tipology1

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე

წყარო

რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქციების არსებობა? ჯერჯერობით, ნეირომეცნიერებაში არ არსებობს კოგნიტური ფუნქციებისთვის გარკვეული კლასიფიკაცია. თუმცა, ბიოანთროპოლოგის – ჰელენ ფიშერის ბოლოდროინდელი აღმოჩენები მხარს უჭერენ კოგნიტური ფუნქციების არსებობას ბუნებაში. მოკლედ, ამ სტატიის მიზანია – კოგნიტური ფუნქციების არსებობის დასამტკიცებლად გავარკვიოთ, განსხვავდებიან თუ არა ინტროვერტული ლოგიკისა და ექსტრავერტული გრძნობის მქონე ადამიანები ინტროვერტული გრძნობისა და ექსტრავერტული ლოგიკის მქონეებისგან; უნდა დავამტკიცოთ, რომ ოპოზიციურობის მიუხედავად, INFJ და ESTP უფრო მეტ საერთოს იზიარებენ, ვიდრე INFP და INFJ. სოციონიკაში ფსიქოტიპები ოთხ კვადრადაა დაყოფილი, თუმცა ზედმეტად რთულია ამ კლასიფიკაციის ვალდიურობის დამტკიცება კლასიკური მეცნიერებების გარეშე. ამიტომ, კოგნიტური ფუნქციების არსებობის დამამტკიცებლად მივმართოთ ბიოლოგიას, ქიმიას და ანთროპოლოგიას.

კოგნიტური ფუნქციების არსებობის მტკიცებულებები ვიპოვე ჰელენ ფიშერის ოთხ ტიპშიმაძიებლები, აღმასრულებლები, შუამავლები და მშენებლები. ზოგადად, ჰელენი არამარტო ფსიქოლოგიური “შამანია”, არამედ ბიოლოგიური ევოლუციონისტიც, რომელიც ნეიროქიმიური ნივთიერებების გავლენას იკვლევდა სიყვარულსა და რომანტიკულ ურთიერთობებზე. მისი აღმოჩენა ჯერ კიდევ ჰიპეთეზად რჩება, რადგან ახლა მუშაობს მის თეორიად ფორმირებაზე , თუმცა ეს კვლევა ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის პიროვნებაზე და ნეიროქიმიურ ნივთიერებებზე. თუ მისი ჰიპოთეზა გამართლდება და თეორიად იქცევა, ეს გახდება კოგნიტური ფუნქციების არსებობის ერთ-ერთი მტკიცებულება, როგორც ნეიროქიმიური ნივთიერებების გავლენა ჩვენს მოქმედებებზე კონკრეტულ სიტუაციებში.

tipology2

შუამავლები (ალფა: ISFJ, ESFJ, ENTP, INTP)

ჰელენ ფიშერის ჰიპოთეზის თანახმად, შუამავლების ფსიქოლოგიური ფუნქციონირება დიდწილად ეფუძნება პრენატალური (ადრეული ფაზის) ესტროგენისა და ოქსიტოცინის მოქმედებას შენს ტვინში. ჩემი აზრით, შუამავლები საკმაოდ მგრძნობიარეები უნდა იყვნენ სეროტონინის მიმართ. “ახალშობილი”, ადრეული ფაზის, ანუ პრენატალური ესტროგენი კოოპერაციულობას, ემპათიას, გულუხვობას, სანდომიანობას და დამყოლობას აღვიძებს ჩვენში. ასევე, შუამავლებს შეგვიძლია ვუწოდოთ დიპლომატებიც, რომლებიც ჯგუფში დადებით შთაბეჭდილებებსა და ემოციებს აღვიძებენ საკუთარი იდეების მიმართ. ანუ, მათ სძალუძთ ადამაინების მანიპულირება და დაყოლიება. ისინი ვაჭრის, პოლიტიკოსის ტიპის ადამიანები არიან, რომლებსაც იზიდავთ აბსტრაქტული დისკუსიები და ფლობენ დიდძალ სოციალურ კაპიტალს (ანუ, შეუძლიათ ძალიან პოპულარულები იყვნენ). დოფამინის ნაკლები გავლენის გამო, ისინი ერიდებიან რისკს, აგრესიულობას და კონკურენციას.

