Sadhguru-ს ვიდეოს ტრანსკრიბცია

მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი

depresionთუ გაქვს უნარი,რომ გამოიწვიო დეპრესია შენ თავში, თუ ეს არ არის კავშირში რაიმე დაავადებასთან ან თანაგრძნობის ნაკლებობასთან, (რადგან ეს არის ბუნება იმისა, თუ რა ხდება შენს თავს. ) თუ შენ იწვევ დეპესიას, შენ შეგიძლია გამოიწვიო დიდი რაოდენობით ძლიერი ემოციები და ფიქრები, მაგრამ არასწორი მიმართულებით. თუ არ გაქვს ძალიან ძლიერი ემოციები, ძალიან ძლიერი ფიქრები რაღაცის შესახებ, შენ დეპრესიაში ვერ იქნები. შენ უბრალოდ იწვევ ფიქრებსა და ემოციებს, რომლებიც შენს წინააღმდეგ მუშაობს და არა შენთვის. ასე რომ შენ ხარ საკმარისად ძლიერი, რომ გამოიწვიო დეპრესია, რადგან გონებრივ ავადმყოფობას ადამიანთა მცირე რიცხვი მიეკუთვნება, დანარჩენ შემთხვევაში იგი ჩვენ მიერაა შექმნილი. მათი უმეტესობა არის ჩვენ მიერ შექმნილი. ზოგიერთი ადამიანი არის პათოლოგიურად ავად, მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავს დაეხმარონ. ის უბრალოდ მოდის შიგნიდან გენეტიკისა თუ სხვა ფაქტორების გამო. თუ ჩვენ გავწვრთნით მათი ფიქრის პროცესს რაღაც მიმართულებით და ვუბიძგებთ გარეგანი სიტუაციებით , თითქმის ყველა დაკარგავს გონებრივ ბალანსს, რადგან ისინი გახდებიან კლინიკურად ავად. ისინი შეიძლება სიგიჟემდე მივიდნენ. იმის გამო, რომ ზღვარი ნორმალურ ფსიქიკასა და სიგიჟეს შორის ძალიან პატარაა, ხალხი აგრძელებს მის ბიძგებას. შენ ბრაზდები, ხელს კრავ ამ ზღვარს, ფაქტობრივად , როდესაც ბრაზდები ,შენ იცი რომ აწვები ამ ზღვარს . ამიტომაა გამოხატულება: ვიღაცაზე გავბრაზდი. („ I was mad at somebody”) შენ არ ხარ ვიღაცაზე განრისხებული, შენ უბრალოდ გიჟდები. შენ არ შეგიძლია ვინმეზე გაბრაზდე, შენ უბრალოდ შენს საღ აზროვნებას უბიძგებ გონებასუსტობისკენ, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში და ბრუნდები.

ერთი რამ გააკეთეთ , ყოველდღე სცადეთ - დღეში 10 წუთი ძალიან გაბრაზდე ვიღაცაზე. შენ ნახავ, 3 თვეში კლინიკურად იქ იქნები. სცადეთ თუ გინდათ. რადგან თუ ეცდები მიაწვე ამ ზღვარს, შენ გაბრაზდები და უკან დაბრუნდები, გაბრაზდები და უკან დაბრუნდები. ერთ დღესაც, უბრალოდ, უკან ვეღარ დაუბრუნდები. სულ ესაა. ერთ დღესაც უკან ვერ ბრუნდები, მაშინ შენ კლინიკურად ავად იქნები. შენ უნდა მიხვდე, თუ გაბრაზდი გარკვეული დროის განმავლობაში, შენ უკვე ავად ხარ. შეიძლება შენი დიაგნოზის სერთიფიკატს ვერ იღებ, რადგან არ გაძლევენ ამ სერთიფიკატს, რომ შენ გაგიჟებული ხარ, მაგრამ შენ მიდიხარ, არა? შენ ფიქრობ რომ ეს შენი უფლებაა რომ გაღიზიანდე, ფიქრობ რომ შენი უფლებაა ხალხზე გაბრაზდე, ფიქრობ რომ შენი პრივილეგიაა იყო დეპრესიაში, ასე რომ შენ მიიღებ ყურადღებას ვინმესგან. შენ ამის თამაშს აგრძელებ , ერთ დღესაც შენ ვეღარ შეძლებ გააგრძელო ყოველდღე ზღვრის გადაკვეთა, ერთ დღესაც დაინახავ, რომ შენ უკან ვერ ბრუნდები. ამ დღეს დაგჭირდება ექიმი. იქამდე ყველას სჭრიდებოდა შესვენება შენგან, მაგრამ იმ დღეს , როდესაც შენ არ შეგიძლია უკან დახევა მათ შეუძლიათ დაგიჭირონ და ექიმთან მიგიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ გაგიჟდები. ყოველ დღე, დღეში რამდენიმეჯერ. მათ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ გაგზავნონ თავშესაფარში, მათ უწევთ შენი გაძლება-შენს ოჯახს, შენს მეგობრებს, ხალხს შენ გარშემო. თუ შენ სულ მცირე კლინიკურად ავად გახდები ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლობა სხვას მივანიჭოთ.

