპიდან — ჩვენთვის ცნობილი ეთერიდან შეიქმნა და ამ პრინციპის მეშვეობითვე ნარჩუნდება. ამიტომ ცხადია, რომ ესაა ელექტრული და მაგნიტური ფლუიდის გადატანა, რაზეც დაფუძნებულია ყველა აღმოჩენა, და რომელიც დაკავშირებულია დიდ მანძილზე ეთერით გადაცემასთან, მაგალითად: რადიო, ტელეგრაფი, ტელეფონი, ტელევიზია და ყველა დანარჩენი აღმოჩენა, რომელიც მომავალში მოხდება ეთერში გავრცელებადი ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების მეშვეობით. მაგრამ ძირითადი პრინციპები და კანონები უცვლელი რჩება. 

ცალკეული ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების უხეშ-მატერიალურ დონეზე მოქმედების შესახებ შეგვიძლია დიდი მოცულობის წიგნი დავწეროთ შთამბეჭდავი შინაარსით. მაგრამ ყურადღებიანი მკითხველი, რომელიც გადაწყვეტს განდობის გზაზე სიარულს და არ შეეშინდება ძირითადი კანონების შესწავლა, თვითონვე აღმოაჩენს სხვადასხვა ვარიაციებს ძალთა და მათ თვისებათა გამოყენებაში. იგი უხვად დაჯილდოვდება თავისი შრომისთვის — ცოდნის მოპოვებით.

სამშვინველი (душа, Soul), ანუ ასტრალური სხეული

თავისთავად ადამიანი, სამშვინველი (Soul), აკაშას პრინციპისგან, ანუ უნატიფესი ეთერული ვიბრაციებისგან შეიქმნა, ელემენტთა ნატიფი მოძრაობის სახით ელექტრული და მაგნიტური ფლუიდებისა და მათი პოლარობების საშუალებით. 

ისევე, როგორც უხეშ-მატერიალურ სხეულში მოქმედებენ ელემენტები, ზუსტად იგივე ხდება სამშვინველის ანუ ე.წ. «ასტრალური სხეულის» ფუნქციებთან დაკავშირებითაც. ოთხპოლუსიანი მაგნიტის მეშვეობით სამშვინველი თავისი მახასიათებელი თვისებებით დაკავშირებულია ანუ შერწყმულია სხეულთან. შერწყმა ხორციელდება სხეულშიც, ელემენტთა ელექტრო-მაგნიტური ზეგავლენის შედეგად.  ელემენტთა მუშაობას, ე.წ. «სამშვინველის ელექტრო-მაგნიტურ ფლუიდს», ჩვენ, განდობილები, ასტრალურ მატრიცას, ანუ სიცოცხლეს ვუწოდებთ. ეს ასტრალური მატრიცა ანუ სამშვინველის ელექტრო-მაგნიტური ფლუიდი არაა იდენტური ოკულტისტების მიერ ხშირად აღწერილი აურისა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ.რაც შეეხება ასტრალურ სხეულს ანუ ელექტრო-მაგნიტურ ფლუიდს, აქ საუბარია დამაკავშირებელ ელემენტზე სულსა და სხეულს შორის. ცეცხლის პრინციპი ორგანიზმში ხელს უწყობს შენებას, წყლის პრინციპი — ცხოველმყოფელობას (animating), ჰაერის პრინციპი — გაწონასწორებას (balancing), ხოლო მიწის პრინციპი— შეკვრას (thriving), გაფურჩქვნას (compound) და შენარჩუნებას. ასტრალურ სხეულს მინიჭებული აქვს იგივე ფუნქციები, რაც უხეშ-მატერიალურს.

ადამიანს გააჩნია ხუთი გრძნობის ორგანო (ხუთი ელემენტის შესაბამისად), რომლებსაც ასტრალური სხეული, ანუ სამშვინველი იყენებს იმისთვის, რომ ფიზიკური სამყაროს აღქმა მიიღოს. ხუთი გრძნობის ეს აღქმა და მოქმედება სამშვინველისა და უხეშ-მატერიალური სხეულის დახმარებით ხორციელდება ჩვენი უკვდავი სულის (spirit) მიერ. რატომაა სული უკვდავი, ამას ქვემოთ ავხსნი. სულის მოქმედების გარეშე სამშვინველშ ასტრალური სხეული თავის შემადგენელ ნაწილებად დაიშლებოდა. 

რადგანაც სული ვერ შეძლებდა თავისი მოქმედების განხორციელებას სამშვინველის შუამავლობის გარეშე, ამიტომ ასტრალური სხეული ბევრი იმ თვისების მატარებელია, რომელსაც სული ფლობს. თავისი განვითარებისა და სიმწიფის შესაბამისად მას გააჩნია სხვადასხვა ელექტრულ-მაგნიტური რხევები, რომლებიც სამშვინველის მეშვეობით გარეგნულად ოთხი სხვადასხვა ტემპერამენტის სახით ვლინდებიან. ამა თუ იმ ელემენტის სიჭარბის შესაბამისად ჩვენ ვარჩევთ ქოლერიკულ, სანგვინიკურ, მელანქოლიკურ და ფლეგმატურ ტემპერამენტებს. 

ქოლერიკული ტემპერამენტი ცეცხლის ელემენტისგან მომდინარეობს, სანგვინიკური  — ჰაერისგან, მელანქოლიკური — წყლისგანდაფლეგმატური — მიწისგან. შესაბამისი ელემენტის რხევების სიხშირეთა ძალასთან დამოკიდებულებაში სხვადასხვა თვისებებით ვლინდებიან ასევე ფლუიდური რხევების  ძალა, სიმძლავრე და გავრცელების უნარი.

ყოველი ამ ოთხ ელემენტთაგან, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ტემპერამენტს, აქტიურ ფორმაში ატარებს კარგ, ანუ დადებით თვისებებს, ხოლო პასიურში — საპირისპიროს, ანუ უარყოფითს. ელემენტთა მოქმედების დაწვრილებით აღწერა ძალიან დიდ მოცულობას მოითხოვს, ამიტომ კარგი იქნება, თუკი დამწყები განდობილი საკუთარი მედიტაციის გზით აღმოაჩენს ამ მოქმედებებს. განდობის გზაზე ამას კიდევ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ კი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

ქოლერიკულ ტემპერამენტს თავის აქტიურ პოლარობაში გააჩნია დადებითი თვისებები: აქტიურობა, ენთუზიაზმი, მგზნებარება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, სიმამაცე, გამბედაობა, შემოქმედებითი პოტენციალი, მიზანსწრაფულობა და ა.შ. უარყოფით ფორმაში ვლინდება შემდეგი თვისებები: გაუმაძღრობა, ეჭვიანობა, ვნება, გაღიზიანებადობა, თავშეუკავებლობა, განადგურებისკენ სწრაფვა და ა.შ. 

სანგვინიკური ტემპერამენტი აქტიურ ფორმაში ავლენს გამჭრიახობას, მონდომებულობას, გულმოდგინეობას, სიხარულს, სიმსუბუქეს, გულკეთილობას,   სიცხადეს, უდარდელობას, ხალისიანობას, ოპტიმიზმს, აღფრთოვანებას, თვითმყოფობას, უშუალობას და ა.შ. უარყოფით ფორმაში იგი ავლენს ადვილად განაწყენებად ხასიათს, ჭორაობისადმი მისწრაფებას, მოუთმენლობას, გარშემომყოფების დაბალ შეფასებას, ცბიერებას, ლაყბობას, უნამუსობას, გაიძვერობას, მერყეობას და ა.შ.

მელანქოლიკური ტემპერამენტი თავის აქტიურ ფორმაში ავლენს პატიოსნებას, თავდაჭერილობას, თავმდაბლობას, თანაგრძნობას, ერთგულებას, სერიოზულობას, მორჩილებას, გულთბილობას (გულითადობას), გაგების უნარს, ჭვრეტას (მედიტაციას), სიმშვიდეს, ჩაღრმავებულობას, მიმნდობლობას, პატიების უნარს, სინაზეს და ა.შ. უარყოფით ფორმაში იგი ამჟღავნებს გულგრილობას, დეპრესიულობას, აპათიას, მორცხვობას, უტყვობას, სიზარმაცეს და ა.შ. 

ფლეგმატური ტემპერამენტი აქტიურ ფორმაში ავლენს დისციპლინას (რიგიანობას),  რეპუტაციას, ამტანობას, განსჯის უნარს, გაბედულებას, შეუპოვრობას, სიმტკიცეს, სტაბილურობას, სერიოზულობას, სკურპულოზურობას, კეთილსინდისიერებას, საფუძვლიანობას, თანმიმდევრულობას, კონცენტრაციის უნარს, წინდახედულობას, სიდინჯეს, სიზუსტეს, პუნქტუალობას, საქმიან ხასიათს, ობიექტურობას (მიუკერძოებლობას), უცდომელობას, პასუხისმგებლობას, საიმედოობას, წინააღმდეგობის გაწევის უნარს (resistance), თავდაჯერებულობას, მიზანდასახულობას და ა.შ. უარყოფით ფორმაში: უსიცოცხლობას, მოდუნებულობას, ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, გარშემომყოფთა დაბალ შეფასებას, მიზანთროპულობას, ადამიანების შიშს, გაფანტულობას, ზოზინს, გაჯანჯლებას, დამძიმებულობას, სიზარმაცეს, არასაიმედოობას, ლაკონურობას და ა.შ.

ტემპერამენტთა თვისებები იმის მიხედვით ყალიბდება, თუ რომელი თვისებაა ადამიანის ხასიათში ძირითადი, უპირატესი. გარეგნულად გამოხატული თვისებების ინტენსიურობა დამოკიდებულია პოლარობაზე, ანუ ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებზე. ტემპერამენტთა საერთო ზემოქმედების შედეგს წარმოადგენს გამოსხივება, რომელსაც პროფესიონალურ ენაზე აურა ეწოდება. აქედან გამომდინარეობს, რომ აურა არ უნდა შევადაროთ ასტრალურ მატრიცას, რადგანაც ეს ორი მოვლენა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასტრალური მატრიცა  — ესაა შემაერთებელი ქსოვილი სხეულსა და სამშვინველს შორის, აურა კი, პირიქით, —ელემენტთა ზემოქმედების გამოსხივებაა მათ სხვადასხვა თვისებებში, და ყალიბდება იგი ან აქტიურ, ან პასიურ ფორმაში. ეს გამოსხივება მთელს სამშვინველში იწვევს გარკვეულ ვარიაციას, რომელიც  გარკვეულ ფერს შეესაბამება. ამ ფერის საფუძველზე განდობილს შეუძია ასტრალური ხედვით გაარჩიოს საკუთარი აურა ან სხვა არსების აურა. მხედველს შეუძლია აურის მეშვეობით არა მხოლოდ ადამიანის ხასიათი განსაზღვროს მის საფუძველში, არამედ აღიქვას სამშვინველის ვიბრაციის პოლარობა და ზემოქმედება მოახდინოს მასზე. ამ თემას ინტროსპექციისადმი მიძღვნილ ცალკე თავში გავაშუქებ. ადამიანის ტემპერამენტი მის ხასიათზე მოქმედებს, და ორივე თავისი ზემოქმედებით საერთო შედეგის სახით სამშვინველის გამოსხივებას, ანუ აურას ქმნის.

დიად განდობილთა და წმინდანთა გამოსახულება შემთხვევით არაა გარშემორტყმული სიწმინდის ორეოლით, რომელიც ახლახანს აღწერილი აურის იდენტურია. გარდა ტემპერამენტთა ხასიათისა და ელექტრო-მაგნიტური ფლუიდის მოქმედებისა ასტრალურ სხეულს კიდევ ორი ცენტრი გააჩნია თავის ტვინში, სახელდობრ: დიდი ნახევარსფეროები, ნორმალური ცნობიერების სათავსო, და ნათხემი (cerebellum)— ნორმალური ცნობიერების საწინააღმდეგო ქვეცნობიერება. მათი ფუნქციები დაწვრილებითაა აღწერილი თავში  «სული».

როგორც უკვე ითქვა, სამშვინველი ელემენტებთან შესაბამისად ისევეა დაყოფილი, როგორც სხეული. სამშვინველი წარმოადგენს საკუთარი ფუნქციების, ძალებისა და თვისებების სათავსოს. მათ ელემენტთა შესაბამისად სამშვინველში თავიანთი ცენტრები გააჩნიათ. ასეთ ცენტრებს ინდური ფილოსოფია ლოტოსებად მოიხსენიებს. ამ ლოტოსების გამოღვიძებას კი ინდურ სწავლებაშ კუნდალინი-იოგა ეწოდება. მე თავს შევიკავებ ლოტოსებზე, ანუ ცენტრებზე დაწვრილებით საუბრისგან, რადგანაც ყოველ თქვენგანს შეუძლია შესაბამის ლიტერატურაში შეიტყოს მათ შესახებ (*იხ. გრეგორიუსი: ჩაკრების მაგიური გამოღვიძება ადამიანის ასტრალურ სხეულში).

მე მინდა გაკვრით შევეხო მათ და ვთქვა, რომ ყველაზე ქვედა ცენტრი, ე.წ. «მულადჰარა», ანუ მიწიერი ცენტრი, მოთავსებულია სამშვინველის ყველაზე ქვემო ნაწილში. შემდეგია წყლის სტიქიის ცენტრი, და მოთავსებულია იგი სასქესო ორგანოების მიდამოში. ინდურ ტრადიციაში მას ეწოდება  «სვადჰისთჰანა». ცეცხლოვან ცენტრს — ჭიპის მიდამოში ეწოდება «მანიპურა». ჰაერის — გამაწონასწორებელი ელემენტის ცენტრს გულ-მკერდის მიდამოში ეწოდება «ანაჰატა». ეთერის, ანუ აკაშას პრინციპის ცენტრი მოთავსებულია ყელის მიდამოში და მას ეწოდება «ვიშუდჰა». შემდეგი ცენტრი — ნებისა და ინტელექტის ცენტრი, მოთავსებულია წარბებს შორის და ეწოდება«აჯნა». ყველაზე მაღალ, ღვთაებრივ ცენტრად ითვლება ათასფურცლიანი ლოტოსი —«საჰასრარა», რომლისგანაც გამომდინარეობენ ყველა დანარჩენ ცენტრთა ძალები, და რომლებზეც იგი ახდენს გავლენას. დაწყებული ყველაზე ზემო ცენტრიდან, ხერხემლის არხის გასწვრივ, ყველაზე ქვედა — მიწის ცენტრამდე მიედინება ე.წ. «სუშუმნა», ანუ უკვე ჩვენთვის ცნობილი აკაშას პრინციპი, რომლის ფუნქციაა ყველა ცენტრს შორის კავშირის შენარჩუნება და მათი მართვა. მოგვიანებით ვისაუბრებ გველის ძალის გამოღვიძებაზე ცალკეულ ცენტრებში.

ჩემს მიზანს სამშვინველის აღწერისას წარმოადგენს ელემენტთა მათ პლუს და მინუს პოლარობებთან კავშირის დამყარება, და მე მჭირდება მკაფიოდ წარმოვიდგინო ეს მოვლენა. ამ აღწერილობიდან გამომდინარეობს, რომ როგორც სხეული, ასევე სამშვინველი, და ასევე მათი მოქმედება ცოცხლობს და ფუნქციონირებს, და რომ მათი შენარჩუნება და დაშლა ოთხპოლუსიანი მაგნიტის, ანუ ტეტრაგრამატონის  საიდუმლოს  ურყევ კანონებს ექვემდებარება. თუ განდობის მიღების მსურველი თავის მედიტაციაში ამ ობიექტზე მოახდენს კონცენტრირებას, იგი სრულ წარმოდგენას შეიქმნის არა მხოლოდ სხეულის, არამედ სამშვინველის ფუნქციების შესახებ, და სწორი ხედვა ექნება მათ ურთიერთკავშირზე პირველ-საწყისი კანონების მიხედვით. 

