jung001

კარლ გუსტავ იუნგი იყო ადრეული 1900-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც, სხვა ფსიქოლოგების მსგავსად, ჩაუყარა საფუძველი ფსიქოლოგიურ ტიპოლოგიას. იუნგი ამბობდა, რომ მიუხედავად ბევრი განმასხვავებელი ფაქტორისა, რომელიც განპირობებულია გარემოცვით და ტრადიციებით, აღზრდით, ადამიანებს მაინც აქვთ საერთო და თანდაყოლილი ნიშან-თვისებები, რომელსაც უფრო მეტად იყენებენ, ვიდრე სხვას და ამით ქმნიან საერთო ნიშნების მქონე საზოგადოებას. ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვებს განსხვავებული ტემპერამენტები აქვთ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ.

იუნგმა გამოყო ყველაზე დიდი განმასხვავებელი ფაქტორი ადამაინებს შორის – ექსტრავერსია და ინტროვერსია; ეს ტერმინები ჩვენი ყოველდღიური ლექსიკონის ნაწილად იქცა. მან ასევე გამოყო ერთმანეთისგან მგრძნობიარე და მოაზროვნე ტიპები, ინტუიციური და შემგრძნობები. მისი აზრით, ადამიანი ორიდან ერთის მიმართ მაინც იყო უფრო მიდრეკილი. მან აღწერა ეს განზომილებები კოგნიტურიდან ბიჰევიორულ, კულტურულ, სოციალურ ჭრილებში. მე შემოგთავაზებთ ამ განზომილებების მოკლე მიმოხილვას:

ინტროვერსია

კოგნიტურ დონეზე, იუნგი ინტროვერსიას განმარტავს, როგორც მენტალურ ორიენტაციას სუბიექტის მიმართ და ობიექტისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭებას. სუბიექტს უფრო მეტი ფასი ეძლევა, ვიდრე ექსტერიორს, რომელიც განიხილება, როგორც სუბიექტის დაკმაყოფილების საშუალება. ინტროვერტისთვის სუბიექტური იდეა თითქმის ყველაფერია, მაშინ როცა ექსტერნალური რეალობა არარელევანტურია. ინტროვერტი შორდება ობიექტს და მიილტვის საკუთარი ფსიქოლოგიური პროცესისკენ. ის ყოველთვის ისწრაფვის ლიბიდოს ობიექტისგან დაშორებისთვის, რათა ეს ობიექტი მისი მმართველი არ გახდეს.

introvert001

როდესაც ინტროვერტი რაიმე მოვლენას ან სიტუაციას შეეჩეხება, გარკვეული სახით მერყეობს მის წინაშე. თავდაპირველად ოდნავ უკან იხევს, თითქოს უხმოდ ამბობს “არა” და მხოლოდ ამის შემდეგ ავლენს რეაქციას/მოქმედებს. როგორც წესი, ბუნებით არააქტიურია და მისი მოქმედება უკურეაქციაა სტიმულებზე. მის გონებაში სამყარო კონსტრუქტირდება არა რეალური, ობიექტური სახით, არამედ ინდივიდის სუბიექტური ხედვის შესაბამისად.

ბიჰევიორიზმი

ამ ტექნიკური დახასიათების გარდა, იუნგი ამბობდა რომ ინტროვერტის ქცევის სტილი არის ის, რაც მნიშვნელობას ანიჭებს ამ უმნიშვნელო დიფერენციას. ის ამბობდა, ინტროვერტი შეიძლება კარგად აღიქვამდეს მის გარემოს და მის ექსტერნალურ ყოფას, მაგრამ არ არის ამით მოტივირებული. ხალხმრავლობაში ის გრძნოვს მარტოსულობას. რაცუფრო მეტი ადამიანია, მით უფრო მეტი წინააღმდეგობაა. ის არ არის მათი ნაწილი. არ გრძნობს სიყვარულს ენთუზიასტური შეხვედრების მიმართ. რასაც ის აკეთებს, აკეთებს მისი გზით და ბარიკადებს ქმნის ექსტერიორის წინააღმდეგ.

