d3cb51d2d5281b275c9eb74eb4f2dddfავტორი: ვლასი ჯიბლაძე 

ჰიპოთირეოზი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ჰიპერთირეოზი, პირიქით, ფარისებრის ზედმეტად აქტიურობას. არც ერთი არაა კარგი. ორივე შემთხვევა დაავადებაა, ანომალიაა და მკურნალობას საჭიროებს. ჩვენი სტატიები შეეხება ფარისებრი ჯირკვლის ნაკლებობას, ჰიპოთირეოზს.

ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს ხორხის ძირში, მის ორივე მხარეს და გრძელდება ოდნავ ზემოთ. ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვალი თავისი ფორმით ფრთებგაშლილ პეპელას მოგვაგონებს. ის პასუხს აგებს ჩვენს სხეულში ნივთიერებათა ცვლაზე და ასევე ენერგიის ცვლაზე. ის ეხება ე.წ. ფარისებრ ხრტილს, საიდანაც მოდის მისი სახელწოდებაც, მაგრამ, გარდა ამისა, ის მართლაც ფარივითაა ჩვენი ორგანიზმისათვის, ეს ჯირკვალი არის როგორც ენდოკრინული, ასევე იმუნური სისტემის ნაწილიც. მისი ჯანმრთლობა გარკვეულწილად სხეულის მაღალ იმუნიტეტს განაპირობებს.

ფარისებრი ჯირკვალი მთელ რიგ „ჰორმონების კოქტეილს“ გამოიმუშავებს, რომლებიც შეიცავს ელემენტს – იოდს. ფარისებრის ზოგი ჰორმონი იცავს სხეულის ძვლებს „ცვეთისაგან“, ძვლის ქსოვილში ელემენტი კალციუმისა და ფოსფატების „ჩაშენებით.“ გარდა ჩამოთვლილისა, ფარისებრი ჯირკვალი სხეულში მიმდინარე უამრავ პროცესში იღებს მონაწილეობას.

ფარისებრი ჯირკვალი, ეს სხეულის ენდოკრინული სისტემის ნაწილია და მისი მწყობრიდან გამოსვლა თუ „ცოტათი გაფუჭება“ იმაზე მიგვითითებს, რომ მთელი ენდოკრინული სისტემის მუშაობაში შეფერხებაა.

ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი „გაზარმაცებულია“, მისი ფუნქციები დაქვეითებულია, ის ვერ, თუ არ გამოიმუშავებს ჰორმონების აუცილებელ რაოდენობას, ან საერთოდ აღარ გამოიმუშავებს ე.წ. თირეოიდულ ჰორმონებს. ჰიპოთირეოზი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ადამიანს, რომელსაც დაქვეითებული აქვს ამ ჯირკვლის ფუნქცია აღენიშნება სხვადასხვა სიმპტომები:

ორგანიზმში შენელებულია თითქმის ყველა პროცესი, სხეულისათვის აუცილებელი ენერგია წარმოიქმნება დაბალი ინტენსივობით, რაც ხშირად იწვევს მუდმივ შემცივნებას და სხეულის ტემპერატურის ნორმაზე დაბლა დაწევას.

ჰიპოთირეოზის სხვა გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სხვადასხვა ხშირი ინფექციები, რაც განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების მასტიმულირებელი გავლენის არარსებობით/შესუსტებით იმუნურ სისტემაზე.

ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია მუდმივი სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება დილაობითაც კი. ასეთ ხალხს აწუხებს ხშირი ან მუდმივი თავის ტკივილები, ხშირად უჩივიან ტკივილებს კუნთებსა და სახსრებში. კიდურების დაბუჟებას ან დაბუჟების შეგრძნებას, რაც გამოწვეულია შეშუპებული ქსოვილების მიერ ნერვების „დაპრესვით“. კანი ხშირად ხდება მშრალი, „შესივებული“, ფრჩხილები და თმები მშრალი და მსხვრევადი. შეიმჩნევა ხოლმე ფიზიკური შენელება-დამუხრუჭება და ამსთან ერთად გონების „დამუხრუჭება“, აზროვნების პროცესის შენელება და გულმავიწყობა.

ჰიპოთირეოზისას ქსოვილების შეშუპების გამო, ზარალდება გრძნობათა ორგანოები, ხშირად უჩივიან მხედველობისა და სმენის (არ ვგულისხმობთ მუსიკალურ სმენას) გაუარესებას, ხმაურსა ან/და ჟღრიალს ყურებში, ხმის იოგების შეშუპების გამო ხმა ხდება უფრო დაბალი, ბოხი, ენისა და ხორხის შეშუპების გამო ხშირად ხვრინავენ ძილში. საჭმლის მონელების პროცესის შენელების გამო ხშირად ემართებათ ყაბზობა. სხეულის წონის მომატებაც ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის გამოვლინებაა.

