wvrili nawlaviავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხვადასხვა წმენდა და გაჯანსაღება მსხვილი ნაწლავის კაპიტალური გასუფთავება გაჯანსაღებით უნდა დავიწყოთ. ამის შემდეგ, გაცილებით ჩქარდება დაავადებებისაგან განკურნების პროცესი. მსხვილი ნაწლავის გასუფთავების საუკეთესო საშუალებებია ნიჟარის ჟესტი, რომელიც ადრეულ სტატიაში მაქვს აღწერილი და რომელიც საკმაოდ დამღლელი პროცედურაა და ყველას არ შესწევს ძალა მისი გაკეთებისა, და ოყნები. მეორე ვარიანტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და შედარებით მარტივად ჩასატარებელი პროცედურაა. ოყნების შესახებ დაწერილია როგორც ქართულ, ასევე სხვა ქვეყნების ხალხთა ხალხურ მედიცინაში. ოყნებზე ყველა ხალხის ხალხურ მედიცინაში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული. 60-70-ან წლების ოფიციალურ მედიცინაშიც კი, საყოველთაოდ იყო მიღებული ეს პროცედურა, მაგრამ დროთა განმავლობაში „ხმარებიდან ამოიღეს“.

ოყნებით წმენდა-მკურნალობის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა მსხვილი ნაწლავის გასუფთავებაა. ოყნის მასალა ისე უნდა შეირჩეს, რომ შესაძლებელი გახდეს ნაწლავის კედლებზე გადაგლესილი ნადების მოცილება, ქვების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოძრობა და გამოდევნა, მსხვილ ნაწლავში მობინადრე „უცხოპლანეტელების“ გამოდევნა, კედლებზე მიკრული ლორწო-მედუზების მოძრობა-გამოდევნა, სხვადასხვა „ძენძებისაგან“ გათავისუფლება და ა.შ.

ოყნამ არ უნდა დააზიანოს ნაწლავის კედლები, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს ჩვენს ნაწლავში მობინადრე მეგობარ მიკროფლორას და მოხდეს ნაწლავის რბილი, მაგრამ კაპიტალური წმენდა.

მაშ ასე, არსებობს ოყნების რამოდენიმე სახეობა: სხვადასხვა ბალახების ნახარშისა თუ ნაყენისაგან დამზადებული, მარილიანი წყალი, სოდიანი წყალი, ლიმონიანი წყალი, მარილიანი და ლიმონიანი წყალი, საკუთარი შარდი.

მთავარი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს სითხის შეწოვა ნაწლავში. თუ ნაწლავმა სითხე შეიწოვა, მაშინ შეიწოვება ამ სითხის მიერ გახსნილი ტოქსინებიც. ამიტომ, ოყნის სითხეში სხვადასხვა მარილების კონცენტრაცია ოდნავ უნდა აღემატებოდეს მარილების კონცენტრაციას ჩვენს სისხლში. შეწოვა არ შეწოვა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მარილების კონცენტრაციაზე. სითხის გადადინება ხდება დაბალი კონცენტრაციიდან მაღალი კონცენტრაციის მხარეს. გამოდის, რომ თუ ოყნაში მარილების კონცენტრაცია მეტი იქნება, არ მოხდება სითხის შეწოვა. პირიქით! დაიწყება სისხლის პლზმისა და ლიმფის შემოწოვა ნაწლავში, მოხდება ე.წ. დრენაჟი, მიკრობუსუსებში სითხე ამოძრავდება „უარყოფითი მიმართულებით“, ამის გამო გაიწმინდება, თვითონ მიკრობუსუსები და მათი არხები. ამიტომ, კუჭში გასვლის შემდეგ, გარეთ გამოდევნილი სითხის რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე გაკეთებული ოყნის ლიტრაჟი.

