meroe

მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დღევანდელი სუდანის რესპუბლიკის ტერიტორიას წარმოადგენს. ის იყო ქუშის უკანასკნელი დედაქალაქი, მას შემდეგ, რაც წინა დედაქალაქი ნაპატა გაუქმდა ძვ.წ. 590 წელს. ამ თარიღამდე მეროე იყო სამხრეთ ნაპატის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობდა მთავარი სავაჭრო მარშუტების გადამკვეთ გზებზე ძვ.წ. 750- ახ.წ. 350 წლებში.

იმის გამო, რომ ვერავინ შეძლო მეროეს ხელნაწერის გაშიფვრა, ძალიან ცოტა შეიძლება ითქვას დაზუსტებით იმაზე, თუ როგორ გახდა იგი ასეთი მდიდარი ქალაქი, რაზეც დაწერილია ჰეროდოტეს მიერ დაახლოებით ძვ.წ. 430 წელს. ცნობილია, რომ ქალაქი განთქმული იყო მისი სიმდიდრის გამო ძველ დროში, სპარსი მეფე კამბუსესი აპირებდა მის დაპყრობას, თუმცა ექსპედიცია ვერ განხორციელდა ქალაქის რთული და მიუდგომელი მდებარეობის გამო. კამბუსესის ექსპედიცია მოწმობს,რომ მეროე განთქმული იყო, როგორც მდიდარი მეტროპოლისი. ქალაქი ასევე ცნობილი იყო, როგორც „მეროეს კუნძული“ რადგან მის გარშემო გადმოედინებოდა წყლები, რაც ასეთ შესახედაობას აძლევდა.

ბიბლიაში არსებული ცნობები ( დაბადება 10.6) მიუთითებს, რომ ეთიოპია, სახელი რომელიც ეწოდა სამხრეთ ეგვიპტეს ძველ ანტიკურ სამყაროში, ნიშნავდა „ დამწვარი სახეების ადგილს „მეროე ყვაოდა მეფე აქსუმიტეს მმართველობის პერიოდში ახ.წ. 330 წელს და მის სახელთანაა დაკავშირებული მისი გამყარება.

ეგვიპტის გავლენა და მეფე ერგამენესი

ძვ.წ. 890 წელს მეროეს ტერირორიაზე კოლონიზაცია მინდინარეობდა. ქალაქი ყვაოდა ძვ.წ.750- ახ.წ. 350 წ. ქუშის სამეფოს, რომლის დედაქალაქი მდებარეობდა ნაპატაში, განაგებდნენ კუშიტები, რომლებსაც ეგვიპტელები უწოდებდნენ ნუბიანებს. მათ გააგრძელელეს ეგვიპტელების ტრადიციები და ჩვეულება; იმის მიუხედავად, რომ ისინი ნახატებში დახატული არიან როგორც კუშიტები, თავიანთ თავს ეძახდნენ ეგვიპტელებს.

ისტორიკოსი მარკ ვან დე მიერუპი წერს: „მეროეს კულტურა გვიჩვენებს ეგვიპტის გავლენას, რომელიც შერეულია ადგილობრივ იდეებთან. ბევრი ტაძარი ეგვიპტური ღმერთების საცხოვრებელი იყო, როგორიცაა მაგალითად ამუნი. გამოჩენილი ნუბიელი ღმერთი იყო ღვთაება აპედემაკი- ომის ღმერთი, რომლის პოპულარობა არსებითად გაიზარდა ამ პერიოდში. ადგილობრივი ღმერთები ხშირად ასოცირდებოდნენ ეგვიპტელ ღმერთებთან. ამ ორი კულტურის შეჯვარება ასევე ჩანს მხატვრობაში , მაგალითად მეროეს მეფეები წარმოდგენილნი იყვნენ მონუმენტურ სურათებში ტაძრებზე ეგვიპტურ სტილში, თუმცა ტანსაცმელი, გვირგვინები და იარაღი ადგილობრივ ელემენტებს შეიცავდა. დროთა განმავლობაში ამ პრაქტიკამ გზა მისცა ადგილობრივ ჩვეულებებს და ეგვიპტური იეროგლიფები ჩანაცვლდა ახალი დამწერლობათა სისტემით, რომელიც ცნობილია როგორც მეროეული.