ერთი ტაძარია, ტამილ ნადუ, სადაც შეგბორკავენ და დაგტოვებენ. იქ არ არის საავადმყოფო, არ არის ფსიქოლოგი, ავადმყოფებისთვის არ არის სააავადმყოფო. უბრალოდ არის ტაძარი, რომელიც ვიღაცამ შექმნა, რომელიც გამიზნულია რომ უბიძგოს ადამიანებს უკან საღი აზროვნებისკენ. ასე რომ ,ოჯახებს უბრალოდ მიჰყავთ ისინი და ტოვებენ იქ. ისინი ბორკილდადებული და ტაძარში დატოვებული არიან. აძლევენ ცოტაოდენ ფულს, გამოკვებავენ და შენ იქ ხარ, როგორც დაბმული ცხოველი. ვფიქრობ, რომ თუ საავადმყოფოები არ იქნებოდა ამგვარი, ბევრი ადამიანი არ გაგიჟდებოდა. ისინი შეინარჩუნებდნენ თავიანთ ნორმალურ ფსიქიკას. ახლა ისინი ძალიან მდიდრულია. თუ შენ საავადმყოფოს ზედმეტად კომფორტულს გახდი, ის ხალხს აღძრავს, რომ გახდნენ ავად და შენ გექნება მოტივი შენ ცხოვრებაში, რომ გახდე ავად. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, შენ იღებდი ყურადღების მაქსიმუმს მხოლოდ მაშინ,როდესაც ავად გრძნობდი თავს. როდესაც ბედნიერი იყავი მოზრდილები გიყვიროდნენ. როდესაც ბავშვი ხარ ფიზიკური ავადმყოფობა კარგია, რადგან შენ ყურადღებას მიიღებ დედისგან და მამისგან და ყველასგან შენ გარშემო და სკოლაში წასვლა არ გიწევს ამ დღეს. ასე რომ შენ სწავლობ ფიზიკური ავადმყოფობის ხელოვნებას, მაგრამ როცა შენ დაქორწინდები, შენ ისწავლი გონებრივი ავადმყოფობის ხელოვნებას, რადგან თუ გინდა ყურადღება მიიქციო, შენ მიდიხარ, ჯდები კუთხეში და დეპრესიულად იქცევი და ხალხი ყურადღებას მოგაქევს. ასე რომ შენ აგრძელებ ამ თამაშის თამაშს , ერთ დღეს , როდესაც ვერ შეძლებ ზღვარს გადმოაბიჯო, ამ დღეს შენ იქნები კლინიკურად ავად. სამწუხაროდ , ბევრ შემთხვევაში არა მხოლოდ ამ გზით, რაც ახლა ვთქვი, არამედ ბევრი სხვადასხვა გზით.