ასტრალური დონე

ასტრალურ დონეს ხშირად მეოთხე განზომილებად მოიხსენიებენ. იგი არ იყო შექმნილი ოთხი ელემენტისგან, არამედ წარმოადგენს აკაშას ელემენტის გამკვრივების ერთ-ერთ საფეხურს. ანუ ყველაფერი, რაც აქამდე ყოფილა, ახლა არის ან მომავალში იქნება მატერიალურ სამყაროში, მის მიერ რეგულირდება და იმართება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, აკაშა თავის სუბტილურ ფორმაში  ჩვენთვის ცნობილ ეთერს წარმოადგენს, რომელშიც ვრცელდება როგორც ელექტრული, ასევე მაგნიტური რხევები. ამის თანახმად, ესაა იმ ვიბრაციის სფეროც, საიდანაც წარმოიშობა სინათლე, ბგერა, ფერი, რიტმი და მთელი სიცოცხლე მთელ თავის ქმნილებაში.  

რადგანაც აკაშა წარმოადგენს მთელი ყოფიერების პირველსაწყისს, ბუნებრივია, რომ მასში პოულობს ასახვას ყველაფერი ის, რაც უკვე მოხდა, ახლა ხდება და მომავალში მოხდება. ამიტომ ასტრალურ დონეზე ხედავენ მარადიულობის ემანაციას, რომელსაც არ გააჩნია არც დასაწყისი და არც დასასრული, ანუ დროისა და სივრცის მიღმაა. განდობილი, რომელიც ამ დონეზე კონცენტრირდება, იპოვის ყველაფერს, რაც შეეხება წარსულს, აწმყოს და მომავალს. მისი აღქმის სიფართოვე მის სრულყოფილებაზეა დამოკიდებული. რელიგიათა უმეტესობაში ასტრალის დონედ მიღმიერი სამყარო მოიხსენიება, განდობილისთვის კი ნათელია, რომ არანაირი აქაური და მიღმიერი სამყარო არ არსებობს, ამიტომ მას არ ეშინია სიკვდილის, რამეთუ მისთვის უცხოა თავად ეს ცნება. თუკი ელემენტთა დამანგრეველი მოქმედების ან უცაბედი დარღვევის გამო ასტრალური მატრიცა, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელ ქსოვილს უხეშ-მატერიალურ და ასტრალურ სხეულებს შორის, განცალკევდება სხეულისგან, დგება ის, რასაც სიკვდილს ეძახიან და რაც სინამდვილეშ მხოლოდ გადასვლაა მიწიერი სამყაროდან ასტრალურში. იცის რა ეს კანონი, განდობილს არ ეშინია სიკვდილის, რადგანაც იცის, რომ დაკარგვა არ ემუქრება. ელემენტების დაუფლების წყალობით მას შეუძლია, მიუხედავად სხვა ყველაფრისა, მიაღწიოს ასევე ასტრალური მატრიცის შემაერთებელი ფუნქციის დასუსტებას და ასტრალური სხეულით სპონტანურად გამოეყოს მიწიერ გარსს. ამგვარად, თავის ასტრალურ სხეულში მყოფს, შეუძლია მოინახულოს ყველაზე შორეული სფეროები, მოხვდეს სხვადასხვა დონეზე და ა.შ. შესაბამისად ისტორიები, როდესაც ზოგიერთ წმინდანს ერთდროულად ხედავდნენ ერთი და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას, დამაჯერებელ ახსნას პოულობენ ამით. 

ასტრალური დონე სხვადასხვა არსებებითაა დასახლებული. პირველ რიგში ესენი არიან დედამიწაზე გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც თავიანთი სულიერი სიმწიფის მიხედვით იმყოფებიან შესაბამის, საფეხურეობრივად განსხვავებულ სიმკვრივის სფეროებში, რასაც სხვადასხვა რელიგიებში სამოთხეს ან ჯოჯოხეთს უწოდებენ, განდობილი კი ამ სახელწოდებებს სიმბოლურად აღიქვამს. რაც უფრო სრულყოფილი, კეთილშობილი და სუფთაა არსება, ასტრალური სიმკვრივის მით უფრო სუფთა და ნატიფ სფეროში ხვდება იგი. თანდათანობით ასტრალური სხეული განცალკევდება და დნება იქამდე, რომ გარკვეული ასტრალური დონის ვიბრაციის სიხშირეს აღწევს და ამ საფეხურის იდენტური ხდება. ეს იდენტიფიკაცია, როგორც ვხედავთ, დამოკიდებულია სიმწიფეზე და სულიერ სრულყოფაზე, რომელსაც შესაბამისი არსებები მიწიერ სამყაროში აღწევენ. 

გარდა ამისა, ასტრალური დონე დასახლებულია მრავალი სხვა არსებით. მე რამდენიმე მათგანს დავასახელებ. ესაა, მაგალითად, ელემენტარული არსებები, არსებები ერთი ან რამდენიმე თვისებით, იმის შესაბამისად, თუ ელემენტთა რომელი სიხშირე ჭარბობს მათში. ისინი ისეთივე სიხშირეებით ნარჩუნდებიან, როგორებიც ადამიანისთვისაა დამახასიათებელი და რომელსაც იგი ასტრალურ დონეზე უშვებს.  მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ინტელექტის გარკვეულ დონეს მიაღწიეს. მათ იყენებენ მაგები იმისთვის, რომ ამ მდაბალი ძალების მეშვეობით თავიანთ ეგოისტურ მიზნებს მიაღწიონ. არსებათა სხვა ტიპი, ე.წ. «ლიარვები», რომლებიც გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად არიან ხმობილნი სიცოცხლისკენ, ასტრალური მატრიცის გზით, ინტენსიური გრძნობითი აზროვნების მეშვეობით. ისინი არ წარმოადგენენ სახელდობრ არსებებს, ესენი უბრალოდ ფორმებია, რომლებიც ასტრალური სამყაროს ყველაზე დაბალ საფეხურზე ნარჩუნდებიან ანიმალური (ცოცხალი) სამყაროს ტანჯვების მეშვეობით. მათი თვითშენარჩუნების გრძნობას იმ ადამიანთა სფეროში მიჰყავთ ისინი, რომელთა ტანჯვასთანაც ახდენენ იმპონირებას. ღიად თუ ირიბად, ისინი ცდილობენ გააღვიძონ და გაამრავლონ ადამიანებში მთვლემარე ტანჯვები. თუ ეს ფორმები ახერხებენ იმ ტანჯვების გაღვიძებას, რომლებიც ასე სჭირდებათ, მაშინ ისინი აღივსებიან (ნაყრდებიან), ძლიერდებიან და ამგვარად ნარჩუნდებიან იმ გამოსხივების წყალობით, რომელსაც ადამიანში ეს ვნება იწვევს. ვნებებით შეპყრობილი ადამიანი ასეთი ლიარვების მთელ არმიას ატარებს თავის ყველაზე დაბალ ასტრალურ დონეზე. მათ წინააღმდეგ სასტიკი ბრძლა წარმოებს და მაგიის სფეროში ელემენტთა დაუფლების შესახებ თავში ამ თემისადმი ცალკე თავია მიძღვნილი. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ინტროსპექციის შესახებ თავშ ვისაუბრებთ. გარდა ამისა არსებობენ ელემენტარული არსებები და ლიარვები, რომელთა შექმნაც ხელოვნურად შეიძლება — მაგიური გზით. ამის შესახებ წიგნის პრაქტიკულ ნაწილში წაიკითხავთ.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არსებათა კიდევ ერთი ტიპი, რომლებსაც განდობილი ხშირად ხვდება ასტრალურ დონეზე, სახელდობრ ესენი არიან ოთხი სუფთა ელემენტის წარმომადგენელი არსებები. ცეცხლის ელემენტში მათ ეწოდებათ სალამანდრები, ჰაერის ელემენტში სულფები, წყლის ელემენტში — ნიმფები ან უნდინები, ხოლო მიწის ელემენტში — გნომები. ეს არსებები ერთგვარად აკავშირებენ ასტრალურ დონეს მიწიერ ელემენტებთან. როგორ განვახორციელოთ კავშირი ამ არსებებთან,  როგორ დავეუფლოთ მათ, როგორ შეიძება მათი მეშვეობით ყველაფრის მიღწევა, ასევე წარმოადგენს ამ წიგნის პრაქტიკული ნაწილის პრეროგატოვას, რომელსაც ვუძღვნი ცალკე თავს სახელწოდებით  «ელემენტთა მაგია».