განსხვავება ინტროვერტულ შუამავლებსა და ექსტრავერტულებს შორის ისაა, რომ ინტროვერტები უფრო სიფრთხილით არჩევენ ადამიანებს საურთიერთოდ, ექსტრავერტები კი უფრო გახსნილებია რიან ახალი ნაცნობების მიმართ. ეს, ვგონებ, ოქსიტოცინის შემოსვლის გამო ხება ტვინში, რომელსაც თან გამაფრთიხილებელი სიგნალები შემოაქვს. ასევე, პერცეპტულები უფრო დამყოლები და ადაპტირებულები არიან, ხშირად იცვლიან ჯგუფებს და გუნდებს, განსხვავებით განსჯითებისგან, რომლებიც უფრო სტაბილურები, ერთგულები არიან თავიანთი ჯგუფის მიმართ და ნაკლებად სავარაუდოა ჯგუფი შეიცვალონ. ეს განპირობებულია Val/Val ან სხვა მსგავსი გენის მიერ, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ შენი ტვინის დაღლილობის ინტენსივობას და ოქიტოცინის საჭიროებას.

ეს ყველაფერი განაპირობებს დაუსრულებენ ომს SFJ-ებსა და NTP-ებს შორის: ვინ ფლობს უფრო მეტ სოციალურ კაპიტალს, ვინ ქმნის მოდას, სოციალურ ნორმებს და ეთიკას? რომელი სოციალური ქცევაა სწორი და რომელი არასწორი? როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს? როგორ უნდა ჩავიცვათ და როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს მეზობლებს?

მაძიებლები (ბეტა: ESTP, ISTP, INFJ, ENFJ)

მაძიებლები ხასიათდებიან დოფამინის მაღალი კონცენტრაციით მათ ტვინში, რომელიც ადვილად აღმგზნებადებსა და ენთუზიაზმით აღსავსენს ხდის ამ ფსიქოტიპებს. მათ აქვთ ასევე ოქსიტოცინის მაღალი დოზა, და სეროტონინის დაბალი კონცენტრაცია, მათი მეზობელი შუამავალი ფსიქოტიპებისგან განსხვავებით. მაძიებლები არიან ინიციატორები, მოქმედებისკენ მიდრეკილები, ადვილად აღტაცებადები, ყველაფერი ეს დოფამინის სიჭარბის გამო… თუმცა, ინტროვერტები უფრო თავშეკავებულები არიან (ალბათ დოფამინის გამაფრთხილებელი სიგნალების დიდი დოზის გამო) და იციან როდის უნდა დაიხიონ უკან. სეროტონინის და ტესტოსტერონის დაბალი სემცველობა მათ ტვინში კი ნაკლებად აგრესიულებს ხდის ინტროვერტულ მაძებრებს, ასევე ნაკლებად ზრუნავენ დაცულობაზე და საშუალოდ – სოციალურ და კულტურულ ნორმებზე. ასევე, განსჯითი მაძიებლები უფრო ნელა აღიქვამენ დოფამინის მოზღვავებას, met/met გენის გამო, რომელიც უფრო ვისწრო ინტერესთან სფეროებს განაპირობებს ამ ადამიანებში, თუმცა სიღრმისეულად შესწავლა უყვართ.

STP-ებსა და NFJ-ებს შორის უფრო სიმბოლურ კაპიტალთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბრძოლა: ვინ და როგორი ქცევაა უფრო შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი? როგორი ადამიანია უფრო საინტერესო? ვინ უფრო მეტს მიაღწევს – მე თუ შენ? ვის ექნება ყველაზე დიდი გავლენა საზოგადოებაზე?

