coffeeeteaავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ლიმონი მჟავეა, შეიცავს ლიმონმჟავას და აქვს მჟავე რეაქცია. ლაკმუსის ქაღალდიც გიჩვენებს, რომ მჟავაა.

ზეითუნის ზეთი 65-75% ოლეინის მჟავას შეიცავს და მჟავე რეაქციის პროდუქტია. სამაგიეროდ ჭამისა და უჯრედებში შეთვისების შემდეგ, ლიმონი ძალიან ძლიერ ტუტე რეაქციას იწვევს. ასევეა ზეითუნის ძეთიც - ორგანიზმს ატუტევებს შეთვისების შემდეგ.

ყავა და შავი ჩაი თავიდან როგორი რეაქციისაა არ ვიცი (შეიძლება ტუტეცაა), მაგრამ შემდგომში ორგანიზმის ბალანსს მჟავესაკენ გადახრის, რადგან მონელების პროცესში წარმოიქმნება ტანინმჟავა.

ანუ პროდუქტების საწყისი რეაქცია, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ასეთივე რეაქციას გამოიწვევს მათი გადამუშავება მონელების (მონელებაში იგულისხმება მთელი პროცესი ნაწლავიდან უჯრედში დამუშავების ჩათვლით) შემდეგაც.

აი, საჭმელზე დაყოლება კი იმიტომ არაა მიზანშეწონილი, რომ კუჭში, ყოველი ტიპის საჭმლის მონელებას, თავისი პირობები და მათ შორის მჟავე, ნეიტრალური ან ძალიან სუსტი ტუტე გარემო და ტემპერატურა ესაჭიროება. დავუშვათ კუჭში მიდის ხორცის მონელების პროცესი. ხორცი ნელდება მჟავე გარემოში. თუ კი ყავა ტუტეა, მაშინ, ცხადია მოხდება მჟავის განეიტრალება და შეწყდება მონელების პროცესი.

თუ კუჭში ისეთი პროდუქტის მონელება მიმდინარეობს, რომლის მონელებასაც სუსტი ტუტე გარემო ესაჭიროება, ამ შემთხვევაში არ მოხდება განეიტრალება, სამაგიეროდ გაზავდება კუჭის წვენი, დავარდება (დაიწევა) მონელებისათვის აუცილებელი კონცენტრაცია მომნელებელი წვენისა და მაინც შეწყდება მონელების პროცესი.
მესამე ვარიანტად, დავუშვათ მიმდინარეობს რაიმე პროდუქტის მონელების პროცესი, სულ ერთია, კუჭში როგორი გარემოა და დავაყოლეთ ნეიტრალური წყალი. ამ შემთხვევაშიც მოხდება წვენის გაზავება და შეწყდება მონელების პროცესი. თუ წყალი, ან სხვა სასმელი დამატებით ცივიცაა, კუჭის წვენის გაზავების გარდა, დავარდება მონელებისათვის აუცილებელი ტემპერატურაც და წყდება მონელების პროცესი.

შეწყდა მონელების პროცესი, საჭმელი ყრია კუჭში და არ მიმდინარეობს მონელება. კუჭი "ცდილობს" დამატებითი წვენების გამოყოფას და მონელებისათვის აუცილებელი საწყისი კონცენტრაციის აღდგენას, რომელსაც შეიძლება 30 წუთი ან მეტი დროც კი დასჭირდეს. რას შვრება ამ დროს საჭმელი? სწორია! ლპება, იხრწნება და ამ პროსეცში გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, რომელთაგან ზოგი კანცეროგენიცაა. ეს ნივთიერებები გულის, სახსრების და სხვადასხვა ორგანოების დამასუსტებელი და დაავადებათა გამომწვევია, დაავადების მაპროვოცირებელი ნივთიერებებიცაა.

თუ ხორცია ნაჭამი, მაშინ მასზე გამრავლებას იწყებს ლპობის ბაქტერიები. თუ სასმელი დამატებით ცივიცაა, მაშინ საწყისი კონცენტრაციის აღდგენის გარდა, ტემპერტურის აღდგენაც ხდება საჭირო და მონელების პროცესი კიდევ უფრო დიდი ხნით წყდება და უფრო დიდხანს ლპება კუჭში საჭმელი და "ბონუსად" დამატებითი რესურსიც მეტი იხარჯება.

ასე რომ საჭმელზე დაყოლებული ყავისა, ჩაისა და სხვა სასმელების საწყის რეაქციებს (მჟავაა თუ ტუტე) მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.