სხეულზე ჰიპოთირეოზის უარყოფითი ზემოქმედების ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა გულის მცირე თუ მეტი პრობლემები. ბევრს აღენიშნება გულის ფეთქვის რიტმის შემცირება 60 დარტყმაზე ნაკლები წუთში. ჰიპოთირეოზის სხვა გამოვლინებაა ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და იშემიური დაავადება, რაც გამოწვეულია ქოლესტერინის დალექვით, ნადების გაჩენით სისხლძარღვების კედლებზე, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვის გამავლობისა და შესაბამისად, გულის კუნთში ჟანგბადის მიწოდების შემცირება-შეფერხებას. ამ მოვლენოს მთავარი გამოხატულებაა პერიოდული მკვეთრი ტკივილები „გულის უკან“ ან/და სუნთქვის გაძნელება სიარულისას, კიბეზე ასვლისას. ამ მოვლენის სხვა გამოვლინება შეიძლება იყოს ფეხების ტკივილი სიარულისას და „მონაცვლეობითი კოჭლობა“, რაც ასევე გამოწვეულია ჯანგბადის შემცირებული მიწოდებითა და სისხლნაკლებობით ქვედა კიდურებში.

ქალების უმრავლესობას აღენიშნება დედათა წესის დარღვევა. დედათა წესი შეიძლება გახდეს ხანგრძლივი, უხვი, ან შეიძლება სულაც შეწყდეს. ჰიპოთირეოზის დროს ქალები პირველად გინეკოლოგს მიმართავენ ხოლმე უნაყოფობის გამო. ჰიპოთირეოზს შეიძლება თან სდევდეს სისხლნაკლებობა, იგივე ანემია და ამასთან ერთად ღვიძლში ბეტა-კაროტინის (ნარინჯისფერი პიგმენტი, რომლისგანაც შემდეგ სინთეზირდება A ვიტამინი) ცვლის დარღვევა, რის გამოც კანმა შეიძლება მიიღოს გაფითრებული და ოდნავ მოყვითალო ფერი.

ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია დიდი თუ მცირე დეპრესია, მომატებული მგრძნობიარობა, მომატებული გულჩვილობა და უმიზეზო ან თითქმის უმიზეზო ცრემლები, სამყაროსა და მოვლენების მძაფრად აღქმა, სხვადასხვა, სხვებისათვის მცირე ემოციის გამომწვევი მოვლენების ძალიან მძაფრად აღქმა და სხვა.

92719251ჰიპოთირეოზის დროს, ფარისებრის გამოკვლევისას აღმოაჩენენ გადიდებულ ჯირკვალს, კვანძებს, კისტებს, ადენომებს. ასეთ შემთხვევაში ოფიციალური მედიცინის მიერ შემოთავაზებული მკურნალობაა აუცილებელი ჰორმონალური თერაპია, იგივე ხელოვნური ჰორმონების სისტემატიური მიღება და ხშირ შემთხვევაში, ოპერაციის გაკეთებაც კი. მაგრამ ასეთი მიდგომა პრობლემას ვერ აგვარებს თითქმის 100% შემთხვევაში. ჰორმონალური თერაპია ვერ შველის საქმეს, რადგან გარედან მიწოდებული ხელოვნური ჰორმონების გამო, ფარისებრი ჯირკვალი თვითონ წყვეტს (ან თითქმის წყვეტს) ანალოგიური ჰორმონების პროდუცირებას/სინთეზს, ხოლო ოპერაციის შემთხვევაში ადამიანს მისჯილი აქვს მთელი ცხოვრება სვას ხელოვნური ჰორმონები, რადგან მას აღარ აქვს ამ ჰორმონების მასინთეზირებელი საშუალება ორგანიზმში. ასეთ შემთხვევაში ხშირად დაზიანებას იწყებს და ზარალდება სხვა ორგანო, სხეულის სხვა უბანი, ასე, რომ ეს მეთოდი ვერ აგვარებს ჰიპოთირეოზით გამოწვეულ პრობლემებს.

ამიტომ, ადამიანები, ვისაც ჰიპოთირეოზი აწუხებთ, ხშირად ეძებენ მკურნალობის არამედიკამენტოზურ და უოპერაციო გზებსა და საშუალებებს. ასეთ შემთხვევაში კი მათ დამხმარედ ევლინებათ მკურნალობა ტრადიციული ხალხური მედიცინის მეთოდებითა და საშუალებებით.

ჰიპოთირეოზისას ფარისებრ ჯირკვალს „სძინავს, მოდუნებულია, გაზარმაცებულია“. ფარისებრის გასაჯანსაღებლად ის უნდა „გავაღვიძოთ, გავააქტიუროთ, გავაბეჯითოთ.“ ეს შეიძლება გავაკეთოთ სხვადასხვა გზით: შესაბამისი ბალახებისა და პროდუქტების მიღებით, რაციონიდან ფარისებრის გამაზარმაცებელი და დამაძინებელი პროდუქტების ამოღებით და სხვადასხვა მექანიკური ქმედებებითა და პროცედურებით.

