cancer cancer

წყარო

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

"არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში". - ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ დოქტორ ოტტო ვარბურგს. მან თავისი ცხოვრების 24 წელიწადი დაუთმო იმას, რათა დაემტკიცებინა, რომ კიბოს უჯრედები სუსტ ტუტე გარემოში (pH=7.43 და მეტი) ვერ ცოცხლობს და ვერ მრავლდება. ამ აღმოჩენის გამო, მან 1932 (ზოგი წყაროთი 1931) წელს მიიღო ნობელის პრემია. ცოტა მოგვიანებით კი, მისმა მოწაფეებმა დაამტკიცეს, რომ ტუტე გარემოში ვერ ცოცხლობს და ვერ მრავლდება ვერც ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები.

 ჩნდება შემდეგი შეკითხვა:

სოდა ტუტეა და მისი მიღება ატუტევებს, ტუტესკენ გადახრის სხეულის მჟავე-ტუტოვან ბალანსს. ამიტომ სახვადასხვა ავადმყოფობებისას (და პროფილაქტიკის მიზნითაც) სოდის სწორი რაოდენობითა და სწორი წესით მიღება სასარგებლოა და ხელს უწყობს სხეულის სწრაფად გაჯანსაღებას.

ასევე, სასარგებლოა ვაშლის ძმარი და ლიმონის წვენიც, რომელიც, ცხადია, რომ მჟავე პროდუქტებია და ვიცით, რომ ორივე სასარგებლოა. ბოლო-ბოლო, რომელია სხეულისათვის კარგი, გამჟავება თუ გატუტევება? სოდა რომ ატუტევებს, გასაგებია. ლიმონი და ვაშლის ძმარიც ხომ არ ატუტევებს? ხომ ორივე ამჟავებს?

აქ ვეცდები ცოტა წავიმეცნიერო და თავი იმაზე ჭკვიანად მოგაჩვენოთ, ვიდრე ვარ და იქნებ ზემოთ დასმულ შეკითხვასაც ვუპასუხო.

ვისაუბრებ ლიმონზე და იგულისხმეთ, რომ სიტყვა ლიმონში მოვიაზრებ შემდეგ პროდუქტებს: ვაშლის ძმარს, ვაშლს, ფორთოხალს, გრეიპფრუტს, ალუბალს, ქლიავს, მარწყვს, ჟოლოს, მაყვალს, მოცხარს, შინდს, ძახველს, კოწახურს, გარგარს, ატამს, პომიდორს, ყურძენს და სხვა უამრავ ხილსა თუ კენკრას, რადგან:

ზუსტად იგივე შეკითხვა შეგვიძლია დავსვათ ყველა ჩამოთვლილ პროდუქტთან დაკავშირებით.

რატომ?

იმიტომ, რომ უმეტესობა მათგანი მჟავეა. მაგალითად, ალუბალი, გრეიპფრუტი, კოწახური და სხვა. ვაშლი ტკბილიცაა და მჟავეც. მწიფე ატამი და გარგარი ტკბილია, მაგრამ ნებისმიერი მათგანი, განსაკუთრებით მჟავე გემოსი შეიცავს ორგანულ მჟავებს და მათგან ბევრი ლიმონმჟავასაც, სწორედ იმ ლიმონმჟავას, რომელიც ასე მჟავე გემოს აძლევს ლიმონს.

მაშ ასე, დავიწყე ფილოსოფია:

ლიმონის წვენსა და სხვა დანარჩენის ფერმენტებს აქვთ ე.წ. კონვერტირების (გარდასახვის) თვისება.

საკვების მონელებისასა მიმდინარე რეაქციების დროს ის გადაიქცევა ძლიერ გამატუტოვნებელი ნივთიერებად. მჟავა არ გადაიქცევა ტუტედ და შეუძლებელიცაა, რომ მჟავა ტუტედ გადაიქცეს. შეიძლება მჟავა განეიტრალდეს საჭირო რაოდენობის ტუტეთი. ქიმიური რეაქციების შედეგად, ლიმონის საბოლოო ეფექტია ტუტე ეფექტი.

რატომ?

