154277307 juanignaciolaboa 676x450ზეთის შესახებ

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

მცენარეული ზეთი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც მრავალ კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან გამოვყოთ რთული ეთერები, სხვადასხვანაირი ცხიმოვანი მჟავები, რომელიც აუარესებს ზეთის გემოვნურ თვისებებს და აჩქარებს ზეთის ფუჭების სისწრაფეს. ფოსფოლიპიდები კი ილექება და აფუჭებს ზეთის ვიზუალურ მხარეს. ცივად გამოწურულ ზეთს ასევე აქვს არადამაკმაყოფილებელი გემო და სუნი. ზეთების გემოს, ვიზუალური მხარისა და ზოგადად სამომხმარებლო თვისებების გასაუმჯობესებლად საჭიროა მათი გადამუშავება, გაწმენდა - რაფინირება.

ასეთნაირად განიხილავენ ცოცხალ, ცივად გამოწურულ ზეთს მსხვილი მწარმოებლები. საერთოდ, რამდენად აქვს აზრი ასეთი ზეთის გამოყენებას?
რაფინირების პროცესის ქვეშ იგულისხმება ზეთის დამუშავების შემდეგი ეტაპები: ექსტრაქცია, ჰიდრატაცია, ნეიტრალიზაცია, გამოთეთრება (ფერიც არაა მისაღები), გამოყინვა და დეზოდორიზაცია.

ხომ მაგარია? ესაა ზეთების მასიურ წარმოებაში საყოველთაოდ მიღებული აზრი და ტექნოლოგია. ასეთი ტექნოლოგიური პროცესის გავლის შემდეგ, ზეთში აღარაფერი აღარ რჩება სასარგებლო, მეტიც, ზეთი გადაიქცევა ტექნიკურ ზეთად, რომელშიც აბსოლუტურად არაფერი არაა დარჩენილი სხეულისათვის საკვებად რომ გამოდგებოდეს. ასეთი ზეთი ორგანიზმისათვის მხოლოდ ტვირთია, რომლის მოსაცილებლადაც კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს და თან ბინძურდება.

როგორ ითქვა? სხვადასხვანაირი ცხიმოვანი მჟავები, რომელიც აუარესებს ზეთის გემოვნურ თვისებებს და აჩქარებს ზეთის ფუჭების სისწრაფესო, არა? ეს ის უძვირფასესი უჯერი ცხიმოვანი მჟავებია, ასე კარგად რომ წმენდს დანალექებს სისხლძარღვებზე და სხვადასხვა წვრილ სადინარებში, მაგალითად ღვიძლის ქსოვილში... და ვინა თქვა, რომ ცოცხალი პროდუქტი არ უნდა გაფუჭდეს? ფუჭდება სწორედაც რომ ცოცხალი პროდუქტი, მათ შორის ზეთიც. მაგრამ ეს არ აწყობთ მასიურ მწარმოებლებს, რომლებიც მილიონობით ბოთლ ზეთს აწარმოებენ. მათი ზეთები წლები ინახება და არ ფუჭდება. განა შეიძლება გაფუჭდეს მკვდარი ზეთი? შეიძლება გაფუჭდეს მანქანის ძრავის ზეთი? რა თქმა უნდა ვუტრირებ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ისე დიდად. ასეთი „საკვები ზეთების“ ტრანსპორტირება ადვილია ათასობით კილომეტრზე. მსხვილმა მწარმოებლებმა დაადგინეს ახალი სტანდარტები და კანონის დონეზე „გაიპრავეს“ პროდუქტების ასეთნაირად „დამუშავება“.

ფოსფოლიპიდები კი ზეთის ვიზუალურ მხარეს აფუჭებს, რადგან ნალექიაო! ეს ის ფოსფოლიპიდებია, ორგანიზმში უამრავ პროცესში რომ მონაწილეობს და სასარგებლოა ნერვული სისტემისათვის, ღვიძლისათვის, მონაწილეობს სხვადასხვა ცვლის პროცესებში, „ცუდ“ ქოლესტერინთან ბრძოლის იარაღია და სხვა...

ზეთი რაფინირების პროცესში მუშავდება ძლიერი მჟავებით (ფოსფორმჟავა), სილიკატური წებოებით. ნეიტრალიზაციის პროცესში მუშავდება ძლიერი ტუტეებით. რაფინირების პროცესში ზეთი არაერთხელ ცხელდება ჯერ 110 და შემდეგ 260 გრადუსამდე! 260 გრადუს ტემპერატურაზე ზეთი იმყოფება 40 წუთიდან 2 საათამდე ! 260 გრადუსზე ორ საათში ხე ნახშირდება!!!