1) სანთლის პოზა.
ეს სხეულის ამოყირავებული მდგომარეობაა. ამ პოზის ზემოქმედება და მისი მაკურნებელი ძალა სხეულზე შეუფასებელია. სანთლის პოზა ზემოქმედებს სხეულის ყველა სისტემაზე, მათ შორის ენდოკრინულ სისტემაზეც როგორც მთლიან, განუყოფელ ერთეულზე.
პოზის გადაბრულებული მდებარეობის გამო, ვენური სისხლი თვითდინებით, სხეულის მხრიდან ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, გრავიტაციის საშუალებით მიეწოდება გულს და „აწვება“ ფარისებრ ჯირკვალს. ფარისებრში მკვეთრად, რამოდენიმეჯერ იმატებს სისხლის მიმოქცევა. ეს ასტიმულირებს ამ ჯირკვლის მუშაობას, სისხლის დიდი ნაკადის გამო გამოირეცხება მისგან სხვადასხვა წიდები და ტოქსინები, იზრდება ჯირკვლის უჯრედების მომარაგება სისხლით და მაშასადამე ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
პოზის სწორად შესრულებისას ნიკაპი „ჩარჭობილია ხორხის დაბოლოებასა და მკერდის ძვლის დასაწყისის „ღრმულში“. ეს დამატებითი სტიმული და მასაჟია ფარისებრისათვის. სანთლის პოზის სასარგებლო თვისებების სრულად აღწერას რამოდენიმე ათეული გვერდი არ ეყოფა.
ჩვენი მიზნებისათვის სანთლის პოზა კეთდება დღეში 2-3-ჯერ ცარიელ კუჭზე. დილით უზმოზე და დანარჩენ დროს ჭამიდან 3 საათის შემდეგ. პოზის ხანგრძლივობა იწყება 15 წამიდან და ყოველ დღე ემატება 5-10 წამი. ხანგრძლივობა იზრდება 5-10 წუთამდე დღეში სამჯერ. პოზის დამთავრების შემდეგ სხეული ნელ-ნელა ბრუნდება ჰორიზონტალურ მდგომარეობში და ასე რჩება მოსვენებულ-მოდუნებულად 5 წუთი.
ვისაც არ შეუძლია სანთლის პოზის შესრულება, ის ფეხებს „ააყუდებს“ კედელზე და ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს მივიდეს კედელთან, რათა ნელ-ნელა ზურგიც მიაყრდნოს კედელს. მთავარია შეძლებისდაგვარად შეიქმნას სხეულის ამოყირავებული მდგომარეობა, რომ სისხლმა თვითდინებით დაიწყოს დინება ფარისებრისაკენ.

2) ცხელი შხაპი ფარისებრ ჯირკვალზე.
ეს უმარტივესი პროცედურა საკმაოდ კარგად ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს გაღვიძებაში. ყოველ დილით, ან დილა საღამის ვდგებით ცხელი შხაპის ქვეშ და საშხაპეს ისე დავიჭერთ, რომ წყლის ჭავლი ესმებოდეს ფარისებრ ჯირკვალს 10 წუთის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც იზრდება სისხლის ნაკადი ფარისებრში და გარდა ამისა ხდება ჯირკვლის გახურება, გაცხელება ხელოვნურად. ცხელ ორგანოში კი ბუნებრივად იმატებს სისხილს ნაკადი თავისი სასარგებლო თვისებებით. ეს პროცედურაც მშვენიერი სტიმულია ფარისებრი ჯირკვლის გასაღვიძებლად.

c7cde8033) კონტრასტული შხაპი, კონტრასტული აბაზანები
კონტრასტული შხაპი/აბაზანები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, აძლიერებს ჟანგბადის მიწოდებას ყველა ორგანოში. „ძილი“, რომელიც დაუფლებულია ფარისებრზე ვერ იტანს ჟანგბადის მოჭარბებულ რაოდენობას და დროთა განმავლობაში განქარდება. ნელ-ნელა იწყება ფარისებრის გამოღვიძების პროცესი. ძლიერდება იმუნიტეტი, რომლის მუშაობაშიც ჩართულია (ჩართული უნდა იყოს) ფარისებრი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მაღლა იწევს ადამიანის ენერგეტიკა.
კონტრასტული პროცედურებისას ხდება უჯრედების ჰიპერპოლარიზაცია, თითქოს სხეული თავიდან გადაიმუხტა, თითქოს აკუმულატორი დატენეს. ინტენსიურად გამოირეცხება ტოქსინები უჯრედებიდან. ერთი სრული პროცედურა, რაღაც გაგებით კარგ საშუალო ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია. ცხელიდან ცივ კონტრასტზე გადასვლისას ხდება სუნთქვის რეფლექსური შეკავება და შემდეგ ინტენსიური ჩასუნთქვები. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჟანგბადის შეთვისებას. კანზე ხდება ათასობით ცხელისა და ოთხჯერ მეტი ცივის აღმქმელი რეცეპტორების გაღიზიანება და სტიმულაცია. კანის ზედაპირზე განლაგებული უამრავი აკუპუნქტურის წერტილიდან სტიმულირდება ამ წერტილებთან დაკავშირებული ორგანოები, ანუ ყველა ორგანო და ყველა უჯრედი და რა თქმა უნდა ფარისებრი ჯირკვალიც.
აღარ გავაგრძელებ კონტრასტული პროცედურების სიკეთეების ჩამოთვლას. მოკლედ გადავიდეთ თვითონ პროცედურის აღწერაზე:
პროცედურა მარტივია, ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი. ცივზე მიჩვევა ხდება ნელა. ცხელის შემდეგ ჯერ განსხვავება უნდა იყოს 5-7 გრადუსი და ბოლოს აღწევენ ისეთ ცივს, რის საშუალებასაც წყალმომარაგების სისტემა იძლევა. ვინც მიჩვეულია, ის მაქსიმალური კონტრასტით იწყებს. კონტრასტული პროცედურები
ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს,
ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ
მთავრდება ცივით.
ან იღებენ კონტრასტულ შხაპებს, ან რიგ-რიგობით წვებიან ცხელ და ცივ აბაზანებში. ცხელი პროცედურა გრძელდება 1-3 წუთი, ცივი კი 10-30 (მიჩვეულთათვის 60) წამი. გავარჯიშებული ადამიანები ცივ აბაზანაში ყინულის ნატეხებსაც კი ყრიან.
კონტრასტული პროცედურები კეთდება კვირაში 2-4-ჯერ, თითო პროცედურაზე ცხელი-ცივი წყლის მონაცვლეობა ხდება 11-15-ჯერ. ამ რაოდენობამდეც ნელ-ნელა ადიან.