ოყნა უნდა იყოს 1.5, 2 ლიტრი. თუ ადამიანი ძალიან დიდია, მის მსხვილ ნაწლავში თავისუფლად ჩავა 2.5 ლიტრი სითხეც. ოყნა კეთდება კუჭში გასვლის შემდეგ, დილით ადრე ან საღამოს ჭამიდან 4-5 საათის შემდეგ. ოყნის გაკეთებამდე, სასურველია, თუ მოხდება ნაწლავის გამორეცხვა უბრალო თბილი წყლით. ასე კარგად მომზადდება ნაწლავი გასაწმენდად. პროცედურის ჩატარება დილით ადრე, უმჯობესია. თუ ვინმე კუჭში ვერ გადის, მაშინ ჯერ უნდა გაიკეთოს უბრალო თბილი წყლის ოყნა, რათა დაცალოს ნაწლავის შეგთავსი და შემდეგ გაიკეთოს სამკურნალო-გამასუფთავებელი ოყნა.

ოყნის გაკეთებისას უნდა დავიცვათ რამოდენიმე აუცილებელი, მაგრამ მარტივი წესი:

ოყნის გაკეთებისას უნდა დავდგეთ ჩოქმბჯენში, ანუ დავდგეთ მუხლებზე და დავეყრდნოთ იდაყვებს. ვისაც არ შეუძლია, შეიძლება მოიფიქროს ალტერნატიული პოზა. მთავარი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ უკანა კარი იყოს ცოტა უფრო მაღლა, ვიდრე გულ-მკერდი, შეიქმნას „დაღმართი“ და სითხე თავისუფლად ჩაიღვაროს ნაწლავში.

სითხე უნდა იყოს ოდნავ უფრო მეტი ტემპერატურის, ვიდრე ჩვენი სხეული, 40-42 გრადუსის დიაპაზონში. ოყნის გაკეთებისას სხეულმა უნდა იგრძნოს რომ მასში იღვრება არა გრილი, არამედ თბილი ან ოდნავ მოცხელო სითხე. გრილ სითხეს სხეული ათბობს თავისი რესურსით და კარგავს ენერგიას.

ოყნის გაკეთებისას არ უნდა დაზიანდეს უკანა კარი, ამიტომ კარგად უნდა გაიპოხოს ოყნის წვერი (მაგ. სარეცხის საპნით).

1.5 – 2 ლიტრი სითხის შეშვების შემდეგ, 30-60 წამის განმავლობაში უნდა მივიღოთ სანთლის პოზა. ვისაც არ შეუძლია დაწვეს გულაღმა, ფეხები მოხაროს მუხლებში, ტერფები მიიტანოს ახლოს საჯდომთან და წამოწიოს მენჯი მაღლა, მაღლა აწიოს საჯდომი. მთავარი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას „დაღმართი გულ-მკერდისაკენ, რათა სითხე ავიდეს მსხვილი ნაწლავის ზედა ნაწილებში.

30-60 წამის შემდეგ გადავბრუნდეთ მარჯვენა მხარეს და ვიწვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ამ დროს იწყება ოყნის „მუშაობა“, ნადების მოცილება და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები. 15-20 წუთის გასვლის შემდეგ გადავბრუნდეთ მარცხენა მხარეს 5 წუთით. შემდეგ შეიძლება ტუალეტში შესვლა. თუ ისე მოხდა, რომ ტუალეტისაკენ დიდად არ გაგვიწია, შეიძლება კიდევ 20-30 წუთი ვიაროთ სახლში და ჩვენი საქმეები ვაკეთოთ.

უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე, რომ მარჯვენა მხარეს დაწოლისას ადამიანი 1-2 წუთსაც ვერ ძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწლავი საკმაოდ დაბინძურებული და დაზიანებულია ყოველი მომდევნო ოყნის გაკეთებისას სითხის შეკავება უფრო ხანგრძლივად გახდება შესაძლებელი.