ნაწლავებიდან შეიწოვება და შეაღწევს სხეულში წვენებში გახსნილი ორგანული მარილები, რომლებიც მიიღება სუსტი მჟავებისა და ძლიერი ფუძეებისაგან, რომლებშიც შედის მენდელეევის ტაბულის პირველი და მეორე ჯგუფის მეტალები და რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული ტუტე თვისებები, განსაკუთრებით პირველი ჯგუფის მეტალებს, ლითიუმს, კალიუმს, ნატრიუმს. ასევე ოდნავ ნაკლები ტუტე თვისებების მქონე მეორე ჯგუფის მეტალებს მაგნიუმსა და კალციუმს.

phრაღაც დროის შემდეგ, ორგანულ მჟავებსა და ფუძეებს შორის მიმდინარე რეაქციების შედეგად გვრჩება ნეიტრალურ გარემოში გახსნილი ნახშირმჟავა და ტუტეები. ეს ე.წ. ნახშირმჟავა, სინამდვილეში წყალში გახსნილი ნახშირორჟანგის გაზია, რომელიც შემდგომ თირკმელების საშუალებით იქნება ორგანიზმიდან გამოძევებული. შედეგად, სხეულის შინაგან გარემოში რჩება მხოლოდ ტუტე, რომელიც მჟავე-ტუტოვან ბალანსს ტუტე მხარეს წაანაცვლებს.

ლიმონი მჟავე პროდუქტია, მისი pH მაჩვენებელი არაა ტუტე, მაგრამ მისი სხეულში მოხვედრისას, რთული ბიოქიმიური რეაქციების შედეგად (ე.წ. კრებსის ციკლი) სხეულის pH მაჩვენებელი (უმეტეს შემთხვევაში) ტუტეს მხარეს წაინაცვლებს. ეს პროცესი მიმდინარეობს არა ნაწლავში, არა სისხლში არამედ უშუალოდ ცოცხალ უჯრედში, ჩვენი სხეულის ყველა (არ ვგულისხმობ თმებს, ფრჩხილებს და ა.შ.) უჯრედში.
სხეულში მოხვედრილი ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი პროდუქტი იშლება-ირღვევა, ანუ ხდება რთული ბიოქიმიური რეაქციები. შეიძლება სწორედ აქაა პასუხი შეკითხვაზე, თუ რანაირად მოქმედებს მჟავე ლიმონი სხეულზე, როგორც ტუტე.

ყველა ბიოლოგსა და ქიმიკოსს გაუგია ე.წ. კრებსის ციკლი, იგივე ციტრატის ციკლი, ლიმონმჟავას ციკლი. ესაა კატაბოლიზმის გრძელი გზის ცენტრალური ნაწილი. ლიმონმჟავას გარდაქმნის ციკლი ცოცხალ უჯრედებში აღმოაჩინა ჰანს კრებსმა და ამისათვის, 1953 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო.

ტრიკარბონმჟავების ციკლი (იგივე კრებსის ციკლი, იგივე ლიმონმჟავის ციკლი), როგორც უკვე ვთქვით, კატაბოლოზმის (საკვები პროდუქტების მოლეკულების დაშლის, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის) ცენტრალური ნაწილია, ბიოქიმიური, აერობული ციკლური პროცესია, რომლის დროსაც ხდება ბი და ტრი-ნახშირბადოვანი შენაერთების „გადამუშავება“, რომელიც ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლის შუალედური პროდუქტია, ვიდრე წყლამდე და ნახშირორჟანგამდე. ამ პროცესის დროს გამოთავისუფლებული წყალბადი ჩაერთვება ქსოვილების სუნთქვის ჯაჭვში, სადაც შემდგომ იჟანგება წყლამდე (იერთებს ჟანგბადს) და ამ ჯაჭვში უშუალო მონაწილეობას იღებს ენერგიის უნივერსალური წყაროს ატეეფის სინთეზში.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა ბი და ტრიკარბონების ჟანგვის პროცესის რთული გზა. საბოლოო ჯამში კრებსის ცილკი ორგანიზმში მჟავე-ტუტოვან ბალანსს ტუტეს მხარეს წაანაცვლებს.

ამრიგად, ძალიან რთული, სრულიად მოწესრიგებული და მიზანმიმართული ბიოქიმიური რეაქციების შედეგად, ლიმონს (ლიმონმჟავას) სხეულის უ ჯ რ ე დ ე ბ შ ი მოხვედრის შემდეგ, შეუძლია სხეულის pH დაძრას ტუტე მხარეს.

აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. კრებსის ციკლი რეგულირდება ე.წ. უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით: აცეტილ-კოას, ოკსალოაცეტატის დიდი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში, ციკლი აქტიურად მუშაობს, ხოლო ე.წ. NADH, ATP -ს სიჭარბისას ნელდება, მუხრუჭდება (ჰულდბერგ-ვააგეს პრინციპი). რეგულაცია, ასევე ხდება ჰორმონების საშუალებითაც. გლუკოზა არის აცეტილ-კოას ძირითადი წყარო, ამიტომ სხეულში შეფერხების გარეშე უნდა გამომუშავდებოდეს ინსულინი და ადრენალინი, რადგან სწორედ ეს ჰორმონები იღებენ მონაწილეობას გლუკოზის აერობულ დაშლაში და ხელს უწყობენ კრებსის ციკლის „კარგად მუშაობას“.