4) ფარისებრი ჯირკვლის მექანიკური მასაჟი
ფარისებრის მიდამოებში ისმევენ ნატურალურ არარაფინირებულ ცხიმს. ეს შეიძლება იყოს ქოქოსის ან შიას კარაქი, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. მთავარია, რომ ხელები ადვილად დასრიალებდეს კანის ზედაპირზე. ხელებს კრავენ მუშტებად და ხელის მტევნიდან თითების პირველი ფალანგებით (ყველაზე გრძელი ფალანგები) ამასაჟებენ ფარისებრ ჯირკვალს. მასაჟი უნდა იყოს სასიამოვნო, რბილად დაწოლით ჯირკვალზე. იწყებენ 1 წუთიდან და ნელ-ნელა ზრდიან დროს, მასაჟის ინტენსივობას და ჯირკვალზე მუშტის დაწოლას. დაწოლა არ უნდა იყოს ისეთი, რომ დავინგრიოთ ყელი და თავპირი :) 

5) წიწაკის აბაზანები
წიწაკიან აბაზანაში ხელები ჩაეშვება ისე, რომ დაიფაროს წინა მხრები მთლიანად და მხრების ნახევარი (იდაყვების ზევით). ამ დროს მკვეთრად იზრდება სისხლის მიმოქცევა, ხელებში, მკერდის ზედა ნაწილში, ცხვირის ღრუში, ყურებში, ტვინში, ყელში, ფარისებრ ჯირკვალში, ჰიპოფიზსა და ჰიპოტალამუსში. და მომატებული ნაკადი სისხლისა გამორეცხავს და გააჯანსაღებს ჩამოთვლილ ორგანოებს, ხსნის ნადებებს, ცუდი ქოლესტერინის ნაწილაკებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიპოფიზი და ჰიპოტალამუსი, სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებთან ერთად, ერთი მთლიანია. მათი გაჯანსაღება ხელს უწყობს ფარისებრის გაჯანსაღებას და პირიქით, ფარისებრის გაჯანსაღება იმ ორი ჯირკვლის მუშაობაზეც აისახება.
სტატიაში „წიწაკის შესახებ“, აღწერილია მისი სასარგებლო თვისებები და ზემოქმედება სხეულზე.

sirbili 1 320ba6) ფიზიკური დატვირთვა
აუცილებელია ნებისმიერი, თქვენთცის მისაღები სახით სხეულის დატვირთვა ფიზიკურად კვირაში 2-3 ჯერ. მიუჩვეველი ადამიანები იწყებენ 10-15 წუთით და ადიან ერთ საათზე და მეტზეც. დატვირთვა უნდა ავირჩიოთ იმ სახეობის, რაც მეტ-ნაკლებად სიამოვნებას მოგვანიჭებს, დაწყებული სწრაფი სიარულიდან დამთავრებული შტანგისტობამდე. ძალიან სასურველია, რომ ფიზიკური ვარჯიში მიმდინარეობდეს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.
როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ასევე ყოველდღიურობაში, ხმარებიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ სინთეტური ტანსაცმელი. ქუდიდან წინდამდე ყველაფერი ფუნებრივი უნდა იყოს. სინთეტური ქსოვილები არ ატარებს, სხეულამდე არ უშვებს, იზოლაციას უკეთებს ჰაერში არსებულ თავისუფალ ელექტრონებს, რომლებიც კანის გავლით, უფრო ლი აკუპუნქტურული წერტილების საშუალებით შეაღწევენ ჩვენს სხეულში და იქ მონაწილეობას იღებენ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში და გვავსებენ ენერგიით.