ეგვიპტური კულტურიდან გამოყოფა ახსნილია ძველი ისტორიკოსი დიოდორუს სიკულუსის მიერ, რომელიც წერს, რომ მეფე ერგამენესის მეფობის (ძვ.წ. 295-275 წწ) დროს უმაღლესი მღვდლები წყვეტნდნენ, თუ ვინ გახდებოდა მეფე და ისინი ადგენდნენ მეფობის ხანგრძლივობას. მღვდლებს ჰქონდათ ძალაუფლება, რომ განესაზღვრათ მეფეს შეეძლო თუ არა გაეგრძელებინა ქვეყნის განგება. ისინი ნიშანს ღებულობდნენ ღვთაება ამუნისგან და ამის შესაბამისად წყვეტდნენ მეფის დედამიწაზე განგების დრო დასრულებული იყო თუ არა. მეფეები ყოველთვის ემორჩილებოდნენ ამ ბრძანებას. თუმცა დიოდორუსი აგრძელებს: ერგამენესი, რომელიც მისდევდა ბერძნულ ფისოლოფიას, იყო პირველი, რომელმაც ეს ბრძანება უარყო. მას განზრახული ჰქონდა მეფობის გაგრძელება, შეიარაღებული ძალებით მივიდა აკრძალულ ადგილას, სადაც ტაძარი მდებარეობდა და მოკლა ყველა მღვდელი, გააუქმა ეს ტრადიცია და დაადგინა ახალი წესები, რომელსაც თავადვე წყვეტდა.

არქეოლოგი ჯორჯ რაიზნერი, რომელმაც ამოთხარა მეროეს და ნაპატას ქალაქები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დიოდორუსის გამოანგარიშებას და ამტკიცებდა, რომ ერგამენეს ამბავი იყო მითი რომელიც დიოდორუსმა ისტორიულ სიმართლედ მიიღო. იმის გამო, რომ მეროეს და ეგვიპტეს შორის აშკარა კულტურული წყვეტაა, ერგამენეს მეფობის შემდეგ, ბევრი მეცნიერი დღესდღეობით იღებს დიოდორუსის ამბავს სიმართლედ ან ჭეშმარიტ ამბავთან ახლოს.

meroe2

კენტაკები: მეროეს დედოფლები

ერგამენესი (ასევე ცნობილი, როგორც არკამანი) პირველი მეფე იყო, რომელმაც დაადგინა დაკრძალვა მეროეს გარეთ და გადაუხვია კანონებს, რაც მეროეს კულტურას განსხვავებულს ხდიდა ეგვიპტისგან. ეგვიპტური ენა, დამწერლობა და მხატვრობა ამ დროის შემდეგ არქეოლოგიური მტკიცებულებებიდან ქრება (ახ.წ. 285). 

დედოფლები იზიარებდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას მეფეებთან ერთად. დედოფლის წოდება იყო კენტაკი, ზოგადად ცნობილი, როგორც ქენდესი ( რაც ნიშნავდა „დედოფალ რეგენტს ან დედა დედოფალს"). სულ მცირე 7 დედოფალი იყო ძვ.წ 170 - 214 წლებში. ერთ-ერთ ტაძარზე დედოფალი ამანიშახეტო გამოსახულია, როგორც მაღალი აღმართული ფიგურა, ხოლო მისი მტრები - პატარა, უმწეო ფიგურები. ეს ილუსტრაცია ასახავს ქალი მმართველების სიძლიერესა და პრესტიჟს მეროეს კულტურაში. ყველაზე ცნობილი მოვლენა,რომელიც ასახავს იმ ძალაუფლებას, რომელიც დედოფლებს ჰქონდათ

არის ლეგენდარული ამბავი, რომ ალექსანდრე მაკედონელი აპირებდა მეროეზე თავდასხმას ძვ.წ. 332 . ამ ამბის თანახმად, დედოფალმა ისე აღჭურვა თავისი ჯარი, რომ ალექსანდრემ როდესაც ნახა ბრძოლის ველი იფიქრა, რომ უფრო გონიერი იქნებოდა უკან დაეხია, ვიდრე თავდასხმა გაეგრძელებინა და უკან გაბრუნდა. (ფოტოზე გამოსახულია კენტაკი ამანიტორე).

