ავტორი: თიკა ბერძენიშვილი

ის რომ ჩვენი ქცევა მუდმივ კავშირშია მომავალ რეალობასთან ამაში ეჭვი აღარასოდეს შემეპარება. მოდი გაგიმხელთ. ახლა წავიდეთ შორეულ ბავშობაში. ბავშვები იბადებიან სუფთა გულით და სუფთა გონებით. ასეთი სუფთა არსებები ძირითადად (მაგრამ მაინც მეტნაკლებად) საყვარლები არიან მშობლებისთვის, დედმამიშვილებისთვის, ბებია, ბაბუებისთვის, ანუ მთლიანად ოჯახისთვის სადაც ბავშვი მოევლინა. მათ სიყვარულს ვაძლევთ რათქმაუნდა უპირობოდ. სიყვარულით ვევლებით თავს, სიყვარულით ვაჭმევთ, სიყვარულით ვბანთ, სიყვარულით ვეთამაშებით, სიყვარულით ვაძინებთ და ამასთან ერთად მათთან ურთიერთობაში მხოლოდ საალერსო სიტყვათა მარაგით შემოვიფარგლებით. აჰა, მაშ ბავშვში როგორც სუფთა ჭურჭელში (სხეულში) ვღვრით სიყვარულს. ბავშვმა მხოლოდ სიყვარული იცის და ჩვენთან ურთიერთობის მისი ფორმაც ხდება სიყვარული. გვიღიმის, გვეხუტება, გვკოცნის, გვეთამაშება...

ასე თითქმის 2 წლამდე, ჩვილობამდე იზრდებიან ბავშვები. რა თქმა უნდა 100 %-დან ვიმედოვნებ რომ 95 %.

child

ამის შემდეგ მოდის ადრეული ბავშვობა, რომელიც გრძელდება 2- დან 6 წლამდე. ამ ასაკის ბავშვთა ცხობიერება იწყებს გაფართოებას და ამ გაფართოების მომენტი ვლინდება მის აქტიურობასთან, რომ შეიმეცნოს გარე სამყარო. ბავშვი ხდება ერთგვარი დამკვირვებელი. მისი დაკვირვების ობიექტი კი არის მისი ოჯახი და ოჯახში არსებული ნივთები. ასევე სტუმრები, რომლებიც ოჯახს სტუმრობენ და გარემო სადაც ბავშვი მიყავთ(ქუჩა, მაღაზია, გასართობი პარკი, ნათესავები და ა, შ). ბავშვი გვაკვირდება და ხვდება რომ ჩვენ მხოლოდ მასთან ურთიერთობით არ შემოვიფარგლებით და სხვებთან ურთიერთობის დროს ნაკლებად ვიყენებთ სიყვარულს. აქ გამოარჩევს სხვადასხვა გრძნობებს და ემოციებს, რაც უფროსებს გააჩნიათ და იყენებენ. ანუ ხვდებიან, რომ მათ იციან გაბრაზება, შური, მოწყენა, აგრესია და ბავშვში, რომელიც მხოლოდ სიყვარულს იყო ნაჩვევი ნელნელა მისი სიყვარული იწყებს შევიწროებას და მის ჭურჭელში ივანებს, ის გრძნობები რომელთანაც შეხება ბავშვს უფრო მეტად უწევს. ანუ მშობელი რომელ გრძნობასაც უფრო ხშირად ავლენს. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს კარგად გააცნობიერებს, ბავშვი იქცევა თავისუფლად, საზღვრების გარეშე იფართოვებს მსოფლმხედველობას, თავისი აქტიურობით ან ჰიპერ აქტიურობით მანამ, სანამ მშობლები საზღვრებს არ ჩაუკეტავენ. მას ყველაფერი აინტერესებს. ნებისმიერი ნივთი რასთან შეხებაც აქვს მისი ინტერესის ობიექტი ხდება. ცდილობს სწრაფად აითვისოს ესა თუ ის ნივთები და მათი გამოყენების სტრატეგიები. პირველი რასაც აკეთებს ეხება ხელით და ყველაფერი მიაქვს პირში. ამით ის სწავლობს სამყაროს. ასევე ეხება ცივს, ცხელს. დიდი ინტერესის გამო ზოგჯერ ხელსაც კი იწვავს. ასე იმეცნებს და იძენს გამოცდილებას. მშობლები კი რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ როგორ წყნარად იჯდა ან იწვა პატარა და დიდ ყურადღებას არ ითხოვდა ეხლა ხვდებიან, რომ ეს ბავშვი მათგან უკვე მეტ ყურადღებას ითხოვს და მათ კი ნებისყოფა არ კმარათ ისევ სიყვარულით გააგრძელონ უკვე აქტიურ შვილთან ურთიერთობა.