“ყველა იცნობს თავშეკვაებულ, განუჭვრეტელ ადამიანებს, რომლებიც ძლიერ კონტრასტს ქმნიან ღია, სოციალურ, მეგობრულ ადამიანებთან, ვინებიც ყველას ეწყობიან. ინტროვერტი იშვიათად ურთიერთობს სხვა ადამიანებთან ან ფიზიკურ ობიექტებთან. ის შორიდან აკვირდება მათ და მენტალურად იქმნის მათ შესახებ აზრს. ის რეალობას აფასებს საკუთარი გონებიდან და ხშირად მისი იდეები განსხვავდება და გაუგებარია სხვებისთვის. საკუთარი იდეები, რომლებიც არ არის დამოკიდებული გარემოზე, ყოველთვის მაღლა დგას მის გონებაში. იმის ნაცვლად, რომ მან გაზომოს/შეაფასოს საკითხი პირდაპირ და საკითხიდან გამოიტანოს სიმართლე, ის რეტროსპექტულად აზროვნებს. თუ როგორი გავლენა აქვს ობიექტურ რეალობას მასზე პიროვნულად. ის ეყრდნობ, იმას რაც რეალობის დაფარული შრიდან შეიძლება გაიგოს. სადაც ფიზიკური რეალობა მხოლოდ საფარველია ან სიმბოლო. ინტროვერტმა უნდა გამოიმუშავოს სხვებისთვის მარტივად გასაგები ენა, მაგრამ ამას შეიძლება ხანგრძლივი დრო დასჭირდეს. იუნგის სიტყვებით: “მისი მუშაობა ნელია და ბევრი წინააღმდეგობით არის სავსე”

ექსტრავერსია

extroversion03

დამოკიდებულება ექსტრავერსიის შემთხვევაში საპირისპიროა; მისი ფიქრები, შეხედულებები და მოქმედებები უშუალოდ გამომდინარეობენ ობიექტურად აღქმული რეალობიდან. იუნგი აღნიშნავდა: ‘’როგორც ინტროვერტისთვისაა გაუგებარი, რატომაა ობიექტური რეალობა გადამწყვეტი ფაქტორი, ასევე ინტოვერტისთვის რჩება გამოცანად, როგორ შეიძლება სუბიექტური პოზიცია ობიექტურ სიტუაციაზე მაღლა დადგეს.’’ მისი ფიქრები და აზრები უშუალოდაა დაკავშირებული აწმყოში მიმდინარე მოვლენებსა და რეალობის ფართო, მასშტაბურ სურათთან.

კოგნიტურ დონეზე, ექსტრავერტში არსებობს მაგნიტური მიზიდულობა გარე რეალობისკენ, რომლის გავლენა იმდენად დიდია, რომ ექსტრავერტი გამოეყოფა და შორდება საკუთარ თავს. ინტროვერტისგან განსხვავებით, რომელიც მერყეობს ობიექტური რეალობის მიღებამდე, ექსტრავერტი მასზე დაუყოვნებლივ რეაგირებს და დარწმუნებულია თავისი ქცევის სრულ მართებულობაში. ექსტრავერტი პოზიცია აქტიურია, არ ხასიათდება პასიურობით ან გარემოზე უკურეაქციით.