მეროეს ომში ( ძვ.წ. 27-22 წ) ავგუსტუს კეისრის ნამდვილი ანგარიში უფრო იძულებითია. დედოფალი ამანირენასი არა მხოლოდ უძღვებოდა თავის ხალხს ომში, რაც წარმატებულად მთავრდებოდა, არამედ აწარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებას ავგუსტუსთან, რომელმაც მეროეს ინტერესები ამჯობინა რომისას, რაც ძალიან იშვიათი ჟესტი იყო ავგუსტუსის მხრიდან. (ფოტოზე - ავგუსტუსის ბრინჯაოს თავი)

 meroe3მეროეს აყვავება და დაცემა

ქალაქი მეროე იკავებდა 1 კვადრატულ მილს და იყო რკინის დნობის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის ცენტრი. ვან დე მიერუპი წერს: რომაელებს და პტოლემეებს უნდოდათ აფრიკული საქონელი, როგორიცაა: მაგარი მერქანი, სპილოს ძვალი და სხვა ეგზოტიკური ნივთები თუ ცხოველები, მათ შორის სპილოები. ეს ცხოველები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ომში შეჯახებების დროს. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დოკუმენტი პოლიტიკური თანამშრომლობისა მეროესა და პტოლემეს დინასტიას შორის შეეხება მეროეს მიერ ეგვიპტის სპილოებით მომარაგებას ომისათვის.

მეროეს რკინის ინდუსტრიამ ცნობილი გახადა ქალაქი. რკინაზე მომუშავეები მიჩნეული იყვნენ საუკეთესოებად და რკინის იარაღები განთქმული იყო ბევრ ქვეყანაში.

მეროე, რომელიც მდებარეობს ნილოსის ნაპირებზე, გადაჰყურებდა სათიბ-საძოვრებსა და მინდვრებს. ქალაქში იყო ვრცელი განიერი ხეივნები და მოსახლეობას შეეძლო ფეხით მისულიყო ამონის ტაძრამდე, რომელიც ქალაქიც ცენტრში მდებარეობდა.

როგორც არქეოლოგიური გათხრებიდან და უძველესი ნაწერებიდანაა ცნობილი, ქალაქის სამეფო ცხოვრობდა დიდ სასახლეებში, მაშინ, როდესაც მომუშავე კლასი და საშუალო ფენა ცხოვრობდა მართკუთხა სახლებში, რომელიც ტალახისა და ნახშირით იყო დამზადებული.

ხალხი წვიმის წყალს აგროვებდა დიდ ცისტერნებში, რომლებიც იყო 800 ფუტი დიამეტრის და 20 ფუტი სიღრმის. ისინი გვერდებში ცხოველების გამსოახულებით იყო გაფორმებული.

დღესდღეობით მეროე - ეს არის ყველაზე ფართო არქეოლოგიური ადგილი სუდანის რესპუბლიკაში. პირამიდის ნანგრევები, სასახლეები და შენობები ჩუმად დგანან იქ, სადაც ერთ დროს მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ყვაოდა. ქალაქი დაპყრობოილ იქნა მეფე აკსუმის მიერ 330 წელს. ეს თარიღი მიჩნეულია მეროეს წერილობითი და სალაპარაკო ენის სიკვდილად. აქსუმების შეჭრამ მიწის ზედმეტად გამოყენებასთან ერთად, ხელი შეუწყო მის გაუდაბნოებას, რამაც სწრაფ დაცემამდე მიიყვანა ქალაქი. რკინის მრეწველობამ, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით ტყეს ითხოვს, ხელი შეუწყო ახლომდებარე მიწებზე ტყის გაჩეხვას. სოფლის მეურნეობამ გაანადგურა მინდვრები და გამოლია ნიადაგი. მეროე თანდათანობით მიტოვებულ იქნა და მე-5 საუკუნეში გადაიქცა საიდუმლოებისა და ლეგენდის ქალაქად.

მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი

წყარო