children2

ავტორი: ნანა აბესაძე

1.აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა სტრესის ქვეშ იმყოფება! 

მარტივი მაგალითი-ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთდა. ეს უკვე სტრესია. აქ ბავშვს ხასიათობლივ მაჩვენებლებს გააჩნია. ზოგი, ჩუმადაა, „ის ხომ მაგარია ბიჭია და არ უნდა ეტიკნოს!“ ან, „ის ხომ ლამაზი გოგოა და ცრემლები, არ უხდება“. სტკივა და უნდა თქვას. ათქმევინეთ. თუ მანამდე უთხარით რომ არ ეტკინება, დიდი შეცდომა დაუშვით, მოატყუეთ. თუ მოგინდებათ ამ შეცდომის გამოსწორება, მოაყოლეთ დეტალებში, რა და როგორ გაუკეთეს. აცადეთ. მერე შეუბრუნეთ კითხვა „და ის ექიმი, თავზე რომ გადგა, როგორი იყო? თუ შეცდომის დაშვება არ მოგინდებათ მაშინაც მოაყოლეთ. მოუსმინეთ ბავშვს. შეიძლება ისწავლოთ კიდეც მასგან, ბევრი რამ. 

ეს მეთოდი, აშშ-ვიეტნამის დროს დაიხვეწა. პტსდ სინდრომი (პოსსტრესული ტრავმული აშლილობა). რა ემართებათ ჯარისკაცებს ომში? ზოგი ცოცხლად დარჩენილი, იქ სიკვდილს ნატრობს.
შემდეგ მსოფლიო ექსპერტმა, ნილა სტაპორ კანულოვიჩმა, ტრეინინგისას საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, 2000 წლებში, ყოფილი იუგოსლავიის ომის დროს, ჯარისკაცებს რა უფრო შველოდათ, პირობითად, ანტიბიოტიკი თუ ის, რომ მათთვის ესმინათ. დიახ, რომ ესმინათ. ისინი გაუთავებლად ლაპარაკობდნენ და იცლებოდნენ. 
ომთან პარალელი შეგნებულად გავავლე. თქვენ თქვენს შვილებს ხომ არ ხედავთ იმ ჯარისკაცებში? არ გინდათ დაინახოთ და ასეა. არც უნდა დაინახოთ. მოუსმინეთ.

2. თამაში

თუ ბიჭი თამაშისას გვევლინება, მეომრად, პოლიციელად, მეხანძრედ, ექიმად, თუნცდაც უბრალოდ კარადიდან კარადაზე დახტის. ეს ნორმად ითვლება. უფრო მეტიც, მეომარი იცავს. მეხანძრე ეხმარება, ექიმი გადარჩენას ცდილობს- ეს ძალიან უკვე კარგია, რათქმაუნდა ასაკობრივი ზღვარის ფარგლებში (პირობითად3-11 წლის)
თუ გოგო ერჩის თოჯინას და ომობანას თამაშობს, ან ბიჭი კაზმავს თოჯინას,ამის მიზეზს პროფესიონალი გაგნიმარტავთ.
კიდევ, თუ ბავშვი გამუდმებით ერთსადა იგივე მოქმედებას იმეორებს თამაშისას, ეს უკვე ტავმული თამაშია. სტრესი განიცადა და დააკვირდით, დიდხანს არ გაგუგრძელდეს სტრესი, თუმცა ეს სტრესული თამაში, ერთგვარად ეხმარება მას განმუხტვაში და ეს ნორმაა. არ უნდა გაგრძელდეს ეს.

3. ხატვა

ვთხოვოთ, ან მივაქციოთ ყურადღება, რას ხატავს. მაგალითად სახლი. სახლი მისი სამყაროა. თუ ამ სახლს აქვს, ბევრი ფანჯარა, აივანი, სახურავზე ბუხრიდან ამოსული კვამლი, რომლის ირგვლივაც არიან ცხოველები, მცენარეები, ცა, ღრუბლები, ჩიტები, დომინირებს ფერები, ეს ძალიან კარგია. ის სამყაროს აღიქვამს ასეთ მრავალფეროვნად, ანუ, მისი სამყაროა მრავალფეროვანი და ლამაზი. დანარჩენი თქვენზე, აღმზრდელზე, პედაგოგზე და მიკრო და მაკროსოციუმზეა დამიკიდებული.

რაც უფრო ნაკლებია ზემოაჩამოთვლილი დეტალები, მით უფრო ნაკლებია მისი სამყაროსეული აღქმა.თუმცა ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. ყველას თავისი ხედვა აქვს. და თუ ამაში მეთნახმებით, მაშინ ნუ იღელვებთ ამაზე.

აქ, მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, ვის ხატავს სახლში, ან თუ არ (ვერ) ხატავს კითხეთ იქ, ვინ ცხოვრობს მასთან ერთად. ის გეტყვით. როცა მხოლოდ ამბობს, აქ რიგითობას მიაქციეთ ყურადდღება. თუ ვინმე გამორჩა, ის ადამიანი, მისთვის არ არსებობს. თუ დახატავს, ყურადღება აქ უფრო იმაზე გაამახვილეთ, მის გვერდით ვის დახატავს,ან რა ზომისას. ზომა ძალაა ბავშვისთვის, ავტორიტეტი. დავუშვათ მამა დახატა დიდი, კითხეთ, ამხელა რატომაა? ის გეტყვით. და რატომაა ამხელა, ამასაც გეტყვით. ამხელა კარგია? თუ დაუფიქრებლად გეტყვით კის. ეს ძალიან კარგია. უყვარს (არ ეშინია) და იმიტომაა დიდი მამა. თუ დაფიქრდა, მაშინ მამა უნდა დაფიქრდეს, რატომ? თუ ყველანი დაგხატათ და მეზობელიც მიაყოლა, კითხეთ რატომ? საინტერესოა რას გიპასუხებთ. ძალიან საინტერესოა, რატომ მეზობელი და არა დეიდა, მამიდა, ბიძა, ბებია, ბაბუა. გამოდის, რომ მასში ხედავს იმას, რაც თქვენში უნდა დაინახოს. ამაზე დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რა და როგორ გინდათ. აქ უკვე, თქვენ უნდა გინდოდეთ, ბავშვმა მეზობელი არ მიგიხატოთ გვერდით.აქ, 3-7 წლის ბავშვები უფრო კარგად ჩანან.

არასოდეს (თითქმის) არ მოატყუოთ ბავშვი. იყავით მასთან გულწრფელი, ნამდვილი. რაც მეტ შეკითხვას სვამს, მით უკეთესი, ეს ინტელექტის ერთერთი მაჩვენებელია, აინტერესებს? როგორც შეგიძლიათ, ისე უპასუხეთ „თავი დამანებე, არ ვიცი“ - არა. უპასუხეთ. მისთვის მნიშვნელოვანი ჯერ ისაა, თქვენ რომ უპასუხებთ, მერე ის, რომ უპასუხებთ. სწორი და ასრასწორი პასუხები არ არსებობებ. „არასწორი“ პასუხიც პასუხია. მისთვის მთავარია უპასუხოდ არ დატოვოთ მისი კითხვა და გიხაროდეთ, გონიერი ბავშვი გყავთ და რა მიზნებისკენ მიმართავს ამ გონიერებას, ეგ თქვენზე ძალიანაა დამოკიდებული.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...