სულ კეთდება 10-15 ოყნა დღეგამოშვებით. მთლიანობაში მსხვილი ნაწლავის წმენდაზე იხარჯება 20-30 დღე. ამ პერიოდში (და საერთოდაც) მივეხმაროთ სხეულს სწორი კვებითაც. ნუ შევჭამთ ცომეულს, მის ნაცვლად მივირთვათ წყალზე მოხარშული ფაფები, ცოცხალი ხილ-ბოსტნეული, ზამთარში ოდნავ მოთუშული ცხელ-ცხელი ბოსტნეული, გამოვრიცხოთ ნებისმიერი ხელოვნური პროდუქტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი... მოკლედ, ვიცით :)

colon cancer FIროგორი ოყნა გავიკეთოთ

პირველი ვარიანტი:

1.5 ლიტრ წყალში ვამატებთ 1 სუფრის კოვზ სოდას. სუფრის კოვზზე სოდა უნდა ამოვიღოთ ბორცვით. ვხსნით შესაბამისი ტემპერატურის წყალში და ვიკეთებთ ზემოთ აღწერილი წესით. თუ 2 ლიტრ წყალს ავიღებთ მაშინ დავუმატოთ კიდევ 1 ჩაის კოვზი სოდა.

ასეთი ოყნა ანადგურებს ყველა პათოგენურ არსებას მსხვილ ნაწლავში. კარგად გამოჰყავს „მედუზები“. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე-5 ან მე-7 ოყნაზე ადამიანს ჭიების მთელი გორგალი გამოუგდია. სოდის ოყნები კეთდება 10, მაქსიმუმ 12 ცალი დღეგამოშვებით. სოდის ოყნები საკმაოდ ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. სოდის ოყნა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ხელოვნური ოყნა ვერ არჩევს მეგობარ და მტერ არსებებს და კლავს და ანადგურებს როგორც მტერს, ასევე მეგობარსაც, ანუ სოდის ოყნები გამორეცხავს ჩვენს მეგობარ მიკროფლორასაც. ამიტომ, ოყნების პერიოდში და შემდეგაც დააკვირდით, მოუსმინეთ სხეულს და საჭიროების შემთხვევაში დალიეთ ბაქტერიები, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება. სასურველია, თუ სოდის ოყნის გაკეთების შემდეგ მსხვილ ნაწლავს უბრალო თბილი წყლით გამოირეცხავთ.
მეორე ვარიანტი:

ეს ვარიანტი არის ზუსტად პირველი ვარიანტის ნაირი, ოღონდ სოდის ნაცვლად ვიყენებთ ჩვეულებრივ სუფრის მარილს.
მესამე ვარიანტი:

შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ბალახების ნახარშისა თუ ნაყენის ოყნა, როგორიცაა კრაზანა, გვირილა და სხვა. შეიძლება ერთმანეთში შეერიოს სხვადასხვა ბალახები. გაკეთების წესი იგივე.

მეოთხე ვარიანტი

დღის განმავლობაში უნდა შეგროვდეს 1.5 – 2 ლიტრი საკუთარი შარდი. გაკეთების წინ შარდიანი ქილა უნდა ჩაიდგას ცხელ წყალში და შეთბეს 40-42 გრადუსამდე. დანარჩენი წესი იგივეა. ამ ოყნის უპირატესობა ისაა, რომ შარდს უკვე გამოვლილი აქვს ჩვენი საკუთარი სხეული და მასში ყველანაირი ინფორმაციაა ჩაწერილი ჩვენი სხეულის შესახებ. სხვა ოყნებისაგან განსხვავებით, შარდის ოყნა არჩევს საკუთარ, მეგობარ მიკროფლორას პათოგენურისაგან. ასეთი ოყნა ანადგურებს პათოგენურს და ხელუხლებელს ტოვებს საკუთარ მიკროფლორას. არის საკმაოდ რბილი გამწმენდი, ადვილად აშუშებს სხვადასხვა დაზიანებებსა და ნახეთქებს ნაწლავის შიდა კედელზე და სხვა ოყნების მსგავსად აქვს ანტისეპტიკური თვისებები. შარდის ოყნა შეიძლება გაკეთდეს 15 ცალი დღეგამოშვებით და შემდეგ კიდევ 6-8 ცალი ორ-ორი დღის გამოტოვებით.
დამაგვირგვინებელი ვარიანტი:

ჩვეულებრივი შარდის (ან სხვა ნებისმიერი) ოყნების სერიების გაკეთების შემდეგ, ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს ე.წ. დადუღებული შარდის ოყნებს. დღის განმავლობაში შეგროვებული შარდი იხარშება ცეცხლზე. უნდა დარჩეს საწყისი მოცულობის 1/4. მაგალითად, 800 გრამიდან დარჩეს 200, 1 ლიტრიდან 250, 1,5 ლიტრიდან 375, 2 ლიტრიდან 500 და ა.შ. უფრო მეტად დადუღება არ შეიძლება რადგან სითხე კარგავს თავის სტრუქტურას და ემსგავსება საპონს. შარდი უნდა დადუღდეს სადმე ბუნებაში, რათა სუნით არ შევაწუხოთ გარემომცველი სამყარო. დადუღებულ შარდს აქვს განსაკუღებული სტრუქტურა, ის უფრო კრისტალია, ვიდრე სითხე, უფრო სწორად, თხევადი და საკმაოდ სტრუქტურირებული კრისტალია. შედგება წესიერად დალაგებული მიკრომარცვლებისაგან, მიცელებისაგან. დადუღებულ შარდში მარილების ისეთი კონცენტრაცია მიიღწევა, რომლის მიღწევა შეუძლებელია, მარილების უბრალო წყალში გახსნით, რადგან წყალი მალევე გაჯერდება. შეიძლება 8-12 ლიტრი შარდისაგან დამზადდეს 2-3 ლიტრი დადუღებული შარდი. ინახება სიცივეში და თავდახურულ ჭურჭელში 30 დღის განმავლობაში.

მარილების ასეთი მაღალი კონცენტრაციის გამო, დადუღებულ შარდს აქვს ძალიან მაღალი ოსმოსური წნევა და შეუძლია ძლიერად გამოწოვოს, გამოიღოს სხვადასხვა შხამები და მოაძროს ნადები. დადუღებულ შარდს შეუძლია ნაწლავში უდანო ოპერაციის ჩატარება და პოლიპების მოკვლა და მოძრობა. დიდი ოსმოსური წნევის გამო პოლიპიდან თითქმის ბოლომდე გამოწოვს წყალს და პოლიპი კვდება, შემდეგ ძვრება ნაწლავის კედელს და გარეთ გამოდის.
გაკეთების წესი:

გაკეთების წესი ზუსტად იგივეა, ერთი განსხვავებით. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ზემოთ აღნიშნული ოთხი ვარიანტიდან რომელიმე და შემდეგ კეთდება დადუღებული შარდის ოყნების სერია. პირველად უნდა გაკეთდეს 30-50 მლ. ოყნა ზემოთ აღწერილი წესების დაცვით. მეტის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან არ გაჩერდება ნაწლავში. როდესაც 3-4-ჯერ გაკეთდება 30-50 მლ, შემდეგ დოზა იზრდება 50-80 მლ-მდე. რამოდენიმე გაკეთების შემდეგ 100 მლ-მდე და ასე ნელ-ნელა ვინც სადამდე შეძლებს იქამდე უნდა ავიდეს. ვინც შეძლებს და მიაღწევს 500 მლ-ს, ისე, რომ დადუღებული შარდი ნაწლავში 15-20 წუთი გაჩერდეს, საუკეთესო შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწლავის კედლები არ ღიზიანდება ასეთი მაღალი კონცენტრაციის სითხით, რადგან ჯანმრთელია, არ აქვს ნახეთქები და სხვადასხვა დაზიანებები. გადადუღებული შარდის ოყნებიც კეთდება დღეგამოშვებით, თუმცა ყოველდღეც შეიძლება.