thumb 13ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

1) თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგას ტიპის ცხომოვან მჟავებს. ეს მჟავები უხდება კანს, მხედველობას, სისხლძარღვებს და ზოგადად მთელ ორგანიზმს. ომეგა არ გვხვდება ხორცში.

2) თევზი, როგორც ზღვისა და ოკეანის ნობათი, შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებსა და მიკროელემენტებს. ხორცი თევზთან შედარებით ამ ნივთიერებებს ძალიან ცოტა რაოდენობით შეიცავს.
თევზის ცხიმები ადვილი შესათვისებელი და სასარგებლოა, რადგან თევზის ცხიმები ნახევრად უჯერია. თევზის ცხიმები აუმჯობესებს ტვინისა და გულის მუშაობას, ძალიან ადვილად შეითვისება და არასოდეს არ ხდება გასუქებისა და ცელულიტის მიზეზი. ხორცის ცხიმები ნაჯერი ცხიმებია, ძნელად შესათვისებელია და გმანავს სისხლძარღვებს.

3) თევზი დაბალკალორიული პროდუქტია და შეიცავს ორგანიზმისათვის ადვილად გადასამუშავებელ ცილებს. თევზის ცილებს ორგანიზმი 1,5 - 2 საათში ინელებს, მაშინ, როდესაც საქონლის ცილის მოსანელებლად 5 საათი სჭირდება.

4) თევზში, განსაკუთრებით წითელი ფერის თევზებში შედის ბევრი ცხიმში ხსნადი ვიტამინი A, B, C, D, E, H, PP. წითელი თევზები, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფტორს, თუთიას, ფოსფორს, სელენს და სხვა. ზღვისა და ოკეანის თევზი, ასევე შეიცავს იოდს. თევზის სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვნად მცირდება მისი შებოლვითა და დამარილებით.
თევზს აქვს თვისება, ადვილად დაიგროვოს მავნე ნივთიერებები. ამიტომ თევზი დაჭერილი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.

5) თევზის გადამუშავება-მონელების მროცესში წარმოიქმნება გაცილებით ცოტა შარდოვანა, ვიდრე ხორცის გადამუშავება-მონელებისას. შესაბამისად ზღვისა და ოკეანის ნობათები ნაკლებად გადახრის ორგანიზმის მჟავე-ტუტოვან ბალანსს მჟავე რეაქციისაკენ.

6) საქონლის ხორცის კალორიულობა 165 - 220 ია, თევზისა კი 70 – 90

7) თევზის ცილების შეთვისება საქონლისაგან განსხვავებით ხდება თითქმის 100% - ით

8) 100გ თევზი შეიცავს სულ რაღაც 20-20 მგ ცუდ ქოლესტერინს. 100 გ ხორცი კი 100 მგ-ს.

9) სიკვდილის წინ ცხოველები სისხლში გამოყოფენ დიდი რაოდენობით "სტრესულ" ჰორმონებს, რომელიც შემდეგ ხორცში რჩება და ჭამის დროს ჩვენს სხეულში გადადის. თევზები ასეთ რამეს "არ კადრულობენ".

იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ თევზისაგან, თევზი მიირთვით მოხარშული, გამომცხვარი, ორთქლზე დამზადებული და ცეცხლზე (გრილზე, შამფურზე) შემზადებული ბევრ ბოსტნეულთან (მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა, ისპანახისა და სალათის ფოთლები, კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშები, კიტრი, წიწმატი, ბოლოკი, ოხრახუში და ა.შ. არჩევანი დიდია :) ) ერთად.