აღმასრულებლები (გამა: ESFP, ISFP, INTJ, ENTJ)

აღმასრულებელ ფსიქოტიპთა ტვინებში არსებობს ტესტოსტერონის ყველაზე დიდი შემცველობა, რომელიც მათ საკმაოდ კონკურენტუნარიან და კონფლიქტურ ადამიანებად აქცევს. ისინი უფრო საკუთარ ობიექტურ აზრს ეყრდნობიან და ნაკლებბ ყურადღებას აქცევენ დისკუსიებს, სხვების კომენტარებს. ჩემი აზრით, მათ დოფამინის მაღალი შემცველობაც უნდა გააჩნდეთ, რადგან სიეთ რამეებში პოულობენ ხალისს, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. განსხვავება ექსტრავერტებსა და ინტროვერტებს შორის ისაა, რომ ინტროვერტი უფრო ფრთხილი იქნება სანამ კონფლიქტს წამოიწყებს ვინმესთან და ჯერ სტრატეგიას შეადგენს, ექსტრავერტი კი პირდაპირ “მიახტება”, უფრო სემაშინებლად იზამს ამას. გარდა ამისა, ინტროვერტი ნაკლებად სავარაუდოა რისკზე წავიდეს, უფრო უსასრულად დაგეგმავს, ვიდრე იმოქმედებს. და ბოლოს, განსჯითებს უფრო ვიწრო ინტერესთა სფერო ექნებათ პერცეპტულებისგან განსხვავებით.

NTJ-ებსა და SFP-ებს შორის ბრძოლა ძირითადად ფინანსურ და ლეგალურ სკითხებში მიდის: ვინაა ყველაზე ძლიერი? ვინ ფლობს ძაალაუფლებას? ვინ ქმნის აქ წესებს? როგორი წესია უკეთესი?

მშენებლები (დელტა: ENFP, INFP, ESTJ, ISTJ)

მშენებელი ფსიქოტიპები ხასიათდებიან სეროტონინისა და ტესტოსტერონის მაღალი შემცველბით მათ ტვინებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან კონფლიქტების მიმართ, საკუთარ ობიექტურ მოსაზრებას იცავენ ბოლომდე და ყურადღებას არ აქცევენ სოციალურ დისკუსიებს, უბრალოდ არ აქვთ მათი მოსმენის საჭიროება. როგორც შუამავლებს, მშენებლებსაც აინტერესებთ კულტურა და სოციალური ფიდბექები, ყველაფერში, რასაც აკეთებენ, ტრადიციებს, წესრიგს, ჩვეულებებს ქმნიან და ასევე, ტესტოსტერონის შემცველობის გამო, თვითონვე არიან ამ შექმნილი “სამყაროების” მბრძანებლები და ეუფლებიან მათ მიერ შექმნილს. ან ავტორიტეტებს უპირისპირდებიან, ან თვითონ ქმნიან საკუტარი სახით ავტორიტეტებს. განსხვავება ისაა, რომ პერცეპტულები უფრო მეამბოხეები იქნებიან ავტორიტეტების მიმართ, განსჯითები კი ცვლილებების მოზღვავების დროს, უფრო შეეცდებიან გაამართლონ ყოველთვის არსებული ჩვევები, რაც ასევე, ყოველთვის მუშაობდა. ახალი ინფრომაციის სემოსვლის დროს, ინტროვერტები უფრო ფრთხილად იცვლებიან და უფრო ნელა თმობენ არსებულ ტრადიციებსა და საკუთარ ჩვევებს.

მშენებლები, ბრძოლას უცხადებენ არსებულ ღირებულებებსა და წესებს, მორალს და ჩვეულებებს. ესწრაფვიან კულტურული ფასეულობების მშენებლობას, განსაკუთრებით NFP-ები. ესაა ბრძოლა კულტურულ კაპიტალზე.

tipology3

ჯერ კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი ამ საკითხში და ჰელენ ფიშერი და სხვა ნეირობიოლოგები განაგრძობენ კვლევას, თეორიის ფორმირებას და მისი პრაქტიკულობის შემოწმებას.