1443258727ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭამენ, შუადღე ჭამადი არს ს ა მ ხ ა რ ი, ხოლო მიმწუხრი ჭამადი ს ე რ ო ბ ა. უკეთუ სამხარი არა შუადღე მიიღო და უადრესად ჭამა, მესამე ანუ მეორე ჟამსა უწოდეს ს ა დ ი ლ ს ა და არა სამხარსა. დილაზე მცირესა საჭმელსა ეწოდების ს ა უ ზ მ ე და სამხრისა შემდგომად ჭამადსა ზ ა რ მ ე ლ ი და უკეთუ სერობისა შემდგომად ჭამადი მიიღო, ს ე რ ი ს კ უ დ ი ეწოდება.

არიან კაცნი მუცელთ–მაძოვნებელნი, რომელნი ჭამენ ოთხ–ხუთთა ჯერთა.
სხვა ვარიანტში წერია: არიან კაცნი პირუტყვებრივნი, რომელნი ჭამენ ოთხ–ხუთ გზის.
ჩვეულებრივი ადამიანები ორთა ჯერთა (ორჯერ) ჭამენო.

ნებისმიერი ერის ხალხური მედიცინაც დღეში ორგზის ჭამას გვირჩევს (თავისი წესების დაცვით). ვინც მეტჯერ ჭამს, სულხან-საბა მათ მუცელთ–მაძოვნებელნი-სა და კაცნი პირუტყვებრივნი-ს უწოდებს.

თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ფრთები ამომდის :)

ამრიგად, კაცნი ვჭამთ დღეში მაქსიმუმ ორჯერ.

ჭამის დროს ორგანიზმში ასეთი მოვლენა ხდება: როგორც კი ადამიანი იწყებს ჭამას "ცივილიზებული" საკვებით, მთელი იმუნური სისტემა უცბად მობილიზდება კუჭნაწლავის ტრაქტის ირგვლივ. ლეიკოციტების ჯარი ალყას არტყამს მთლიან ტრაქტს, მაგრამ "ჯარი ნახავს", რომ არაფერი საშიში არ ხდება, ისევ "დაიშლება და თავის ადგილს უბრუნდება".
იმუნური სისტემა "ცივილიზებულ" (შემწვარი, მოხარშული) საკვებს თავიდან აღიქვამს, როგორც უცხო სხეულის შეჭრას ორგანიზმში. რამდენჯერაც ასე ვჭამთ, იმდენჯერ ხდება იმუნური სისტემის მობილიზაცია, შერყევა-შეზანზარება. ყოველი ასეთი ჭამა სტრესია ჩვენი ორგანიზმისათვის.

თურმე, აღმოჩნდა, რომ ასეთი განგაში და მობილიზაცია არ ხდება, თუ შევჭამთ ცოცხალ საკვებს: ცოცხალი ბოსტნეული, ბოსტნეულის სალათები, ხილი. ალბათ იმიტომ, რომ რადგან საკვები ცოცხალია და არაა თერმულად დამუშავებული, ორგანიზმი, სხეულის იმუნური სისტემა "ცნობს" და არ აღიქვამს უცხო სხეულად. სანამ საკვები თერმულად დამუშავდება, მას აქვს თავისი "აურა", "ნათება".

ერთ-ერთ წინა სტატიაში ("გამყოფი ზედაპირები და ცოცხალი აურა") აღვწერეთ ე.წ. კირლიანების ეფექტი. თურმე მაღალი სიხშირის ელექტრო-მაგნიტურ ველში ნებისმიერი სხეული იწყებს ნათებას. წყლის წვეთი, ხილი, ბოსტნეული, ადამიანი....

ახალი მოწყვეტილი მწვანილის ნათება უფრო ძლიერია, შემდეგ იკლებს.

მთის წყაროს წყლის წვეთის ნათება 40-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ქალაქის წყალგაყვანილობის მილიდან (ონკანიდან) აღებული წყლის წვეთის ნათება და ა.შ.
კვანტური ფიზიკა ამბობს, რომ ნებისმიერი მატერია, უხილავის (ველების, ენერგიების) განსხეულებაა. უფრო სწორად, არ არსებობს ცალკე მატერია, ის აუცილებლად უხილავთან ერთადაა. ჩვენი სხეულიც ასეა (სხვა სტატიაში აღვწერთ) ის იკვებება არა მარტო ხილული საკვებით, არამედ უხილავითაც - ცოცხალი საკვების "აურით".
ასეა თუ ისე, როდესაც ვჭამთ ცოცხალ საკვებს, იმუნური სისტემა სტრესს არ განიცდის. აქედან გამომდინარეობს საკვების მიღების ერთ-ერთი მთავარი წესი: ნებისმიერი ჭამა უნდა დავიწყოთ ცოცხალი საკვებით, ბოსტნეულით, სალათებით. ერთ ჯერზე მიღებული ცოცხალი საკვების რაოდენობა მთლიანი ულუფის 60-70 პროცენტი უნდა იყოს. ცოცხალი საკვებია მოუხალავი ნიგოზი, მზესუმზირა, თხილი, ნუში.... მაგრამ ესენი ცალკე საკვებად განიხილება.

ცოცხალი ბოსტნეულის მერე მიღებული თერმულად დამუშავებული საკვები, იმუნური სისტემის მობილიზაციას აღარ იწვევს!

ჯერ სალათა (სალათაში იგულისხმება ნებისმიერი ბოსტნეულის კომბინაცია), შემდეგ რამე ერთი, ერთი სახეობა და არა რამოდენიმე ერთმანეთში არეული.
მაგალითად:

ჯერ სალათა და შემდეგ ლობიო.
ჯერ სალათა და შემდეგ მოხარშული ხორცის ნაჭერი.
ჯერ სალათა და შემდეგ გამომცხვარი (მუნდირში, კანიანად) კარტოფილი.
ჯერ სალათა და შემდეგ თევზი.
ჯერ სალათა და შემდეგ ნებისმიერი რაიმე ერთი.

რაიმე ერთი ნიშნავს რაიმე ერთს. სალათას თუ დავაყოლეთ მოხარშული ხორცის ნაჭერი პურით, გამოვიდა "რაიმე ორი", ანუ ხორცი და პური.
ყველის მიყოლება სალათის ჭამის დროსაც შეიძლება, ოღონდ მეტი არაფერი, რადგან გამოვიდა სალათა და ყველი. ასევე, შეიძლება ყველი სალათაზე დაეხეხოს.
ნიგოზი, ნუში, თხილი... შეიძლება სალათას დავახეხოთ. გამოგვივა სალათა და ნიგოზი (ნუში, თხილი...)

თუ კვების ასეთ რეჟიმს დავიცავთ, ჭამის მერე არ ვიქნებით დამძიმებულები და არ მოგვერევა ძილი. ასეთ კვებას ეწოდება განცალკევებული კვება.
შეიძლება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე ცოტა ხილის მიღება და მერე იმ "რაიმე ერთის" ჭამა. მაგრამ თუ ხილი იმდენი ვჭამეთ, რომ ხილით კარგად დავნაყრდით, სხვა საკვები უნდა მივიღოთ მაშინ, როდესაც კარგად მოგვშივდება.

ვინც მიჩვეული არაა ასეთ კვებას და ნ ე ლ - ნ ე ლ ა გადაეწყობა, ნახავს, რომ მისი ენერგია გაორმაგდა, გაათმაგდა, არ იღლება, ძილი ნაკლები ყოფნის....
თურმე ცოცხალ საკვებში შემავალი აქტიური ნივთიერებებიდან, განსაკუთრებული თვისება ჰქონია ე.წ. ენზიმებს. როდესაც ცოცხალი საკვები მოხვდება კუჭში, იქ, იმ გარემოში, იმ ტემპერატურაზე, იმ მჟავე-ტუტოვან ბალანსში აქტიურდება ენზიმები და იწყებს საჭმლის მონელებას! საჭმელი თვითონ გადამუშავდება, თვითონ ინელებს თავის თავს! და ინელებს (ეხმარება ორგანიზმს მონელებაში) იმ საკვებს, რაც შევჭამეთ ცოცხალ საკვებთან ერთად - იმ "ერთს".

ამ პროცესს ეწოდება ინდუცირებული აუტოლიზი, ანუ "თავისთავად წარმოქმნილი თვითმონელება".

ეს მოვლენა, უფრო სწორად ამ მოვლენის გამოყენება ზოგავს ორგანიზმის უზარმაზარ ენერგიას და ამიტომაც აღარა ვართ "დაღლილები" ასეთი ჭამის მერე!

main4ასეთი კვების კიდევ ერთი სიკეთე ისაა, რომ ცოცხალი საკვების ბოჭკოები, დიახ, ცოცხალ ხილსა და მოსტნეულში შემავალი მცენარეული ბოჭკოები ძალიან უყვართ ჩვენს კუჭ-ნაჭლავში დასახლებულ ჩვენს მეგობარ მიკროორგანიზმებს (მიკროფლორას) და სიამოვნებით მიირთმევენ და სწრაფად მრავლდებიან. გამოდის, რომ თავის მხრივ ისინიც გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში და ამ პროცესში გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის: ვიტამინები და სხვა აქტიური ნივთიერებები. შემდეგ თვითონ ეს მიკროორგანიზმებიც უმაღლესი ხარისხის საკვებია ჩვენი სხეულისათვის, შეიცავს ე.წ. შეუცვლელ ამინომჟავებსა და "უმაღლესი ხარისხის" ცილებს.

