produkty soderzhashchie iodავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოების საკვების, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის წესის, ნიადაგის დამუშავების წესის და სხვა მიზეზთა გამო ძალიანაა გახშირებული ჩვენს სხეულებში ისეთი ელემენტის დეფიციტი, როგორიცაა იოდი. იოდის დეფიციტი განსაკუთრებით შეიმჩნევა მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებიც იშვიათად, ან საერთოდ არ იყენებენ ზღვისა და ოკეანის პროდუქტებს.

ბევრია იოდი ლამინარიაში (ზღვის კომბოსტო) ოღონდ უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ ლამინარია, რომელიც შეიძინეთ, ზღვაში ან ოკეანეში მოკრეფილია და არაა მოყვანილი ხელოვნურად. ლამინარიაში იოდის შემცველობაა 1%, ზღვის ღრუბლებში 8%-მდე ადის. ბევრი იოდია ე.წ. ლურჯ-მწვანე და წითელ წყალმცენარეებში.

ვიცით, რომ იოდს შეიცავს მაგალითად კაკალი, ფეიხოა და სხვა, მაგრამ საიდან მოხვდება ამ პროდუქტებში ეს ელემენტი, თუ მიწა გამოფიტულია და ის არაა მიწაში, ნიადაგში? პროდუქტების მასიური წარმოებისას ძალიან მალე იფიტება მიწა და შემდეგ მიდის მისი ხელოვნური გამდიდრება. ჩემთვის არაა ცნობილი, თუ რამდენად იყენებენ ყველა აუცილებელ ელემენტს ნიადაგის გამდიდრების პროცესში, იქ სადაც პროდუქტები მოჰყავთ მიწაში. ვიცით, რომ პროდუქტების ბაზრის ნახევარი სავსეა უნიადაგოდ, სპეციალურ სითხეებში მოყვანილი პროდუქტებითაც.

თუმცა საბედნიეროდ იოდი საკმაოდ მარტივად აქლორადი ელემენტია და ზღვებიდან და ოკეანეებიდან მზის მიერ აორთქლებულ წყალს იოდის მოლეკულებიც მიჰყვება და წვიმის სახით ხვდება ნიადაგში. რაც უფრო ახლოსაა ხმელეთი ოკეანესთან, მით მეტი იოდია მის ნიადაგში და მაშასადამე მცენარეებში, ნაყოფებსა და ცხოველებშიც. მაღალმთიან ადგილებში იოდი ძალიან ცოტაა.

ყველას გაგვიგია, რომ იოდის დეფიციტის შესავსებად (მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება ზღვის წყალმცენარეებსა და სხვა პროდუქტებზე) იოდის 1-2 წვეთს აწვეთებენ სოდიან წყალში, ან ახლადგამოწურულ კომბოსტოს წვენში და სვამენ ყოველ დილით. ამ მეთოდის დიდი მინუსია ის:

• რომ ასეთნაირად მიღებული იოდის შეთვისება ძალიან უჭირს ჩვენს სხეულს. სააფთიაქო იოდი, რომელსაც სითხეში ვაწვეთებთ არაორგანულია. არაორგანული ელემენტების შეთვისება კი რთულია ორგანიზმისათვის.

• არაორგანული იოდი ძალიან ტოქსიკურია და სულ რაღაც 2-3 გრამი იოდი კლავს ადამიანს. აქ ლაპარაკია იოდზე სუფთა სახით, ხოლო იოდის არაორგანული მარილები, იოდიდები, უსაფრთხოა ორგანიზმისათვის. არაორგანული ძნელად ხდება იოდის შეთვისება ჩვენი სხეულის მიერ.

ამ სტატიაში არ მოვყვები იოდის დეფიციტის სიმპტომებს და იოდის ნაკლებობის გამო გამოწვეულ უარყოფით მოვლენებს. როგორც ოფიციალური მედიცინა ამბობს, IQ-ს მნიშვნელობაც და გუნება-განწყობილებაც დიდად ყოფილა დამოკიდებული ჩვენს ორგანიზმში იოდის კმაობაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები 50-ზე მეტი პროცენტით იოდისაგან შედგება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე კი დამოკიდებულია სქესობრივ აქტივობაზე პასუხისმგებელი ჰორმონები.

