How to Boost Executive Function in Children

ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

ნაბიჯი პირველი: თვალყურს ვადევნებთ ბავშვის სხეულის ნორმალურ განვითარებას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კვება. ამან შეიძლება ან დაღუპოს ბავშვი, ან გადაარჩინოს და შეიძლება გენიოსადაც კი აქციოს. აუცილებლად უნდა იყოს ცილის, ცხიმისა და ბოჭკოვანის ბალანსი. ეს ნიშნავს რომ ბავშვმა უნდა მიიღოს ბოსტნეული, (კარტოფილი არა), ხარისხიანი ცილა და ცხიმები. ამის შედეგად ის მიიღებს ყველა საჭირო მიკროელემენტს. ყელაზე დიდი შეცდომაა როცა ბავშვს ვაძლევთ კანფეტს, საკონდიტრო ნაწარმს. ეს სწრაფი ათვისების სინთეტიკური ნახშირწყლები ბავშვებში იწვევენ აუტიზმს, ჰიპერაქტიულობას, ყურადღების დეფიციტს, გუნებ-განწყობის ცვალებადობას.

თქვენ რომ მოაგვაროთ თუნდაც ერთი ეს პუნქტი, უკვე დიდი ხელშეწყობაა.

შემდეგი-ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ბავშვი ხშირად იმყოფებოდეს იმ გარემოში, სადაც ბევრი ჟანგბადია.ხშირად ანიავეთ ის შენობები სადაც ბავშვი იმყოფება. ბაღში, სკოლაში მიაქციეთ ყურადღება, რომ რაც შეიძლება მეტხანს ჰყავდეთ ბავშვი გარეთ. ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, თუმცა ინდივიდუალური. ყველას ერთნაირად დატვირთვა არ არის სასურველი. აქ ბალანსის პრინციპია მნიშვნელოვანი. თუ ბავშვი ძირითადად გონებრივად არის დატვირთული,45-60 წუთის მერე, უნდა 20 წუთი უნდა დავტვირთოთ ფიზიკურად. ეს კარგად მოქმედებს როგორც ბავშვის სიმშვიდეზე, ასევე ძილზე.

ასევე უნდა ვთქვა, რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მზე. მან აუცლებლად უნდა მიიღოს კონკრეტული რაოდენობის მზის ენერგია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისთვის. თუ ამის საშუალება გაქვთ, შეეცადეთ ზამთარში ორი კვირით სადმე წაიყვანოთ ბავშვი. იქ სადაც მზეა, რომ ბავშვზე მზის სხივებმა ზეგავლენა იქონიონ. ეს შეუფასებელი ფაქტორია. ეს საშუალებას მისცემს ორგანიზმს მეტად და მეტად ეფექტურად იმუშაოს.

ნაბიჯი მეორე: როდესაც ბავშვს რამეს ვასწავლით, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს პრინციპი „კოპი-ფეისთ“. რას ნიშნავს ეს? ბავშვი არ ისმენს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებით. ის გვიყურებს ჩვენ, როგორც კამერა და ყველაფერს აკოპირებს. ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, ისიც აკეთებს. ჩვენ გამოვხატავთ ემოციას, ისიც გამოხატავს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი ჩვენ გვინდა რაიმე კარგი ვასწავლოთ ჩვენს პატარას, პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ თვისების დემონსტრირება.

აუცილებელი არ არის, ყველა თვისება ვიქონიოთ,თუმცა ბავშვთან ურთიერთობისას, უნდა შევეცადოთ, რომ ვითამაშოთ დადებითი, ენერგიული, მხიარული ადამიანის როლი. გამოავლინეთ მეტი სხეულებრივი კონტაქტი. ითამაშეთ თამამად. არ შეგეშინდეთ. იცით? უმეტეს შემთხვევაში მშობლებს, ამ როლიდან გამოსვლა უჭირთ. ბავშვი კი ამ დროს, იღებს იმას, რაც მას უნდა. ის იღებს რეალურ, ცოცხალ ცხოვრებას. ამის შედეგად ყველაფერი ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ბავშვი იზრდება ჯანსაღი, ენერგიული, ბედნიერი.

ნაბიჯი მესამე: ადევნეთ თვალ-ყური რას აწვდის და ასწავლის გარემო ბავშვს. რა ზემოქმედებას და გავლენას ახდენენ გარემო ფაქტორები მასზე.

აქ მნიშვნელოვანია, თუ ვისთან აქვს ბავშვს კონტაქტი. როგორი ადამიანები არიან მის გარშემო? ნათესავები, მეგობრები. მიაქციეთ ყურადღება ბაღის და სკოლის გარემოს. რას აწვდიან ისინი თქვენს ბავშვს? უყურეთ რა კონტენტს უყურებს ტელევიზორში, კომპიუტერში. რა გავლენას ახდენენ ისინი. იყოლიეთ ბავშვი გვერდით, რადგან გარემოს ფაქტორებმა შეიძლება, რაღაც მომენტში შვილი წაგართვან. მიაქციეთ ყურადღება კონტენტის ხარისხს, რომელიც ბავშვის ირგვლივაა.

ნაბიჯი მეოთხე - ესაა ბავშვთან კომუნუკაციის ურთიერთქმედების პოზიტიური პრინციპი. რას ნიშნავს ეს? შეაქეთ ბავშვი, წაახალისეთ. დავუშვათ ბავშვმა თქვა „ფითო“ და უნდა ეთქვა ფისო. ჩვენ ვეუბნებით, სწორია, ყოჩაღ, შენ უკეთესადაც შეგიძლია. ამ დროს ბავშვი სწავლობს და თქვენ მას აწვდით ენერგიას, ძალას, სიმხნევეს რომ უკეთესად ისწავლოს. ამის გაკეთება კი მხოლოდ დამაჯერებლობითი პრინციპით შეიძლება. აქ მთავარია, ბავშვმა გაიგოს, რომ რაც უფრო მეტად ცდის, მით უკეთსია. ასეთი პრინციპით აღზრდილ ბავშვს, წინააღმდეგობების არ შეეშინდება.

და ბოლო პრინციპი - ესაა პრინციპი „და“. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს „და“-ს პრინციპი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ბავშვი შეიძლება სწავლობდეს, შრომობდეს, „და“ მას ეს მოსწონდეს. შეუძლია სასარგებლოდ იკვებებოდეს, „და“ ეს გემრიელი იქნება. შეუძლია სპორტით დაკავდეს, „და“ მოეწონოს ეს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...