7) ჩანგლისებური ჯირკვლის მასაჟი
მდებარეობს ყელიდან ოთხი თითის დადებაზე ზუსტად მკერდის შუაში. მასაჟი ხდება მუშტის მსუბუქი დარტყმებით მკერდის ამ უბანზე წამში ერთხელ. დარტყმის მომენტში უნდა გამოვუშვათ დაბალი, ბოხი ხმის მოკლე იმპულსი (კინოფილმში „უოლსტრიტის მგელი“ მეთიუ მაკ’კონახის პერსონაჟი აკეთებს მსგავს მოძრაობას, მასაჟს, ოღონდ ის მღერის, ბოხ ხმაზე მოკლე იმპულსების გამოცემის ნაცვლად). ამ დროს ენის წვერი ძლიერადაა მიჭერილი სასის ყველაზე მაღალ ადგილას.
ჩანგლისებური ჯირკვალიც ენდოკრინული სისტემის შემადგენელი ნაწილია და მისი მასაჟი დადებითად აისახება ფარისებრის მუშაობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ჯირკვლის, ზემოთ აღწერილი სახის მასირება იწვევს ხოლმე ინტუიციის გაძლიერებასაც. მასაჟი იწყება 20-30 მსუბუქი დარტყმით და ყოველ 2-3 დღეში ერთხელ უმატებენ 5-5 დარტყმას. დარტყმა უნდა იყოს მსუბუქი, ოდნავ უნდა შეინჯღრეს გულ-მკერდის ღრუ.
გაგრძელება იქნება...

ჰიპოთირეოზი, ფარისებრის „ნაკლებობა“ ძალიან გაახალგაზრდავებული დაავადებაა. ეს გამოწვეულია ზოგადად გარემო პირობების გაუარესებით:

• ჰაერში რამოდენიმე ასეულჯერაა მომატებული ტყვიის შემცველობა (მანქანების გამონაბოლქვის გამო, რომლებიც წვავენ ტყვიის შემცველ ბენზინს, რადგან სწორედ ასეთი ბენზინი შემოდის საქართველოში, როგორც მესამეხარისხოვან ქვეყანაში).

• ქიმიური ქარხნები (სარეცხი და სახეხი საშუალებების, სხვადასხვა ქიმ-რეაქტივების, პლასტმასის ბოთლების, სხვა სინთეტიკური ნაწარმის, მიწისა და მცენარეების შესაწამლი რეაქტივების და სხვა პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები) გაცილებით უფრო აგრესიულ ელემენტებს იყენებენ წარმოებაში და ისინი ხვდება ჰაერში და წყალში.

• ძლიერად შეწამლული და ქიმიურად დამუშავებული ცოცხალი თუ თერმულად გადამუშავებული პროდუქტები.

• ახალი თაობის კონსერვანტები და გემოს გამაძლიერებლები.

• ახალი თაობის ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტური პრეპარატები.

• ახალი თაობის სიგარეტები, რომლებიც ნატურალურ თამბაქოს კი არა, საერთოდ აღარ შეიცავს თამბაქოს.

• სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელები, რომელიც სუფთა ქიმიური ფორმულაა და მეტი არაფერი.

• ზემაღალი სიხშირეების გამომასხივებელი ანტენები (მობილური კავშირისათვის და სხვა), რომლებიც მსოფლიო სტანდარტებით დაშვებულთან შედარებით ათასობით და ათეულ ათასობით უფრო მძლავრ სიგნალს ასხივებს.

• დაქლორილი ან დაფტორილი წყალი.

• ზოგადად დაძაბული და სტრესული გარემო.

• ნიადაგის გაღარიბება იოდით.

• და სხვა და სხვა....

thyroid c872aდაავადების გაახალგაზრდავება ალბათ, ეკოლოგიის გაუარესებითა და სტრესული გარემოს მომატებით შეიძლება აიხსნას. საბედნიეროდ სხეულს აქვს თვისება დიდხანს ებრძოლოს დაავადებას, სანამ მისი პირველი სიმპტომები გამოვლინდება. სამაგიეროდ არც განკურნება არ ხდება მალე, რამოდენიმე თვეში ან დღეში. სრული ეფექტის მისაღწევად 1-1,5-2 წელი გულმოდგინე შრომაა საჭირო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თუ შევადარებთ იმ დროს რა დროსაც სხეული დაავადებას ებრძოდა და ის დაავადება ყალიბდებოდა, გამოდის 2 წელიწადი 20 ან 30 წლის წინააღმდეგ. ანუ დაავადება ყალიბდებოდა და შესაბამისად სხეული ებრძოდა 30 წელი და განკურნებას 1,5-2 წელიწადი სჭირდება.

უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს ფარისებრის (ისევე, როგორც კუჭქვეშა ჯირკვლისა თუ ენდოკრინული სისტემის სხვა ორგანოს) დაავადება ცალკე. ფარისებრი ჯირკვალი, ერთი მთლიანი ენდოკრინული სისტემის ნაწილია. თუ დაავადებულია ამ სისტემის რომელიმე ერთი ორგანო, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიან სისტემაშია ხარვეზი.

