1525082708983635

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

100 გრამი კიტრი 15 კკალორიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოვაწყობთ განტვირთვის დღეს კიტრზე, შეიძლება შევჭამოთ 10 კგ კიტრი! ანუ შეუზღუდავი რაოდენობით.
კიტრის 95% არის წყალი, ოღონდ სტრუქტურირებული წყალი. შესახედავად წყალია, სტრუქტურით კი ყინული. სხვა სიტყვებით თხევადი კრისტალია. ჩვენს ორგანიზმს ძალიან მოწონს სტრუქტურირებული წყალი. ასეთ წყალში ადვილად იხსნება წიდები და საოცარი გამწმენდი თვისებები აქვს. ასეთი წყლის შეთვისება ჩვენი სხეულისათვის ენერგეტიკულადაც მომგებიანია.

კიტრი შეიცავს ბეტა კაროტინს, ვიტამინებს A B1, B2, C, PP, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას სპილენძს, მარგანეცს, რკინას, ქლორს, იოდს, ქრომს, ფოსფორს, ნატრიუმსა და ფოლიუმის მჟავას.

შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რის გამოც არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნაზი გამწმენდი, აუმჯომესებს ნაწლავების მოტორიკა-პერისტალტიკას.
კიტრის რეგულარული ჭამა აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას. ხელს უშლის ქოლესტერინის დალექვას სისხლძარღვების კედლებზე და არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მშვენიერი პროფილაქტიკა.

კიტრი არ უხდება იმ პირებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული გასტრიტი და კუჭის წყლული, ვისაც აქვს თირკმელების ანთება.
გაითვალისწინეთ, რომ "ნაადრევი" კიტრი გაცილებით მეტ ნიტრატებს შეიცავს. ყველაზე მეტი ნიტრატი გროვდება კიტრის კანში და წვერში - ყუნწთან ახლოს.
მონოდიეტა კიტრზე სწრაფად წმენდს და ახდუნებს. კიტრის წვენი მშვენიერი კოსმეტიკური საშუალებაა.

კიტრის ჭამა ცხადია ცოცხლადაა ყველაზე სასარგებლო (ვიღაცეებს კიტრის შეწვაც კი მოაფიქრდათ). კიტრს ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი წყალი - შეშუპება.
ვისაც გახდომა უნდა, მათთვის კიტრის ჭამა იმიტომაცაა კარგი, რომ კუჭში დიდ ადგილს იკავებს, შეიძლება თითქმის მთელი კუჭი კიტრით გაივსოთ და დააყოლოთ ცოტა სხვა საჭმელი. სიმაძღრის გრძნობაც გექნებათ და კალორიაც მცირე რაოდენობა გამოგივათ მიღებული. ასეთი ჭამა განტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს, მას უწევს გაცილებით ნაკლები მუშაობა.

კიტრი დაბლა წევს წნევას, აცხრობს შეშიპებებს, უხდება გულის არითმიას. კიტრში შემავალი იოდი შეითვისება 100%-ით. C ვიტამინი ყველაზე ბევრია პატარა კიტრში. კიტრის ზრდასთან ერთად, ამ ვიტამინის რაოდენობა მასში იკლებს.

თუ გადაწყვეტთ ხორცის ჭამას, სხვა ბოსტნეულთან ერთად (წინასწარ ჩაუფინეთ) მიიღეთ დიდი რაოდენობით კიტრი, ხელს უწყობს ხორცის ცილების მაქსიმალურ შეთვისებას
კიტრის ჭამა ასევე უხდება გამონაყარს სახეზე.

კიტრი მიირთვით მარილის გარეშე, როგორც ხილი. შეიძლება კიტრის თაფლში ამოწობა. ცოტა უცნაური კომბინაციაა, მაგრამ საკმაოდ პიკანტური გემო აქვს.
სხვათაშორის, "იადიგარ დაუდში" კიტრი მოიხსენიება, როგორც ხილი.