98078 960ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ალუბალი ხილია, თუმცა ზოგიერთი მას კენკრას უწოდებს. ალუბლის ჭამის დროსაც კი მიხვდება ადამიანი, თუ როგორ უხდება ეს ხილი სისხლს, იგი ასუფთავებს მას ქოლესტერინის პატარა თუ დიდი ნაწილაკებისაგან, ხსნის სისხლძარღვების კედლებზე არსებულ დანალექებს (შეიცავს დიდი რაოდენობთ კუმარინს). ალუბალი აძლიერებს სისხლძარღვოვან სისტემას მთლიანად. თანამედროვე ადამიანს იშვიათად, რომ რაიმე სახის, თუნდაც მისთვის შეუმჩნეველი პრობლემა არ ჰქონდეს სისხლძარღვებზე. ამიტომ იგი ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა ჩავრთოთ რაციონში.

ალუბალი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამომყოფი ჯირკვლების - კუჭის სეკრეტული ფუნქციის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის ბუშტის მუშაობას. ალუბალი მავნე ბაქტერიებს არ აძლევს გამრავლების საშუალებას. ეს ხილი არის მსუბუქი გამხსნელი და ამოსახველებელი საშუალება.

ხალხურ მედიცინაში ალუბალი სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული საშუალებაცაა. ალუბალი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
ერთდროულად რკინის, სპილენძის, მაგნიუმის, B1, B6 და C ვიტამინების შემცველობის გამო საოცრად ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესს და ძალიან ეფექტურია სისხლნაკლებობისა და სისხლის წარმომქმნელი აპარატის დაავადების დროს. ალუბალი აქრობს ანთებებს ყელში, კუჭში და ნაწლავებში. ალუბალი შეიცავს ანტიციანიდებს, რომელთაც აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ასევე ალუბალში შედის A ვიტამინიც.

ალუბლის ერთადერთი მავნეობა მისი კურკაა. კურკის გული ტოქსიკურია! თუმცა გამოცდილი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, გამოიყენება თირკმელების სამკურნალოდ. ალუბლის კურკის გულების ჭამა ისე, უბრალოდ არ შეიძლება (განსხვავებით გარგარის კურკის გულებისაგან, რომლის ყოველდღიური განსაზღვრული რაოდენობით მიღება სიმსივნურ უჯრედებს კლავს).

თვითონ ალუბლის ნაყოფი კიდევ შეიცავს PP ვიტამინს, კობალტსა და პექტინს. B12 ვიტამინი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში და სწორედ ამ ვიტამინის შემცველობაშია კობალტი. ალუბალი (ისევე, როგორც სხვა მისი ფერის პროდუქტები) საკმაოდ ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანუ ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს. ალუბალი არ უხდება მათ, ვისაც აწუხებს გულძმარვა, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ლიმონმჟავასა და ვაშლმჟავას. ალუბლის სისტემატური გამოყენება ამცირებს გულის დაავადებათა რისკს.

ასევე სასარგებლოა ალუბილს ფოთლებისა და ტოტების ნახარში ქრონიკული კოლიტისა და ნაწლავების ატონიისას. ასევე შეიცავს ქარვამჟავასა და სალიცილის მჟავას.
ალუბლის კალორიულობაა 50-52 კკალ. ანუ დღიური კალორიების ნორმა მარტო ალუბლით რომ მივიღოთ, უნდა შევჭამოთ უკურკო, 3 კგ ალუბლის რბილობი.
ნუ გააფუჭებთ ალუბალს კომპოტსა და კისელში. მიირთვით ცოცხლად და მიირთვით ცალკე. ალუბალი საკმაოდ ტუტე პროდუქტია, მაგრამ თუ დააყრით შაქარს, იგი მჟავე საჭმლად გადაიქცევა. შეიძლება ალუბლის ჭამა თაფლთან ერთად.

რა თქმა უნდა ალუბლის ცოცხალი წვენიც ასევე ძალიან სასარგებლოა.

ნუ გამოტოვებთ ალუბლის სეზონზე დღეს, ისე, რომ ერთი ჭიქა ალუბალი მაინც არ შეჭამოთ.