2017042115424746204ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძველი. 100 გრამის კალორიულობაა 60, ძველისა 75.
ახალი კარტოფილი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, შეიცავს A ვიტამინს, რომელიც უხდება კანსა და მხედველობას, C ვიტამინის შემცველობა 2-3 ჯერ მეტია ძველ კარტოფილთან შედარებით. ზამთარგამოვლილ კარტოფილში C ვიტამინის ნასახიც აღარაა. ასევე შეიცავს K და E ვიტამინებს კიდევ სხვადასხვა აქტიურ და სასარგებლო ნივთიერებებს.

ახალ კარტოფილში შედის უჯრედისი, საერთოდ არაა ქოლესტერინი და თქვენ წარმოიდგინეთ, მაღალხარისხიანი ცილის წყაროცაა,
ახალი კარტოფილი ტუტე პროდუქტია, მასში თავმოყრილია ძვირფასი მიკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, გოგირდი, ფოსფორი, იოდი.
ახალ კარტოფილში შედის ძლიერი ანტიოქსიდანტები. ახალი კარტოფილი ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას და ძალიან უხდება ლორწოვან გარსს. მაგრამ ამ აბზაცში ჩამოთვლილი თვისებები რომ გამოვიყენოთ, უნდა მივიღოთ ცოცხალი ახალი კარტოფილის წვენი უზმოზე 50-100 მლ-ის ოდენობით.
ახალ კარტოფილს უფრო ნაზი გემო აქვს ვიდრე ძველს. ახალი კარტოფილის ერთად-ერთი მინუსია ის, რომ მისი სეზონი ცოტა ხანს გრძელდება.

ნუ გამოტოვებთ ახალი კარტოფილის სეზონს. ოღონდ მისი ყიდვისას დააკვირდით, რომ არ შეგყვეთ მომწვანო ფერის კარტოფილები. ახალი კარტოფილი ძალიან იშვიათად გვხვდება მომწვანო, მაგრამ მაინც გვხვდება.

ნუ გააფუჭებთ ამ ძვირფას პროდუქტს ტაფაზე შეწვით. ახალი კარტოფილი შეყარეთ ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ ან მოხარშეთ წყალში. კიდევ უფრო უმჯობესია, თუ მოხარშავთ ორთქლზე.

ნუ გათლით და ნუ გაფრცქვნით ახალ (ნურც ძველ) კარტოფილს, რადგან მისი ზედაპირზეა თავმოყრილი სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი.
ახალი კარტოფილი შეაზავეთ ცოტაოდენი ნატურალური ზეთით ან კარაქით, ასე უფრო ადვილად შეითვისებთ A და E ვიტამინებს. მიირთვით ცოცხალ მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად.