kbiliავტორი: ვლასი ჯიბლაძე

უამრავი შეკითხვა მოდის, თუ როგორ გავიხეხოთ კბილები.

1) ერთხელ მაინც მოსინჯეთ კბილების გახეხვა სუფრის მარილის გაჯერებული ხსნარით. ნახევარ ლიტრიან კათხა თბილ წყალში ჩაყარეთ ორი ჩაის კოვზი სუფრის მარილი და კარგად მოურიეთ. თუ ჭიქაში ფსკერზე დარჩა ცოტა გაუხსნელი მარილი, ყველაფერი წესრიგშია. ე.ი. ხსნარი გაჯერებულია. თუ არა, მაშინ კიდევ დაამატეთ მარილი. მოყლუპეთ მარილწყალი და დაგუბებული ყლუპის გადაუღვრელად შეაძვრინეთ ჯაგრისი და კარგად გამოიხეხეთ. ასე გაიმეორეთ მეორე და მესამე ყლუპზეც.

შემდეგი ყლუპები უბრალოდ გააჩერეთ პირში 30-40 წამი და ათამაშეთ. ამ დროს საოცრად იწმინდება სანერწყვე ჯირკვლები. გარდა ამისა, მარილხსნარი აღწევს კბილების ყველაზე წვრილ და ყველაზე მიკრო-მიკრო ფორებში, "ამოათრევს" იქ ჩამჯდარ (თუ კი არის) ბაქტერიებს და მომენტალურად კლავს, ღრძილებიდან გამოაქვს მიკრო ჩირქები და მიკრო დაავადებები, სისტემატური გამოყენებისას (დღეში 1-2 ჯერ) კბილებს აცლის ქვებს, ათეთრებს (ბუნებრივ ფერამდე) კბილებს, ამაგრებს კბილის ემალს, კლავს კარიესის გამომწვევ მიკრობებს, ღრძილების სიღრმეებიდან "ექაჩება" შხამებსა და სხვა ცუდ ნივთიერებებს. პროცედურისას არ გადაგეყლაპოთ სითხე, რადგან ძალიან შხამიანია, ის მოწამლულია საკუთარი ტოქსინებით. კარგია, თუ პროცედურა გაგრძელდება 10 წუთი (15-20 მოყლუპვა).

ხეხვისას, თავიდან, შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული სისხლდენა ღრძილებიდან. ეს ძალიან კარგია. ამ დროს ხდება წმენდა, წმენდა და წმენდა! რაღაც დროის შემდეგ სისხლდენა დამთავრდება და ღრძილებიც უფრო მაგარი გახდება.

2) მშვენივრად წმენდს კბილებს ჩვეულებრივი 72%-ნი სარეცხის საპონი. დამერწმუნეთ, რომ ყველა "მარკეტინგულ" და რეკლამირებულ კბილის პასტას ჯობია, რადგან არ შეიცავს იმ საშინელებებს (პირდაპირი მნიშვნელობით), რასაც შეიცავს კბილის პასტა.

3) ნატურალური ცარცი. გამოვიდა გაყიდვაში და ბევრ აფთიაქში იყიდება, როგორც კბილის ფხვნილი.

4) წმინდად დაფქვილი და გაცრილი ნაცარი. ნაცარი საკმაოდ ტუტე პროდუქტია და უმჯობესია გამოვიყენით კვირაში ერთხელ.

5) წმინდად დაფქვილი ნახშირი. აქვს ძლიერი აბრეზიული თვისება. ამიტომ, მისი გამოყენებაც სასურველია არა უმეტეს 1-2 კვირაში ერთხელ.

6) სუფრის მარილზე აწვეთებენ რამოდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთს. ამგვარად მიღებული პასტის კონსისტენციის მასით იხეხენ კბილებს.

ესეც საკმაოდ ძლიერი აბრეზიული თვისებებით გამოირჩება, ამიტომ მისი გამოყენებაც არ ღირს უფრო ხშირად, ვიდრე 1-2 კვირაში ერთხელ.

7) საჭმელი სოდა. ესეც მშვენივრად წმენდს კბილებს, მაგრამ რეაქციაში შედის კბილის ემალთან. ამიტომ, მას იყენებენ ზედიზედ 5-7 დღის განმავლობაში და შემდეგ, ისევ შეიძლება გამოყენება 1 თვის შემდეგ, ან ერთჯერადად, ყოველ 1-2 კვირაში.

8) ნიგვზის წენგო (სქელი მწვანე ქერქი). აქვს ძლიერი მათეთრებელი ეფექტი. მისი გამოყენებაც შეიძლება 1-2 კვირაში ერთხელ. გარდა ამისა შეიცავს ძალიან ბევრ (ნორმალური ნიადაგის არსებობისას) იოდს.

ნუ მოვიწამლავთ თავს სერიული წარმოების, შხამებითა და ანტიბიოტიკებით გაჟღენთილი "ჰიგიენური საშუალებებით", ეს ყბადაღებული ტერმინები კბილის პასტებზე და საპნებზე, სარეკლამო ხრიკები და მარკეტინგული სვლებია.

ეს ჩემი საკუთრი აზრი და დამოკიდებულებაა.

ჰიგიენურ საშუალებებში შემავალი ინგრედიენტები ცნობილია (თვითონ აწერენ ეტიკეტებზე ან ყუთებზე) და ნებისმიერ ცნობარში შეიძლება მოვძიოთ მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებები.