kak prinimat propolis pri saharnom diabeteავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ფუტკრები დინდგელის შემადგენლობას ყოველ წელიწადს ცვლიან. მათ თითქოს იციან, რომ ინფექციები და სხვადასხვა ბაქტერიები ეგუებიან ერთი და იგივე ანტიბიოტიკს და ეს შეგუება რომ არ მოხდეს, წლითი წლად სულ ახალ-ახალი „რეცეპტით“ ამზადებენ დინდგელს. ხალხურ მედიცინაში პროპოლისი უძლიერეს ანტიბიოტიკად ითვლება. ბავშვობაში მინახავს ბიძაჩემის სკაში შემძვრალი პატარა ხვლიკი, რომელიც ფუტკრებმა დანესტრეს და მოკლეს. შემდეგ სკის კუთხეში გაათრიეს და დინდგელით გადაგოზეს. ასეთნაირად შენახული ხვლიკი არც გაიხრწნა და არც ინფექციის წყარო არ გახდა. ბიძამ ერთი წლის მერე ამოიღო ხვლიკი. ხვლიკი სკაში აპრილის ბოლოს შეძვრა. მთელი სეზონი ხელი არ უხლია ბიძაჩემს ხვლიკისათვის. შემოდგომაზე თაფლი რომ აიღო, ხვლიკი რატომღაც ისევ სკაში დატოვა და თებერვლის ბოლოს ამოიღო სკიდან. ხვლიკი სრულიად „ახალი“ იყო.

არსებობს სამშენებლო და სამკურნალო პროპოლისი. სამშენებლო დინდგელში ცვილი მეტია, ვიდრე ფისები და არ იძირება წყალში. სამკურნალო პროპოლისი 50-70% ფისისაგან შედგება, შეიცავს ყვავილის მტვერს, ეთერზეთებს, სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტებს, ვიტამინებს, ბუნებრივ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებსა და ფუტკრის მიერ სინთეზირებულ ნივთიერებებსაც. სამკურნალო (არასამშენებლო) პროპოლისის სამკურნალო თვისებები და ეფექტი გაცილებით მეტია ვიდრე სამშენებლო პროპოლისისა.
სამკურნალო პროპოლისი წყალში იძირება. სამკურნალო მიზნებისათვის გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო ანუ არასამშენებლო პროპოლისი. სამკურნალო პროპოლისი სხვადასხვა ფერის არსებობს: რუხი, მოყვითალო, ყავისფერი, შავი, მოწითალო. სამკურნალო პროპოლისს სასიამოვნო სუნი და არომატი აქვს. ფუტკრები პროპოლისით გმანავენ ღრეჩოებს, ამაგრებენ ჩარჩოებს და სხვა. როგორც უკვე ვთქვით, პროპოლისში გახვეული ჭია, ხვლიკი თუ სხვა ცოცხალი არსება არასოდეს არ იხრწნება, რადგან პროპოლისი საოცარი ანტისეპტიკია, ის ხოცავს ვირუსებს, ინფექციებს, ბაქტერიებს, ხრწნის ბაქტერიებსაც კი. ამიტომაც სკაში ყოველთვის სტერილური გარემოა.

რაღაც მანქანებით, თვითონ ფუტკარიც „სტერილური“ მწერია. „მწეროლოგები“ (ენტომოლოგია) შედარებისათვის დააკვირდნენ ფუტკარსა და ბუზს. დაიჭირეს ერთი და იგივე ნაგვიდან აფრენილი ბუზი და ფუტკარი. ორივეს „მუცელზე“ მოუსვეს აბსოლუტურად სტერილური პლატინის წკირები. როდესაც პლატინის წკირებს მიკროსკოპის ქვეშ დააკვირდნენ, ნახეს, რომ ბუზის მუცელზე მოსმული წკირი დახუნძლული იყო მიკრობებით, მაშინ, როდესაც ფუტკრის მუცელზე მოსმული წკირი პრაქტიკულად სუფთა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფუტკარი საკმაოდ „ბეწვიანი“ მწერია. ფუტკარს ინფექცია არ ეკარება. არსებობს ფუტკრის ტკიპა, რომელიც ფუტკარს ანადგურებს, მაგრამ ეს ფუტკრისთვისაა მავნე და არა ადამიანისთვის.

ნაყენის დამზადებამდე დინდგელს ფხვნიან (თუ ხმელია), ან ჭრიან წვრილად (თუ ხმელი არაა და პლასტელინივითაა). დინდგელი ყველა ვარიანტში უნდა დაქუცმაცდეს, რადგან გამხსნელთან - სპირტთან შეხების ზედაპირის ფართობი იზრდება და დინდგელი სწრაფად იხსნება მასში. დინდგელი ძალიან იშვიათად და ძალიან ძნელად ხმება. ადვილად დასაფშვნელად ის უნდა მოვათავსოთ საყინულეში ერთი საათით, შემდეგ გავახვიოთ ქაღალდში და ჩაქუჩით, ან ნებისმიერი მაგარი ნივთით დავფშვნათ. საკმარისია ჩაქუჩის მსუბუქად დარტყმები, რადგან გაყინული პროპოლისი საკმაოდ მყიფეა. შეიძლება სახეხზე გახეხვაც. მე პირადად ძალიან წვრილად ვჭრი და ისე ვყრი სპირტში.

როგორც წესი ამზადებენ დინდგელის 15-25%-ან ხსნარს. იწონება 20-30 გრ დინდგელი და ესხმება 100 მლ სამედიცინო, 96%-ნი სპირტი. მჭიდროდ ეხურება თავი, კარგად ინჯღრევა და ინახება ბნელ ადგილას. პერიოდულად ჭირდება შენჯღრევა. როდესაც პროპოლისი მთლიანად გაიხსნება სპირტში (7-10 დღე) და დაილექება ნალექი, სასურველია, რომ 5-15 დღე კიდევ დავაცადოთ და შემდეგ გამოვიყენოთ. კარგია, თუ ნაყენი გაიფილტრება ბამბის კოსმეტიკური დისკებით, ყავის ფილტრით ან სხვა საშუალებით. გასათვალისწინებელია, რომ სპირტი სწრაფად შრება და ძაბრზე (ან სხვა ჭურჭელზე) დარჩება პროპოლისი, რომელიც ძალიან ძნელად შორდება. მისი მოშორება შეიძლება ჯერ ისევ სპირტიანი ნაჭრის საშუალებით და შემდეგ მდუღარე წყლით.

დიდნდგელის ნაყენი მაცივარში 3-4 წელი ინახება, ისე, რომ თვისებებს არ კარგავს.

შეიძლება გამოვიყენოთ იოდის ნაცვლად - წავისვათ ჭრილობებზე. აჩერებს ჭრილობის შეხორცებას.

ყელში გამოვლება ყელის ტკივილისას და ანგინებისას. 1-2 ჩკ ხსნარს აზავებენ 100 მლ თბილი წყლით. უმჯობესია ერთჯერადი ჭიქის გამოყენება.

აზავებენ 1 ჩკ ნაყენს 50 მლ წყალში და სვამენ ჭამამდე 1 საათით ადრე. კარგია კუჭისათვის, წყლულებისავის და საჭმლის მონელებისათვის, აღადგენს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, აქრობს ანთებებს, ხოცავს ინფექციებს. ან სვამენ ცარიელ კუჭზე ძილის წინ.

კლავს სოკოებს, ტრიქომონიადებს.

dindgeli1ანთების საწინააღმდეგოა, ტკივილგამაყუჩებელია. ბიოსტიმულატორია. თრგუნავს სიმსივნური უჯრედების ზრდას. აძლიერებს იმუნიტეტს. ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ძვლების მოტეხილობისას აჩქარებს შეხორცებას. კარგია დამწვრობისას. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, უხდება ღვიძლის უჯრედებს. სასიკეთოდ მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე. აჩერებს სპაზმებს, ადაბლებს არტერიულ წნევას და ამცირებს სისხლის შედედებას - იცავს თრომბებისაგან, ადაბლებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.

