twins001

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე

წყარო

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი? ასეთად დაიბადე თუ შემდეგ გარემოებებმა შეგქმნეს? თუ ორივე? რა წილი აქვს საზოგადოებას შენს შექმნაში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა გარემოში, სხვა საუკუნეში და სხვა სამყაროში რომ დაბადებულიყავი, იგივე ფსიქოტიპი გექნებოდა თუ შეიცვლებოდი? შეიცვლებოდა შენი ამჟამინდელი კოგნიტური ფუნქციების წყობა?

ამის გასარკვევად ტიპოლოგისტებმა (ვალტოლოებმა) ჩაატარეს საპილოტე კვლევა: დააკვირდნენ ტყუპებს – იდენტურსაც და არაიდენტურსაც. კვლევა ჩატარდა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად: “ფსიქოტიპი (სხეულის ენა და მანევრიზმი) თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორებით განპირობებულია თუ გარემო-პირობების ზეგავლენით ჩამოყალიბებული?”. ამისთვის შეირჩა 20 წყვილი ტყუპი დედმამიშვილი. ყველას გასაკვირად, პასუხი ასეთია – დიახ, ფსიქოტიპი გენეტიკური აღმოჩნდა, რადგან 40-ივე ინდივიდი თავისი ტყუპის მსგავს სხეულის ენას (ვალტოლოგიურ ფსიქოტიპს) იზიარებს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ 20 წყვილიდან 5 10-33 წლით იყვნენ ერთმანეთისგან დაშორებული დაბადებიდან და სხვადასხვა გარემოში აღზრდილი. ანუ, მათ არ ჰქონიათ გარემოება ერთამნეთის მიმიკა ამ დროის განმავლობაში გაემეორებინათ და აეთვისებინათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ერთნაირ ვალტოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ტიპს განეკუთვნებიან. ამ საპილოტო კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნების, წარმომავლობის “და ჩვენი ფსიქოტიპების თანდაყოლილობის შესწავლაში.

არის ფსიქოტიპი გენეტიკური?

ძალიან ადრეა დაზუსტებით გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ ყველა ფაქტს მივყავართ პასუხამდე, რომ – კი, ფსიქოტიპი გენეტიკურია. რეალურად, ვალტოლოგია აქ არ იკვლევდა რამდენად მსგავსი სხეულის ენა ჰქონდათ ტყუპებს. იდენტური ტყუპებს აქვთ ერთნაირი გარეგნობა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთნაირი სხეულის ენა და მანევრიზმი ექნებათ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისინი არამარტო ერთ ფსიქოტიპს, არამედ ერთნაირ ქვეფსიქოტიპსაც განეკუთვნებიან. ნეირომეცნიერები განაგრძობენ ფსიქოტიპების კვლევას. ამჯერად ცხადი გახდა, რომ სხეულის ენა და ფსიქოტიპი გამომდინარეობს ჩვენი მენტალური აქტივობისგან და არაცნობიერი პროცესებისგან, და არ “ისწავლება” სოციალური კომუნიკაციებიდან.

კარგი, ტყუპებს აქვთ ერთნაირი სხეულის ენა, თუმცა ეს რატომ ნიშნავს იმას, რომ ერთნაირი ფსიქოტიპი ექნებათ?

ვალტოლოგიის (სხეულის ენის+ფსიქოტიპის) და ფსიქოლოგიის კორელაცია სულ სხვა საქმეა, რომელიც კითხვას სვამს, შეგვიძლია თუ არა მანევრიზმით გავუგოთ ადამიანის ტემპერამენტი და ხასიათი. მოკლედ, ჩატარდა კვლევა ისევ, მონაწილეობას იღებდა 537 ადამიანი, ვალტოლოგები კი აკვირდებოდნენ მათ, რამდენად იზიარებდა საერთო პროფესიას, საქმიანობას, მიდრეკილებებს ერთნაირი ვალტოლოგიური ფსიქოტიპის ადამიანები. კვლევამ აჩვენა, რომ 89% ერთი ვალტოლოგიური ფსიქოტიპის ადამიანებისა, ერთნაირ პროფესიას, ინტერესებსა და მირეკილებებს იზიარებს, რაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ვალტოლოგიურ ტიპს აქვს გავლენა ადამიანის ხასიათზე და ინტერესებზე, მათი სხეულის ენით შეგვიძლია ვიწინასწარმატყველოთ რას უნდა მოველოდეთ მისგან.

ფსიქოტიპი ჩვენს მთლიან პიროვნებას განსაზღვრავს?

მოკლე პასუხია – არა. პიროვნულობა გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ტიპი. პიროვნულობა ის ძალაა, რომელიც ამოხეთქავს ჩვენი პირადი ბუნებიდან გარემოს წინააღმდეგ. თუ ტიპი არის გზა, როოგორც ამუშავებს ადამიანი გარედან შემოსულ ინფორმაციას, პიროვნულობა იქნება ის, რააც განსაზღვრავს შემოსული ინფორმაციის მიხედვით პირად სურვილებს, ინტერესებს, გემოვნებას, თვისებებსა და მსიწრაფებებს. ტიპი ისაა, რაც გვეხმარება პიროვნულად გავიზარდოთ, პიროვნულობა კი ისაა, რაც გქმნის “შენ”.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...