ბევრი ცდილობს იოდის დეფიციტის შევსებას იოდიზირებული მარილით. იოდიზირებულ მარილში იოდი ინახება მარილის წარმოებიდან 3-4 თვის განმავლობაში და საერთოდ განქარდება დუღილისას. იოდიზირებული მარილიდანაც რთულია იოდის შეთვისება, რადგან ამ შემთხვევაში იოდი ისევ არაორგანული სახით მიეწოდება ორგანიზმს.
ბევრისათვის, ალბათ არ იქნება სიახლე, რომ გასული საუკუნის 40-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს, პეტერბურგელმა ექიმმა ვლადიმერ მახნაჩმა დაამზადა ე.წ. ლურჯი იოდი და დაიწყო მისი გამოყენება სხვადასხვა ავადმყოფობების დროს. არანაირი უარყოფითი ეფექტები არ გამოვლენილა ლურჯი იოდით მკურნალობის პროცესში, სამაგიეროდ დადებითი ეფექტები სახეზე იყო.

ჩვეულებრივი სამედიცინო, არაორგანული იოდის აგრესიული და ტოქსიკური თვისებები უკვალოდ ქრება, როდესაც ის რეაქციაში შედის ჩვეულებრივ, კარტოფილის ფქვილთან - სახამებელთან. ყველას გვახსოვს სკოლის ქიმიის გაკვეთილზე, როგორ აწვეთებდა მასწავლებელი სამედიცინო იოდს გადაჭრილ კარტოფილზე და კარტოფილისა და იოდის კონტაქტისას მიიღებოდა ლურჯი ლაქა. იოდი რეაქციაში შედის სახამებელთან, ებმება სახამებელის მოლეკულას და არაორგანული ფორმიდან გადაიქცევა ო რ გ ა ნ უ ლ ა დ, რომლის თუნდაც დიდი დოზებით მიღებაც, უკვე არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

ასეთნაირად მიღებული ლურჯი იოდი შეიძლება დავალევინოთ ბავშვებს, ჩვილებს, გამოვუბანოთ თვალები, გამოვუწმინდოთ პირის ღრუ და სხვა, რადგან ლურჯ იოდსაც ისეთივე ანტისეპტიკური თვისებები აქვს, როგორც ჩვეულებრივ, სამედიცინო (აფთიაქის) იოდს, ოღონდ ლურჯი იოდი არაა ტოქსიკური. სახამებელის მოლეკულა, რომელიც თავისებური პოლიმერია, არა მარტო ბმაში „ინახავს“ იოდს, არამედ აძლიერებს კიდევაც მის ანტიმიკრობულ თვისებებს. მიუხედავად მისი ანტიმიკრობული თვისებებისა, საკმაო „ლმობიერებას იჩენს“ ჩვენი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის (მეგობარი ბაქტერიების) მიმართ. სამაგიეროდ დაუნდობელია სტომეტიტებისა და სხვა არასასიამოვნო დაავადებების გამომწვევი ბაქტერიებისათვის.

მეორე მსოფლიო ომის დროს ლურჯი იოდით განიკურნა იმ დროისათვის სასიკვდილო დაავადებით, დიზინტერიით დავადებული უამრავი ადამიანი. ლურჯი იოდით მკურნალობისას დიზინტერია რჩებოდა სულ რაღაც სამ დღეში. მისი საშუალებით მკურნალობდნენ კოლიტებსა და ენტეროკოლიტებსაც (თუმცა ლურჯი იოდის დღიური დოზა ამ შემთხვევაში შეადგენდა 500 გრამს!)

ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ლურჯი იოდი ავსებს იოდის მარაგს ჩვენს სხეულში და შედეგად გვაქვს ყველა დადებითი ძვრა და უარყოფითი სიმპტომების გაქრობა, რასაც იწვევს იოდის დეფიციტი. ლურჯი იოდით თვალების გამობანაც კი შეიძლება კონიუქტივიტის (თვალის გარსის ანთება) დროს. ლურჯი იოდი ელასტიურობას მატებს სისხლძარღვებს, ამაღლებს იმუნიტეტს, მისი მიღება შეიძლება, როგორც დამაწყნარებელი პრეპარატისა. სასარგებლოა დამწვრობის დროს.
აქ არ მოვყვები ლურჯი იოდის ყველა სასარგებლო თვისებას და მის გამოყენებას უამრავი დაავადებების დროს, რადგან გავცდებით სტატიის ფორმატს.
როგორ დავამზადოთ ლურჯი იოდი:

1) 50 მლ თბილ წყალში ჩავყაროთ 1 ჩკ ბორცვით კარტოფილის ფქვილი (სახამებელი). კარგად გავხსნათ და დავუმატოთ 1ჩკ ბორცვით შაქარი და რამოდენიმე კრისტალი ლიმონმჟავა და კარგად ავურიოთ.