არსებობს არსებათა კიდევ მთელი რიგი, როგორებიცაა სატირები, სირინოზები, წყლის გობლინები (водяные) და ა.შ., რომლებიც ასევე მათ რიგს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. როგორ ზღაპრულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, ასტრალურ დონეზე ზუსტად ისეთივე რეალიებია, როგორც დედამიწაზე მცხოვრები არსებების შემთხვევაში. განდობილის ნათელმხილველი თვალი მათ ყველას ხედავს, როცა მოუნდება. დასაწყისშივე გამორიცხულია რაიმე ეჭვი მათ არსებობასთან დაკავშირებით. ამიტომ განდობილმა თავდაპირველად სიმწიფის გარკვეულ დონეს უნდა მიაღწიოს, და უნდა ისწავლოს შემოწმება იმისთვის, რომ სწორად განსაჯოს.

სული (Дух; Spirit)

როგორც უკვე ითქვა, ადამიანი შექმნილია ღმერთის სახედ და ხატად და შედგება სხეულისგან, სამშვინველისგან და სულისგან. წინა თავებიდან შევიტყვეთ, რომ სხეული და სამშვინველი მხოლოდ გარსებს წარმოადგენს სულისათვის, ანუ წარმავალნი არიან. ამიტომ მხოლოდ სული წარმოადგენს უკვდავ ნაწილს და ღმერთის მსგავსებას. რთულია გავაანალიზოთ და სიტყვებით გამოვხატოთ რაღაც ღვთაებრივი, უკვდავი და მარადიული, მაგრამ აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში შეგვიძლია ოთხპოლუსიანი მაგნიტის გასაღები გამოვიყენოთ.

სული, სულიერი „მე“ თავისი ოთხი ელემენტ-პრინციპით უმაღლესი ელემენტისგან (აკაშასგან) გაჩნდა, ყველაფრის პირველწყაროსგან. ეს თვისება-ელემენტები დამახასიათებელია უკვდავი სულისთვისაც, რომელიც ღმერთის ხატად შეიქმნა. 

ცეცხლოვანი ელემენტი, იმპულსური ნაწილი — ეს ნებაა. ჰაერის ელემენტი ინტელექტში (გონებაში) ვლინდება, წყლის ელემენტი  — სიცოცხლესა და გრძნობებში, ხოლო მიწის ელემენტი, როგორც ყველა დანარჩენის გამაერთიანებელი ამ  «მე»-ს ცნობიერებაშია გამოვლენილი.

ეს ოთხი პირველსაწყისი პრინციპი საფუძველია ყველა დანარჩებნი თვისებისთვის. მეხუთე ელემენტის, ანუ ეთერის (აკაშას) ტიპიური ნაწილი, ვლინდება ყველაზე უმაღლეს ასპექტში — რწმენაში — და ფორმათაგან ყველაზე დაბალში — თვითშენარჩუნებისკენ სწრაფვაში. ოთხივე ზემოთჩამოთვლილ ელემენტ-პრინციპს კიდევ მრავალი ასპექტი აქვს პოლარობის ანალოგიის კანონის შესაბამისად, ანუ ელემენტთა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვალსაზრისით. ყველანი ისინი ქმნიან «მე»-ს ანუ სულს. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია ძალა, სიმძლავრე და ვნება ცეცხლის ელემენტს მივაწეროთ; მეხსიერება, განრჩევის უნარი და მათ შორის განსჯის უნარიც — ჰაერის პრინციპს; სინდისი და ინტუიცია — წყლის პრინციპს; ეგოიზმს, თვითშენარჩუნებისა და გამრავლების უნარს კი სულის იმ ნაწილს, სადაც მიწის პრინციპი დომინირებს.

სულის თვისებების აღწერა ელემენტთა თვალსაზრისით ძალიან დიდ ადგილს დაიკავებდა ამ წიგნში. დამწყები განდობილი შეუპოვარი სწავლებისა და ღრმა მედიტაციის პროცესში, ოთხპოლუსიანი მაგნიტის კანონთა ცოდნის გათვალისწინებით, თავად შეძლებს ამ თვისებების აღწერას. ეს ძალიან კეთილშობილური საქმეა, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება, რადგანაც იგი კარგ შედეგებს მოიტანს ელემენტთა შეცნობასა და მათ დაუფლებაში. 

ამ სამ თავში სხეულის, სამშვინველისა და სულის შესახებ, მე აღვწერე ადამიანი მის სრულყოფილ ფორმაში. ის, თუ რამდენად აუცილებელია საკუთარი მცირე უნივერსუმის ცოდნა განდობისათვის, მაგიური და მისტიკური პრაქტიკისათვის, სხვადასხვა საიდუმლოებების ფლობისადმი, მოსწავლისთვის ალბათ გასაგებია. მაძიებელთა უმეტესობა უმეცრების, ან რაიმე საპატივსაცემო მიზეზის გამო როგორც წესი მხედველობიდან უშვებენ ამ ნაწილს, ამ საფუძველს. 

მენტალური დონე

ისევე, როგორც სხეულს გააჩნია თავისი მიწიერი დონე, ხოლო ასტრალურ სხეულს ანუ სამშვინველს — ასტრალური დონე, ასევე სულსაც გააჩნია თავისი საკუთარი დონე, რომელსაც ეწოდება მენტალური სფერო, ან მენტალური დონე. ესაა სულის სფერო მასთან არსებული ყველა ძალით.

ორივე სფერო, როგორც უხეშ-მატერიალური, ასევე ასტრალური, წარმოიშვნენ ოთხი ელემენტის მეშვეობით აკაშას პრინციპისგან, ანუ შესაბამისი სფეროს მიზეზობრივი პრინციპისგან; მენტალური სფეროც იგივე საფუძველზეა აგებული, შესაბამისად, იგი წარმოიშვა სულის აკაშას პრინციპისგან. ისევე, როგორც სული შესაბამისი საქმიანობის პროცესში საკუთარ თავში ოთხპოლუსიან მაგნიტს ქმნის და გამოყოფს ელექტრო-მაგნიტურ ფლუიდს ანალოგიურად ასტრალური სხეულისა, ასევე ეხება ეს მენტალურ სხეულსაც მენტალურ სფეროში, ანუ სულის სფეროში. ისევე, როგორც ასტრალური სხეული ასტრალური სამყაროს ელექტრო-მაგნიტური ფლუიდის მეშვეობით ქმნის ასტრალურ მატრიცას, ე.წ. «ასტრალ-ოდს», ასევე მენტალური სამყაროს ელექტრო-მაგნიტური ფლუიდი ქმნის მენტალურ მატრიცას, რომელიც მენტალურ სხეულს ასტრალურთან აკავშირებს. ეს მანტალური მატრიცა, ანუ მენტალ-ოდი — აკაშას ყველაზე სუბტილური ფორმაა, რომელიც მართავს და ინარჩუნებს სულის საქმიანობას ასტრალურ სხეულში. ეს მენტალური სხეული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრო-მაგნიტურია და ითვლება იდეების გამტარად სულის ცნობიერებაში, რომლებიც ამ უკანასკნელს ასტრალური და უხეშ-მატერიალური სხეულის მეშვეობით მოქმედებაში მოჰყავს. ამგვარად, მენტალური მატრიცა, ანუ მენტალ-ოდი მისი ორპოლუსიანი ფლუიდით, წარმოადგენს ყველაზე ნატიფ მატერიას, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხეულში.