ასე, მაგალითად: თუ ვინმეს აწუხებს ფარისებრი ჯირკვალი, მას 80%-ნი ალბათობით აწუხებს წინმდებარე ჯირჯვალიც, ე.წ. პროსტატა მამაკაცებს და საკვერცხეები დედაკაცებს. ფარისებრი ჯირკვალისა და ამ ორგანოების (წინამდებარე და საკვერცხეების) კავშირი, ოფიციალური სამედიცინო სფეროდან, დაამტკიცა აკადემიკოსმა ბოლოტოვმა. პირიქით მტკიცებულებაც სამართლიანია: თუ ვინმეს აწუხებს წინამდებარე ჯირკვალი ან საკვერცხეები, მას 80%-ნი ალბათობით აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაც. ზოგადად, ფარისებრის მუშაობის დარღვევისას, მეტ-ნაკლებად დარღვეულია შინაგანი სეკრეციის ყველა ჯირკვლის მუშობა. ღვიძლიცა და კანიც კი შინაგანი სეკრეციის „ჯირკვლებში“ გადის.

ვისაც ფარისებრის ნაკლებობა აქვს, მან მშვენივრად იცის, რომ მის სხეულს აკლია ელემენტი იოდი(ც) და ის ცდილობს, რომ ამ ელემენტით მდიდარი საკვები მიიღოს. საქმე იმაშია, რომ საუკუნეების მანძილზე მიწა ნელ-ნელა გამოიფიტა იოდისაგან და ის იოდისშემცველი პროდუქტები იოდს აღარ და ვეღარ შეიცავენ საკმარისი რაოდენობით. მიწა იფიტება იმის გამო, რომ მასზე მოყვანილი პროდუქტები აცლიან მიწას იოდსა და სხვა ელემენტებს, გარდა ამისა მიწის გამოფიტვაზე ასევე მოქმედებს გაუარესებული ეკოლოგია, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები. ყველაზე მეტი იოდი, ისევ და ისევ მსოფლიო ოკეანეში, იქ გაზრდილ წყალმცენარეებსა და სხვა პროდუქტებშია.

ფარისებრის ფუნქციის დარღვევისას არასწორად მუშობს გირჩისებრი ჯირკვალი - ეპიფიზი და ჰიპოფიზიც. სხვათა შორის ამ ბოლო ორ ჯირკვალსაც გამართული ფუნქციონირებისათვის იოდი ესაჭიროება. შეიძლება ასეც მოხდეს, რომ ჩვენი სხეულის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ენდოკრინული სისტემის მთავარმა დირიჟორმა ჰიპოფიზმა „აურიოს“ მუშაობა და ამის გამო გაჩნდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებიც. ამ შემთხვევაში, ფარისებრის პრობლემები მეორადია, მისი მუშაობის შეფერხება შედეგია პირველადის, დირიჟორის მწყობრიდან გამოსვლისა. ეპიფიზი და ჰიპოტალამუსი მთავარი დირიჟორის მოადგილეები არიან რაღაც გაგებით.

8) მზე.
ვისაც მუდმივად შენობაში (სახლში, სამსახურში, ოფისში) ყოფნა უწევს და დამატებით კომპიუტერის მონიტორის მუდმივი ცქერა, მათ თვალებს არა აქვთ კონტაქტი მზესთან, ყველაზე ცოცხალ და სასარგებლო სინათლის წყაროსთან, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში. ცხოვრების ასეთი რეჟიმი/სტილი იწვევს თვალების (სადინარების, ძარღვების) კალცინირებას, ჩაკირვას.

თვალები არაა მხოლოდ ხედვის იარაღი, თვალების საშუალებით შედის სხეულში სხვადასხვა ფერის ფერადოვნება, ანუ სიხშირე. თვალის ბადურაზე მოხვედრილი სინათლის სხივი, მისი ფერის შესაბამისი სიხშირე, მხედველობის ნერვისა და თვალში არსებული სხვა ნერვების საშუალებით გადაეცემა ტვინსა და მასში მცხოვრებ ჰიპოფიზს, ეპიფიზს, ჰიპოტალამუსს. ამ ჯირკვლების სპეციფიკური საცხოვრებელი პირობების გამო (ცხოვრება ჩაკეტილ თავის ქალაში) არ ხდება მათი მზით „განათება“ პირდაპირ, უშუალოდ, როგორც მაგალითად კანის განათება. მათი „მზით განათება“ შესაძლებელია მხოლოდ თვალებიდან, მათ მხოლოდ თვალიდან შეუძლიათ მიიღონ მზის ენერგია უშუალოდ, ყველაზე მეტი.

ჩენი ცხოვრების წესის გამო თვალი მოკლებულია მზეს, მზე აკლდება ჩვენი სხეულის მთავარ დირიჟორებსაც. ისინი განიცდიან ჟანგბადისა და ვიტამინების ნაკლებობას და ამის გამო იწყება ხარვეზები მათ მუშაობაში, იწყება მათი კალცინირება, ჩაკირვა - ჩაცემენტების პროცესი. ამის გამო, ჩვენი დირიჟორებიდან შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლებს ვეღარ მიეწოდება კორექტული სამართავი სიგნალები, რადგან თვითონ დირიჟორებიდან გამომავალი სიგნალებია არაკორექტული და ვერ ხდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების კოორდინირება მათ ზემდგომ დირიჟორებთან.