ბიჰევიორიზმი

ქცევათმეცნიერების გადმოსახედიდან, ექსტრავერტს აქვს უნარი მუდმ ჰქონდეს კავშირი სიტუაციასთან. იგი ჩართულია სამსახურის საქმეებში, რელიგიაში, ოჯახში, სოციალურ საკითხებში - ყველგან, სადაც მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება და სადაც ღირებულ როლს თამაშობს. იგი სოციალურია, მხიარული, ენთუზიასტი, პროდუქტიული, იოლია მისი აღტაცება და მარტივად ღიზიანდება თუმცა არ კარგავს კავშირს სხვა ადამიანებთან და მოვლენებთან. მისი ინტერესი და ყურადღება მიპყრობილია გარეთ არსებული მოვლენებისადმი, განსაკუთრებით მის ირგვლივ მომხდარი ცვლილებებისადმი. არამხოლოდ ადამიანები, საგნებიც ‘იწებებენ’ მის ყურადღებას და განაპირობებენ მის ქცევებს და რეაქციებს. მისი რაციონალურობა და ეთიკურობა გამომდინარეობს არსებული გარემოებებიდან. დროში/აწმყოში გაბატონებული მორალი და წესები ექსტრავერტში ინტერნალიზდება "რადგან იგი საზოგადოების მიერაა აღიარებული’’. როდესაც იგი აზრს და შეხედულებებს აყალიბებს, ყოველთვის ითვალისწინებს რეალობაში მომხდარ ცვლილებებს და მოვლენებს.

იუნგის გაფრთხილება: ‘’ბუნებრივია ობიექტური რეალობა ყველა შემთხვევაში ვერ იქნება ნორმალური და მართებული. შესაძლოა კონკრეტულ დროსა და ჯგუფში გამეფებული ‘ნორმა’ რეალურად ანომალიური იყოს. ინდივიდი, რომელიც ანომალიურ რეალობას აღიარებს, მართალია ჰარმონიაში იმყოფება თანამოაზრეებთან ერთად, თუმცა ისინი აუცილებლად შეჩეხებიან გარდაუვალ კატასტროფას, რომელიც ცხოვრების სანდო წესების დარღვევას თან სდევს.’’ ინტროვერტი, რომელიც უძლებს გარემოცული იდეების ზეწოლას და მსოფლხედვას დამოუკიდებელი აზროვნებით აღწევს, ყოველთვის თვით-დელუზიურობისკენაა მიდრეკილი. თუმცა, ექსტრავერტი საკუთარი ადაპტურობის გამო ხშირად არასწორი იდეოლოგიის და ხედვის ნაწილი ხდება.

გრძნობა

values001

ამის შემდეგ, იუნგმა წარადგინა ადამიანის ორი უნარი: გრძნობა და აზროვნება. ორივე მათგანი რაციონალური ბუნებისაა, რამეთუ არსებული ფორმულაციებისა და პრინციპების განსჯისკენ არიან მიდრეკილნი; განპირობებულნი არიან მიზეზით და თანმიმდევრულობით. გრძნობა განსჯის იმის მიხედვით, თუ როგორაა ადამიანი ემოციურად გააქტიურებული რაიმეს მიერ – აფექტი გრძნობის უპირველესი კრიტერიუმია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის ანიჭებს მნიშვნელობას საგნებს და ღირებულებებად გარდაქმნის, შემდეგ კი იცავს მათ.

გრძნობა ხელმძღვანელობას მორალური კოდით და ყურადღებას აქცევს სიყვარულს, სურს სამყაროს ხსნა ბოროტებისგან, გაჭირვებულთა დაპურება და დავრდომილთა განკურნება. ის ემოციურ აფექტს აძლევს უფლებას რთულ სიტუაციაში უწინამძღოლოს, ის არ დაიწყებს სიტუაციის ანალიზს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობითი ტიპი არასდროს ფიქრობს, უბრალოდ მისი ფიქრები საკუთარი სენტიმენტებისგან არასდროსაა გამოყოფილი და ხშირად სწორედ საკუთარი სენტიმენტალური დილემების ამოხსნას ემსახურება. ამ ადამიანისთვის ყველაფერი, რაც მის ღირებულებებში ჯდება, არის “კარგი, მოსაწონი და დანარჩენი წყალსაც წაუღია.”