მენტალური სფერო ამავდროულად აზრების სფეროსაც წარმოადგენს, რომლებიც იდეათა სამყაროდან, ანუ სულის აკაშადან წარმოიშვებიან. ყოველ აზრს საფუძვლად უდევს ძირითადი იდეა, რომელიც თავისი თვისებების შესაბამისად, ეთერის პრინციპის მეშვეობით გარკვეულ ფორმას, ანუ პლასტიკურ ხატ-სახეს (образ)იღებს, ანუ ჩვენი ინდივიდის ცნობიერებაში მენტალური მატრიცის მეშვეობით ხვდება. შესაბამისად ადამიანი თავად არ წარმოადგენს აზრთა შემოქმედს. ყოველი აზრის წყარო აკაშას უმაღლეს სფეროში ან მენტალურ დონეზე უნდა ვეძებოთ. ადამიანის სული მიმღებს ჰგავს, აზრების ანტენას იდეათა სამყაროდან, იმ მდგომარეობისა და სიტუაციის მიხედვით, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

იმდენად, რამდენადაც იდეათა სამყარო წარმოადგენს ყველაფერს ყველაფერში, ყოველი ახალი აზრი, ყოველი ახალი აღმოჩენა, მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი ის, რაც ადამიანის შეხედულებით თავად მის მიერაა შექმნილი, სინამდვილეში იდეათა ამ სამყაროდანაა აღებული. ახალი იდეების მიღების უნარი დამოკიდებულია სულის განზრახვასა და სიმწიფეზე. ნებისმიერი აზრი საკუთარ თავში სრულიად სუფთა ელემენტს მოიცავს მაშინ, როდესაც იგი აბსტრაქტულ იდეებს შეიცავს.

თუ აზრის საფუძველში იდეათა სამყაროდან მოსული მრავალი კომბინაცია დევს, ე.ი. ადგილი აქვს მრავალი ელემენტის მოქმედებას მათი ფორმით, ანუ სხვადასხვა კომბინაციით და გამოსხივებით. მხოლოდ აბსტრაქტულ აზრებს გააჩნიათ წმინდა სახის ელემენტები და პოლუსთა წმინდა გამოსხივებები, რამეთუ ისინი უშუალოდ იდეათა მიზეზობრივი სამყაროდან წარმოიშობიან. ნათქვამის საფუძველზე ცხადია, რომ თავიანთი მოქმედების მიხედვით არსებობენ წმინდად ელექტრული, წმინდად მაგნიტური, ინდიფერენტული და ნეიტრალური აზრები. იდეასთან შესაბამისად ყოველ აზრს მენტალურ სფეროში თავისი ფორმა, ფერი და გამოსხივება (ვიბრაცია) გააჩნია. სულის ოთხპოლუსიანი მაგნიტის მეშვეობით აზრი ამგვარად ცნობიერებაში ხვდება, და სული თან ახლავს მას სრულ რეალიზაციამდე. უხეშ-მატერიალურ სამყაროში გამოვლენილ ყოველ საგანს თავისი მიზეზი და ანარეკლი აქვს აზრსა და სულის ცნობიერებაში. თუ საუბარი არაა უშუალოდ აბსტრაქტულ იდეაზე, მაშინ აზრთა მრავალი ფორმა პოულობს თავის გამოხატულებას. ასეთი აზრები ან ელექტრული, ან მაგნიტური, ან ელექტრო-მაგნიტური წარმოშობისაა, იმის მიხედვით, თუ რომელი თვისება-ელემენტი უდევს ამ აზრს საფუძვლად. 

უხეშ-მატერიალური დონე დაკავშირებულია დროსა და სივრცესთან. ასტრალური დონე, ანუ წარმავალი და ცვალებადი სულის დონე, დაკავშირებულია სივრცესთან, ხოლო მენტალური დონე წარმოადგენს დროისა და სივრცის მიღმიერს. იგივე ეხება სულის მრავალ თვისებასაც. მხოლოდ მენტალურ სხეულში აზრის აღქმა საჭიროებს დამაკავშირებელი ელემენტით მენტალურ და ასტრალურ მატრიცებს, რომლებიც თავიანთი თვისობრივი ფორმით დაკავშირებულნი არიან დროსა და სივრცესთან, დროის გარკვეული მონაკვეთით, იმისათვის, რომ გააცნობიერონ ეს აზრი. სულის სიმწიფის მიხედვით, აზროვნების პროცესები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. რაც უფრო მომწიფებული და სულიერად განათლებულია ადამიანი, მით უფრო სწრაფად შობს სული აზრებს.

ისევე, როგორც ასტრალურ დონეს ჰყავს თავიანთი მაცხოვრებლები, ასევე ჰყავს ისინი მენტალურ დონესაც. გარდა იდეათა ფორმებისა ესენი არიან პირველ რიგში ის გარდაცვლილები, რომელთა ასტრალური სხეულებიც დაიშალა ელემენტთა მეშვეობით მათი სიმწიფის შედეგად და რომლებმაც მიიღეს თავისი ნავსაყუდელი მენტალური სფეროების შესაბამის საფეხურებზე. გარდა ამისა მენტალური სფერო ელემენტალურ (ელემენტალების) სფეროსაც წარმოადგენს. ესენი არიან არსებები, რომლებიც ადამიანთა მიერ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად იქმნებიან უწყვეტი და ინტენსიური აზროვნების პროცესში.  

ელემენტალური არსება იმდენად გამკვრივებული არაა, რომ შექმნას ან მიიღოს ასტრალური გარსი. იგი თავის მოქმედებებს სულის სფეროში ანხორციელებს. განსხვავებას იდეათა ფორმასა და ელემენტალს შორის წარმოადგენს ის, რომ იდეათა ფორმას საფუძვლად უდევს ერთი ან მრავალი იდეა. ელემენტალს კი პირიქით, გააჩნია ცნობიერების კვანტუმი და თვითგადარჩენისადმი სწრაფვა, და დიდად არ განსხვავდება სხვა მენტალური ცოცხალი არსებებისაგან. მას ისიც კი შეუძია, რომ იდეათა ფორმის ანალოგიური ფორმა მიიღოს.  განდობილი ხშირად იყენებს ასეთ ელემენტარულ არსებებს. როგორ შევქმნათ ისინი, შევინარჩუნოთ და გამოვიყენოთ გარკვეული მიზნებისთვის, მოგვიანებით იქნება აღწერილი. 

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მენტალური დონის შესახებ, სახელდობრ: ცალკეული არსებების განსაკუთრებულ და სპეციფიურ შტრიხებზე. ვფიქრობ, რომ მენტალური დონის ზოგადი განმარტება დასაწყისისთვის სრულიად საკმარისია. 

ჭეშმარიტება

დროებით დავტოვოთ ადამიანის მიკროკოსმოსი მისი მიწიერი, ასტრალური და მენტალური სხეულებით და განვიხილოთ სხვა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ასევე წინ უდევს დამწყებ განდობილს. პირველ რიგში ესაა ჭეშმარიტების პრობლემა. მრავალი ფილოსოფოსი ინტენსიურად მუშაობდა ამ პრობლემაზე და ჩვენც მოგვიწევს მისი გადაჭრა. 