ამიტომაცაა, რომ ხალხური მედიცინისა და ძველი ტრადიციების მიხედვით დილის მზეს უნდა „შეხვდე“ და საღამოს მზე უნდა „გააცილო“. სწორედ ეს ორი მზეა ძალიან სასარგებლო და არა შუადღის, რომელიც პირიქით, მავნეცაა. ზოგ ქვეყანასა თუ მსოფლმხედველობაში მზის შეხვედრა რელიგიურ რიტუალამდეც კია აყვანილი. მაგალითად, იოგაში „სალამი მზეს“ - ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც აუცილებლად მზის ამოსვლისას კეთდება და ამ დროს უნდა არსებობდეს უშუალო, ვიზუალური კონტაქტი მზესთან. კამფუციზმში დედა მთაზე ასვლა მზის ამოსვლამდე და მის წვერზე აისის შეხვედრა.

თვალის კონტაქტი დილის მზესთან, მუშაობს, როგორც სტარტერი, პროცესების გასაშვებად გავარდნილი ნაპერწკალი. დილიდანვე, თვალებიდან მიღებული მზის სხივების ენერგიით „იმუხტება“ და იქოქება, „გასხივოსნდება“, იწმინდება ტვინში მცხოვრები დირიჟორები და მათ „უხარიათ“ დღის ასე დაწყება. შემდეგ ისინი „სწორად დაქოქავენ“ მთელი შინგანი სეკრეციის ჯირკვლების სისტემას. დილით, თვალიდან „მიღებული“ მზის სხივების გამო, მომენტალურად იწყება მთელი რიგი ჰორმონების, სეროტონინის, მელატონინის, „ბედნიერების ჰორმონების“, დოფამინის, ანანდამინის, ენდორფინების სინთეზი. ჯანსაღად იქოქება მთელი ენდოკრინული სისტემა, შინაგანი სეკრეციის ყველა ჯირკვალი და ორგანიზმი მზადაა ნაყოფიერად შეუდგეს დღეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც, თითქმის ფიზიკურად გრძნობენ დილის მზის ასეთ მაცოცხლებელ ზეგავლენას სხეულზე.

sunriseსხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სხეული თვალებიდან „შეთვისებულ“ მზის ენერგიას უკეთებს ტრანფორმირებას და იყენებს ჩვენს სასარგებლოდ. მზის ენერგიის საშუალებით ჩვენი ნერვული სისტემა დამატებით „იკვებება“, მზის სინათლე ზოგადად, და მათ შორის თვალიდან მიღებული მზის ენერგია ჩვენი სხეულის სისტემების „საკვები დანამატია.“ როდესაც ვუცქერთ ამომავალ მზეს, სწორედ მაშინ მიმდინარეობს ჩვენს სხეულში მისი ენერგიის ტრანსფორმაციის პროცესი.
როდესაც ადამიანი მზესთან ერთად დგებოდა და „მასთან ერთად წვებოდა“, მისი ენერგეტიკა უმაღლეს დონეზე იყო. სხეულში არსებული „ჰორმონების კოქტეილზე“ ადგომა-დაწოლის დროც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ადამიანი, ზოგადად, უნდა წვებოდეს დღეს და იღვიძებდეს ხვალ. ან წვებოდეს გუშინ და იღვიძებდეს დღეს. ჩვენ როგორ ვიქცევით, უმეტესობა? ვწვებით დღეს და ვდგებით დღეს, რაც ცუდად აისახება ნერვულ, ენდოკრინულ, იმუნურ და სხვა სისტემებზე, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე და ე.ი. ჯანმრთელობაზე.

ჯერ არ მოუგონიათ სამყაროში ისეთი წამალი, რომელიც ასე ასტიმულირებს და აძლიერებს თვალის ნერვებს, როგორც დილისა და საღამოს მზის სხივები. უნდა ვიცოდეთ, რომ არ გამოვიყენოთ ბოროტად მზის სხივების ეს სიკეთე. ნიშანდობლივია, რომ აფრიკის ხალხში თითქმის არ გვხვდება თვალის დაავადებები, ე.წ. შორსმხედველობა თუ ახლოსმხედველობა, „პლიუსი სათვალე“ და „მინუსი“ სათვალე. როდესაც აფრიკელი ხვდება ამერიკაში ან ევროპაში მას თვალთ აკლდება  მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების 99% „ცივილური“ წარმოშობისაა, „საოფისე“ დაავადებაა.

მზის სხივი მთელ ხილული დიაპაზონს მოიცავს, ის ყველა ფერს შეიცავს. მზის სხივი ასევე, უხილავი დიაპაზონის სიხშირეებსაც შეიცავს, ულტრაიისფერსა და ინფრაწითელს. სხვადასხვა ფერს, ხილულსა თუ უხილავ დიაპაზონს სხვადასხვა ვიბრაცია აქვს, ყველა ფერს თავისი ვიბრაცია, სიხშირე აქვს და ყველა ვიბრაცია შესაბამისი ორგანოს სტიმულირებასა და გაჯანსაღებას იწვევს.