la depresion 640x360ვიტყოდი, რომ ყველა სახის დაავადებების 70% პლანეტაზე არის ჩვენ მიერ შექმნილი. მაშინაც კი,როდესაც ინფექცია გვაქვს, თუ შენ ფიზიკურად და გონებრივად განსაზღვრული გზით ივლი,ვირუსი თუ ბაქტერია არ იმუშავებს იგივენაირად , როგორც ის მუშაობს სხვაზე. თუ შენ თავს ამგვარად განაწყობ , არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მე მაინც უნდა წავიდე და გავაკეთო ესა და ესა და ეს , აქედან თავს ვერ დავიძვრენ. ბოლო 29 წლის განმავლობაში მე არ შემეძლო რაღაც პროგრამის წაშლა, რადგან ტემპერატურა მქონდა ან ვცივდებოდი , ხან რა მემართებოდა ხან რა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება რაც გასაკეთებელი გაქვს მაინც უნდა გააკეთო, შენ არ შეგიძლია მხედველობაში არ მიიღო. ეს შენი ვალდებულებაა. ნახავ , რომ ისე ხშირად ავად აღარ გახდები, რადგან თუ ტემპერატურა გაქვს მაინც გიწევს ამის გაკეთება, თუ ზაფხულია მაინც მიდიხარ არა? არა, ბევრი ადამიანი არ მიდის, ცოტა ცხელა გარეთ, ისინი არ გადიან და არ მუშაობენ. ცოტა ცივა გარეთ, ისინი არ მიდიან და არ მუშაობენ, ცოტა წვიმს, ისინი არ გავლენ და არ იმუშავებენ, თოვს, ისინი არ გავლენ და არ იმუშავებენ. ეს უბრალოდ ამინდია, ასე რომ ამინდის ყოველი ცვლილებისას თუ გაქვს კომფორტი, რომ საბნის ქვეშ შეძვრე და დაწვე, როცა ერთხელ ამას გააკეთებ შენი სხეული ისწავლის, რომ ცუდად გახდეს როცა კი შესაძლებლობა ექნება. თუ ასე გააგრძელებ, არ აქვს მნიშვნელობა რა არის ეს, მაინც უნდა წავიდე და გავაკეთო რაც გასაკეთებელია მაქვს , შენ დაინახავ, რომ შენი სხეული უბრალოდ გამოგყვება ისე სწრაფად როგორც კი შესაძლებელია, მაშინაც კი თუ ყველაზე უარესი ინფექცია გაქვს.

ასე რომ, შენ უბრალოდ გარკვეულ მდგომარეობაში უნდა მოიყვანო შენი ჯანმრთელობა შენთვისა და შენი ბავშვებისთვისაც ,თუ ისინი გყავს. არ აღძრა სურვილი ავადმყოფობისა.თუ ბავშვი ცუდადაა, დააკვირდი მას შორიდან , არასდროს მიხვიდე და გულში ჩაიკრა- მან იცის რომ მალე უნდა გამოჯანმრთელდეს, უკეთ გახდეს და მიაქციე მეტი ყურადღება როცა ის მხიარულადაა . შენ დაინახავ რომ ის ბუნებრივად ისწავლის შიგნიდან საკუთარ ქიმიას ისწავლოს, რომ ღირს იყოს მხიარული, არ ღირს დაიხარჯოს ავადმყოფობაზე. თუ შენ გაიაზრებ შენს ბიოლოგიას , შენს ქიმიას ნახავ რომ ხალხი ისე ხშირად არ გახდება ავად, როგორც ახლა არიან. თუ შენ ამას მიზნად დაისახავ, ნახავ , რომ ჯანმრთელი გახდები . თუ შენ შეგიძლია გონება ასე მოატრიალო, შენ იქითაც შეგიძლია მიატრიალო, მე მინდა რომ ამას მიხვდეთ. არა, მე ასე ვარ, რადგან მამაჩემი ცუდად მეპყრობოდა როცა 7 წლის ვიყავი. ეს არის უაზრობა. შენ შეგიძლია ეს შეცვალო. დროა. თქვენ უნდა მიხვდეთ გონებრივად, ფსიქოლოგიურად , ქიმიურად , ენერგიის გათვალისწინებით, თქვენ ნათლად უნდა დაინახოთ : არ ღირს ავად ყოფნა, უბედურად ან დეპრესიაში ყოფნა, ღირს რომ იყო მხიარული და ექსტაზში. თუ ამას სხვა ადამიანებსაც გააგებინებთ, ისინიც სათანადოდ მოიქცევიან.