masturbation

რა არის მასტურბაცია?

მასტურბაცია არის გენიტალიების თვით-სტიმულაცია სიამოვნებისთვის და თვით-კომფორტისთვის. ბავშვები ამას შეიძლება აკეთებდნენ ხელით ან სხვა საგნებით. მასტურბაცია უფრო ხშირია ორი წლის ბავშვებში, ძირითადად აბაზანის დროს. ბავშვი შეიძლება მასტურბირებდეს რამდენჯერმე დღეში, ან ერთხელ კვირაში, და ეს შეიძლება ხდებოდეს დაძინებისას, ტელევიზორის ყურებისას, ან შეიძლება ბავშვი ამ დროს იყოს გაბრაზებული, მოწყენილი ან სტრესის ქვეშ.

რატომ მასტურბირებენ ბავშვები?

მასტურბაცია ნორმალური მოვლენაა ბავშვებში სამი წლიდან. ამ ასაკში იწყება საკუთარი სხეულის გაცნობა და აღმოჩენა. ხშირად ისინი აგრძელებენ მასტურბაციას მხოლოდ იმიტომ რომ თავს გრძნობენ კარგად. ზოგიერთი ბავშვი ამას ჩვეულებრივზე ხშირად აკეთებს, იმიტომ რომ არ არიან რაღაცით კმაყოფილები, ან რაღაცისგან თავის არიდებას ცდილობენ.

მასტურბაციას არ აქვს სამედიცინო უკუჩვენება, გაღიზიანებული გენიტალიები შეიძლება გახდეს ქავილის ან ტკივილის მიზეზი, მაგრამ ეს არაა მასტურბაციით გამოწვეული.

რამდენ ხანს გრძელდება ეს?

როდესაც ბავშვი პირველად აღმოაჩნს მასტურბაციას, ამის შემდეგ იშვიათად წყვეტს ამის კეთებას მთლიანად, 5-6 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ მასტურბირებას ფარულად, ხოლო პუბერტატის ასაკში მასტურბაცია ხდება საყოველთაო პასუხი ნორმალურ განვითარებაზე, ჰორმონებზე და სექსუალურ დრაივზე.

შეიძლება მასტურბაცია გახდეს რაიმე პრობლემის მიზეზი შემდგომ ცხოვრებაში?

მასტურბაცია არ გახდება ფიზიოლოგიური პრობლემის ან სხეულის დაზიანების მიზეზი. არ არის ამაში არაფერი არანორმალური , თუ ეს არ ხდება სახალხო სივრცეში 5-6 წლის ასაკის შემდეგ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზრდასრული მიაწოდებს ბავშვს ინფორმაციას, რომ ეს არის უწესო და ბინძური საქციელი, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური ტკივილი, როგორიცაა მაგალითად დანაშაულის გრძნობა.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს?

1. გვქონდეს რეალური მიზნები. შეუძლებელია მასტურბაციის სრულიად აღმოფხვრა. მივიღოთ ფაქტი, რომ ბავშვი ამით სწავლობს და სიამოვნებას იღებს. მხოლოდ ის შეგვიძლია ვაკონტროლოთ, თუ სად გააკეთებს ამას. შესაძლოა ვასწავლოთ, რომ ეს მხოლოდ საძინებელში ან აბაზანაში გააკეთოს. შეგიძლიათ უთხრა მას: „კარგი, შეგიძლია შენ ეს გააკეთო, მაგრამ მხოლოდ შენს საძინებელში და მხოლოდ მაშინ როცა დაღლილი იქნები“. თუ სრულიად უარყოფ ამ ფაქტს , თუ სად გააკეთებს ის ამას, ბავშვი იფიქრებს რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველგან და ყოველთვის.

2. ყურადრება არ მიაქციო მასტურბაციას ძილის წინ. დატოვე ამ დროს ბავშვი და ნუ შეამოწმებ რას აკეთებს, ნუ აუკრძალავ მუცელზე წოლას და ნუ ჰკითხავ რატომ აქვს ხელები ფეხებს შუა.

3. ასწავლე და მიეცი დისციპლინა ნებისმიერ სხვა დროს ამ საკითხზე. პირველად ეცადე მის ყურადღების გადატანას სათამაშოზე ან გასართობ აქტივობებზე, თუ ეს არ გაამართლებს, აუხსენი: „ვიცი რომ ასე თავს კარგად გრძნობ, და შეგიძლია ეს აკეთო ხანდახან, მაგრამ ხოლოდ შენს ოთახში ან აბაზანაში, და არა მთლიან სახლში, ან მაშინ როცა ხალხია“. დაახლოებით 4-5 წლის ასაკში ბავშვები მგრძნობიარეები ხდებიან სხვა ადამიანების სურვილებისა და გრძნობების მიმართ და ხვდებიან რომ ამის გაკეთება მხოლოდ მარტო ყოფნისას შეიძლება.

4. მეტი ფიზიკური კონტაქტი ბავშვთან. ზოგიერთი ბავშვი მასტურბირებს ნაკლებს თუ მას აქვს მეტი ჩახუტება და მოფერება აღმზრდელისგან, სცადე რომ ბავშვთან გაატარო მინიმუმ ერთი საათი მაინც, და გქონდეს მეტი ფიზიკური კონტაქტი მასთან.

5. ძირითადი შეცდომები. ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც მშობელი ცდილობს მასტურბაციის აბსოლუტურ აღმოფხვრას. ასევე ნუ მიაკერებთ ისეთ იარლიყებს, როგორიცაა ცუდი, ბინძური, საზიზღარი, ბოროტი, ცოდვილი და ა.შ. ნუ გამოიყენებთ ფიზიკურ შეზღუდვებს, ამან შესაძლოა მოგვიანებით სექუალობის დათრგუნვა გამოიწვიოს.

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს?

- თუ ბავშვი აგრძელებს მასტურბაციას სხვების თანდასწრებით.

- თუ მასტურბაცია ზომიერების ფარგლებს გასცდა.

- თუ ბავშვი სხვას იყენებს ამისთვის.

- თუ ცდილობს სხვის მასტურბირებას.

- თუ არასდროს შეგიმჩნევიათ მასტურბირება.

- თუ ზემოთ აღნიშნული მიდგომა არ იღებს შედეგს ერთი თვის განმავლობაში.

მთარგმნელი: ანა ბულბულაშვილი

წყარო Written by Barton D. Schmitt, MD, author of “My Child Is Sick,” American Academy of Pediatrics Books.
Published by RelayHealth.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...