მშობელი ღიზიანდება და იწყებს გამოსავლის პოვნას, აჯაჭვებენ ბავშვებს ციფრულ ტექნოლოგიებზე ოღონდ კი ბავშვი ცოტახანს გააჩეროს. თუ ვერ გაჩერდა დიდხანს პატარა, მშობელი იწყებს ყვირილს, ჩხუბს, დასჯის სხვადასხვა მეთოდებს და უკიდურეს აგრესიამდეც კი მიდის, რომელსაც ცემას ვეძახით. პირველად როცა ბავშვს ყვირილი ესმის, ხვდება რომ ეს იმ გრძნობას არ ჰგავს, რომელიც მას მისცეს თავისდროზე. სიყვარულით ნათქვამისგან განსხვავებულია და უსიამოვნო მოსასმენია. ბავშვი კრთება და იყურება გაკვირვებით. მერე მის გაოცებულ სახეს ვერ უძლებს ერთი ერთი მშობელი და ისევ ეფერება, ესიყვარულება. აჰა მან უკვე დაინახა რომელი მშობელი უფრო ლოიალურია მის მიმართ და ამით ირჩევს მათგან ერთერთს რომლის სიყვარული და პატივისცემაც გაყვებათ ხოლმე შემდგომი მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა ბავშვი იმასაც ხედავს, რომ ერთი მშობლის აგრესიას ახშობს მეორე მშობელი ასევე აგრესიით, ანუ იწყებენ ჩხუბს ბავშვის გამო. მე თუ ვეჩხუბები, შენ ნუ იცავ და ეფერები. შენც გაუბრაზდი თორემ ასე ტუტუცდება.

   აქ მშობლები ხან თანხმდებიან ხან არა. თუ თანხმდებიან და ორივე სჯის ბავშვს ეს ბავშვისთვის ძალიან ცუდია. რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ ხვდება ბავშვის ქცევის მიზეზს. არადა მიზეზი მარტივია, ბავშვი იმეცნებს აქტიურობით, ინტერესის გამოვლინებით გარე სამყაროსადმი. რაც უფრო იზრდება ბავშვი მით მეტი რამის ინტერესი უჩნდება და შესაბამისად მისი ქცევებიც უფროსებისთვის მიუღებელი ხდება. იწყება ბავშვთან ბრძოლა. ამას ნუ აკეთებ, არ შეიძლება, იჯექი წყნარად, გაჩუმდი! ვაჩუმებთ, არადა ვინ იცის რომ მოვუსმინოთ იქნებ გავუგოთ კიდეც ქცევის მიზეზი. მაგრამ არა სად გვაქვს ამდენი ნებისყოფა და ხმის ამოღებასაც ვუკრძალავთ. რა იციან რომ ასე ბავშვის განვითარებას აფერხებენ, ანდა აჩერებენ. თუ ბავშვი მაინც აგრძელებს აქტიურობას აქ უკვე მშობელი მიმართავს უკიდურეს დამსჯელი ზომას, ცემას.ცემის პირველი დარტყმა ბავშვისთვის ძალიან უცხოა და ჯერ ვერ ხვდება ეს რა იყო. ბავშვი იღიმება. მის ღიმილზე კი მშობელი უფრო მწარდება და კიდევ ურტყამს უფრო მწარედ. ბავშვი განიცდის უკიდურეს ტანჯვას, იმის გამო რომ თურმე მშობლებს ის არ უყვართ, სად გაქრა მათი სიყვარული. ბავშვს კი ისინი უყვარს და ეს სიყვარული ატირებს, რადგან მას არ შეუძლია სხვა რამ მოიმოქმედოს. თუმცა არიან ბავშვები, რომლებსაც ძალიან დიდი სიყვარული აქვთ და ამდროს აგრესორ დედას, თუ მამას ეხუტებიან. სიყვარულს მაინც გამოხატავენ თითქოს უნდათ აზრზე მოიყვანონ გაშმაგებული და ისევ სიყვარულში დააბრუნონ. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ზოგჯერ ახერხებს აგრესია გამოაცალოს მშობელს და ისევ სიყვარულით შეავსო აგრესორი დედის თუ მამის ჭურჭელი. სხვა შემთხვევაში კი ცემის მერე ბავშვს აკრძალვების მთელი სიის დაცვაც უწევს. ამ დროს ბავშვის განვითარება ფერხდება და მასში სიყვარული ნელნელა ქრება. ბავშვი იბუტება. ეს არის ნაწყენობის და უნდობლობის კულმინაცია, რომელსაც ავლენს აგრესორი მშობლის მისამართით და არა მარტო.

child violence

  ის ნაწყენია ყველაზე ვინც შეესწრო ცემის მომენტს და არ უშველეს. ბავშვი იკეტება და ყველას მიმართ ნდობა და სიყვარული უქრება. გაბუტულ ბავშვთან მშობლები ისევ თავად მიდიან, როცა წყნარდებიან, შესარიგებლად. თან იმ რწმენით, რომ თითქოს ის დამსახურებულად დაისაჯა და ახლა იცის სწორედ როგორ მოიქცეს, ანუ უფროსების მოსაწონად. ვითომ ბავშვს აპატიეს და ეხუტებიან. პატარას კი მათი სიყვარულის თითქოს აღარ სჯერა და არის მოლოდინში, რომ კიდევ დასჯიან. ეს მოლოდინი კი სტრესში ამყოფებს საწყალ სიყვარულის არსებებს.

