ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პირველ ჰუმანიტარულ სოციონიკის სკოლას კიევში, უკრაინაში. სოციონიკა კი ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. 

- როგორც სოციონიკოსი, რას ფიქრობთ ამბივერსიაზე? 

- სოციონიკა მუშაობს კომპიუტერულ ფორმატში, როგორც ბინარული კოდი, სადაც ციფრი "სამი" ამოღებულია . ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ არსებობს საშუალო ტემპერამენტი ენერგიათა ათვისების სისტემაში  - ამბივერსია. სოციონიკა კი პასუხობს ამ ფსიქოლოგებს შემდეგნაირად -  "ჩვენ ამ საშუალო ტემპერამენტს ორ კატეგორიად ვყოფთ." შესაბამისად, ჩვენ ამბივერტებს ორ კატეგორიად ვყოფთ. ჩვენ გამოვყოფთ ერთმანეთისგან კონტაქტურ და დისტანციურ ექსტრავერებს, და კონტაქტურ და დისტანციურ ინტროვერტებს. 

დისტანციური ექსტრავერტი ზომიერი ექსტრავერტია. თუ ადამიანი ბუნებით ექსტრავერტია, მაგრამ მისი ინტროვერტული ფუნქცია არის აქცენტრირებული, მაშინ ინდივიდი "საშუალო" ექსტრავერტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დაიბადა ექსტრავერტი, თუმცა დროთა განმავლობაში, გარემოსთან ადაპტაციის პროცესში დაინახა რომ მისი ექსტრავერტული ფუნქცია არაეფექტურია, ამიტომ ინტროვერტული ფუნქცია განავითარა. 

- არის "ვერსია" უცვლელი ცხოვრების მანძილზე? 
- ჩამოყალიბებული ფსიქოტიპი რჩება უცვლელი მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი შეცვლა შეგიძლიათ რაოდენოობითად და არა - ხარისხობრივად. ანუ არა ახალი ფსიქოტიპის მიღებით, არამედ არსებულის განმტკიცებით. 

- ვთქვათ, ადამიანი ერთდროულად ინტროვერტულ და ექსტრავერტულ ინტუიციას იყენებს, შეგვიძლია მას ამბივერტი ვუწოდოთ? 
- უკვე გავეცი ამ კითხვას პასუხი. როგორც უკვე ვახსენე, თქვენ ყველაზე მეტი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა ამბივერსიის ორი მხრიდან ერთის ამორჩევა, ინტეგრაცია. ძალიან იშვიათია ადამიანი ორივე მათგანს იყენებდეს, ასეთი არეული კოქტეილის შენარჩუნებაც რთული საქმე იქნებოდა ჩვენს გარემოებებში. ასეთი ადამიანები ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა საზოგადოებას ვერ ეწყობიან, ვერ ადაპტირდებიან გარემოსთან, რადგან ერთადერთი ინტუიციას ეყრდნობიან და ვერ ხედავენ ინტუიციის გარდა სხვა ფაქტორებს. 

- ექსტრავერსიის და ინტროვერსიის არამარტო იუნგისეული, არამედ სხვადასხვა გაგება არსებობს...
- დიახ, მართალია, კარგი შენიშვნაა. თანამედროვეობაში, ფართო საზოგადოება ძირითადად ექსტრავერსიისა და ინტროვერსიის აიზენკასეულ გაგებას იცნობს. აიზენკას აზრით, ექსტრავერტები კომუნიკაბელური ინდივიდები არიან, ინტროვერტები კი - ჩაკეტილები. თუმცა, სოციონიკა ამას სხვაგვარად უყურებს. სოციონიკაში მეტისმეტი სოციალურობა დაკავშირებულია ეთიკურ ექსტრავერსიასთან (ემოციურ ეთიკასთან), რადგან ექსტრავერტულად ლოგიკური ინდივიდი იქნება სოციალური მხოლოდ ბიზნეს ლოგიკის სფეროში, საქმეში. ექსტრავერული ლოგიკა არ იქნება სოციალური ემოციების მიღების გულისთვის, თუმცა ჩვენ მაინც ვათავსებთ მათ ექსტრავერტების კატეგორიაში, რადგან მაინც სოციალურია. კიდევ ერთი მაგალითი: ზოგი ადამიანი ტავს გ რ ძ ნ ო ბ ს ექსტრავერტად, ზოგი კი - ინტროვერტად. ეს ძირითადად ექსტრავერტულ ინტუიციურებს ემართებათ, რადგან მათ სურთ ყველანაირი როლი მოსინჯონ და ყველა არსებული სესაძლებლობა განავითარონ საკუთარ პიროვნებაში. ამის გარეშე მოიწყენენ ისინი. როდესაც ექსტრავერტულ აქტივობებში ერთვებიან, თავი ექსტრავერტი ჰგონიათ, როცა ინტროვერტულში ერთვებიან - იწყენენ დეტალებში ჩაძიებას, კითხვას და პროგრამირებას - ინტროვერტი ჰგონიათ თავი. სოციონიკა ამ მოვლენას ასე პასუხობს - ამ ადამიანების "ვერსია" კი არ შეიცვალა, არამედ ფსიქიკური ენერგია სხვა რამეზე კონცენტრირდა. 

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე

წყარო