აქ ჯერ-ჯერობით ისეთ ჭეშმარიტებებს შევეხებით, რომელთა ცოდნაც ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს. ჭეშმარიტება დამოკიდებულია თვითოეული ადამიანის გაგებაზე (Insight). რადგანაც გაგება და ინტუიცია ყველას სხვადასხვაგვარი გაგვაჩნია, შესაბამისად არ შეგვიძლია განვაზოგადოთ ჭეშმარიტების პრობლემაც. ამიტომაც ყველას, თავისი თვალთახედვიდან, სიმწიფიდან და განათლებიდან გამომდინარე, თავისი ჭეშმარიტება აქვს. აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე შეუძლია ილაპარაკოს მხოლოდ იმან, ვისთვისაც ყველაფერია ცნობილი მიკრო- და მაკროკოსმოსის აბსოლუტური კანონების შესახებ, და ვინც ფლობს ამ კანონებს. აბსოლუტური ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი აღიარებს. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არსებობს სიცოცხლე, ნება, მეხსიერება და გონება; არავინ გააპროტესტებს ამ ფაქტებს. ჭეშმარიტი განდობილი არასოდეს მოახვევს სხვებს თავს საკუთარ ჭეშმარიტებას, მითუმეტეს იმ ადამიანს, რომელიც არაა საკმარისად მომწიფებული. ეს ადამიანი საკუთარი თვალთახედვით შეხედავდა მას.   ამიტომ არაგანდობილებთან უმაღლეს ჭეშმარიტებებზე საუბარი უაზრობაა, გარდა შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანებს, ვინც ისწრაფვის ამ უმაღლესი ჭეშმარიტებებისკენ და თანდათან მწიფდება მათი გაცნობიერების დონემდე. სხვა დანარჩენი პროფანაცია და შეცდომა იქნებოდა მაგიური თვალსაზრისით. ყველას გაახსენდება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ქრისტეს სიტყვები:  «ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს».

ჭეშმარიტებას მიეკუთვნება ასევე ცოდნის სიბრძნისგან განრჩევის უნარი. ცოდნა, ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროში, დამოკიდებულია სიმწიფეზე, გონების აღქმის უნარზე და მეხსიერებაზე, ამასთან არ აქვს მნიშვნელობა რით შევივსებთ ამ ცოდნას  — კითხვით, ცოდნის გავრცელებით თუ რაიმე სხვა სახით.

ცოდნასა და სიბრძნეს შორის უზარმაზარი სხვაობაა, ამიტომ გაცილებით უფრო ადვილია ცოდნის მოპოვება, ვიდრე სიბრძნის. სიბრძნე არანაირად არაა დამოკიდებული ცოდნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გარკვეულწილად იდენტურია. სიბრძნის წყარო ღმერთშია, ანუ მიზეზობრივ პრინციპში (აკაშაში) უხეშ-მატერიალური, ასტრალური და მენტალურის ფეროების ყველა დონეზე. ამიტომ სიბრძნე არაა დამოკიდებული გონებაზე ან მეხსიერებაზე, არამედ დამოკიდებულია ყოველი ცალკეული ინდივიდის სიმწიფეზე, სისუფთავეზე და სრულყოფილებაზე. შეგვიძლია სიბრძნე განვიხილოთ ასევე როგორც ინდივიდის განვითარების საფეხური. ამიტომ გაგება შეიძლება მოვიდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ განსაკუთრებით ინტუიციით და ინსპირაციით. ამგვარად სიბრძნის დონე ადამიანის განვითარების დონით განისაზღვრება. ეს არ ნიშნავს, რომ ცოდნა უნდა უგულვებელვყოთ; პირიქით, ცოდნა და სიბრძნე გვერდი-გვერდ უნდა მიდიოდნენ. ამიტომ განდობილი უნდა ეცადოს, რომ მოიპოვოს როგორც ცოდნა, ასევე სიბრძნე. არც ერთ და არც მეორე არ უნდა ჩამორჩნენ. თუ ცოდნა და სიბრძნე გვერდი-გვერდ მიდიან, განდობილს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გაიგოს მაკრო- და მიკროკოსმოსის მრავალი კანონი, ჩაწვდეს მათ და გამოიყენოს საკუთარი განვითარებისთვის არა მხოლოდ სიბრძნის, არამედ ინტელექტუალური პოზიციიდანაც, ანუ ორი პოლუსით. 

ერთ-ერთ უმთავრეს კანონს, ერთ-ერთ უმთავრეს გასაღებს, ტეტრაგრამატონის ანუ ოთხპოლუსიანი მაგნიტის საიდუმლოს, ჩვენ უკვე გავეცანით ყველა დონეზე. იმდენად, რამდენადაც იგი უნივერსალური გასაღებია, მისი გამოყენება შეგვიძლია ყველა პრობლემის, ყველა კანონის, ყოველი ჭეშმარიტების გადასაწყვეტად იმ პირობით, რომ განდობილს მისი სწორად გამოყენება შეუძლია. დროთა განმავლობაში, როდესაც იგი გაიზრდება თავის განვიტარებაში და სრულყოფას განიცდის ჰერმესიზმის მეცნიერებაში, იგი გაიგებს ამ გასაღების სხვა ასპექტებსაც და ურყევ კანონებად აღიარებს მათ. მას აღარ მოუწევს ხელის ცეცებით სიარული, იგი ჩირაღდნით ხელში ივლის და მისი სინათლე ნებისმიერ სიბნელეს გაანათებს. ეს მცირე აღწერა ასევე საკმარისია განდობილისთვის, რათა გამოიმუშაოს საკუთარი პოზიცია ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.  

რელიგია

დამწყები მაგი უნივერსალური რელიგიის აღმსარებელი ხდება. იგი აღმოაჩენს, რომ ყოველ რელიგიას გააჩნია თავისი როგორც ნათელი, ასევე ბნელი მხარეები.  საუკეთესოთი შეიარაღდება, სისუსტეებს კი უყურადღებოდ დატოვებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნებისმიერი რელიგიის აღმსარებელი უნდა იყოს, მაგრამ ყოველი რელიგიისადმი სათანადო პატივისცემით უნდა განეწყოს, რადგანაც ყოველ მათგანს თავისი ღვთაებრივი პრინციპი გააჩნია, საქმე ეხება ქრისტიანობას, ბუდიზმს, ისლამს თუ სხვას. მას შეუძლია იყოს თავისი რელიგიის ერთგული. მიუხედავად ამისა იგი არ დაკმაყოფილდება საკუთარი ეკლესიის ოფიციალური დოგმებით  და ექნება სწრაფვა, რომ უფრო ღრმად შეაღწიოს ღმერთის სახელოსნოში. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი განდობის მიზანს. მაგი ახდენს საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უნივერსალური კანონების შესაბამისად, და სწორედ ეს გახდება მისი ჭეშმარიტი რელიგია. დაკვირვების შედეგად იგი აღმოაჩენს, რომ მიუხედავად რელიგიის სუსტი მხარეებისა, ამა თუ იმ რელიგიის ნებისმიერი მიმდევარი ცდილობს საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი რელიგია. ამა თუ იმ რელიგიის ნებისმიერი ჭეშმარიტება ფარდობითია, ხოლო მისი შეცნობა დამოკიდებულია თვითოეული ინდივიდის სიმწიფეზე. ამიტომ განდობილი ასეთ შემთხვევებში ყოველ მათგანს არჩევანის თავისუფლებას უტოვებს და არ ცდილობს მის გადაცდენას ჭეშმარიტების გზიდან. არ ცდილობს, რომ გადაარწმუნოს, გააკრიტიკოს ან განსაჯოს.  გულის სიღრმეში იგი გულწრფელად წუხს ფანატიკოსებზე ან ათეისტებზე; მაგრამ გარეგნულად ამას არ ამჟღავნებს. დაე ყოველი ჩაეჭიდოს იმას, რისიც სჯერა და რაც ბედნიერს და კმაყოფილს ხდის მას. ყველა რომ ამ პრინციპით ყოფილიყო აღჭურვილი, არ იქნებოდა არც სიძულვილი და არც რელიგიური დაპირისპირებანი. ყველა სულიერი მიმართულება ბედნიერად თანაცხოვრებას შეძლებდა ერთმანეთის გვერდით.