ხოლო, რაც შეეხება რძემჟავას, მას არაფერი ესაქმება ლიმონმჟავასთან და არის გლუკოზის დაშლის შ უ ა ლ ე დ უ რ ი პროდუქტი კუნთებში, და თავის მხრივ, ისიც სწრაფადვე იშლება. თუ კუნთი მიუჩვეველი დატვირთვით დაიტვირთა, მაშინ მასში წარმოქმნილი რძემჟავა ვერ ასწრებს დაშლას, რაც იწვევს კუნთის ქსოვილებში წვას, ტკივილს. როდესაც კუნთი ასეთ დატვირთვას ეჩვევა, დატვირთვის შემდეგ ტკივილი აღარ ჩნდება, რადგან იქვე უტილიზდება წარმოქმნილი რძემჟავა.

img cris 20180809 190003 imagenes lv otras fuentes istock 643086892 kOKC U451322752131VFI 992x558LaVanguardia Webამრიგად, ლიმონის ჭამისას, ლიმონიანი წყლის სმისას, სხეული მეტ-ნაკლებად (ეს დამოკიდებულია, სხეულის თავისებურებებზე, ჰორმონალური სისტემის მუშაობის ხარისხზე, სხეულში სხვადასხვა ფერმენტების აქტივობაზე და სხვა უამრავ ფაქტორზე) წაიჩოჩებს ტუტე მხარეს.
ლიმონი, თავისთავად შეიცავს ორგანულ მჟავებს, მაგრამ როგორც კი იწყება მისი შეთვისება სხეულში, ნელ-ნელა იწყებს ტუტედ გადაქცევას. ბოლო-ბოლო ათასი ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარეობს და ეს სრულიად შესაძლებელი და რეალურია. ტუტე პროდუქტები აუცილებელია სისხლში ჟანგბადის დონის შესანარჩუნებლად და სხეულის pH-ის შესანარჩუნებლად უსაფრთხო ნიშნულის ზემოთ. ეს ორი რამ სხეულის თვითგანკურნებისათვის, საკვები ნივთიერებების კარგად შეთვისებისათვის და იმუნიტეტის შენარჩუნებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

იგივე შეიძლება ითქვას მჟავე ხილსა და ბოსტნეულზეც. აბა წარმოიდგინეთ, ვეგეტარიანელები რამდენ ხილ-ბოსტნეულს ჭამენ და მათი სხეული ხილ-ბოსტნეულში შემავალი ორგანული მჟავებით რომ მჟავდებოდეს, ბალანსი მჟავისკენ იწევდეს, რა მოხდებოდა? როგორც კი სისხლის pH 7,15-ს ჩასცდება (თუმცა, ეს მაჩვენებელი, ჯერ კიდევ ტუტეა) ინფარქტი ან ინსულტი გარანტირებულია. არადა ყველამ ვიცით, რომ ვეგეტარიანელები (სწორი ვეგეტარიანელები) და იოგებიც შესანიშნავი ჯანმრთელობითა და სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

დაბოლოს ყველას შეგვიძლია ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი:
მთელი დღე გავატაროთ ხილსა და ბოსტნეულზე. დღის განმავლობაში მირთმეულ წყალში ვწუროთ ლიმონი და მეორე დილით გავზომოთ შარდის pH. ეს პერიოდულად გავიმეოროთ, კვირაში ერთხელ, ან ორჯერ, ვისაც რამდენი გნებავთ. შემდეგ გავზომოთ ჭამიდან ორი საათის შემდეგ. ასევე, შეგვიძლია გავიზომოთ ნერწყვის ტუტიანობა დილაობით და ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

სხვა დღეებში ვჭამოთ ხორცი, დავლიოთ შაქრიანი ჩაი ძილის წინ და არ ვჭამოთ ლიმონი. შემდეგ დილას გავზომოთ შარდის pH.
თუ განსხვავება pH-ებს შორის სისტემატიურად ხილ-ბოსტნეულისა და ლიმონის სასარგებლოდ იქნება ტუტე მხარეს, ეს რას ნიშნავს? დასკვნა თვითონ გააკეთეთ. კი ბატონო, მეტაბოლიზმისას შარდში 1000 რამ და სხვადასხვა კომბინაციით გამოიყოფა, მაგრამ თუ განსხვავება მაინც ლიმონის სასარგებლოდაა და ეს განსხვავება სტაბილურია?