ზეთის ექსტრაქცია ხდება ნავთობ-ქიმიური გამხსნელების საშუალებით (უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ჰეკსანი). შემდეგ ცდილობენ ეს გამხსნელი როგორმე ამოაორთქლონ ზეთიდან, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის 100%-ით, რომ ზეთში არ რჩება გამხსნელის ნარჩენები. ჰეკსანი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა.

ჰიდრატაციის პროცესში ზეთიდან ქრება სხეულის ყველა უჯრედისათვის ძალიან საჭირო ნივთიერება ლეციტინი. ასევე ქლოროფილი, მინერალები და ვიტამინები. ანუ ჩვენი ორგანიზმისათვის ყველაფერი სასარგებლო...

ასე გრძელდება მანამ, სანამ ბოლომდე არ მოკლავენ ამ ძვირფას პროდუქტს.

ეს ყველაფერი არაა. ამ პროცესში ხდება ზეთში შემავალი კომპონენტების მოლეკულების „დამტვრევა“ და დამახინჯება. ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების დამახინჯება წარმოშობს ე.წ. ტრანსცხიმებს. ტრანსცხიმების შემცველობა რაფინირებულ ზეთში 25%-ს აღწევს! ასეთი ნივთიერებები ბუნებაში არ არსებობს! ამიტომ ორგანიზმი მათ ვერ ცნობს და შესაბამისად არ იცის, როგორ გამოიყვანოს სხეულიდან გარეთ, როგორ მოიშოროს და არც შეუძლია მათი გამოყოფა, მოშორება. წლების განმავლობაში ისინი გროვდება ორგანიზმში და ზიანს აყენებს სხეულს. ტრანსცხიმები ძალიან ტოქსიკურია და იწვევეს სტრესს, ათეროსკლეროზს, გულის პრობლემებს, სიმსივნეს, ჰორმონალურ დარღვევას, რომლის შედეგი შეიძლება იყოს წონის მომატება...

ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებების კომპლექტს. პროდუქტის მონელება ორგანიზმში ხდება ამ ნივთიერებების კომპლექტის მონაწილეობით. ნებისმიერი პროდუქტი რომ ადვილად მოინელოს ორგანიზმმა, ამისათვის უკვე იზრუნეს იქ, ზემოთ, და აღჭურვეს ეს პროდუქტი მისი მონელებისათვის საჭირო ყველა კომპონენტით. ამ კომპონენტების გარეშე, პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისათვის შხამად გადაიქცევა. მაგალითად ყურძენი, ატამი, საზამთრო, ნესვი, გარგარი და სხვა ტკბილი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს. ამ ხილის ზომიერი მიღება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის. მაგრამ საკმარისია, რომ ამ ხილებიდან გამოვყოთ შაქარი სუფთა სახით (ჩამოვაცილოთ დანარჩენი კომპონენტები) და უკვე რამოდენიმე კოვზიც კი ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ღვიძლზე, პანკრეასზე და მთელ სხეულზე, განსაკუთრებით კბილებზე. სახსრებსა და ძვლებზე. ზეთის რაფინირება იგივეა (შედარებისათვის), რომ ხილს ყველაფერი გამოვაცალოთ და ქერქის ქვეშ შაქრის ფხვნილი დავტოვოთ!

ზეთს რაფინირების პროცესში გამოეცლება ყველა კომპონენტი. რაფინირებული ზეთი არაფერს აღარ შეიცავს, მკვდარი პროდუქტია და თითქმის შეუძლებელი ხდება მისი მონელება.

ყველაზე სასარგებლოა ცივად გამოწურული არარაფინირებული ზეთები. მათში ცოცხალია A და E ვიტამინები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელიც ზეთის წყარო საწყის პროდუქტში (მზესუმზირა, ზეთისხილი, ნიგოზი...) იყო.

მაგრამ ასეთი სასარგებლო ზეთის გაცხელება 200-250 გრადუსზე (ზუსტად ასეთ ტემპერატურამსე ცხელდება ზეთი ტაფაზე შეწვის პროცესში!) ცვლის მის შემადგენლობას, გამოიყოფა კანცეროგენები და ასეთი ზეთის სარგებლიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასეთი „ზეთი“ აუცილებლად შეიწოვება პროდუქტში (კარტოფილი, კატლეტი, ხორცი...).
ზეთი და ტაფა ერთმანეთს არ უნდა შეხვდეს!

არჩევანი თქვენ გააკეთეთ, ცოცხალი ზეთი გამოიყენოთ თუ რაფინირებული.
ცოცხალი ზეთი ტაფაზე მოკლათ თუ ცოცხლად მოასხათ მოთუშულ, მოხარშულ თუ ცოცხალ, უმ პოროდუქტებს და სარგებელი მიიღოთ.