რიჩარდ ბახის შედევრის კინოვერსია. გასაოცარი ამბავი თოლია ჯონათანის შესახებ, რომელსაც სურს შეიმეცნოს სამყარო და გაარკვიოს, თუ რა არის მისი დანიშნულება ცხოვრებაში, რატომ მოევლინა ქვეყანას. თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ის შორს, ჰორიზონტისკენ მიფრინავს. და ეს ყველაფერი ტალღების წარმოუდგენელი სილამაზის, ულამაზესი ცის და შესანიშნავი მუსიკის ფონზე.