აი, საკმარისია, რომ ლიმონს შაქარი მოვაყაროთ და ისე ვჭამოთ, რომ შარდი უკვე მჟავე რეაქციის ხდება.

მთელი ამბავი უჯრედებში მიმდინარე პროცესებში ყოფილა. ხორცი, თავისთავად სულაც არაა მჟავე, არც გემოზე და არც სუნზე, მაგრამ ცხოველური ცილების დაშლის რეაქციების შედეგად უამრავი შარდოვანა გამოიყოფა, რომელიც შემდეგ შარდმჟავად გადაიქცევა და სხეულის თავისებურებებიდან გამომდინარე შ ე ი ძ ლ ე ბ ა კრისტალების სახით ჩალაგდეს სახსრებში (ართრიტები და სხვადასხვა ართ-ები), გულის კუნთში (კარდიორევმატიზმები) და სხვა. განსაკუთრებით ადვილად ლაგდება შარდმჟავას კრისტალები სხეულში ქალებში დედათა წესის (ციკლის) შეწყვეტის შემდგომ ასაკში.

შავი ჩაი მჟავეა? რა თქმა უნდა არა, მაგრამ მისი მონელებისას წარმოიქმნება ტანინმჟავა და ა.შ. და ა.შ.მჟავების განეიტრალება კი ჩვენი ოქროს ფონდიდან, ჩვენი ჩონჩხიდან ხდება. სხეული მათ გასანეიტრალებლად ძვლებიდან იღებს კალციუმსა და სხვა ტუტე მინერალებს და შედეგად - იგივე ართრიტ/როზ-ები, ოსტეოპოროზები და სხვა. ასე იფიტება ძვლები და სახსრები.

21-ე საუკუნის დასაწყისშივე ამერიკელმა მეცნიეებმა შეადგინეს პროდუქტების ცხრილი და ყველა პროდუქტს მიუსადაგეს რიცხვი, რომელსაც მჟავური დატვირთვა უწოდეს. ეს რიცხვი გამოითვლება პსოდუქტში შემავალი სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებით და შედეგად ღებულობენ ამ პროდუქტის საშუალებით, სხეულის გატუტოვნება-გამჟავების ხარისხის მაჩვენებელ რიცხვს, მეტაბოლიზმის პროცესის დასრულების შემდეგ. რაც უფრო დაშორებულია დადებითი რიცხვი ნოლს, ანუ რაც უფრო დიდი რიცხვია, მით მეტია პროდუქტის მჟავური დატვირთვის მაჩვენებელი. და პირიქით, რაც უფრო დაშორებულია რიცხვი ნოლს, ოღონდ უარყოფით მხარეს (ნოლს ქვემოთაა), მით უფრო მეტია ამ პროდუქტის ტუტე თვისებები. გთავაზობთ ამ ცხრილს:

მჟავე პროდუქტებია:
ხორცი 68
მარცვლეული 14
ყველი 4
რძე 3
კვერცხი 2,5

ნეიტრალური პროდუქტებია:
პარკოსნები 0,8
ნიგვზეულობა (თხილი, ნუში, ნიგოზი...) 0,1

ტუტე პროდუქტებია:
მწვანილი და ფოთლოვანი ბოსტნეული -59
ბოსტნეული ნაყოფები: პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, ბადრიჯანი... -47
ნესვი საზამთრო, კვახი -47
ფესვები -26
სხვა ბოსტნეული -14
ბოლქვები -11
ხილი -6

ლიმნიანი წყალი

ჭიქა ცხელი ლიმნიანი წყალი დილით უზმოზე მირთმეული (შაქრის გარეშე!!!) ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტებას და ხელს უწყობს გახდომას.
სახის კანი ხდება უფრო ლამაზი (პირველივე დალევაზე, არა). ლიმონში შემავალი დიდი რაოდენობის C ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. კოლაგენი პასუხს აგებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე.

დიდი ჭიქა ლიმონიანი წყალი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას, რომელიც თავის მხრივ აუმჯობესებს მონელების პროცესს. იმატებს შარდის გამოყოფა, რომელსაც მოჰყვება მასში გახსნილი წიდები და ტოქსინები. ასევე, დილით შესმული ლიმონიანი წყალი გვეხმარება გულძმარვისას და ყაბზობისას.
დილით შესმული ლიმონიანი წყალი მშვენივრად ცვლის ყავას. მისგან მიღებული მხნე განწყობა არ ჩამოუვარდება ყავიდან მიღებულს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...