ბიჰევიორიზმი

მგრძნობიარე ადამიანი მიდრეკილია ფლობდეს უმაღლესი თანაგრძნობის, სინაზისა და მზრუნველობის უნარს. როგორც იუნგი აღნიშნავდა: “სოციალური, ფილანტროპული და კულტურული ინსტიტუციები უნდა უმადლოდნენ გრძნობის და მხარდაჭერის არსებობას ადამიანებში.” ექსტრავერტი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება კულტურული ნორმების მიმართ. მართლაც, მისი მოდის/მშვენიერების აღქმას გარშემომყოფებიც იზიარებენ და ამის გამო, მას მოსწონს საზოგადოებრივი აქტივობებით დაკავება – როგორიცაა, თეატრებში, კონცერტებზე, სასულიერო დაწესებულებებში სიარული – მას სიამოვნებას ანიჭებს მსგავსი კოლექტიური გრძნობების გაზიარება. ეს ადამიანი შეეცდება “შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.” ის დააიგნორებს კრიტიკას გულთან ახლოს მიტანის შიშით და მიეწებება “ტრადიციულ და საზოგადოდ აღიარებულ სტანდარტებს.”

მეორე შემთხვევაში, ინტროვერტული სუბიექტი გარეგნულად “ჰარმონიული, შეუმჩნეველი, მორიდებული გამოჩნდება, რომლისგანაც სასიამოვნო პასუხს ელიან,” თუმცა ის იქნება საიდუმლოებებით მოცული, მელანქოლიისკენ მიდრეკილი და ღრმა, როგორც წყალი. ინტროვერტულად მგრძნობიარე ნატურა, მიუხედავად იმისა, რომ სიღრმისეულად მოქმედებენ მასზე გარეგანი მოვლენები, მოუწვდომლად დარჩება და რთული იქნება მისი გაგება. ის ემპათიური იქნება სხვების მიმართ, მოუსმენს, მაგრამ “არ ექნება სურვილი რამენაირი გავლენა იქონიოს მათზე, ან მოხიბლოს, ან შეცვალოს ისინი.” ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შეიძლება გახდეს უხასიათო და გულჩათხრობილი, თავადვე დააწყლულოს საკუთარი გრძნობები, გახდეს თვით-დესტრუქციული. ხოლო, თუ გრძნობა ექსტრავერტულია, ის მიდრეკილი იქნება აგრესიისკენ, ბრალდებებისკენა და ისტერიისკენ.

აზროვნება

thinker004

იუნგი აზროვნების გამოყენების უნარს უწოდებდა ინტელექტს. აზროვნებაც რაციონალური ბუნებისაა და ფოკუსირებულია ობიექტურ რეალობაზე, ფაქტებზე, თეორიებსა და იდეებზე – ან სუბიექტურ იდეებზე, რომლებიც პერსონალურად ადამიანისთვისაა ზუსტი და ჭეშმარიტი და განსაზღვრავს მის შინაგან მენტალურ მოძრაობებს. აზროვნების ურთიერთობა გრძნობასთან იმდენად ანტაგონისტურია, რომ “ის სრულიად ახშობს გრძნობას, რადგან ეს უკანასკნელი მიდრეკლია ცრურწმენებისკენ და არაზუსტი აზროვნებისკენ.”

აზროვნება გამორიცხავს პერონალურ სენტიმენტებს საკუთარი მენტალური პროცესისგან და იდეებს ინტელექტუალური, ემპრიული სიზუსტით განსჯის. აზროვნება საუკეთესოდ აღიწერება ექსტრავერსიასთან დაწყვილებისას, რადგან ამ ორმა, ერთად, საფუძველი ჩაუყარა ჩვემთვის ყველაზე ნაცნობ სამეცნიერო და ფილოსოფიურ აზროვნებას. იუნგი წერდა: “მეცნიერება, ნებისმიერ შემთხვევაში, ინტელექტუალური საქმეა.” და რომ “ყველა მეცნიერებამ გამორიცხა გრძნობა და ფანტაზია მისი საქმიანობიდან და სწორადაც მოიქცნენ, რომ გამორიცხეს.”

ბიჰევიორიზმი

ზოგადად, რელობის დასახასიათებლად აზროვნება ეძებს ინტელექტუალურ ფორმულას და როდესაც იპოვის ამ ფორმულას, ისეთ წონას ანიჭებს ინტელექტს, რომ ყველაფერი, “რაც თანხმობაშია ამ ფორმულასთან – ჭეშმარიტია, მისი კონტრადიქტორული – მცდარია, ყველა დანარჩენი კი ინციდენტური.” ექსტრავერტული აზროვნება განსაკუთრებულად დაეყრდნობა ექსტერნალურ ფაქტებსა და საზოგადოდ აღიარებულ იდეებს და ამათი დახმარებით განსჯის სამყაროს, ყველაფერს დანარჩენს კი აცდენილად ჩათვლის. თუ დიდი სიფრთხილით არ დაეჭვდა საკუთარ საქმიანობაში, შესაძლებელია არატოლერანტული გახდეს განსხვავებული აზრის და მიზეზშედეგობრიობის მიმართ და რადგან გრძნობს, რომ საკუთარ თავთან მართალია, ყველას აიძულოს საკუთარი ფორმულის მიღება.

ინტროვერტული აზროვნება დიდ დროს ატარებს საკუთარ თავში, ინტენსიურად მიჰყვება საკუთარი აზრებისა და ფიქრების ნაკადს. ხშირად აქვს პრობლემები კანონებთან, საზოგადო პრინციპებთან, რადგან უჭირს ისეთ სტილში მოქცევა, რომელიც დაფასებული იქნებოდა საზოგადოების მხრიდან. ხშირადაა მოწყენილი და უყურადღებოა საზოგადოებრივი კონდიციების, ნორმების, ყრილობების, მოვლენების მიმართ. ის ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, გულის სიღრმეში საკმაოდ ინფანტილური და გულუბრყვილოა. გულღიაა, მიდრეკილია თვითგანვითარებისკენ. თუმცა, საკმაოდ უცოდინარია გრძნობებში და “არ ფიქრობს, რომ მისი სიტყვები და აზრები შესაძლებელია საშიში, დამარღვეველი, ხატმებრძოლი, მტკივნეული ან შეურაცხმყოფელი იყოს სხვა ადამიანების გრძნობებისთვის.” ის იმას ამბობს, რისიც სჯერა, რაც თავად ააგო ობიექტური ფაქტებისგან საკუთარ გონებაში, ის საკუთარ ჭეშმარიტებას ღაღადებს.

ინტუიცია

intuition05

და ბოლოს, იუნგმა გამოყო ორი ფუნქცია ერთმანეთისგან: შეგრძნება და ინტუიცია. ორივე მათგანი პერცეპტული ფუნქციაა, ანუ არ განსჯის გრძნობისა და აზროვნების მსგავსად; ისინი აღიქვამენ და აღწერენ შემოსულ ინფორმაციას სამყაროს შესახებ.

შეგრძნება აღიქვამს სამყაროს რეალური, ჩვენი შეგრძნებითი ორგანოებით, ინტუიცია კი “არაცნობიერი გზით”, რომელიც არაა აუცილებლად ხილული. ინტუიცია ხედავს არა არსებულს, არამედ ჭვრეტს, ძვრება არსებულის მიღმა და ხედავს შესაძლებლობებს, მოლოდინი აქვს, მიზანი და უნარი, შეაღწიოს ქვეცნობიერის წიაღში და დაინახოს ჯერჯერობით ამოუცნობი.

ინტუიცია ესწრაფვის “ობიექტურ სიტუაციებში აღმოაჩინოს შესაძლებლობები.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “ის არ ეყრდნობა არსებულს, არამედ “მეექვე გრძნობას”, რომელიც ჭვრეტს დაფარულ შესაძლებლობებს და არ აძლევს რეალობას გავლენა იქონიოს მასზე.”

ბიჰევიორიზმი

ინტუიციური ტიპი სწრაფადვე პოულობს კავშირებს ერთი შეხედვით დაუკავშირებელ საგნებს შორის, ასოციაციებით ცნობს საგნებს. სწრაფად იტაცებს ტრენდებს და ყველაფერს ახალს, იღლება და თავს შებოჭილად გრძნობს სტაბილურ და უცვლელ გარემოში. ინტუიციურისთვის, მიზნის ქონა ცხოვრების ყველაზე დიდი აზრია და ამ მიზნისთვის გაღებული ძალისხმევა, ყველაზე მაღალი მორალურობა.

ინტუიციური ადამიანი სულ პოტენციალზე და ალტერნატივებზე საუბრობს, აინტერესებს სიმბოლიზმი, მეტაფორები, პოეზია და “მითოლოგიური სურათები”. მიდრეკილია ისეთი სფეროებისკენ, რომლებიც ალტერნატივებს სთავაზობენ კაცობრიობას. ასეთი სფეროებია ტაროლოგია, ალქიმია, ასტროლოგია და მაგია.

როცა ინტუიციური ტიპი არის ინტროვერტი, ისინი უფრო კონცნეტრირებულნი იქნებიან “რაობის სუბიექტურ სურათს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ექსტერნალურ სამყაროსთან. წარმოადგენს ქვეცნობიერის შინაარს და კერძოდ არაცნობიერის.”

ასეთი ინდივიდისთვის ინტუცია არ იქნება მიმართული ექსტერნალურ შესაძლებლობებზე, არამედ რა აზრს დაბადებს ექსტერნალური ობიექტი მას შიგნით. შეგრძნებები ცოტახნით არიან შემჩნეულნი. შემდეგ სწრაფადვე ქრებიან, როცა ის გადის კულისებს უკან, უეცრად აღიქვამენ შინაგან სურათს, რომელმაც დაბადა ექსპრესიულობის ეს კონკრეტული ფორმა.

მაგრამ ეს სურათები ჩვენი არსებობის ჭეშმარიტების რეპრეზენტაციაა თუ ინდივიდუალური დელუზიები, ჩვენ არ ვიცით. რაც მათთვის შეიძლება იყოს მონუმენტური შთაგონებები, შეიძლება უბრალოდ დაუსაბუთებელი სუპერსტიციები და მცდარი შეხედულებები იყოს.
ამის გამო, ინტუიციური ადამიანი ხდება ერთი მხრივ ან მისტიური მეოცნებე და განსხივოსნებული. ან ,მეორე მხრივ, უბრალოდ შეშლილი.

შეგრძნება

sensation03

შეგრძნება ინტუიციის საპირისპირო პროცესია, ის კრებს ინფორმაციას არსებული შეგრძნებითი ორგანოებით და არა არაცნობიერით. რეალობის მიღმა და გარშემო ძრომიალის მაგივრად, ის პირდაპირ, თვალს უსწორებს რეალობას. “შეგრძნება შლის ყოველგვარ ინტუიციურ აქტივობას.” მას არ სჭირდება რეალობასთან დაკავშირებით სპეკულაციები, მას სჭირდება არსებული ფაქტები. შეგრძნება არ არის ექსტრაპოლაციური და მისი მთავარი ამოცანაა “გაიგოს, რა არსებობს რეალურად.”

მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნებითი ფუნქციის ინტენსივობა ადამიანში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდებარეობითაა ეს ფუნქცია მის კოგნიტურ სისტემაში, შეგრძნებისთვის “ყველაფერი დანახულია და შეცნობილი ფიზიოლოგიური ლიმიტით.” რა თქმა უნდა, რთულია მილიონობით დეტალი შეამჩნიოს სენსორმა ადამიანმა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს სენსორის გონება უბრალოდ ვერ დააიგნორებს, ყურადღებით დააკვირდება, არ გამოეპარება და ყოველთვის შეამჩნევს.

ბიჰევიორიზმი

შეგრძნება აღიგზნება ობიექტების, საგნების მიერ, ეს კი ასტიმულირებს მოქმედებას შეგრძებითი ტიპის ადამიანში. აქაც, დიდი მნიშვნელობა აქვს შეგრძნება ინტროვერტულია თუ ექსტრავერტული. ექსტრავერტულად შეგრძნებითი ადამიანი “კონკრეტული სენსაციის არც ერთი ელემქნტს არ ჩაახშობს” და ის სიღრმისეულად შეიგრძნობს საკუთარ როლს არსებულ გამოცდილებებში. მისთვის შეგრძნება არის “ცხოვრების კონკრეტული გამოხატულება” და თავადაც ესწრაფვის კონკრეტულ სიამოვნებებს. თუმცა ექსტრავერტული შეგრძნება არაა მიმდობი და ჰორმონებს/იმპულსებს აყოლილი – “მას გააჩნია შეგრძნებისთვის წმინდა ესთეტიკური სტანდარტები”. მათ ხშირად აქვთ კარგი გემოვნება და არიან ესთეტები.

ინტროვერტულ შეგრძნებას რაც შეეხება, ის შინაგან სტიმულზეა დამოკიდებული. მაგ: ორი ინტროვერტულად შემგრძნობი მხატვარი ერთსა და იმავე ლანდშაფტს სხვადასხვანაირად დაიმახსოვრებს და დახატავს, რადგან სხვადასხვაგვარად, ინდივიდუალურად აღიქვეს ის. განსხვავება იქნება კონცენტრაციებში, განათებაში, ნახატის ხასიათში და ა.შ. ინტროვერტული შეგრძნების პირადი აღქმა დამოკიდებულია პირად გამოცდილებაზე, ხედვაზე, ცნობიერებაზე და განსხვავდება სხვებისგან. აი ამიტომაა ინტროვერტული. თუმცა, შინაგანი გამოსახულება დამახსოვრებული ხედისა არ იქნება გაგებული ინტუიციურად, არამედ შინაგანი სენსორული შთაბეჭდილებებით და სურათებით/დეტალებით.

განსხვავებები და მსგავსებები იუნგსა და CT-ს შორის

საქმე იმაშია, რომ იუნგი “ინტროვერტულ გრძნობაში” გულისხმობდა IxFx ტიპს, CT კი ამას Fi (Feeling introverted) უწოდებს. თავად თვლიდა, რომ “ინტროვერტულად მოაზროვნე ფსიქოტიპს” წარმოდგენდა, რომელიც ორივე შემთხვევაში INT ტემპერამენტია. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რას გულისხმობდა ის – TiNe-ს თუ NiTe-ს ინტროვერტულად მოაზროვნეში? მსგავსი კითხვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რომ გეკითხათ მისთვის, იტყოდა, რომ თავად არის ინტროვერტულად ინტუიციური და ინტროვერტულად მოაზროვნე, რადგან ინტროვერტულ-ექსტრავერტულობა მისთვის უპირველესი კრიტერიუმია ტიპის დადგენისას და დანარჩენი ორი სწორედ მათ ემორჩილება. ანუ გამოდის I(NT) რაც CT-ის ენაზე ითარგმნება NiTi-დ, ანუ NiFe-Ti-დ. თავად ამ სისტემის პიონერი იუნგია, თუმცა რატომ თავად არ ჩამოაყალიბა კითხვარი? ის ამბობდა, რომ ძალიან ყოყმანობდა ამ ახალშობილი თეორიისთვის რაიმე ფორმა მიეცა. დღეს კი სწორედ მის შრომებზე დაყრდნობით უამრავი სისტემა არსებობს ტიპოლოგიაში, ყველაზე გამოყენებადი კი ჯერჯერობით MBTI, Big 5, Socionics, Enneagram რჩება და იმედია მალე შეემატება ვულტოლოგიაც :)

წყარო

მთარგმნელები: კესო გაგოშიძე, ნიკა ვასაძე, მარიამ მუხადგვერდელი.