1527184606 dtriავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ნაღვლის ბუშტში და თირკმელებში კენჭების არსებობისას

ასევე, მთელი ორგანიზმიდან გამოჰყავს დალექილი მარილები... 

შემოდგომაზე, მზესუმზირას რომ აიღებენ, უნდა შეგროვდეს მზესუმზირას ფესვები (მოსავლის აღების შემდეგ, ხშირად მიწას წამლავენ და ამზადებენ მომავალი მოსავლისათვის. სანამ შეწამლავენ, მანამდე უნდა შეგროვდეს. ხშირად იყიდება ხოლმე მწვანე აფთიაქებშიც). უნდა მოაცილოთ წვრილ-წვრილი ბუწუწები, გამოვარჩიოთ ფესვების მსხვილი ნაწილები, კარგად გარეცხოთ, გააშროთ და დაჭრათ ლობიოს მარცვლის ტოლა ნაჭრებად.

1 ჩაის ჭიქა ფესვებს დაასხით 3 ლიტრი წყალი და რომ ადუღდება ხარშეთ 5 წუთი. მიღებული ჩაი უნდა დაილიოს 2-3 დღეში. ფესვები არ გადაყაროთ! შეინახეთ მაცივარში.
შემდეგ მოხარშეთ ი გ ი ვ ე ფესვები. ამჯერად ხარშეთ 10 წუთი. და მიღებული ჩაი დალიეთ 2-3 დღეში. შეიძლება დალევა ჭამის მერეც 40 წუთში. ამრიგად, ერთი და იგივე ფესვებს ვხარშავთ 2-ჯერ. შემდეგ გადავდივართ ფესვების ახალ პორციაზე.

სმის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ შარდი გამუქდება. შეიძლება გახდეს ჟანგის ფერიც. ფესვების ჩაი უნდა ვსვათ მანამ, სანამ შარდი არ გახდება წყალივით სუფთა.
ამის პარალელურად უნდა სვათ ჭარხლის ნახარში. 1 კგ კარგი შავი (ძალიან მუქი) ჭარხალი კარგად გარეცხეთ და დაჭერით მომცრო კუბიკებად. დაასხით 3 ლიტრი წყალი და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. წყალი უნდა განახევრდეს, ან უფრო მეტადაც უნდა დაშრეს. ნახარში უნდა გამოვიდეს კისელივით. ნახარში გადაწურეთ მარლით. ჭარხლის ნარჩენებიც ჩაყარეთ მარლაში და კარგად გამოწურეთ. ნახარში ინახება მაცივარში. უნდა დალიოთ 1-2 სუფრის კოვზი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დღეში სამჯერ. ან ცარიელ კუჭზე.

ეს ორივე (ჭარხლის ნახარში და მზესუმზირას ფესვების ჩაი) მაგრად წმენდს ორგანიზმს კენჭებისა და მარილებისაგან.