განსხვავებულ სიტუაციას ვხედავთ მაშინ, როდესაც მაძიებელი ადამიანი, რომელსაც არ აკმაყოფილებს არც მატერიალიზმი და არც დოგმები, სულიერი საკვების ძიებაში განდობილს რჩევებს და ახსნა-განმარტებებს თხოვს. ასეთ შემთხვევებში განდობილი ვალდებულია განმარტება მისცეს მაძიებელს მისი აღქმის შესაძლებლობების შესაბამისად. მაშინ მაგს არ დაენანება არც დრო და არც ძალები იმისთვის, რომ მაძიებელს თავისი სულიერი სიმდიდრე გადასცეს და გაუძღვეს სინათლისკენ მიმავალ გზაზე.  

 ღმერთი

უხსოვარი დროიდან ადამიანს სჯეროდა რაღაც მაღალის, არამიწიერის. მნიშვნელობა არ აქვს რას აღმერთებდა იგი, საქმე ეხებოდა პერსონიფიცირებულ თუ არაპერსონიფიცირებულ წარმოდგენებს ღმერთის შესახებ. ის, რისი გაგება და წვდომაც ადამიანს არ შეეძლო, უზენაეს ძალაუფლებას მიაწერდა, რამდენადაც აღქმა აძლევდა ამის შესაძლებლობას.  ამგვარად სხვადასხვა ხალხში გაჩნდა ღვთაებები — კეთილი ან ბოროტი (დემონები). ასე ეთაყვანებოდნენ დროთა განმავლობაში ღმერთებს, ანგელოზებს, დემიურგებს და სულებს, რომლებიც ყოველთვის შეესაბამებოდნენ შესაბამისი ხალხების მენტალიტეტს, მიუხედავად იმისა, არსებობდნენ ისინი სინამდვილეში თუ მხოლოდ წარმოსახვაში. კაცობრიობის განვიტარებასთან ერთად წარმოდგენები ღმერთის შესახებ უფრო და უფრო ვიწრო ხდებოდა. მაგალიუთად იქ, სადაც მეცნიერების მეშვეობით იხსნებოდა მანამდე მხოლოდ ღმერთისადმი მიწერილი მოვლენები. შეიძლება დაიწეროს უამრავი წიგნი სხვადასხვა რწმენებისა და ხალხთა ისტორიების შესახებ.

განვიხილოთ ღმერთის იდეა მაგიის თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ღმერთის იდეა იმას ემსახურება, რომ საყრდენი ჰქონდეს საკუთარი სულისთვის, რომ არ იყოს გაურკვევლობაში და არ დაიკარგოს. ამიტომ ღმერთი გამუდმებით რჩება ადამიანისთვის აუხსნელად, მიუწვდომლად და წარმოუდგენლად. მაგისთვის კი სულ სხვაგვარადაა საქმე. იგი თავის ღმერთს ყველა ასპექტში იცნობს. იგი დიდ მოწიწებას აღავლენს თავისი ღვთაებისადმი, რადგანაც იცის, რომ მის სახედ და ხატად შეიქმნა, ანუ ღმერთის ნაწილს წარმოადგენს. თავის უმაღლეს იდეალს, უმაღლეს ვალდებულებას და ყველაზე წმინდა მიზანს ხედავს იმაში, რომ შეერწყას ღმერთს და გახდეს ღმერთკაცი.  მოგვიანებით მე აღვწერ აღმასვლას ამ უმაღლესი მიზნისკენ. ღმერთთან შერწყმის სინთეზი მდგომარეობს იმაში, რომ განვავითაროთ ღვთაებრივი იდეები, დაწყებული ყველაზე დაბალი საფეხურიდან, ყველაზე მაღლებამდე იმდენად, რომ მიღწეულ იქნეს უნივერსალურთან შერწყმა. ამასთან ყველას ეძლევა უფლება შეინარჩუნოს ან დაკარგოს საკუთარი ინდივიდუალობა. ასეთი გენიალური სულები, როგორც წესი კვლავ ბრუნდებიან დედამიწაზე წმინდა მისიით ან დავალებით. თავის აღმასვლაში მაგი ამავდროულად მისტიკოსსაც წარმოადგენს. მაგრამ ასეთი შერწყმისას, როცა გადაწყვეტს თავისი ინდივიდუალობის დაკარგვას, იგი ნებაყოფლობით ექვემდებარება განზავებას (dissolution), რომელსაც მისტიკური ტერმინოლოგია მისტიკურ სიკვდილს უწოდებს.  

როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტ განდობაში არაა არც მაგიური და არც მისტიური ბილიკი. არსებობს მხოლოდ განდობა, რომელიც ორივე ამ ცნებას აერთიანებს სხვა მრავალი მისტიური ან სულიერი მიმართულებისგან განსხვავებით, რომლებშიც მედიტაციის ან სხვა სულიერი პრაქტიკების გზით მაშინვე  მაღალი პრობლემებით კავდებიან დაბალი საფეხურების დამუშავების გარეშე. ეს იმას ჰგავს, როდესაც ვინმე მაშინვე საუნივერსიტეტო განათლებას იწყებს საწყისი სკოლის დახურვის გარეშე.  ასეთი ცალმხრივი სწავლება მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამისად შესაძლოა  მძიმე, ხანდახან კი დრამატულიც აღმოჩნდეს. შეცდომის მიზეზები უმეტეს შემთხვევებშ იმაში უნდა ვეძებოთ, რომ მასალა თავისი საფუძვლით აღმნოსავლეთიდან მოდის, სადაც მატერიალური და ასტრალური სამყაროები განიხილება როგორც მაია (ილუზია, შეცდომა) და ამიტომ არ ჰპოვებენ სათანადო პატივისცემას. სამწუხაროდ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაწვრილებით გადმოვცე ეს მდგომარეობა, რადგანაც ეს ამ ნაწარმოების საზღვრებს გასცდებოდა. თანაბარზომიერი და საფეხურეობრივი განვითარების შემდეგ არ იქნება არც ვარდნა, არც წარუმატებლობა და არც რაიმე არასასურველი შედეგი, რამეთუ მომწოფება ხდება განვითარების შესაბამისად — ნელა, მაგრამ საიმედოდ. ვის აირჩევს თავისთვის ღმერთის სიმბოლოდ განდობილი — ქრისტეს, ბუდას, ბრაჰმას, ალაჰს თუ სხვა ვინმეს — ეს მისი პირადი საქმეა. განდობაში თავად იდეაა მნიშვნელოვანი.