შევაჯამოთ:

1) დღეში ვჭამთ მაქსიმუმ ორჯერ;
2) საკვების მიღების შემდეგ, შემდეგი ჭამა შეიძლება მაშინ, როდესაც მაგრად მოგვშივდება;
3) ნებისმიერ ჭამას ვიწყებთ ცოცხალი (ანუ "აურიანი") საკვებით;
4) ყოველი ჭამისას, ცოცხალი საკვების გარდა (სურვილის შემთხვევაში) ვჭამთ "რაიმე ერთს";
5) ცოცხალი საკვების რაოდენობა მთლიანი ულუფის 60-70 პროცენტია.

სწორად დაღეჭვა

ჭამისას დანაყრების შეგრძნება რომ მოვიდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანია არა საჭმლის რაოდენობა, არამედ ჭამის ხანგრძლივობა და ღეჭვითი მოძრაობის რაოდენობა.
მაგალითად, სამ წუთში შეიძლება 700-1000 გრამი საჭმელი გადაყლაპოს კაცმა და შიმშილის შეგრძნება მაინც ჰქონდეს. ხოლო თუ 300-500 გრამის ჭამას 15-20 წუთს მოანდომებს, ჭამის შემდეგ საკმაოდ დანაყრებული იქნება.

ერთხელ მაინც გამოგვიცდია ყველას, როდესაც ვჭამთ და "გეგმით გათვალისწინებული" საკვების რაოდენობის მეოთხედი ან მეხუთედი გვაქვს შეჭმული და უცბად მოგვიწია ტრაპეზის დატოვება (რაღაცა გადაუდებელი საქმის გამო). 20-25 წუთის შემდეგ მოვბრუnებულვართ სუფრასთან და.... აღარ გვშია და სრულიად დანაყრებულნი ვართ.
საქმე იმაშია, რომ, როდესაც კუჭი იმ დონეზე გაივსება, რაც საკმარისია დანაყრებისათვის, თავის ტვინში იგზავნება სიგნალი, რომ კარგად ვარ, საკმარისიაო. მერე თავის ტვინი უკან უგზავნის სიგნალს კუჭის მფლობელს, გეყოფა, დანაყრებული ხარო (ჩნდება სიმაძღრის შეგრძნება). თურმე სიგნალების ამ მიმოცვლას 15-20 წუთი სჭირდება. ამიტომაც, სასურველია, რაც შეიძლება ნელა ვჭამოთ. თუ სწრაფად შევჭამთ და სწრაფი ჭამისას ვიგრძნობთ დანაყრებას, 20 წუთის შემდეგ აღმოჩნდება, რომ დანაყრებულნი კი არა, გადანაყრებულ-გადაჭმული გვქონია ყველაფერი.

ნელა ჭამისას, რაც უფრო მეტ ღეჭვით მოძრაობას გავაკეთებთ (კარგად დავღეჭავთ ყოველ ლუკმას), მით ნაკლები საკვები გვეყოფა.
თურმე ტვინი მიღებული საკვების რაოდენობას ღეჭვის რაოდენობასაც უკავშირებს,

ნელა და კარგად ღეჭვისას ძლიერდება ნაწლავების ტალღური მოძრაობები (პერისტალტიკა), რაც კარგად აისახება მათ მუშაობაზე, განსაკუთრებით ყაბზობისას (კუჭის შეკრულობისას).

განსაკუთრებით კარგია ნელა, პატარა ლუკმებით ჭამა და კარგად ღეჭვა პუტკუნებისთვის.

სწრაფად ჭამა კი არავისთვის არაა სასარგებლო. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ღეჭვას. უამრავი კაცია, ვინც 2-3 გაღეჭვის შემდეგ ლუკმას უკვე ყლაპავს. არიან ისეთებიც, ყბის ერთხელ მოქნევის შემდეგაც ახერხებენ ლუკმის გადაყლაპვას და მათ აწუხებთ გულძმარვა, სლოკინ-ბოყინი. საყლაპავის პრობლემები, სტომატიტები (თითქოს რა შუაშია, ხომ?) და სხვა.

ჭამის ტემპსა და ლუკმის ღეჭვას კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექცევა აღდგენის დღეების შემდეგ. თან რაც უფრო ხანგრძლივია აღდგენის (განტვირთვის/შიმშილობის) პერიოდი, მით უფრო მკაცრად კონტროლდება ჭამის პროცესი.