როდესაც დილის მზე ჩვენს სხეულს ეფერება, მაშინ ჩვენი სხეული დამატებითი ენერგიით ივსება. ამ პროცესში წარმოიქმნდება D ვიტამინი და ქოლესტეროლი. მზის სპექტრის წითელი ნაწილი - წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი, სხეულში 8 სმ სიღრმეზე აღწევს. 8 სმ მკერდიდან, 8 სმ ზურგიდან და პრაქტიკულად სხეული შიგნიდან მზით „განათებული“ ხდება. ამ პროცესში სისხლი გადადის უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე (თითქოს 400 გრადუსამდე გააცხელესო, მაგრამ რჩება „ცივი“, 37 გრადუსი), იშლება ქოლესტერინის ბალიშები, იწმინდება სისხლძარღვები და სხვა.

უნდა ვიცოდეთ, რომ D ვიტამინის ნაკლებობაც იწვევს ფარისებრის ფუნქციის დაღვევას და მთელი ენდოკრინულის ფუნქციის მოშლას. ობიექტურად რომ ვთქვათ, დილის მზეზე ყოფნისას, ამომავალი მზის ცქერისას ჩვენ ყველანი მზის ენერგიით ვიკვებებით, ოღონდ ეს არაა მზის, ასე ვთქვათ მეორადი ენერგია, რომელიც უკვე გამოიყენა და თავის თავში დააგროვა წყალმა, ხილმა, ბოსტნეულმა. ეს მზის პირველადი ენერგიით კვებაა.

მცენარეები კი, მზის ენერგიას გარდაქმნიან სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებად ქლოროფილის - მწვანე პიგმენტის საშუალებით, ასე, რომ ნებისმიერი მცენარე, რაღაც გაგებით შესქელებული, გამატერიალებული მზის ენერგიაა. ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამისას, ჩვენ ვიკვებებით მზის მეორადი ენერგიით. შეშის წვისას, სწორედ წლების მანძილზე ნაგროვები ეს ენერგია თავისუფლდება ცეცხლის სახით. ბალახისმჭამელი ცხოველებიც მცენარეებში აკუმულირებული მზის ენერგიით, მზის მეორადი ენერგიით იკვებებიან. შემდეგ ამ ცხოველების ხორცის ჭამისას, სხეული იღებს მზის არა მეორად, არამედ უკვე მესამეულ ენერგიას.

როგორ შევითვისოთ დილის მზის ენერგია:

• დილით ვდგებით და სახლიდან გავდივართ ისეთ დროს, რომ მივუსწროთ მზეს. შეიძლება მზემ დაგვასწროს ამოსვლა, მაგრამ არაუშავს, მისი ყურება შეიძლება მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ არ „აბრმავებს“, სანამ ჯერ კიდევ წითელი ან ნარინჯისფერია. ეს პირველი წესია: ვუყურებთ მხოლოდ წითელ, ნარინჯისფერ და მუქ ყვითელ მზეს. მისი სხივები თვალებს არ უნდა გვჭრიდეს, ანუ უკვე გათეთრებული, ღია ოქროსფერი მზის ცქერა აღარ შეიძლება.

• ვდგებით სახით ამომავალი მზისაკენ, ფეხზე ვიხდით ფეხსაცმელს და ვდგებით ფეხშიშველი მიწაზე, ბალახზე, ქვიშაზე, კენჭებზე და არავითარ შემთხვევაში ბეტონზე ან ასფალტზე. მიწაზე ფეხშიშველა დგომისას, სხეულიდან გადის უარყოფითი ენერგია, სხეულის პოტენციალი უტოლდება დედამიწისას და სხეული იკვებება როგორც მზის ენერგიით თვალებიდან, ასევე დედამიწის ენერგიით, შიშველი ფეხებით მიწასთან კონტაქტის საშუალებითაც. მიწასთან კონტაქტი ძლიერ გამაჯანსაღებლად მოქმედებს მთელ ენდოკრინულ სისტემაზე. მაშ ასე, ვდგებით ფეხშიშველი და ვუცქერთ ამომავალ მზეს.

• თავიდან მზის ყურება იწყება მკაცრად 30 წამიდან (ნაკლები შეიძლება, მეტი, არა). შემდეგ, ყოველ დღე ემატება 5-5 წამი. ასე ადიან 15-20 წუთამდე, რა თქმა უნდა, ამინდისა და სხვა გარემოპირობების გამო ყოველდღე ამ პროცედურის ჩატარება არ გამოდის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ დღე არ გამოვტოვოთ, თავიდან მაინც, 2-3 თვე. თუ წვიმა და ღრუბელია, მაშინ ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ გარეთ გასვლა და მიწაზე ფეხშიშველი დგომა და სიარული ყოველთვის შეიძლება. რადგან მზის ყურება 30 წამიდან იწყება და შემდეგ 5-5 წამით იზრდება, შესაბამისად იგივე ეხება მიწასთან ფეხშიშლევ კონტაქტსაც. ვინც მიჩვეულია თამამდ შეუძლია თავიდანვე განუსაზღვრელი დროით გაიშიშვლოს ფეხები და ეკონტაქტოს დედამიწას. კიდევ უკეთესია, თუ მიწაზე (ბალახზე და სხვა) ფეხშიშველი სიარულისას, მიწა თუ ბალახი იქნება ნოტიო, ნამიანი, სულაც სველი. მიუჩვევლები ფრთხილად! არ გაცივდეთ :)

გაგრძელება იქნება...