წმინდა მისტიკოსი მოინდომებს, რომ მხოლოდ თავისი ყოვლისმომცველი სიყვარულით მიუახლოვდეს ღმერთს. იოგი, როგორც წესი ღმერთის მხოლოდ ერთი გარკვეული ასპექტისკენ ისწრაფვის. ბჰაკტი-იოგი სიყვარულის და ერთგულების გზას ირჩევს, რაჯა- და ჰათჰა-იოგა — თვითკონტროლისა და ნების გზაა, ჯნანა-იოგა კი — სიბრძნისა და შეცნობის გზა. განვიხილოთ ღმერთის იდეა მაგიური თვალსაზრისით, ოთხი სტიქიის, ე.წ. «ტეტრაგრამატონის», გამოუთქმელი, უმაღლესი კანონის შესაბამისად: ცეცხლის პრინციპს უნდა მივაკუთვნოთ უმაღლესი ძალაუფლება და უმაღლესი ძალა; ჰაერის პრინციპს — სიბრძნე, სიწმინდე და სიცხადე (clarity),, ამ ასპექტიდან მომდინარეობს უნივერსალური კანონზომიერება; წყლის პრინციპს მიეკუთვნება სიყვარული და მარადიული სიცოცხლე; მიწის პრინციპს — ყველაფერში უკვდავების და შესაბამისად მარადიულობის არსებობა.  ეს ოთხი ასპექტი უზენაეს ღვთაებას ქმნის. და ჩვენ სწორედ ამ ღვთაებისკენ გზაზე გავემართებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაწყებული ყველაზე დაბალი სფეროთი, რათა მივაღწიოთ ჩვენში ღმერთის ჭეშმარიტ რეალიზაციას. ბედნიერია ის, ვინც ამ ცხოვრებაშვე მიაღწევს ამას. ამისთვის ძალები არ უნდა დავიშუროთ, რამეთუ ოდესმე მიზანს ყველა მიაღწევს. 

ასკეზა

უძველესი დროიდან ყველა რელიგიაში, სექტაში, სულიერ მიმართულებასა თუ სწავლების სისტემაში ასკეზებს ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ზოგიერთ აღმოსავლურ სისტემაში ასკეტიზმი ფანატიზმად იქცა, რომელმაც ბევრი ზიანი მოიტანა, რადგანაც ამ მიმართულებით გადაჭარბება არაბუნებრივი და უკუნაჩვენებია. სხეულის დაკნინება, საერთო მნიშვნელობით, ისეთივე ცალმხრივია, როგორც მაგალითად ადამიანის სხეულის მხოლოდ ერთი მხარის განვითარება და მეორეს უგულვებელყოფა. თუ ასკეტიზმი სხეულისთვის სასარგებლოა, მაგალითად დიეტის ფორმით, რატა გავანთავისუფლოთ იგი შლაკებისგან და სხვა დაბინძურებისგან, ასევე ავადმყოფობების სამკურნალოდ და დისჰარმონიის მოსაშორებლად, ასეთ შემთხვევებში ასკეტური ღონისძიებების ჩატარება გამართლებულია. მაგრამ აუცილებელია თავი ავარიდოთ ნებისმიერ გადაჭარბებას.   

თუკი ვინმე მძიმე ფიზიკური შრომითაა დაკავებული, სისულელე იქნებოდა იმ ნივთიერებებზე უარის თქმა, რომლებიც მისთვის აუცილებელია, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი იოგათი ან მაგიითაა დაკავებული.  ასეთ უკიდურესობებს გარდაუვალად მივყავართ ჯანმრთელობის პრობლემებისკენ და მძიმე შედეგებისკენ. 

ვეგეტარიანელობა მანამ, სანამ იგი არ წარმოადგენს კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალებას, როგორიცაა მაგალითად ორგანიზმის შლაკებისგან გათავისუფლება, სულიერი პროგრესისთვის და სულიერი განვითარებისთვის სულაც არ არის აუცილებელი. ხორცისგან და სხვა ცხოველური პროდუქტებისგან დროებითი თავშეკავება გათვალისწინებულია განსაზღვრული მაგიური ოპერაციებისთვის, მათთვის მოსამზადებლად, დროის გარკვეულ მონაკვეთში. იგივე ეხება სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავებასაც. 

აზრი, რომ ხორცის მიღების შედეგად ადამიანი ცხოველის თვისებებს იწვევს, აბსურდულია და მომდინარეობს ისეთი სულიერი მიმართულებიდან, რომელიც არ ფლობს ჭეშმარიტ და სრულყოფილ კანონებს. მაგი არ აქცევს ყურადღებას მსგავს არასწორ შეხედულებებს.

საკუთარი მაგიურ-მისტიური განვითარებისთვის მაგმა ზომიერება უნდა დაიცვას ჭამა-სმაში და ცხოვრების გონივრული წესით იცხოვროს. აქ არ შეიძლება გარკვეული  წესების დაწერა, რადგაანც ყოველი მაგის ცხოვრების წესი ძალიან ინდივიდუალურია. ყველამ თვითონ უნდა განსაზღვროს, რა არის მისთვის სასარგებლო და საზიანო, და მის წმინდა ვალს წარმოადგენს ყველაფერშ წონასწორობა დაიცვას.

არსებობს ასკეტიზმის სამი ფორმა: 1) გონებრივი, ანუ მენტალური; 2) ფსიქიკური, ანუ ასტრალური; 3) ფისიკური, ანუ მატერიალური. პირველის სფერო — აზრების აღზრდაა,მეორის — სამშვინველის გაკეთილშობილება ვნებების და მოთხოვნილებების მოთოკვით, ხოლო მესამის — სხეულის ჰარმონიზაცია ზომიერი და ბუნებრივი ვცლილებებით. ასკეტიზმის ამ სამი სახის გარეშე, რომლებიც ერთდროულად და პარალელურად უნდა განვივითაროთ, შეუძლებელია ნამდვილი მაგიური სრულყოფის წარმოდგენა. არ შეიძლება არც ერთი მათგანის უგულვებელყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება ცალმხრივი იქნება. ქვემოთ (პრაქტიკულ ნაწილში) დაწვრილებით განვიხილავ თვითოეულ მათგანს.

მანამ, სანამ თეორიულ ნაწილს დავამთავრებ, რომელშიც მოცემული იყო სულიერი საფუძვლები, ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, არა მხოლოდ უბრალოდ წაიკითხოს ეს ნაწილი, არამედ იგი მედიტაციის და ინტენსიური აზროვნების შედეგად ყოველი ადამიანის სულიერი საკუთრება უნდა გახდეს. დამწყები მაგი მივა დასკვნამდე, რომ ცხოვრება განპირობებულია ელემენტთა მოქმედებით სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა სფეროებში. თანდათან ჩნდება იმის გაგება, რომ როგორც მცირეში, ისევე დიდში, როგორც მიკრო- ასევე მაკროკოსმოსში, დროებითსა და მარადიულში მოქმედებენ ძალები. ამ გაგებიდან გამომდინარე, სიკვდილი ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, არ არსებობს, ანუ ყველაფერი აგრძელებს ცხოვრებას და განვითარებას პირველსაწყისი კანონების შესაბამისად. ამიტომ მაგს არ ეშინია სიკვდილის, რადგანაც ფსიქიკური სიკვდილი, ეს მხოლოდ გადასვლაა უფრო შორეულ სფეროებში, ასტრალურ დონეზე, იქიდან მენტალურ დონეზე და ა.შ. იგი არ ირწმუნებს არც სამოთხეს და არც ჯოჯოხეთს. ამ წარმოდგენების უკან ყველა ჯურის მღვდელმსახურები დგანან, რათა მორჩილებაში ჰყავდეთ მორწმუნენი. მათი მორალის ქადაგება იქამდე მიდის, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლის ალის შიში შთააგონოს, ხოლო მორალის კანონებით მცხოვრებ ადამიანებს სამოთხეს ჰპირდება. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი, რამდენადაც მას საშალებას აძლევენ მისი რელიგიური რწმენები, ეს მსოფლხედველობაც სასარგებლოს წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში ჯოჯოხეთის სასჯელის შიშის გამო იგი ცდილობს კარგად მოიქცეს. მაგისთვის კი პირიქით, მორალის კანონები მისი სულისა და აზრების გაკეთილშობილებას ემსახურება. მხოლოდ კეთილშობილ სულში შეუძლიათ მოქმედება უნივერსალურ ძალებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სული, სამშვინველი და სხეული თანაბარზომიერად ორგანიზებული და განვითარებულია. 

გაგრძელება იქნება...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...