შეიძლება დინდგელის ღეჭვა კევივით. ღეჭვისას დღიური დოზაა მაქს 5 გრ. შეიძლება ეს 5 გრ გაიყოს და დაიღეჭოს დღეში სამჯერ, ოთხჯერ. ღეჭვა შეიძლება გაგრძელდეს 3-5 წუთიდან 30 წუთამდე ან მეტი. კარგია ყელის ტკივილისას, ანგინის დროს, ცხვირხახის, ღრძილებისა და კბილებისათვის, სხვადასხვა გასტრიტებისას. ასეთ დროს იღეჭება 10-30 წუთი და იყლაპება.

აძლიერებს მთელ სხეულს, იმუნურ სისტემას, ხოცავს ინფექციებს, აღადგენს ლორწოვანს, უხდება სისხლძარღვებს. კბილის ტკივილისას დიდნგელს არბილებენ პლასტელინის კონსისტენციამდე და იდებენ გამოხრულ ადგილას ან კარიესზე. დააზილავენ ზემოდან.

ღეჭვა ასევე კარგია პანკრეატიტის დროს, ოღონდ არა მწვავე(!) პერიოდში. კარგია წონის ნაკლებობისას. მოკლედ ძალიან კარგი პროდუქტია. ბავშვებმა შეიძლება ღეჭონ 5-6 წლიდან.

უკუჩვენება: ალერგიები მეფუტკრეობის პროდუქტების მიმართ.

ასეც იქცევიან: პროპოლისის პატარა ნაჭერს ძილის წინ მიიგლისავენ რომელიმე (უკანაზე ჯობს) კბილზე და ისე იძინებენ. ღამის განმავლობაში დინდგელი ნელ-ნელა იხსნება ნერწყვში და ძილში ნერწყვთან ერთად იყლაპება.

საღამოს, კბილებს იხეხავენ მარილწყლით და შემდეგ პირში ივლებელ ჭიქა წყალს, რომელშიც ჩასხმულია ერთი სუფრის (ან ჩაის) კოვზი პროპოლისის ნაყენი. ამ დროს დეზინფიცირდება მთელი პირის ღრუ (მარილწყალიც მშვენიერ დეზინფექციას აკეთებს) და გარდა ამისა იწმინდება სანერწყვე ჯირკვლები, ყბის ქვეშ, ყელთან არსებული ლიმფური კვანძები.

საინტერესოა ფუტკრების ენა. ფუტკრებს ჰყავთ მზვერავები, რომლებიც ადგილ-გარემოში დაფრინავენ და ეძებენ მრავალღალიან ადგილს. შემდეგ ბრუნდებიან სკაში და ოჯახის წევრებს უყვებიან იმ ადგილის ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც ბევრი ღალა აღმოაჩინეს. მზვერავი ფუტკრები იწყებენ ე.წ. ცეკვას, ცეკვისას შემოხაზავენ ფიგურას - რვიანი.

როგორც ვიცით რვიანი სიმეტრიული ფიგურაა და მას აქვს სიმეტრიის ღერძი. რვიანის სიმეტრიის ღერძის დახრილობა ჰორიზონტის მიმართ ზუსტად ტოლია იმ კუთხისა, როგორ კუთხესაც ქმნის ერთმანეთთან შემდეგი ორი ხაზი: მზე-სკა და ღალა-სკა. მუშა ფუტკრები დაიმახსოვრებენ ამ კუთხეს და სკიდან გამოფრენისას გრადუსის მეასედის სიზუსტით გაეშურებიან ღალიანი ადგილისაკენ. სკიდან ღალამდე მანძილს განსაზღვრავს ცეკვის ინტენსივობა, ტემპი, ხოლო ღალის რაოდენობას ცეკვის ხანგრძლივობა.

მოცეკვავე, ანუ მზვერავი ფუტკრები სკიდან გამოფრენის კუთხის მითითებისას ითვალისწინებენ ქარის მიმართულებასაც. ზურგის ქარისას უფრო მოკლე მანძილს უთითებენ, შემხვედრი ქარისას - მეტს. თუ ქარი მუშა ფუტკარს გვერდით წაიღებს, მაშინ მზვერავი ისეთ კუთხეს „ეუბნება“ რომელიც კორექტირებულია გვერდითა ქარის სიჩქარის მიხედვით. მოკლედ, პატარა პროფესორები არიან :)