ბავშვებში სიყვარულის ადგილს ანაცვლებს სხვადასხვა აგრესიული გრძნობები, რომელსაც ის ხშირად საყვარელ სათამაშოსთან ავლენს. თოჯინას უყვირის, ეჩხუბება, სცემს და სჯის ანუ ზუსტად უკეთებს იმიტაციას (იმეორებს) იმას, რაც მას თავად გადახდა. ზოგჯერ კი თუ აგრესია უფრო მომატებულია ის მშობლებსაც უყვირის, კბენს ან ხელსაც ურტყავს. სამწუხაროდ ხშირია ასეთი აგრესიის გამოვლინება პატარა ბავშვებში. აქ კი მშობლების მხრიდანაც ან ძალადობას აწყდება, ან უკეთეს შემთხვევაში ასეთ მოძალადე ბავშვს მიარბენინებენ ნერვოპათოლოგთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან. ისინი კი მათ დახმარებას ძლიერი სტიმულატორების და ემოციების მართვის სხვადასხვა სადავეებით ახერხებენ. თუმცა დამნაშავე ოჯახია და ამას ღიად არავინ აღნიშნავს ან აღიარებს. სავალალო ისაა, რომ ბავშვები უსიყვარულოდ განაგრძობენ ცხოვრებას. ის წავართვით რაც ადრე მივეცით. ის რაშიც ბედნიერად გრძნობდა თავს, დაცულად, მხიარულად. ამით ის კარგავს პოზიტიურად აზროვნების საშუალებას, რადგან გააცნობიერა, რომ პოზიტივის გამოვლენით ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს ეთამაშებიან და იკმაყოფილებენ საკუთარ ეგოს. ხვდება რომ ადამიანებს სიყვარული არ შეუძლიათ. თავს მოტყუებულად გრძნობენ.

child care

ახლა დავსვათ კითხვა. ასეთი ბავშვი როგორ შეიძლება იყოს სოციუმისთვის (საზოგადოებისთვის) მისაღები? პასუხი მარტივია, ვერ იქნება. ვერა რადგან ის ან ჩაკეტილი და უსიცოცხლოა ან აგრესიულია ზოგადად ყველას და ყველაფრის მიმართ. ხოდა საყვარელო მშობლებო, ბებიებო, ბაბუებო, აღმზრდელებო დაიჯერეთ, რომ სიყვარული ერთადერთი მაცოცხლებელი ძალაა. თუკი ვაძლევთ ჩვენს შვილებს, ნუღარ წავართმევთ უკან. ვიყოთ სიყვარულით განწყობილი მუდამ მათ მიმართ და არამარტო მათ მიმართ. ნუ გავბრაზდებით თუკი თავისი აქტიურობით ჩვენგან ყურადღებას ითხოვს. ის ხომ სამყაროს ეცნობა. აბა რა ქნას? ის სწორედ აკეთებს ყველაფერს, ჩვენ კი ხელს არ ვუწყობთ სწორ სვლებში, ასე პირიქით ვაფერხებთ მის განვითარებას. ხშირად საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას არ ვაძლევთ და არც ჩვენ ვესაუბრებით, რადგან დაღლილები ვართ და ენერგია არ გვკმარა. ასე მეტყველების პრობლემის გაჩენასაც ვუწყობთ ხელს და გვიკვირს რატომ ვერ ლაპარაკობს ბავშვი. რატომ ვერ ალაგებს აზრს და ვერ გადმოგვცემს სწორედ. დაიჯერეთ რომ სიყვარულში გაზრდილი ბავშვები ყოველთვის წარმატებულები და ბედნიერები არიან. მგონი ყველას გვინდა ჩვენი შვილების ბედნიერება. ხოდა მივცეთ მათ სიყვარული და ყურადღება. შევიყვაროთ შვილებთან ერთად ერთმანეთიც, რადგან ჩვენც გვაკლია ერთმანეთის სიყვარული. რასაც გავცემთ იმას ვიღებთ. ეს სამყაროს შეუცვლელი კანონია. ხოდა მოდი, გავცეთ სიყვარული, ვისწავლოთ სიყვარული ერთმანეთის. სასიცოცხლო ძალები დავიბრუნოთ. ეს ხომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. მოდი, ვიცხოვროთ ნამდვილად!

უსაზღვროდ დიდი სიყვარულით და პატივისცემით თიკა ბერძენიშვილი