ცალკე ავადუღოთ 150 მლ წყალი და მდუღარეში ნელა ჩავასხათ მანამდე მომზადებული სახამებელი. შედეგად მივიღებთ კისელს. კისელი გავაციოთ ო თ ა ხ ი ს ტ ე მ პ ე რ ა ტ უ რ ა მ დ ე და ჩავასხათ 1 ჩკ 5%-ნი სააფთიაქო იოდი. კისელი მეყვსეულად გახდება ლურჯი. ლიმონმჟავა და შაქარი დიდხანს ინახავენ ლურჯ იოდს. ასეთნაირად დამზადებული ლურჯი იოდი ინახება რამოდენიმე თვე და არ კარგავს თავის თვისებებს. ინახება ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. ლურჯი იოდი ინარჩუნებს მაკურნებელ თვისებებს მანამ, სანამ მას აქვს ინტენსიური ლურჯი ფერი.

გამოყენების წინ ლურჯი იოდი კარგად უნდა ავანჯღრიოთ.

ოპტიმალური დოზა: ხუთი ჩაის კოვზი დღეში. ხანგრძლივობა ხუთი დღე. ისმევა ყოველთვის ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ.
თუ ადამიანი ჯანმრთელია იღებენ რვა ჩაის კოვზს, დღეში ერთხელ ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ და აყოლებენ ყლუპ კისელს. შემდეგ ხუთი დღე შესვენება.
შეიძლება რვა კოვზის მიღება დღეგამოშვებით. ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

თუ ადამიანი დასუსტებულია, მაშინ აძლევენ 2-3 ჩაის კოვზს. ხანგრძლივობა რეგულირდება იმის მიხედვით თუ როგორ გრძნობს თავს.

ლურჯი იოდის გამოყენება არ შეიძლება ქიმიურად მიღებულ წამლებთან ერთად (პერიოდში), განსაკუთრებით წნევის დამწევებთან ერთად. წამლებთან ერთად ლურჯი იოდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები: ქოშინი, სისხლძარღვთა პრობლემები, გულის ამოვარდნები და გაძლიერებული ფეთქვა, სისუსტე და სხვა.
არ შეიძლება ლურჯი იოდის მიღება თიროქსინით მკურნალობისას. ასევე შეუთავსებელია კალიუმის პერმანგანატთან (მარგანცოვკა) და ვერცხლიან წყალთან.

არ შეიძლება ლურჯი იოდის მიღება ქალებისათვის დედათა წესის დროს.

არ შეიძლება ლურჯი იოდის მიღება ძალიან დიდხანს, როგორც, მაგალითად წყალბადის ზეჟანგისა, რადგან შეიძლება მოხდეს დოზის გადაჭარბება.
ტრომბოფლევიტისას ლურჯი იოდი ისმევა ძალიან მცირე დოზებით.

არ შეიძლება ლურჯი იოდის მიღება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთისას ან მისი ფუნქციების სერიოზული დარღვევისას.
კარგად თავსებადობაშია ხალხური მედიცინის საშუალებებთან. შეიძლება მისი მიღება მცირე დოზებით ფარისებრის მუშაობის შეფერხებისას-დარღვევისას.
გავითვალისწინოთ, ყველა ადამიანის მოთხოვნილება ამ ელემენტზე ინდივიდუალურია.

პატარა მარტივი რეცეპტი:
ვინც ყოველდღიურად კარგად დაღეჭავს და გადაყლაპავს ვაშლის კურკებს (10-20 ცალი კურკა), მისი სხეული იმ დღეს მიიღებს იოდის ერთი დღის დოზას, თანაც ორგანული სახით. ვაშლის კურკაში ასევე შედის ანტისიმსივნური ნივთიერება ე.წ. ვიტამინი B17.